სანდრო მამუკელაშვილმა 10 წუთში 10 ქულა მიითვალა, მისმა "სან ანტონიომ" კი შინ "მაიამი ჰიტთან" დაძაბულ ბრძოლაში – 103:105 წააგო. ქართველი ფორვარდი მოედანზე იყო ბოლო პერიოდში, როცა მატჩის ბედი წყდებოდა და საკმაოდ აქტიურიც გახლდათ. სანდრო მოედანზე მეორე პერიოდშიც გამოჩნდა, როცა 4 წუთში 2 ქულა მიითვალა, რის შემდეგაც თამაშის დასრულებამდე 8 წუთით ადრე ის კვლავ საქმეში ჩაერთო.

მამუკელაშვილმა ორჯერ გაათანაბრა ანგარიში: ჯერ ორქულიანს პლუს საჯარიმოთი ანგარიში 92:92 გახადა, შემდეგ ორქულიანი მიითვალა და 94:94 დააფიქსირა. დასრულებამდე 5:15 წუთით ადრე სანდრომ სამქულიანი ჩააგდო და სან ანტონიო 99:96 დააწინაურა, ქართველ ფორვარდს შემდეგ თანაბარ ანგარიშზე სამქულიანი აუცდა და თამაშის დასრულებამდე 2:23 წუთით ადრე მოედანი დატოვა.

სანდრომ 3-დან 3 ორქულიანი 30დან 1 სამიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო. მისი სრული სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა: 10 ქულა, 2 მოხსნა, 1 დაკარგვა, 1 პერსონალური ჯარიმა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ვიქტორ ვემბანიამას, რის გამოც ქულები გუნდის წევრებზე გადანაწილდა: 6-მა კალათბურთელმა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს, თუმცა 20-ზე არავინ ასულა. საუკეთესო 19 ქულით კელდონ ჯონსონი იყო.

ცუდად აქვს საქმე ორლანდო მეჯიქს, სადაც გოგა ბითაძე სასტარტოში თამაშს კი აგრძელებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც გუნდს ლიდერები დაუბრუნდნენ, შედარებით ჩრდილში მოექცა. პაოლო ბანკერო და ფრანც ვაგნერი ყოჩაღი ბიჭები არიან და ბევრ ქულასაც აგდებენ, მაგრამ გუნდის შედეგებზე ეს საერთოდ არ ისახება. ბოლო 9 თამაშიდან ორლანდომ 8 წააგო. როცა ვაგნერი და ბანკერო არ იყო, პირიქით იყო – ორლანდო თამაშები 70 პროცენტზე მეტს იგებდა და ბითაძეც ორმაგ მოხსნას ორმაგ მოხსნაზე აცხობდა.

ორლანდომ მორიგი მარცხი სოლტ ლეიკ სიტიში, იუტა ჯაზთან განიცადა – 99:113. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე 16 წუთი გაატარა და მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 3 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება, 0 დაკარგვა. გოგამ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 50-პროცენტიანი სიზუსტით ესროლა 2 საჯარიმოც.

GBF

სოსო
მე თვითონაც არ მახსოვს,ის პერიოდი,მაგრამ წაკითხული მაქვს,თბილისის ბურევესტნიკის ხელბურთელთა გუნდი,საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში წარუმატებლად ასპარეზობდა და გაბრაზებულმა მწვრთნელმა,ერთ თამაშში,ძალიან ცუდი პირველი ტაიმის შემდეგ,მთელი შემადგენლობა გაიყვანა და სათადარიგოები შეუშვა.გუნდმა თამაში შემოატრიალა და გაიმარჯვა,მერე კი,უკვე სწორედ ეს სათადარიგოები გახდნენ ძირითადები და წარმატებითაც გააგრძელეს გამოსვლა. ლიდერების გარეშე,ორლანდო გუნდურ კალათბურთს თამაშობს და წარმატებებსაც აღწევს.როგორც კი ლიდერები ბრუნდებიან,დანარჩენები საკუთარ თავზე ბევრს აღარ იღებენ და მიუხედავად ლიდერების შედეგიანობისა,მთლიანად გუნდი მაინც უარესად გამოდის.მწვრთნელებს, მგონი ფსიქოლოგიაზე აქვთ სამუშაო.
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა
[VIDEOS] მამუკელაშვილის 2 და ბითაძის 7 ქულა - "ტორონტო" ზედიზედ მეოთხედ დამარცხა, "მეჯიქმა" "მაიამი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
29-წლიანი ისტორია დასრულდა - პოპოვიჩი "სან ანტონიოს" აღარ გაწვრთნის
[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] ბითაძის 19 წუთი - "ორლანდო მეჯიქი" "სან ანტონიო სპურსთან" 2 ქულით დამარცხდა
[VIDEO] გინახავთ ამ სიმაღლის კაცი, ფეხბურთს ასე თამაშობდეს? - ვემბანიამა კოსტა რიკაში ერთობა
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტოს" 4-მატჩიანი წაგებათა სერია "მაიამი ჰიტთან" დასრულდა
[VIDEO] 3-მატჩიანი უქმობის შემდეგ ბითაძე "სან ანტონიოსთან" ათამაშეს - "ორლანდო" ტეხასში დამარცხდა
[VIDEOS] მამუკელაშვილი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა - ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა