ბორჯღალოსნებმა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში 43:30 სძლია და მთავარი მიზნისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა.

მიზანი კი ნოემბრის ტესტების დასრულების შემდეგ მსოფლიო რაგბის რეიტინგში საუკეთესო 12 გუნდს შორის მოხვედრაა, რაც 2027 წლის ავსტრალიის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის წინ ადგილს მეორე კალათაში დაგვიბევებს. კენჭისყრა 3 დეკემბერს გაიმართება და პირველ კალათაში იმ მომენტისთვის 6 მოწინავე მოხვდება, მე-7-მე-12 ადგილზე მყოფი გუნდები მეორე კალათაში განითესებიან და შესაბამისად, ავსტრალიაში ერთ ჯგუფში აღარ იქნებიან. მესამე და მეოთხე კალათაში მე-13-მე-18 და მე-19-24-ე ადგილოსნები მოხვდებიან. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ნოემბრის სამივე თამაშის მოგება, საიდანაც ერთი უკვე ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა.

მოცემული მომენტისთვის საქართველო რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს. აშშ-სთან მოგებით ბორჯღალოსნებმა 0.27 სარეიტინგო ქულა მიიღეს და ჯამში 74.96 მოუგროვდათ. მას მცირედით ჩამორჩება უელსი, რომელიც დღეს არგენტინას მასპინძლობს და იაპონია, რომელიც გუშინ ირლანდიასთან 10:41 დამარცხდა.

ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ გამართული შეხვედრა მერვე იყო საქართველოსა და აშშ-ს ნაკრებებს შორის და ბალანსი ჩვენს სასარგებლოდ გაიზარდა - 5 მოგება (აქედან ბოლო 4 ზედიზედ) 3 მარცხის წილ. წინა შემთხვევების მსგავსად, „არწივებმა“ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. აქამდე ისინი სარეკორდო სხვაობით 2023 წელს გვყავდა დამარცხებული და მაშინ სხვაობამ 15 ქულა შეადგინა, ამჯერად კი მეტოქეს ორჯერ მეტი - 6 ლელო გავუტანეთ, თუმცა რეკორდის გაუმჯობესება ვერ მოხერხდა.

მომდევნო მატჩს ბორჯღალოსნები ასევე ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ 15 ნოემბერს, კანადის წინააღმდეგ გამართავენ და ის 16 საათზე დაიწყება.

მატჩის დასრულების შემდეგ ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა და კაპიტანმა ბექა გორგაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

რიჩარდ ქოქრილი: „კარგია რომ მოვიგეთ. გვქონდა კარგი მომენტებიც, მაგრამ იყო ცუდი შეცდომებიც. თავს არ ვიმართლებთ, თუმცა ეს პირველი თამაში იყო. ასე აღარ უნდა მოხდეს. ამ კვირაში ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რათა კანადასთან ასეთი რამ აღარ განმეორდეს. შეცდომები დავუშვით, რის გამოც დავისაჯეთ, მე-20 წუთისთვის ანგარიში დამსახურებული იყო. თუმცა მოვახერხეთ თამაშის შემოტრიალება და როგორც პირველი ტაიმის ბოლოს, ასევე მატჩის დასრულების შემდეგ, ანგარიში კანონზომიერი იყო“.

„იაპონიის ნაკრები ამჟამად ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე წინა შემთხვევაში, როცა დავამარცხეთ. კანადასთანაც და იაპონიასთანაც ჩვენი ვალდებულებაა გავაუმჯებესოთ თამაში, ჩემი ვალდებულება და პასუხისმეგებლობაა ამ შედეგს მივაღწიოთ. შესათამაშებლად იაპონიას ბევრად დიდი დრო ჰქონდა. შემოდგომაზე მათ უკვე ითამაშეს ავსტრალიასთან, სამხრეთ აფრიკასთან და ირლანდიასთან. ჩვენამდე შეხვდებიან უელსს და ხომ წარმოგიდგენიათ როგორი შეთამაშებულები იქნებიან“.

„ვფიქრობ, იაპონიასთან ბოლო თამაშის შემდეგ ჩვენც უკეთესი გუნდი ვართ, განსაკუთრებით დერეფანში, შეტევით მოლში და შერკინებაში. მომავალი თამაშებისთვის იქნება გარკვეული ცვლილებები, მაგრამ არა ფუნდამენტური“.

ბექა გორგაძე: „გუნდის მიზანი გამარჯვება იყო და კარგია ეს რომ შევძელით. ასევე გვინდა გავაგრძელოთ. ამერიკამ მომენტუმი დაიჭირა და ეს კარგად გამოიყენა. ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. ჩვენი სიძლიერე ისაა, რომ შევძელით შეცდომების გამოსწორება და საჭირო რეაგირება მოვახერხეთ. საბოლოოდ ის შედეგი ითვლება, რაც ტაბლოზეა და მოხარულები ვართ გამარჯვება რომ მოვახერხეთ. სამუშაო ბევრია და ვიმედოვნებ შემდეგ თამაშს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდებით“.

Rugby.ge

დავითი
ჩვენ ნაკრებს რეიტინგში არაფერი მომატებია
რეზო
იაპონიასთან უნდა მოვიდოთ, ქოქ რილ, თორემ კანადას და ამერიკას ესპანეთიც უგებს. თუ არა და , დავაი, და სვიდანია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
რაგბი ევროპა | მზადება ნიდერლანდებისთვის, ბექა გორგაძესთან ერთად
რიჩარდ ქოქრილი: ჩვენგან იტალიაზე ზეწოლა იქნება - ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
ბექა გორგაძე: ფინალის მოსაგებად დამატებითი მოტივაცია არ გვჭირდება
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
რიჩარდ ქოქრილი: მსოფლიო თასამდე ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს 13 ქულით მოუგო