ლიგა 1-ის მეოცე ტურში პსჟ-მ გასვლაზე „ბრესტი“ 5:2 დაამარცხა.

სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონატის ზედიზედ მეორე მატჩში დააყენა ძირითად შემადგენლობაში. ქართველმა დებიუტში დემბელე ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მას გატანა მეკარე ბიზოტმა არ დაანება. შემდეგ ხვიჩას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. ცოტა ხანში ბარკოლამ ვერ გამოიყენა მომენტი. მერე კი ბარკოლას პასით „პარი სენ ჟერმენი“ დემბელემ დააწინაურა, რომელმაც ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში გაიტანა. სტუმრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდნენ, მეკარე დონარუმამ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ დელ კასტილიომ ანგარიში გაათანაბრა. 57-ე წუთზე „კვარა“ საჯარიმოში ნდიაემ წააქცია, მაინც მოახერხა დარტყმა, ბურთი ბიზოტმა მოიგერია, ხოლო დამატებაზე დემბელემ გაიტანა. ხვიჩა ლუის ენრიკემ დუეთი შეცვალა, დემბელემ კი მალე ჰეთ-თრიკი შეასრულა და ისიც შეცვალეს. „ბრესტი“ არ დანებდა და აჟორკმა სხვაობა შეამცირა. თუმცა, რამუშმა დუბლი შეასრულა და "პარი სენ ჟერმენმა" გაიმარჯვა.

პსჟ 50 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 5 თებერვალს ჩაატარებს - თასის მერვედფინალში გასვლაზე „ლე მანს“ დაუპირისპირდება.

ბრესტი. „სტად ფრანსის ლე ბლე“

ბრესტი - პსჟ 2:5

გოლები: 0:1 დემბელე (29), 1:1 დელ კასტილიო (50), 1:2 დემბელე (57), 1:3 დემბელე (62), 2:3 აჟორკი (71), 2:4 რამუში (59), 2:5 რამუში (90+7)

ასეა ეს
ერთადერთი შანსი ხვიჩას პსჟ-ს ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გახდეს ბარკოლის ტრამვაა,შეიძლება დემბელეს ტრამვაც.ანდა იმ დონეზე ათამაშდეს ნაპოლიში დასაწყისში როგორც თამაშობდა.არადა მოგვიწევს იმ უაზრობის ყურება რასაც ლუის ენრიკე იძულებით აკეთებს როდესაც სამ ფრთის მოთამაშეს ერთად აყენებს.
gela
ანუ შენი აზრით თავი არ აქვს წესრიგში
გიორგი
წავიდა ისევ ისე ,რომ პასს არ აძლევენ ,ენრიკე აზრზე არ არის,მოედანი მრუდეა,თანაგუნდელები გაბუტულები არიან და სხვა უაზრობები.ბევრი რამე აკლია ხვიჩას იდეალურ ფორმამდე.პირველ რიგში საკუთარი თავის რწმენა ,რომ ბევრად მეტი შეუძლია,უეჭველად აქვს რესურსი,უდიდესი კონკურენციაა მის წინაშე და ეს უნდა გააცნობიეროს,თუ არადა ერთი ჩვეულებრივი მილიონერი იქნება
ხათუნა
გუშინ გამომრჩა მატჩი, არ ვიცოდი, მაგრამ პირველ თამაშში ცოტა შებოჭილი მეჩვენა, ჯერ გუნდთანაც ჭორდება შეთამაშება, ეტყობოდა, თან ვშიშობდი, რომ იტალიიდან დამძიმებული განწყობა ასე უცებ ვერ გაივლიდა, გადმოყოლილი აქვს კიდეც. ამიტომაც, რომ გადავიდა პსჟ_ ში, პირველ რიგში, განახლებულ ენერგიას ვუსურვებდი ხოლმე კომენტარებში . ხვიჩა ძალიან მგრძნობიარე ბუნებისაა და ამიტომ ფსიქოლოგია მისთვის ფაქტობრივად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ფიზიკაში ყველაფერი აქვს უკვე .
თენგო
ბადრო შენი სიფათი მანახა კვარა რომ უხერხულობებს დაძლევს და თავისუფლად განავარდდება
ხვიჩა
მერე შე კაი ადამიანო რას გადააყრევინე პსჟ-ს მესვეურებს 70 მლნ. კაი იმათ არ იციან რომ საშუალო დონის ფეხბურთელი არ ღირს ამდენი. შენ ხომ მაინც იცი? ან და ეს ტრანსფერმარკეტი რომ არის გაძეძგილი უტვინო ხალხით და ფასი რომ დაუდიათ ამ საშუალო დონის ხვიჩაზე 85 მლნ, ხომ შეგეძლო დაგერეკა და თვალი აგეხილა მათთვის? ახლა სერიოზულად - ხვიჩამ გუშინ თითქმის ყველაზე ცუდად ითამაშა გუნდიდან. მაგრამ კაცს რომ ჩავარდნა აქვს დროებითი და ფორმაში არაა, არ ნიშნავს რომ კლასი და დონე არა აქვს
გიორგი
ადრეც დავწერე და ეხლაც გავიმეორებ ვერასდროს კვარას გატანა ვერ გამოვიცანი მაგრამ მის მიმართებით ცუდი კომენტარი არ დამიწერია ის ხომ ჩვენი ქვეყნის სახეა ბევრი გვახსოვს ასეთი მაღალი დონის კლუბში მოასპარეზე ქართველი?
ბადრი
ახლა დაიწყება გოლთან ახლოს იყო, რომ არ წაექციათ, რომ არ აეცილებინა, პასი რომ მიეწოდებინათ და ა.შ.შენი თანაგუნდელები 5 გოლს რომ გაიტანენ და შენ ვერც ერთს ეს ნიშნავს რომ საშუალო დონის ფეხბურთელია და გუნდში ყველა ჯიბნის. ახლა არ დაიწყოთ ესაო, ისაო. ფაქტი ესაა.
სოსო
არაფერი დაუკარგავს.კარგი სასტარტო აჩქარება აქვს,თორემ განსაკუთრებულად დიდი სისწრაფით არასოდეს გამოირჩეოდა.დანარჩენს ტექნიკის, სწრაფი ფეხების ხარჯზე აკეთებდა.თუ არ გჯერა,ძველი ჩანაწერები ნახე,დიდ დისტანციაზე,მცველებს ვერ ასწრებდა ხოლმე.რა თქმა უნდა თუ ძალიან ნელი მცველი არ მისდევდა.პირველი სეზონის მეორე ნახევრიდან,უკვე სწრაფი მცველის პერსონალურად მიმაგრება დაუწყეს და ეს აშკარად გამოჩნდა. ნაპოლი და პსჟ,სრულიად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ,დროა საჭირო,შესაგუებლად.ზაფხულის შეკრება რომ ერთობლივად გაევლოთ,სხვა საკითხია,პირდაპირ ჩემპიონატის მიმდინარეობისას კი,გუნდთან შერწყმა,გაცილებით ძნელია.ყოველი შეცდომა,პარტნიორთან გაუგებრობა,შესაძლოა გაშვებულ გოლად დაგიჯდეს,ამიტომ საკუთარ თავზე ძალიან ბევრს ვერ აიღებს და ვხედავთ,რომ არც იღებს.ყველაფერს თავისი დრო აქვს.
ბუტა
ძალიან ახლოს იყო?
საქართველო
დააცადეთ ბიჭს და გვერდში დაუდექით,ეხლა ვიღაცას კვარას გოლი გეწერათ ბილეთში და გამაზეთ,მაგას ნუ გადააყოლებთ,მსოფლიო ვარსკვლავი მბაპე აგერ ეხლა იხოდება რეალში,დროა საჭირო ადაპტირებისთვის. ნაპოლიში ერთი იყო რომ მთელი მოსაზმადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გაიარა და მეორე რომ კვარას არ იცნობდნენ გუნდები და შესაბამისად მას მეტი თავისუფლება ჰქონდა.ყველაფერი კარგად იქნება.დამშვიდდით და მოითმინეთ.
მოუმატე
სისწრაფე დაკარგა,ნელი გახდა ძალიან......
დიახაც
რა ვიცი ფერმერთა გუნდიო და ბანძი ჩემპიონატიო? ფულისთვის გადადის თორე ეგ რა გუნდიაო? ეხლა დაფრინავს თურმე ხო პსჟ? და ჩემპიონატიც მგონი იტალიაზე არანაკლებია. ეს ჯუღელიც რო არ გამოდგა ბანძი.. )))
X
ეს განუვითარებლები და თეორეტიკოსები კომენტარებს ნუ წერთ
ზაზა
იცი რას გეტყვი ჯიგარრ? “რობკი” ჯიშში მოიკითხე, სადღაც ვანადზორის მიდამოებში.
geo
კვარა პსჟ-ში ჯერ-ჯერობით საშუალო ფეხბურთელად ჩანს.. ისეთი შთაბეჭდილება არის რომ გუნდი უმაგისიდაც კარგად გამოიყურება. ეს "გრუზინული რობკობა" უნდა მოიშოროს და ლაღად ითამაშოს.
ნიკა
მოკლედ ფაქტია კვარაცხელია სერია "ა" - ში გატარებული პირველი სეზონის შემდეგ, უფრო სწორად პირველი სეზონის ბოლო პერიოდიდან (ჩემპიონთა ლიგაზე მილანთან შეხვედრები) მოყოლებული ის კვარაცხელია არაა რაც რუბინში და ნაპოლის საწყის თამაშებში იყო, იგივე ითქმის ნაკრების თამაშებზეც. რა არის მიზეზი? (ფსიქოლოგია, ოჯახური ურთიერთიბები, ფიზიკური განვითარება) ეს უნდა დაადგინოს შესაბამისმა სპეციალისტმა. მაგრამ მანამდე თვითონ უნდა მიხვდეს რომ ეს პრობლემა დგას. წინააღმდეგ შემთხვევაში ვარსკვლავი ჩაქრება. იმედია გარემოცვაში ყავს ისეთი ადამიანი ვინც ამას მიახვედრებს.
ALONZO
რატომღაც მჯერა,რომ კვარა ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალიდან ძლიერ გუნდთან გაიბრწყინებს.1/16 მის გარეშეც მოიგებენ.
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
შენისთანებზეა ნათქვამი, ღორს რომ მარგალიტი დაუყაროო
ქომაგი
თავდაჯერება მოვა პირველი გოლის შემდეგ, თანაგუნდელებიც შეეწყობიან. ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ: ნაპოლიში მაგრად დაიწყო, აქ შეიძლება პირიქით მოხდეს - დასაწყისი იყოს მძიმე და მერე და მერე დალაგდეს ყველაფერი. ლუის ენრიკე არის მშვიდად და თქვენც დაოკდით, მოთმინების უნარი იქონიეთ, ჩასაფრებულებო!
გიორგი
მაგ ყველაფერს დავამატებდი თანაგუნდელები არცისე წყალობენ პას არ აძლევენ და თუ აძლევენ დაყოვნებით.
ჯორჯო ბიძია
მამუკიე რა ყოფილა ეს..11 ლიმონი წელიწადში...ვის რად უნდა შენი თამაში როცა სხვები დაფრინავენ..... სულ რომ თადარიგში დაგსვან ჩემპიონიც გახდები და თასსაც მოიგებ !!! თან ჯანსაც გაუფრთხილდები.
ჟორა გაბრიჭიძე
კვარა ჯერ ვერ მხვდა რა ჩემპიონატში თამაშობს, იტალიის ჩემპიონატიდან გამოყვა შიში იმისა, რომ დაამტვრევენ და რისკიანად არ თამაშობს. მალე მიხვდება, რომ აქ მცველები ისე უხეშად არ თამაშობენ, როგორც იტალიაში და მერე ნახავთ კინოს. სხვათაშორის თვალშისაცემია საფრანგეთის ჩემპიონატში გაცილებით სუფთა თამაში, ვიდრე ეს იტალიაში იყო.
Miatros
პლიუსი ისაა რო ჯერ გაშინაურების პროცესშია და ენრიკეს მიყვანილია და ბოლომდე მიცემს შანსს მარა პირველი სეოზნის მერე დამძიმებული არ გეჩვენებათ? სისხარტე სიმსუბუქე ფეხებში ხო არ გაუქრა? ეხაც ვერავინ ვერ იტყვის 3 კაცი კეტავსო ფერმერთა ლიგაა მართლა ლიგა 1 და სერიაასთან შედარებით ეს ნათლად ჩანს და აბა სად თუ არა აქ უნდა "გადახნა" ყველაფერი პრეტენზია რომ ტოპ სტარობაზე გვაქ მის მიმართ. და თანაგუნდელები ყავსო შეაგდებს და პასებსაც დაარიგებს ისეთ ჩემპიონატშია და გუნდში მაგრამ ნაპოლის სადებიუტო სეზონის კვარა მე მგონი საბოლოოდ ფაფუ.
მირო
ხვიჩა ზედმეტად ფრთხილად თამაშობს,ცდილობს შეცდომები არ დაუშვას,პასები ითამაშოს.შეთამაშებაც ძალიან დაბალ დონეზეა ჯერჯერობით.სითამამე აკლია და არ გამოსდის ჯერ კარგი თამაში.იმედია მალე ათამაშდება.
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
გუნდის პრეზიდენტი საქართველოში მოდის და დავითაშვილის დაყოლიებას თავად შეეცდება - ზურიკოს ტრანსფერი მალე შედგება?
"ცარუკიანი კარგი სპორტსმენია, მაგრამ არ შემიძლია, რომ ეს არ ვთქვა" - მერაბ დვალიშვილი
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება
დუბლიორი თუ კონკურენტი კვარაცხელიასთვის - პსჟ ნიდერლანდების ნაკრების გარემარბის დამატებას გეგმავს
"არსენალი" ბარკოლას თაობაზე პსჟ-სთვის წინადადებას ამზადებს
[VIDEO] ენრიკე აღფრთოვანდა და ქართველს ტაში დაუკრა - რა გააკეთა კვარაცხელიამ ბოლო მატჩში, სადაც მხოლოდ 30 წუთი ითამაშა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
მამარდაშვილთან მიდის თუ კვარაცხელიასთან - დიომანდეს მომავალი თითქმის გაირკვა
რაფინიას შეცვლის - რამდენად რეალურია ბარკოლას "ბარსელონაში" გადასვლა?
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
[VIDEO] კვარაცხელია შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ "ბრესტს" მოუგო
პსჟ-ს თავდამსხმელი ორ იტალიურ გრანდს შესთავაზეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
"ეს მატჩები არ გვჭირდება, რატომ ღელავთ ამ გუნდებზე?!" - რიოლო, რომელიც კვარაცხელიას აკრიტიკებდა, ახლა მუნდიალითაა უკმაყოფილო
[PHOTO/VIDEO] "მიდი, წინ" - როგორ გამოხატა ლუის ენრიკემ "ბარსელონას" მიერ "რეალის" დამარცხება
პსჟ საკადრო პრობლემებით და ლიდერების დასვენების აუცილებლობით - ვის ათამაშებს ლუის ენრიკე "ბრესტთან"?