პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო მატჩში იმაზე მეტი ვნახეთ, ვიდრე ველოდით. თითქმის ერთთვიანი უთამაშებლობისა და გუნდში არც ისე დიდი ხნის

ყოფნის მიუხედავად, მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ქართველს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება სრულად მისცა.

"ნაპოლიში" და ახლა დებიუტი საკმაოდ განსხვავებული იყო და ეს მატჩის შედეგს ან ჩვენებურის გოლს არ ეხება. მაშინ ჯერ კიდევ უცნობმა ბიჭმა მილიონობით გულშემატკივარი თამაშის საკუთარ თავზე აღებითა და დრიბლინგებით მოხიბლა. ხვიჩა იტალიაში გუნდურად ცოტა ზედმეტადაც გაზარდეს და ინდივიდუალურობას იმაზე მეტი დოზით აღარ ცდილობს, რამაც შესაძლოა, საერთო ინტერესები დააზარალოს. თანაც, "კვარას" პასის კულტურა განვითარებული მაღალ დონეზე აქვს. მაშინ, როცა ამხელა ყურადღების ქვეშ ხარ, წარუმატებელი დრიბლინგი ან დაკარგული ბურთი არასასურველია. ბუნებრივია, გარკვეული სადებიუტო მღელვარებები მაინც შეინიშნებოდა.

რაც საფრანგეთშიც არ იცვლება, ხვიჩას შეჩერება ჯარიმის გარეშე უჭირთ და მის წინააღმდეგ გაფრთხილებასაც იღებენ. კვარაცხელიამ რაც არ უნდა გაიმეოროს, მსაჯებთან კამათია. ის ჯერ აქაურ გარემოს კარგად არ იცნობს. მნიშვნელოვანია, როგორც ყოფილი დამრიგებელი იური სიომინი პირადად ეუბნებოდა, როცა მასზე დაჯარიმდებიან, ადგეს და თამაში განაგრძოს.

ყველაზე საინტერესო და აქტუალური ხვიჩასთვის პოზიციის შერჩევაა. ისე ჩანს, ფეხბურთელი მაქსიმალური თავისუფლებით კმაყოფილია.

ოღონდ, ადგილების დაგანაცვლება თუ მინდორზე რაოდენობრივად ბევრი შემტევის ყოლა აუცილებლად უფრო შინაარსიან და მრავალფეროვან ფეხბურთს არ გულისხმობს. ასევე, სასურველი იქნება, თუკი ნახევარდაცვის ბირთვი ჩამოყალიბდება და "კვარა" მათთან შეთამაშდება. მალე ვნახავთ, ფლანგზე მენდეშთან კომბინირებას რა მასშტაბზე აიყვანს. იმასაც უკეთ გავიაზრებთ, "ნაპოლიში" ოლივერასთან რა იყო შეუძლებელი, მითუმეტეს, როცა ფლანგზე ჟესუსის ტიპის ფეხბურთელსაც კი იყენებდნენ.

ხვიჩა კვარაცხელიას მართლაც აქვს გამთამაშებლის უნარები, მინდვრის ხედვა და ამ პოზიციიდან ორი მაგარი პასი ამ შეხვედრაშიც გააკეთა. "კვარას" ფორვარდობის გამოცდილებაც და უნარებიც გააჩნია, მაგრამ მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავევები არსებობს. როცა "შვიდიანი" ფლანგზეა, ის დრიბლინგზე და თამაშის პირადად გამწვავებაზეა ორიენტირებული. "ათიანის" შემთხვევაში ფეხბურთელს "ზურგიდან ხედვაც" ერთვება, ის ბურთს ყოველთვის სახით კარისკენ ვერ მიიღებს, უნდა აკონტროლოს ტემპი... რაც შეეხება ფორვარდობას, სადაც პსჟ-ს ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებშიც გვინახავს. ჩვენ შეჩვეულები ვართ და მოგვწონს, ხვიჩას ბურთით ხშირად რომ ვხედავთ. როცა ის ყველაზე წინ იქნება, შესაძლოს, პასებით სათანადოდ ვერ მოამარაგონ, ანაც ტაქტიკური მოძრაობა მეტად დასჭირდეს, რაც გზას სხვებს გაუხსნის. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. ცრუფორვარდის არსი ფეხბურთელების ცვლილებას გულისხმობს და ამ ადგილას სხვადასხვა აღმოჩნდება. თავის მხრივ, კვარაცხელიას მარჯვნიდანაც შეტევაც შეუძლია.

ხვიჩას თანაგუნდელებთან კარგი ურთიერთობა აქვს, ასე ჩანს. ის პოზიტიური ბიჭია. ეგაა, ასეთი კონკურენციის პირობებში, ეგოიზმი იჩენს ხოლმე თავს. მაგალითად, დემბელე შეჩვეულია, რომ შეტევების უმეტესობა მარჯვნიდან ვითარდებოდა, ახლა კი ფლანგები მეტადაა დაბალანსებული. მნიშვნელოვანია, ქართველს ბარკოლასთან ერთად თამაშის საშუალება მაქსიმალურად სწრაფად მიეცეს. მარცხენა ფლანგისა და ფორვარდის პოზიციაზე ისინი უნდა გადანაწილდნენ. ერთიცაა, ბარკოლას არ აქვს გამთამაშებლის ის უნარები, რაც "კვარას", ჩვენებურს კი რელიზებაზე მეტი მუშაობა მოუწევს.

პსჟ-ს გაშვებულ გოლს რაც შეეხება, რასაც სხვადასხვა მოსაზრება მოჰყვა: დღეს ფეხბურთი ერთფეროვანი იმიტომაც გახდა, დრიბლიორებს ეუბნებიან, უმთავარესია, ბურთი არ დაკარგოო. ამაზე ფიქრი ხვიჩასაც უწევს. ხსენებულ ეპიზოდში ბურთის დაკარგვა არ ყოფილა, "კვარამ" კარში დაარტყა და მეკარემ სწრაფი შეტევა დაიწყო, გუნდი კი მინდორზე კარგად გადანაწილებული არ ყოფილა.

ხვიჩას ვარსკვლავური გამონათებები გოლის დროს აშკარად იყო. ის უბრალოდ ადგა და ყველაფერი შექმნა - ლამაზად, დახვეწილად, შემოქმედებითად და შედეგიანად. კვარაცხელია ამას კიდევ ბევრჯერ შეძლებს. განცდა ნამდვილად ასეთია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ ძალიან ბევრია!

პსჟ-ს 7 თებერვლის ჩათვლით 3 ტურნირზე ოთხი შეხვედრა აქვს. 29 იანვარს ჩვენებური ჩემპიონთა ლიგაზე რომ არ იქნება (პლეი-ოფამდე) ვიცით. შემდეგ ჩემპიონატში "ბრესტი", თასზე "ლე მანი" და "მონაკოსთან" დიდი დაპირისპირებაა!..

ჰეთრიკ
კვარა ჰეთრიკს შეასრულებს
aburjga
არ დამიცინია! ღმერთმა დამიფაროს და შენც დაგიფაროს ღმერთმა უკმეხი ლაპარაკისგან! არ მაქვს 1000 ლარი ხელფასი. 450 ლარი მაქვს პენსია! ხვიჩას კი სულ მხარს ვუჭერ და აქ საიტზე დავწერე რომ აუცილებლად უნდა გადასულიყო პაჟ-ში!
ასეა
გუშინ კატასროფა იყო მამარდიანი,ამოტენეს გოლებით.ეს ლივერპულმა ბორთის მომტანად იყიდა უეჭველი
იასონას უდარი
მხოლოდ პსჟ შეუძლია 65 მილიონი გადაიხადოს რამოშში და ის სკამზე ყავდეს.აქ კიდევ განიხილავენ შემდეგ შემტევ სამეულს,ხვიჩა,ბარკოლა და დემბელე,ხოდა 65 მილიონიანი რამოში სად არის? დიდი ზარზეიმით იყიდეს ეს რამოში და ახლა სკამზე უნდა დაალპონ.არცთუ ისე კარგი ნიშანია ხვიჩასთვის და არც პსჟ სელექცია არის კარგი. აგერ ლივერპულმა ნუნიეში იყიდა იგივე ბენფიკადან,ვერ არის ისეთი ქერო უნდა იყოს,თუმცა შანსს მაინც იღებს ლივერპულის და იმ ტურნირების გამო,ხოდა პსჟ რამოში რაში უნდა გამოიყენოს? სხვა საქმეა,ფეხბურთი უცნაური გახდა ნამდვილი 9 ნომრების გარეშე,თუმცა რეალობა ეგეთი. რაც შეეხება მსაჯებს,ფრანგი მსაჯები იტალიელებს არ გვანან,სიხისტის უფლებას აძლევენ ფეხბურთელებს და არც ბარათების ამოღება ეზარებათ.ამიტომაც,ფეხებს მოუფრთხილდეს ხვიჩა და ბევრი არ იკამათონ,თავისუფლად შესაძლებელია დალეწონ ან წითელი მისცენ მხოლოდ კამათის გამო. პსჟ დედაც ვატირე,ნაკრებისთვის ჯამრთელი უნდა იყოს.აბა,პსჟ ლიგა ერთს ხვიჩას გარეშეც მოიგებს და რა არის სადარდებელი? ფულს ისედაც ჩაურიცხავენ და არ მოკვდება შიმშილით.
კახა
მეც მაკვირვებს ეს. თან გვარები არ აწერია, ყატარი რა უბედურებაა
სოსო
ჟურნალისტის შეფასებაში გეთანხმები!ერთი სიამოვნებაა,ღვთისავარ ანთაძის სტატიების წაკითხვა.რაც შეეხება კომენტატორებს,ერთი პერიოდი,მათ გარეშე მიდიოდა რეპორტაჟები და ფსიქოლოგიურად დავისვენე.მანამდე,რუსულ ენაზეც მიჰყავდათ,რეპორტაჟები და ქართულ ენაზე როცა ვეღარ ვუძლებდი,რუსულ ენაზე გადამყავდა.მათი ხარისხი, ნორმალურზეც უკეთესი იყო.ახლა რუსულ ენაზე აღარ არის და ისევ ნერვების წყვეტა დაიწყო.
გიო
ჩინური ახალი წელი იყო და მარკეტინგული ხრიკი იყო
ჯონდო
რა იაპონური, -ჩინურია
აბურჯგას
ისე შენ კი გექნება 1000 ლარი ხელფასი და კვარას 10 მილიონი აქვს მაინც შეგახსენე რა სანამ მარადონობაზე დასცინებ მალე დაიძინე ეხლა ხვალ სამსახურში ხარ წასასვლელი
Degraf
sushis bari afinansebt da magitom :))))
es
იაპონურად რატომ ეწერათ გვარები მაისურზე?
Semi
დიდებული დებიუტი გინახავთ? მაგალითად რუნი მანჩესტერში, პატო მილანში ? გინახავთ?. ხვიჩამ მხოლოდ პირველ ტაიმში 11 - ჯერ დაკარგა ბურთი.
tngh
წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს!!!
ჟორა გაბრიჭიძე
დებიუტის პირობაზე დიდებულად ითამაშა. მწვრთნელმაც ხომ აღნიშნა სტადიონს და მაყურებელს შეჩვევა უნდაო. გუნდი საერთოდ არ მომეწონა. ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ, შეტევის დროს ყველა ისეა გართული წინ თამაშით, ნებისმიერი კონტრშეტევა ძალიამ სახიფათო ხდება. დაცვის ცენტრი ფაქტიურად არ არსებობს. მეტოქის საჯარიმოში ასე მოკლე პასებით ფონს გასვლა ძალიან გაჭირდება. ასეთი კლასის გუნდს საჯარიმოს გარედან დამრტყმელი არ ყავდეს საკვირველია. იქნებ ხვიჩამ ითაოს ხანდახან მაინც ეს როლი.
არჩი
ეს ჟურნალისტი მაგრად წერს. სამწუხაროდ, ჟურნალისტების პროფესიული დონე და მათ შორის არა მხოლოდ სპორტულების, ძირითადად დაბალია. კომენტატორებზეც მინდა ვთქვა - რატომ აღნიშნავენ ჟივილ-ხივილით და აღტყინებით ქართველი კომენტატორები ქართველების გუნდის კარში და თვით მამარდაშვილსთვის გატანილ გოლებს?! ამ შემთხვევაში ობიექტურობა და მიუკერძოებლობა, რითაც ისინი ამას ხსნიან, ნამდვილი პროვინციალიზმია. რატომ უნდა გაგიხარდეს ლანსის გოლი პსჟ-ს კარში?! ბევრი ქომაგი ყავს ლანსს ქართველებში და ობიექტურობას და მიუკერძოებლლობას უმტკიცებ?
aburjga
ჩემი აზრით ჩვეულებრივი ფეხბურთელივით ითამაშა! მე მეტს ველოდი. მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაპოლის ფარჩაკი მწვრთნელების (სპალეტის გარდა) მცდელობებს მას დაევიწყებინა დრიბლინგი, სამწუხაროდ უარყოფითი დაღი დაასვა თამაშს! მე დიდ წარმატებებს ვუსურვებ. ნეაპოლში ხომ იყო მარადონა, აქ პარიზში უნდა იყოს ფონტენი!
ამაშია საქმე
გოლის მომენტში ხვიჩამ მასტერ კლასი ჩაატარა.რამდენჯერმე მაგარი დახურული გადაცემა გააკეთა.რაც შეეხება პარტნიორებს ამდენი უბრალო შეცდომა განსაკუთრებით ნახევარმცველებს არ ეკადრებათ.ნაპოლის ნახევარმცველები უკეთესად გამოიყურებიან.ახლა მთავარია ჩ.ლ-ის პლეიოფში გავიდნენ.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
"კვარა"? იგივეს გავაკეთებდი" - ლუის ენრიკე იხტიბარს არ იტეხს
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო