პსჟ-მა საფრანგეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო და ლიდერობა გაიმყარა. ეს ამბავი ეჭვს არც იწვევდა, უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი ეტაპისთვის გუნდი რა მდგომარეობაშია. ამ მხრივ სამსჯელო დაგროვდა და სირთულეებიც გამოიკვეთა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ინტერესი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გვაქვს...

პარიზელებს ღრმა შემადგენლობა ჰყავთ, რაც ზოგჯერ პრობლემას როგორც მთავარ მწვრთნელს, ასევე თანაგუნდელთა ურთიერთდამოკიდებულებას უქმნის. ამ კუთხით ჯერ ცუდს ვერაფერს ვამჩნევთ, თუმცა არავინ იცის, ფინიშის მოახლოებასთან ერთად რა სურათს მივიღებთ. ამაზე მწვრთნელიც ფიქრობს და ლუის ენრიკეს მთავარი რეაქცია ხშირი როტაციაა, იმის მიუხედავად, რომ სასტარტოში მოხვედრის ფავორიტები მაინც გამოკვეთილნი არიან.

ვსაუბრობთ შემადგენლობის სიღრმეზე, მაგრამ მეორე ტაიმის იმ მონაკეთში, როცა "ბრესტმა" ანგარიში შეამცირა, მასპინძლები ინიციატივასა და ტემპს გარკვეული პერიოდი სრულად აკონტროლებდნენ და პსჟ-ს ბურთის შენარჩუნება უჭირდა. ამის ფაქტორი ორი იყო. პირველი - მინდვრიდან სამივე შემტევი (კვარაცხელია, დემბელე, ბარკოლა) გავიდა, დუესა და რამოშს კი მათ შესაცვლელად გარკვეული დრო დასჭირდათ. შემდეგ მათ გასათანაბრებლად წინ წასული მოწინააღმდე სივრცეების ათვისებაში დაეხმარა. და მეორე - მინდორზე ნევეშისა და ზაირე-ემერის შეყვანა იკვეთებოდა, მათ კი ტრავმა ჰქონდათ. ამისგან დაზვეული მომავალშიც არავინაა და ამ დროს მათ, ვისი შეცვლაც ვერ ხერხდება, მეტი მოეთხოვებათ, ანაც სხვა ალტერნატივები უნდა გაძლიერდეს.

"ბრესტთან" უკვე ჩემპიონთა ლიგისთვის ენრიკეს რაღაცებზე დაკვირვება მეტად მოუწევს, მაგალითად იმაზე, ეკვადორელი მცველი პაჩო როგორ იჩაგრებოდა. ის ფიზიკურად კონკურენტზე, ბრაზილელ ბერალდოზე, მაღალი და ძლიერია, მაგრამ ამ უპირატესობის გამოყენებას ფორვარდ აჟორკესთან ვერ ახერხებდა, თანაც პარიზელთა უკანახაზელს ბურთთან ურთიერთობასა და შეტევის წამოწყებაში პრობლემები გამოეკვეთა. "ბრესტთან" წინა შეხვედრებში სასტარტოში ბერალდო იყო, რომელიც გუნდში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ შეფასებას იღებდა, ასე რომ, ჩემპიონთა ლიგისთვის ენრიკემ მარკინიოსის მეწყვილეზე მეტი უნდა იფიქროს.

რაც შეეხება ხვიჩას, ის ახლა ფორვარდის პოზიციაზე საკმაოდ ხშირად ჩნდება. ისეთი ეპიზოდი, რაც მას შეექმნა, ყველამ შეიძლება ვერ გამოიყენოს, ეს ტრაგედია არაა, უბრალოდ ამ ტაქტიკაში, სადაც სუფთა თავდამსხმელი რამოში თავიდან არ იწყებს, გარემარბების მხრიდან რეალიზება მნიშვნელოვანია. კვარაცხელია მარცხენა ფლანგსა და შეტევის ცენტრში ლავირებს და ორივეგან სახიფათოა, სულ გამწვავებასა და თანაგუნდელებთან კომბინაციებზეა მომართული. მიუხედვად იმისა, ჯერ კიდევ შეჩვევის პერიოდია, "კვარა" მწვრთნელის მითითებებს მაქსიმალურად ითვალისწინებს, განსხვავებულ ტაქტიკას ერგება. ბურთის დაკარგვას აშკარად რომ უფრთხის და იტალიაში სადებიუტო სეზონის სითავხედე რომ არ აქვს, წინა ტურის შემდეგაც შევთავნმდით. კარგია, რომ კუთხურებს, თანაც ორივე ფლანგიდან, აწვდის, მას აქედან ხიფათის შექმნა შეუძლია. რაც "ნაპოლიში" ხდებოდა, ის არ გვინახავს, ალამთან ერთზე მეტი ფეხბურთელის თავმოყრა.

ვფიქრობთ, "კვარას" მოედნიდან გაყვანა ნაჩქარევი იყო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს გამოჩნდა. შეიძლება ვიფიქროთ, ესპანელ მწვრთნელს მეორე ტაიმში ის ზედმეტად პასიური მოეჩვენა, ან სხვა ვარიანტია, მაქსიმალურად უფრთხილდება, ადაპტაციის დაჩქარებას არ ცდილობს (არადა, შეთამაშება მნიშვნელოვანია) და დატვირთული თებერვლისთვის ამზადებს. თუკი ენრიკე კონკურენციით მის გაუმჯობესებას გეგმას, მაინც შევახსენებთ - ხვიჩა საუკეთესო თვისებებს მაშინ ავლენს, როცა ბოლომდე ენდობიან და მისი სწამთ!..

საბოლოოდ, ჩემპიონთა ლიგის წინ წარმატებული რეპეტიცია ვნახეთ, ოღონდ დასკვნები და მსჯელობა ამის შემდეგაც მნიშვნელოვანია, თანაც მეორე მხარეს გასულ სეზონში ლიგა 1-ის საუკეთესო მწვრთნელია, რომელიც კარლო ანჩელოტიმაც შეაქო, დაცვა და სწრაფი შეტევები მოუწონა.

nk
ერთი შენ ხარ ალბათ კლასიანი შენ სამოღვაწეო სფეროში )))
grisha
იმდენი მოგიტყდა კაკლის ტოტი რავარც შენ სიმართლეს იძახდე
სლავა მინდელი
არადა ის პირველი 5 თვე მართლაც რა იყო ნაპოლიში.. იმის მერე რა..თქვენც ხედავთ უკლასო ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებს
კევინი
,,ჯობია" ქართულად წერა ისწავლო, ,,რათგან" ძალიან ცუდად ფლობ მაგ უნარს.
მირო
თითქოს კითხულობს ამას ეხლა ლუის ენრიკე,რჩევებს რომ აძლევთ.რჩევები კვარას უნდა მისცეთ,რომ უფრო თამამად იმოქმედოს და აგრესიული იყოს,თავის თავზე აიღოს თამაში,შეცდომებს ნუ ერიდება,ჩარჩოდან გამოვიდეს და თავისი ფეხბურთი ითამაშოს.კვარამ შეიძლება წაიკითხოს ქართული სტატიები.ენრიკე თვითონ გადაწყვეტს რა ჯობია.
ლადო
10 მილიონად ნაყიდი გაყიდეს 70 მილიონად, ნაპოლი დაჩა აქ მოგებული ნაპოლი და კვარა მხოოდ, აბა პესეჟეს შეეტენა სათადარიგო სკამზე ზედმეტი სათადარიგო.
ხ4ჯ5
და რა მერე, ეს როგორ ამართლებს კვარას ფორმაში არყოფნას? დამშვიდება კი არა, დახმარება სჭირდება ეტყობა და ვერავინ ეხმარება. თვითონ უნდა ეცადოს. ისევ დაუბრუნდეს იმ წვალებას და ვარჯიშს, ადრეულ ეტაპზე რომ ჰქონდა და რამაც წარმატებები მოუტანა, თორემ აჯობა ზურიკომ და ეგაა. ისე კი გამოუძებნა ზურიკომ მეორე ნახევარი და სათამაშო ქვეყანაც.
კევინი
კი ბატონო, ფინანსური მაჩვენებელი ყველა კომერციული სტრუქტურისთვის მთავარია. მაგრამ ფეხბურთი მხოლოდ კომერცია არაა. სანახაობრივი მხარე და გულშემატკივარის პოზიციაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. და სხვათა შორის, გულშემატკივარი არის კიდეც მაგ კომერციული სტრუქტურის (ანუ, საფეხბურთო კლუბის) მთავარი ფინანსური დონორი.
სვანსკი
სიმართლე??? სიმართლე ის არის,რომ ხვიჩას ჰქვია ქართული საჩუქარი მსოფლიოს,თუ ჩვენ ქართველები ჩვენსას არ დავაფასებთ,ნუ გგნიათ რომ სხვა უცხო თავად გცემთ პატივს და დაგაფასებთ.ჩვენი ოქროს ბიჭი ქართულ საფეხბურთო ისტორიას თავად დაწერს
მწვრთნელი
ასეთი თამაში არ ღირს წლიური 11 მილიონი! შეცვლაზე შესულმა მოთამაშეებმა გოლებიც გაიტანეს და სოგოლე გადაცემაც გააკეთეს ნახევარ საათში! ასე რომ შეცვლები ენრიკემ ძალიან დროულად და ზუსტად გამოიცნო! ასეთი თამაშით ძალიან გაუჭირდება ძირითადში ადგილის დამკვიდრება!
გიორგი
ჩემო ძმაო , იმედებს ადამიანი მაშინ გიცრუებს როცა გჯერა მისი. შენ თან იძახი კვარა ,, შვიდასიათასი”” ც არ ღირსო. მოდი ჯერ შენ აზრებში და მიდგომებში ჩამოყალიბდი და. მერე წერე კომენტარები.
თბილისელი
ამ საიტზე ბევრი ძალადგულშემატკივარი ურაპატრიოტი კი არის ( ეხლა) ნაპოლის გინებაში და სერია ა აღარ მოსწონს, მაგრამ ფაქტია რომ საფრანგეთის ჩემპიონატი ნამდვილად ძალიან სუსტია. მანდ არც "რომანტიკული",არც ძალისმიერი და არც ტაქტიკური ფეხბურთი არ არსებობს. მატჩების უმრავლესობა უფრო ეზოს ფეხბურთს წააგავს. ცალკე მინდა ლაურენტისის მაგინებლებს შეახსენა,რომ ნაპოლი მიეკუთვნება იმ მცირერიცხოვან კლუბებს ,რომლებმაც ბოლო წლებში ფინანსურად დადებით რეზულტატებს მიაღწიეს.ვისაც არ ესმის- საფეხბურთო კლუბი არის საწარმო ( შპს თუ სააქციო საზოგადოება)და ფინანსური მაჩვენებელი არის მთავარია ფრანგული კლუბები კი დაემსგავსნენ საუდის არაბეთის და ყუვეითის კლუბებს ,სადაც მხოლოდ მესაკუთრის ხუშტურები არის მთავარი.
იოსებ
ოლოლო შენ! გამოცანა გეკუთვნის!
simartleS
სულ ესეთი ##ე სიმართლით იარე !!!
simartle
სიმართლეს გაუმარჯოს და ქართველი რო ფულს დაინახავს ვინც არუნდა იყოსს ამ გაჭირვებაში გაზრდილი ის ივიწყებს ყველაფერსს და უკლებს თამაშებს კვარამ ისე დაიწყო ჩემის აზრით დაიწყებს მალეე ხეხვას სკამებისასსასს იმედია ვცდები მაგრამ ესეთი პირი უჩანს...არაა იმდონის ფეხბურთელი რაც ჩვენ და მთელ მსოფლიოს გვგონიააა!!!70 მილიონს კიარაა 700000 ათასი არ ღირს მალე მივხვდებით რატომც არ უწევდნენ ხელფას ნაპოლიში...შეისწავლეს ერთი და იგივე ერთი და იგივე სხვა არაფერი არიციას სულ ერთი სტილიი დაამუღამეს და ვსიოო ვერც აკეთებს ვერაფერს რაბურთებიც კვარამ გააფუჭაა მეც კი გავიტანდი 17 წელია ფეხბურთი არ მითამაშიააა ატვეჩაი ვარ....ან ყომარიაა დაიგრუზა კვარას გოლი და არ გაიტანაა არააა გამორიცხული ხო უნდა ამოიღონ ფულებიიი.....იმედია ვცდები იმედიააა კვარაცხელიაა ნუ გაუცრუებ იმედებს ვისაც შენი იმედი აქვს!

ენრიკეს პრობლები არ აქვს, აქვს პრობლემები ხვიჩას, რათგან ბარკოლა მას ჯობია და ძირითადიდან ამოაგდებს
ნოსტალგიით შეპყრობილი
იმიტომ მიულოცა დემბელეს ეგეთი სახით, რომ სამწუხაროდ, ბოღმაა ბიჭო ბოღმა, თავის კუმირ კრისტიანო რონალდოსავით, არ უხარია თანაგუნდელების გოლები. ბევრჯერ შევამჩნიე უკვე კვარა ეგეთ საქციელებში, სხვებიც ამჩნევენ... წარმატებები კვარას, მაგრამ პირველ რიგში ხასიათი უნდა შეიცვალოს!
ჯოკოვიჩი გჯობია
როგორც იქნა ღირსეული ხელფასი აქვს ხვიჩას და ჩემპიონთა ლიგაში ვუყურებთ. მაგრამ, ყველას ჯოკოვიჩი გჯობიათ!
მირო
ფაქტია რომ რაღააც სპონტანურ ფეხბურთს უფრო თამაშობს პსჟ ვიდრე აწყობილ,დადგმულ,კომბინაციურ ფეხბურთს.ხვიჩა ეძებს თავის ადგილს,პოზიციას და ჯერ თითქოს ზედმეტიც კი ჩანს ამ სასტავში,მაგრამ იმედია მწვრთნელი სწორ ადგილს მოუძებნის და მაქსიმაალურად გამოიყენებს მის უნარებს.
Miatros
იმიტომ არ მომწონს სერია ა, რომ რა რომანტიკული სტილიც არ უნდა გქონდეს თუ მარადონა არ ხარ იქაური მწვრთნელები პრაგმატული ფეხბურთის სქემების ჩარჩოში ჩაგსვამენ და ჩაგაბეტონებენ ტოტი დელპიერო და ბაჯო გამონაკლისები არიან მაგრამ ვაღიაროთ ამ ეტაპზე მინიმუმ კვარა არც ტოტია არც დელპიერო და მითუმეტეს არც ბაჯო. ახლა არის გუნდში და ყავს ისეთი მწვრთნელი, სადაც აქვს მაქსიმალური თავისუფლება და შეტევაში რაც უნდა აკეთოს კაცი ხმის გაგმცემი არ არის მაგრამ ეს ულიმიტო არარის. იტალიისგან განსხვავებით პსჯ-ში მაინც და მაინც არც დაცვაში პახაობას თხოვენ, საფრანგეთში არც 2 კაცი დასდევს და არც ფეხებში ურტყამენ ისე. თუ აათამაშებს, ლუჩო აათამაშებს. სხვა ვარიანტი აღარ არსებობს. მისი პოტენციალის სრულად გახსნისთვის ყველაზე კარგ ჩემპიონატში და გუნდშია. იმედია ისევ დაუბრუნდება შედეგიან და ავანტიურულ ფეხბურთს და თუ აქაც ვერ გაიბრწყინა სეზონის ბოლომდე საკმარისი დროა ამ ტესტისთვის შეგვიძლია ჩავთვალოთ ის აღარ მოიხსენიება ტოპ ვარსკვლავების გვერდით არაქართველების გადმოსახედიდან. უბრალოდ შეხედეთ რეაქტიული ბომბდამშენებივით სწრაფები არიან თანამედროვე ვარსკვლავი შემტევები მის გუნდში ასეთებია იგივე ბარკოლა დემბელე დუე, და ამაშიც სერიოზულად უნდა მოუმატოს თორე მარტო კარგი პასით და მოედნის იდეალური ხედვით ტოპ ვარსკვლავი ვერასოდეს გახდების თუ სათანადო სისწრაფეც არ გაქვს კარგ საფინიშო დარტყმასთან ერთად ყველაფერი მის ხელთაა და ნაპოლის სადებიუტო კვარას დაქამბექებაც მის ხელშია.
NAPOLI!
ხვიჩას პირველი ბურთი ჰაერივით სჭირდება რომ გუნდი მასზე გადმოერთოს, ამიტომ საჭიროა რომ მან სწრაფად მოიცილოს ეს შებოჭვა!!!!
ვახო
მოკლედ კოშმარი.. მისი მენტალური პრობლემები არათუ გაქრა არამედ შეიძლება აქ უფრო გამძაფრდეს, ნაპოლიში შეიძლება არეული მარა ოჯახური სიტუაცია იგრძნობოდა აქ კიდე არა.. რაღაცნაირი კოსმოპოლიტური გუნდია.. დავანებოთ ტექნიკურ მხარეს, ჩააგდო თამაში მარა ამ განწყობით, დემბელეს მისალოცად მისული რა სახე ქონდა, არავის სიამოვნებს.. რისი ან ვისი ბრალია არ ვიცი, პირადი ცხოვრება თუ რა ნუ ავყვებიტ ჭორებს მარა დიდი ვარსკვლავის კარიერა რაღაცაში გაიცვალა და აწი ამას აღარ ეშველება
Pirlo
ჯერ დასკვნების გაკეთება და მითუმეტეს კრიტიკა ძაან ნაადრევია,ტიპი სულ რაღაც ორი კვირის ჩასულია პარიზში.ეჭვიც არ მეპარება რომ გაამართლებს ყველას იმედებს..მბაპეს შეხედეთ,ეხლახანს დაიწყო გოლების გატანა და ვერადავერ გახდა სტაბილური მადრიდში!

ხვიჩას აქვს ყველაფერი, რაზეც ოცნებობდა. ჩვენ დიდ ჩემპიონზე და უდიდეს მწვერვალებზე გავთვალეთ, რომ ქვეყნის სახელი გაეტანა. არ დაემთხვა მიზნები და ამოცანები. ძმას დაველოდოთ, რომელიც ნიჭიერია და იმედია მასზე ამბიციურიც და კარიერას 10-15 წელი მაინც შესწირავს პირად ცხოვრებას. ახლა დაოკდით, გული არ გაიტეხოთ და ელოდეთ.
გოგა
ნაპოლიდან მოყოლებული, საკმაო დრო გაუცდა, ახალ გუნდში სულ 15 დღეა არის და ეტყობა აშკარად, რო ცდილობს მოერგოს მწვრთნელის ტაქტიკას, ასევე თანაგუნდელებთან შეთამაშებაც, ენრიკემ უკეთ იცის, როგორ მოაგვაროს ადაპტაცის პრობლემა კვარასთვის, ორი კარგი მომენტი აონდა, მეორე მომენტშო დემბელეს, რო არ გაეტანა, დიდი ალბათობით პენალტი დაინიშნებოდა, ერთი გოლი ჭირდება, რო გაიხსნას
ამაშია საქმე
რა თქმა უნდა ახალ გუნდს უნდა შეეგუოს,დრო უნდა. მაგრამ პირველი თამაში ბევრად უკეთესად ითამაშა.სულ იმის მოლოდინში ვარ როდის ვიხილავ ძველ,ლაღად მოთამაშე ხვიჩას.იმედი არ გაგვიცრუო. აბა შენ იცი ინდივიდუალურ ვარჯიშებს მეტი დრო დაუთმე.
ჟორა გაბრიჭიძე
რაც თვალნათლივ ჩანს დაცვაში დიდი პრობლემებია, მეორე ბურთის მიღება დაცვის დიდი ჩავარდნის შედეგი იყო. მოქმედებას, ალბათ თამაშის მნიშნელობა და მოწინააღმდეგეც განსაზღვრავს, მაგრამ ექსტრა კლასის გუნდი ამას არ უნდა უყურებდეს. ბრესტთან თამაშმა აჩვენა, რომ დაცვას ბურთის დროზე ამოტანა კი არა, საერთოდ ამოტანა უჭირთ, არადა კონტრშეტევა ამის გარეშე, როგორ იქნება? ფორვარდები ეკრძალვიან თუ ვერ ურტყამენ შორიდანკარში ვერ გავიგე, არადა საჯარიმოდან დრიბლინგით კარში შესვლის უფლებას ნაკლებად იძლევიან.
არჩი
ხვიჩა პირველი ტაიმის მეორე ნახევრიდან პასიური იყო და იმიტომ შეცვალა მწვრთნელმა. ლუკა პარკაძის ბედი მანაღვლებს - რატომ დაიკარგა ეს იმედისმომცემი ბიჭი? სადღაც ქვედა ლიგის გუნდში განაცხადში ვერ ხვდება. სიგუას პროგრესიც არ ჩანს, საზონოვის მძიმე ტრამვის შემდეგ ერთი წელი გავიდა და არაფერი ისმის
საფონოვი: დილაუთენია მეუღლემ საწოლში გამაღვიძა და...
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] თვალცრემლიანი დონარუმა გულშემატკივრებს დაემშვიდობა - რატომ აიძულებენ წასვლას?
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
"პსჟ იტყუება და მანიპულირებს" - საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ლუის ენრიკე სასწრაფოდ საოპერაციოა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...
საფონოვი: დილაუთენია მეუღლემ საწოლში გამაღვიძა და...
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"კვარა" ისევეა, როგორც მე, იდეალურად" - ლუის ენრიკემ ხვიჩას მდგომარეობა შეაფასა
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა