ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერი სასიხარულო იყო, სახეზე გვაქვს - ქართველის გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა და მინიმუმ მერვედფინალში თამაში არ უნდა გაუჭირდეს.

კვარაცხელიას გუნდმა ლიგის ფაზის ეტაპი მე-15 ადგილზე დაასრულა, წესების თანახმად კი 31 იანვარს (15:00 სთ) წილისყრაზე ის უნდა გაირკვეს, 1/16 ფინალში პარიზელები და მე-16 ადგილზე გასული "ბენფიკა" მე-17 და მე-18 ადგილზე გასულ ფრანგულ კლუბებს, "მონაკოსა" და "ბრესტს" როგორ გადაინაწილებენ.

პსჟ-ს გზა

ხვიჩასა და მის თანაგუნდელებს 1/8 ფინალში ველით(წილისყრა 21 თებერვალს), სადაც მათი მეტოქე "ბარსელონა" ან "ლივერპული" იქნება.

პსჟ განთესილია და 1/16 ფინალში ლუის ენრიკეს გუნდს საშინაო მოედნის უპირატესობა ექნება - 11 ან 12 თებერვალს სტუმრად, ერთი კვირის შემდეგ კი შინ ითამაშებს.

ხვიჩა "ბარსელონას" წინააღმდეგ

1/16 ფინალში გამოვარჩევთ "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირებას მადრიდის "რეალთან" ან "ბაიერნთან" და "მილანისა" და "იუვენტუსის" შესაძლო შეხვედრებს. აღსანიშნავია ფრანგული "ლილის" პირდაპირ რვა საუკეთესო გუნდსა და მერვედფინალში მოხვედრა.

შეგახსენებთ, გასულ ორ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშა, სადაც ასპარეზობას ჯერ "მილანმა", შემდეგ კი "ბარსელონამ" გამოთიშა("ლივერპულთან" კარგი გამოცდილება ჯგუფურ ეტაპზე აქვს). "კვარას" პარიზელებთან ერთად ახლა უფრო შორს ველით!..

Zaza
რატო იყო უეჭველი ფრე? მე პირადად უბრსლოდ მეტი ბურთი მეგონა. გამაკვირვა თან ძაან ლივერპულის წაგებამ. კი მეორე სასტავი დააყენა სლოტმა მარა ეგენი არიან ხოლმე თავს რო იგიჟებენ! მოკლედ ლივერპული წელიწადში 1-2-ჯერ აგებს და არ მეგონა მაინცდამაინც პსვ რო მოუგებდა. დანარჩენი წამოვიდა ყველაფერი - ცზ - მილანის ორივე გაიტანს, ბარსას მეტი კუხური ვიდრე ატალანტა., პსჟ-ს მეტი კუთხური., როდრიგოს 2 კარში დარტყმა 2 კუშად.
ირაკლი
სიტი უკვე ხვდება ან რეალს ან ბაიერნს. აი ეს ბარიერი თუ გაიარეს შემდეგ შედარებით იოლი (თუ შეიძლება ასე ითქვას) მეტოქე ერგებათ, ან ატლეტიკო ან ბაიერ ლევერკუზენი.
ბს
ჰმ, 15-18 ადგილებზე გასვლას 23-24 ადგილებზე გასვლამ აჯობა, ეთამაშა პსჟ ფრე და დაუმიზნებდა ,,ლილს" და ,,ასტონ ვილას", რა ძალა ედგა? გაიაგიჟა თავი და კი ეჯღანება ახლა ,,ბარსა" და ,, ლივერპული". პახოდუ უბნის სასტავიც სახინკლის ფულს იშოვიდა, რა ნაღდ ფრეზე ჰქონდათ დადებული, აფსუს )))
გურულო
ვინც ტოტალიზატორის პრიზმიდან უყურებს ფეხბურთს,კანეშნა არ მეეწონება. თორე რა აქვს დასაწუნი ბლინ, ამდენი მაგარი თამაშები ვნახეთ! მე ფეხბურთს ვუყურებ სიამოვნება რომ მივიღო იმის გულიზა! თ ვარა თავის მოსაკლავად კიარა! გამგები გეიგებს! ძაან კაი პონტია ლიგის ახალი ფორმატი!
Bs
სიტიც რა მაგარ შარშია! თუ გავიდა ფლეი-ინიდან იქ რეალი ან ბაიერნი ელოდება. ხოლო პსჟ თუ მერვედფინალს გადაურჩა მერე შედარებით სუსტი გუნდი ხვდება მეოთხედფინალში, თუმც მაგათ ჯერ ფლეი-ინი უნდა გაიარონ. დიდი ომები იწყება )))
las
ჩემთვის ლიგა ეხლა იწყება ის რაც იყო. მასკარადი. რაღაც აბდაუბდა. მე პირადად ახალი ფორმატი არ მომწეონა :)
ნუგზარი
ხვიჩას ნებისმიერ გუნდში და ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ შეუძლია განსხვავების შექმნა. ახალ გუნდში კიდევ უფრო გაიზრდება და როგორც უნივერსალი ჩამოყალიბდება, რისი რესურსიც მას რეალურად აქვს.
rigiti -ს არა არა წინა კომენტარის ავტორისაგან
კვარას "საიდუმლო იარაღად" ქცევა, მისი სხვა ამპლუაში, განსხვავებულ ადგილას, სხვა სქემით თამაშით შეიძლება და აქ, ყველასათვის , მათ შორის "ბარსელონასა" და "ლივერპულისათვის" კარგად ცნობილი, "ნაპოლის" სათამაშო სქემაში დამკვიდრებული მხოლოდ მარცხენა ფლანგზე თამაში არ იგულისხმება ! პსჟ-ში პირველივე თამაშში გამოჩნდა, რომ ხვიჩა სავარაუდოდ არ იქნება "ნაპოლისთვის" პრაქტიკულად ჩვეული, მხოლოდ ე.წ. კლასიკური მარცხენა ვინგერი და ფლანგებზეც და ცენტრშიც, მათ შორის, შეწყვილებულ ფორმატშიც მოიაზრება...
სოსო
რიგითს.ერთია კვარა ნაპოლიში და მეორე შეიძლება გახდეს,პსჟ-ში.ნაპოლი ლუკაკუზე ათამაშებდა გუნდს,"სტოლბ" ცენტრალურ თავდამსხმელზე,პსჟ კი,საერთოდ ცენტრის გარეშე თამაშობს და შემტევების ადგილების ცვლასა და ფლანგების სუპერ აქტიურობაზე აკეთებს აქცენტს.აქ კვარაც,ბარკოლაც,დემბელეც,დუოც და სხვებიც,გაცილებით მრავალნაირად შესძლებენ თამაშს.პსჟს დაცვასა და შეტევას შორის ბალანსის დამყარების პრობლემა აქვს მხოლოდ და რაკი კვარას დაცვაში მუშაობაც უწევდა,კონტესთან,ამით კიდევ უფრო ფასეული შეიძლება გახდეს,პსჟსთვის.მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში და ამით გუნდს, ტაქტიკური მრავალფეროვნების გაზრდაში დაეხმარება.კვარა პირველივე თამაშის შემდეგ,ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და ყველას დაუმტკიცა,რომ ახალ გუნდშიც შეუძლია თავის გამოჩენა და მაგრად თამაში.გუნდთან ერთად,მხოლოდ 4 ვარჯიში ჰქონდა ჩატარებული და ამდენი მაინც შესძლო,იმ თამაშებისთვის კი,მწვრთნელს სულ სხვა ამოცანების დაკისრება შეუძლია მისთვის.მგონი დამეთანხმები,რომ სულ სხვა იყო კვარა ნაპოლიში და სულ სხვა,საქართველოს ნაკრებში.რა შეუძლია მას,მგონი ჯერ თვითონაც არ იცის,ბოლომდე.ტყუილად არ თქვა სიომინმა,ხვიჩას ჭერი არ ჩანსო.მას პსჟს თამაშშიც შეუძლია დღევანდელისაგან განსხვავების შექმნა და ასეც იქნება.
bud
ლივერპული ინტერი რეალი წელს ამ სამიდან ველოდები ჩემპიონს პსჟ დაცვას უნდა მიხედოს ძაან სუსტი ცენტრ დაცვა ყავთ და საყრდენი მკვნეტავი ჭირდებათ კანტეს სტილის
rigiti
კვარა საიდუმლო იარაღი???? და ვისთვის იქნება საიდუმლო, ბარსელონასთვის თუ ლივერპულისთვის?
სოსო
ჩვენ რომ კვარას მეოთხედფინალზე უფრო შორს ველით,გასაგებია,მაგრამ 1/16 ფინალშიც ძალიან მძიმე ბრძოლა მოუწევს და მერე ბარსელონა,ან ლივერპული!-როგორი საქმეა?!ბარსელონა და პსჟ,ძალიან ჰგვანან ერთმანეთს,სათამაშო,სუპერ შემტევი სტილით სტილით და ფეხბურთელების ინდივიდუალურ ოსტატობაზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული,აი ლივერპული კი,თავისი დაბალანსებული შემადგენლობით და თამაშით,ტურნირის მთავარ ფავორიტიც მგონია.ძალიან მაგარი თამაშები გველის,ეს ნაღდია და იქ,ყველაფერი შეიძლება მოხდეს.პსჟმ ბოლო ორი სალიგო თამაში ისე ჩაატარა,რომ მისი შემტევებდან რომელიმეს ამოგდება და კვარას ჩასმა,ჩვენი სურვილის მიუხედავად,ძნელი წარმოსადგენია,აი თუ მერვედფინალში გავიდნენ,იქ კი,კვარაც უკვე შეჩვეული იქნება კლუბს და მწვრთნელმა, შესაძლოა საიდუმლო იარაღის სახითაც გამოიყენოს.
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
"კვარადღე" ლიგაზე! - გიორგის პასით დაწყებული და მთავარი მატჩები
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის ახალმა მეთოდებმა ეს გააკეთოს" - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
საგიჟეთი პარიზში, ხვიჩა ვერდიქტის მოლოდინში და იამალის მუქარა
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
"თუ "ბარსელონასთან" ხვიჩა ამას გააკეთებს, ენრიკეს ადგილას ამ ყოველივეს კარგად არ მივიღებდი" - რიოლო კვარაცხელიას არ ეშვება
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ? - "ნუ მოკლავ ჯაფარას!"
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია