შვეიცარიასთან რეკორდული სხვაობით (110:0) გამარჯვების შემდეგ, "ბორჯღალოსნები" 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე თამაშისთვის ემზადებიან, რომელსაც 8 თებერვალს თბილისში, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავენ.

მატჩი "ავჭალაზე" 15 საათზე დაიწყება და გამარჯვებით საქართველო ზედიზედ მეშვიდე, 2027 წლის მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებს. შეგახსენებთ, მსოფლიო თასის მონაწილეთა რაოდენობა 20-იდან 24-მდე გაიზარდა და შესაბამისად, ავსტრალიის საგზურს წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოთხივე ფინალისტი მიიღებს.

ნიდერლანდები პირველ ტურში ესპანეთს სტუმრად ეთამაშა და 24:53 დამარცხდა.

მომავალი თამაშის წინ "ბორჯღალოსნების" გაფართოებულ შემადგენლობაში ერთი სიახლეა. რაზმს დაემატა ტოპ 14-ის "პოს" მესამეხაზელი ბექა გორგაძე, რომლის ანგარიშზე 47 კეპი და 12 ლელოა.

მეცხრედ ნიდერლანდებთან

ნიდერლანდებში პირველი სარაგბო კლუბი ჯერ კიდევ 1879 წელს დაარსდა, თუმცა ის მალევე საფეხბურთო კლუბად გადაკეთდა. მეორე მცდელობა 1918 წელს იყო და 1920 წელს რაგბის კავშირიც დაარსდა, მაგრამ 3 წლის შემდეგ მან ფუნქციონირება შეწყვიტა და 1932 წელს ახლიდან დაარსდა. საწყის წლებში ნიდერლანდებში რაგბი სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, მაგრამ ეს პროცესი მეორე მსოფლიო ომმა შეაჩერა, რის შემდეგაც ქვეყანაში სხვა სპორტის სახეობებმა უფრო დიდი პოპულარობა ჰპოვა. მიუხედავად ამისა, დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში 100-ზე მეტი სარაგბო კლუბი და 15 ათასამდე მორაგბეა რეგისტრირებული.

ნიდერლანდების ნაკრებმა პირველი სანაკრებო თამაში 1930 წელს ბელგიასთან გამართა. ყველაზე დიდი სხვაობით 1973 წელს დანიასთან გაიმარჯვა (62:0), თავად კი ინგლისთან დამარცხდა (1998 წელს 0:110).

"ბორჯღალოსნებს" ნიდერლანდების წინააღმდეგ აქამდე 8-ჯერ უთამაშია. პირველად მათ ფირას (რაგბი ევროპის წინამორბედი) ეგიდით, 1995 წელს გადავეყარეთ. ეს იყო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პირველი გასვლა ევროპაში და საქართველო 30-ე წუთისთვის 3:0 იგებდა, თუმცა მერე 9 უპასუხო ლელო გაუშვა - 3:55.

მას შემდეგ მეტოქეს 7-ჯერ ვეთამაშეთ და ყველა ჯერზე უშანსოდ დავამარცხეთ.2000-2002 წლებში ნიდერლანდებს ერთა თასზე სამჯერ ვერკინეთ და სამივეჯერ ისე მოვიგეთ, ლელო არ გაგვიშვია (41:6, 32:3 და 88:0). ნიდერლანდებირაგბი ევროპის ელიტას 2021 წელსღა დაუბრუნდა და ბოლო ოთხთამაშში ის ახერხებდა ლელოს გატანას, მაგრამ გამარჯვებული მუდამ საქართველო რჩებოდა (48:15, 72:10, 40:8 და 31:10).

ჯამში ნიდერლანდებთან მოვიგეთ ბოლო 7 და დავთმეთ ერთი, სულ პირველი შეხვედრა. გავიტანეთ 56 ლელო და 355 ქულა, მეტოქემ კი 14 ლელო და 107 ქულა მოიხვეჭა. მსოფლიო რეიტინგში ნიდერლანდები 58,56 ქულით 24-ე ადგილზეა, საქართველო კი 73,85 ქულით მე-12-ე პოზიციაზეა.

Rugby.ge

არამტირალა
საინტერესოა გორგაძის დამატება და ოპტიმალურ შემადგენლობაზე გასვლა ესპანეთთან, რომელიც საკმაოდ უმატებს. მათი 20 წლამდელთა ნაკრებიც მასოფლიო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშობს, ანუ ფიჯიზე, იაპონიასა და შოტლანდიაზე მაღლაა. მსოფლიო ჩემპიონატზეც კი აქვს დიდების ნაკრებს ჩვენზე ადრე, 1999 წელს ნათამაშები. ასე რომ საინტერესო თამაშები გველის და ისინი დამაჯერებლად უნდა მოვიგოთ, რომ რაც შეიძლება მალე მოგვცენ პირველი დონის გუნდებთან ტურნირი.
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
"ვერ ვხვდები, ამ კაცმა მეტი რაღა უნდა ჩაიდინოს?" - ფიგუ ინფანტინოს გადადგომას მოითხოვს
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
"ბორჯღალოსნებმა" ნიდერლანდები დიდი ანგარიშით დაამარცხეს და მსოფლიო თასის საგზური ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვეს [VIDEO]
ბექა გორგაძე: ფინალის მოსაგებად დამატებითი მოტივაცია არ გვჭირდება
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან
რიჩარდ კოკერილი: ქომაგის იმედი ესპანეთთან მატჩშიც გვაქვს
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე სტუმრად ურუგვაის მოუგო
რიჩარდ ქოქრილი: ჩვენგან იტალიაზე ზეწოლა იქნება - ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია
რაგბი ევროპა | შეცვლილი რაზმით მსოფლიო თასის საგზურისკენ
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] 61:12 - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებსაც უპრობლემოდ მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს