მოგეხსენებათ, ჩვენი დროით კვირას, 9 თებერვლის გამთენიისას, ალექსანდრე თოფურია შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში სადებიუტო ორთაბრძოლას კობი თიქნესთან გამართავს.

ალექსანდრეს გვერდით, რა თქმა უნდა, ილიაც დგას და მოსამზადებელ პერიოდში მხარში უდგას.

სულ ახლახანს Fox News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა:

"დიდებული ადგილია, სიდნეი ძალიან მომეწონა, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია სადაც ოდესმე ვყოფილვარ, აქ აუცილებლად დავბრუნდები. ხალხი ძალიან დადებითადაა ჩემს მიმართ განწყობილი, რაც ძალიან მომეწონა.

აქ ალექსანდრეს ჩხუბისთვის ვარ ჩამოსული, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, რომ აქამდე მოგვეღწია. ახლა მე მას UFC-ის შორტებში ვხედავ, ვუყურებ როგორ აძლევს ინტერვიუს, როგორ უღებენ ფოტოებს და ეს ყველაფერი შესანიშნავია. ორგანიზაციამდე მოსვლა დროის საკითხი იყო, ალბათ იცით, რომ მოსამზადებელ ბანაკში აქტიურად მეხმარებოდა, ახლა კი ჩემი ჯერია გავაკეთო იგივე, რასაც ის ჩემთვის აკეთებდა, ერთი სული მაქვს როდის გაიბრწყინებს, რადგან აბსოლუტურად მზად არის. როგორც წესი მებრძოლები 6 ან 8 კვირიან ბანაკს გადიან, ჩვენ კი ამ სპორტს მთელი ცხოვრება მივუძღვენით, თავი გადავდეთ და სწორედ ეს მაძლევს იმის თავდაჯერებას, რომ გამარჯვება ალექსანდრეს დარჩება".

მოგეხსენებათ, კობი თიქნესი ალექსანდრ ვოლკანოვსკის სპარინგ პარტნიორია და ლეგენდარული ავსტრალიელი თანაგუნდელს კუთხიდან გაამხნევებს:

"სიმართლე გითხრათ ამაღელვებელია, რომ ვოლკანოვსკი კუთხეში ეჯდება, თუმცა კუთხიდან რით დაეხმარება? მე ვიცი რას გააკეთებს ალექსი გალიაში, დამიჯერეთ, ის მსოფლიოს ჩემპიონია და ეს მხოლოდ დროის საკითხია. რაც შეეხება მერაბს, მთელ დივიზიონში დომინირებს და ვნახოთ რას გადაწყვეტს, შესაძლოა ქვემსუბუქ წონაში გადავიდეს და ჩემპიონი გახდეს, რადგან არც ჩემს ზედა წონაში ასვლას გამოვრიცხავ, მოკლედ, ვნახავთ ამ ყველაფერს".

მომავალი საუბარი ისლამ მახაჩევთან პოტენციურ დაპირისპირებაზე გაიმართა:

"მე მართლა მსურს ისლამთან ჩხუბი, ამაზე ორგანიზაციამაც იცის, გადაწყვეტილებას თვითონ ისინი იღებენ, მათ იციან როგორ მართონ ბიზნესი. დიდი გამოცდილება აქვთ და თუ მეტყვიან 145 ფუტში ქამრის დაცვა უნდა გავაგრძელო, ასე გაგრძელდება, თუ მეტყვიან 155-ში ასვლას, იქაც დიდი სიამოვნებით ვიჩხუბებ. თუ 145 ფუტში დავრჩები ვოლკანოვსკის რემატჩს მივცემ, რადგან შანსს მასზე მეტად არავინ იმსახურებს. ამას მე არ ვწყვეტ, ამის უფლება უკვე მოპოვებული აქვს. თუ ამ წონაში დავრჩები ეს აუცილებლად მოხდება. მასთან ჩხუბი იმის გამო არ მსურს, რომ მე "ვოლკი" მომწონს, უბრალოდ ზუსტად ვიცი რაც მოხდება თუ ჩვენ ერთმანეთს ისევ შევხვდებით, იგივე განმეორდება, როგორც ვამბობ ხოლმე MMA-ის ახალ თაობას წარმოვადგენ და ისეთი სტილი მაქვს, რასაც ის მიჩვეული არ არის. ვიცი რა მოხდება, შესაძლოა მომდევნო დაპირისპირებისას დანოკაუტების ნაცვლად მე ის დავასაბმითო, შესაძლოა ეს შევცვალო, რადგან განსხვავებული "კლიპებიც" მქონდეს. რაც შეეხება აპრილში მაიამიში ჩხუბთან დაკავშირებით, პირადად მე არაფერი ვიცი, კონტრაქტზე ხელი არ მაქვს მოწერილი, ვნახოთ რა მოხდება, პირადად მე ზედა წონაში ასვლა მინდა, რადგან ზუსტად ვიცი ორი დივიზიონის ჩემპიონობა შემიძლია. ისლამი დიდებული მებრძოლია და ხალხისთვის P4P რეიტინგში პირველ ადგილზეა, თუმცა პირადად ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი მე ვარ, ვიცი რომ მე მას, რასაც მინდა იმას გავუკეთებ, მასზე ბევრად უკეთესი ვარ".

რომან დოლიძე UFC-ში ზედიზედ მეორედ დამარცხდა
ილია თოფურია "თეთრ სახლში" იჩხუბებს!
"საქართველოში წასვლა ბოროტ საქმეს გაუკეთებს" - მახაჩევმა გარის არჩევანი არ მოუწონა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მეორე ბრძოლა UFC-ში - ალექსანდრე თოფურიას მომდევნო მეტოქე ცნობილია
[VIDEO] ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება - ალექსანდრე თოფურიამ წონა წარმატებით ჩააბარა
"პატარა სოსისო" - ილია თოფურიამ პედი პიმბლეტს მიმართა
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
[VIDEO] ორიდან ორი! - ალექსანდრე თოფურიამ ბეკზატ ალმახანი დაამარცხა!
"ბოლო თვეებში მე გავხდი მძიმე და სრულიად მიუღებელი ზეწოლის ობიექტი" - ილია თოფურიამ განცხადება გააკეთა
ილია თოფურიამ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ პირველი სამართლებრივი დავა მოიგო
"ქართულ სიმღერაზე ვფიქრობდი" - რატომ აირჩია თოფურიამ "გლადიატორის" საუნდტრეკი [პრესკონფერენცია]
"დიდად ვერ გამაოცა" - UFC-ის მებრძოლები ალექსანდრე თოფურიას დებიუტზე
"ჩემს მოწინააღმდეგეს, რომელსაც დიდი გული და წარმოუდგენელი შესაძლებლობები აქვს, დღეს არ წაუგია" - ალექსანდრე თოფურიას კომენტარი გამარჯვების შემდეგ
ილია თოფურია "თეთრ სახლში" იჩხუბებს!
[VIDEO] თოფურია VS პიმბლეტი არ შედგება - გეიჯი მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონია