ხვალ, 18 აგვისტოს, "დინამო" უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ შეხვედრას ათენში "აეკის" წინააღმდეგ გამართავს
ხვალ 18 აგვისტოს, თბილისის "დინამო" უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ შეხვედრას ათენში ოლიმპიურ სტადიონზე "აეკის" წინააღმდეგ გამართავს. დინამოელები საბერძნეთის დედაქალაქში ჩარტერული რეისით გაემგზავრნენ, ათენში კი სასტუმრო "Athens Ledra Marriott Hotel"-ში დაბინავდებიან.

სამწუხაროდ, წინა შეხვედრაში "რეიკიავიკთან" მიღებული წითელი ბარათის გამო დისკვალიფიცირებულია ჯაბა ჯიღაური, შემადგენლობაში არ არის ბრაზილიელი ფორვარდი რობერტინიო, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში "ვიტ ჯორჯიასთანაც" განაცხადშიც არ იყო.

დინამოელები ათენში ასეთი შემადგენლობით გაემგზავრნენ:

მეკარეები: გიორგი ლორია, გიორგი ნადირაძე

მცველები: დავით ოდიკაძე, ირჟი ჰომოლა,LლევანLკაკუბავა, გულვერდ თომაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, გიორგი თექთურმანიძე, ალეკო კოშკაძე, ჩისკო, მიკელ ალვარო, კოტო, გოგა ბერაია, ნიკა ფირცხალავა

თავდამსხმელები: გიორგი კახელიშვილი, იაგუე, ირაკლი ლექვთაძე.

"დინამოს" პრესატაშე გიგა გვენცაძის ცნობით, მთავარმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ ათენში გუნდთან ერთად წაიყვანა ლევან ხმალაძე, რომელსაც ტრავმის გამო თვენახევარი გაუცდა. ლევანი ათენშიც ვერ ითამაშებს, მაგრამ გარსიამ ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის დროს მისი გუნდთან ერთად ყოფნა საჭიროდ ჩათვალა.

ათენში გამგზავრებამდე "დინამოს" ვებგვერდმა ფეხბურთელებს კომენტარი ჩამოართვა.

ალექს გარსია: "ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, პლეი ოფის შეხვედრაში ყველაფერი ორი მატჩის ჯამში გაირკვევა, ვეცდებით, ფეხბურთით თავადაც ვისიამოვნოთ და "დინამოს" გულშემატკივრებიც გავახაროთ".

ლევან ხმალაძე: "ტრავმის გამო თვენახევარი გამიცდა, თბილისში დაბრუნებისთანავე შევუდგები ვარჯიშს და იმედია, ორ კვირაში ოპტიმალურ ფორმას აღვიდგენ. ძალიან მიხარია, რომ ასეთი პრინციპული მატჩის დროს გუნდთან ერთად ვიქნები".

გიორგი ლორია: "ჩემპიონატში ორი რთული მატჩი მოვიგეთ, უეფაზეც წარმატებულად ვითამაშეთ და ყველანი იმედიანად ვართ განწყობილნი".

ნიკა ფირცხალავა: "რთულ თამაშს ველით, ევროპის ლიგაში მოსახვედრად მცირე ნაბიჯი დაგვრჩა და სასურველი შედეგის მისაღწევად მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ".

ლევან კაკუბავა: "ვფიქრობ, უკვე ისეთ ეტაპზე ვართ, რომ ჯგუფურ ეტაპში გასვლის უნარი შეგვწევს. გამარჯვებულის ვინაობა განმეორებით მატჩში გაირკვევა. იმედია, თბილისში გულშემატკივრებთან ერთან შევძლებთ მიზნის მიღწევას".

შეგახსენებთ, რომ 18 აგვისტოს აეკ-ისა და "დინამოს" შეხვედრის პირდაპირი ტელერეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" 22:45 საათზე გეგმავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Giga
ზვიადი არა ბიჭო 5-0 მოუგებენ აეკ-ს ათენში :D:D:D
ზვიადი
რას ნიშნავს ორრაუნდიანია? ან რა დროს საპასუხო თამაშის ხსენებაა? გუნდის წარმომადგენლების კომენტარები არ მომწონს. რას მოელიან კონკრეტული თამაშიდან? წინდაწინვე აგებენ?
dinamo
ცუდად იყოვო ტრანვა აქ ტუ სიცხები მოკლედ ცუდადა
dinamofun
მე როგორც ვიცი მცირე ტრამვა ქონდა ვიტ-ჯორჯიასთან მაგიტომ არ იყო, და ალბათ მაგიტომ არ წაიყვანა
domenti
რატომ დატოვა რობერტინიო?/?...ეხლა ამათ დაიწყეს ზესტაფონივით?იქნება გაგვაგებინოთ რა პონტში დატოვა თბილისში რობერტინიუო?არადა მაგარი იგროკია...საწყენია ძალიან...იქნება გაგვაგებინოთ პატივცემულო ადმინისტრაცია რაშია საქმე?
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა