სამხრეთ აფრიკაში დასრულებული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, მსაჯების შეცდომებმა ყველა დააფიქრა, რომ ვიდეორეფერის დანერგვა ფეხბურთს წაადგებოდა. ეს გადაწყვეტილება დროულად რომ მიეღოთ, მსოფლიო ფეხბურთში ბევრი უსამართლობა არ მოხდებოდა და ფიფა-უეფა ბევრად უკეთესი ორგანიზაციის სახელით ისარგებლებდა...

სამხრეთ აფრიკაში დასრულებული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, მსაჯების შეცდომებმა ყველა დააფიქრა, რომ ვიდეორეფერის დანერგვა ფეხბურთს წაადგებოდა. ეს გადაწყვეტილება დროულად რომ მიეღოთ, მსოფლიო ფეხბურთში ბევრი უსამართლობა არ მოხდებოდა და ფიფა-უეფა ბევრად უკეთესი ორგანიზაციის სახელით ისარგებლებდა.

უეფაში უკვე მიხვდნენ, რომ ადამიანური შეცდომებისა თუ მანკიერების აღმოსაფხვრელად ვიდეორეფერი აუცილებელი იყო. ფიფა თავს იკავებდა და ამას ასაბუთებდა იმ მოსაზრებით, რომ ფეხბურთი ადამიანურ შეცდომებს ეყრდნობოდა. არადა, გამარჯვებულის სამართლიან გამოვლენას "მსაჯის შეხედულება" ხშირად ხელს უშლიდა.

ვიდეორეფერის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები მეტად მწირი და გაუგებარია და ყველა ხვდება, რომ მსაჯის "შეხედულება" ის იარაღია, რომელსაც ნებისმიერ დროს უსამართლოდ გამოიყენებს. რატომ უნდა ივარაუდოს მსაჯმა, ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა თუ არა, როდესაც ვიდეოგანმეორება უზუსტეს პასუხს იძლევა? ამიტომაა, მსაჯის "შეხედულების" მიმართ ნდობა რომ დაიკარგა. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, სამხრეთ აფრიკაში გამართულ ფიფას VI კონგრესზე უეფამ პირველ საკითხად კარის უკან მსაჯების დამატების საკითხი გამოიტანა, რასაც ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი შეეწინააღმდეგა.

ერთი თვის წინ ვწერდით, რომ მსოფლიოში წამოწყებული დისკუსიას შესაძლოა, წერტილი საქართველოში დაესვას და პირველი ვიდეომსაჯი საქართველოს ჩემპიონატში დაინერგოსო.

ეს გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა: "ამ საკითხზე მოლაპარაკება ფიფა-უეფასთან დავიწყეთ და ჩვენი დიდი სურვილია, ვიყოთ პირველი ქვეყანა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ, მთელ მსოფლიოშიც, სადაც ექსპერიმენტის სახით, ვიდეორეფერი დაინერგება".

უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის თბილისური ვიზიტის შემდეგ, სიჭინავას კითხვა ამის თაობაზეც დავუსვით – გვაძლევს თუ არა უეფა იმ ექსპერიმენტის ჩატარების უფლებას, რომელიც ჩვენი ფედერაციის ინიციატივა იყო?

~ეს პროექტი გამოირიცხა, უფლებას არ გვაძლევენ", - მოკლე და ლაკონური პასუხით ყველაფერი ცხადი გახდა. უეფა დამატებითი არბიტრების შემოღების მომხრეა და არა ვიდეოთვალის. კარგად რომ დავუკვირდეთ, ჩვენი ფედერაციისა და უეფას წინადადებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია. ჩვენებს ვიდეოთვალი სურთ, უეფას კი დამატებითი არბიტრები, ანუ ტექნიკის გამოყენებასაც ისინიც ეწინააღმდეგებიან.

არადა, სამწუხაროა – ვიდეორეფერის საქართველოში გამოყენება მნიშვნელოვანი მოვლენა გახდებოდა არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო ფეხბურთისთვისაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა