უეფას ევროპის ლიგა. პლეი ოფი. ზესტაფონი-ბრიუგეს წინ

"ბრიუგე" თბილისში დღეს ნაშუადღევს ჩამოფრინდება და სასტუმრო "რედისონში" დაბინავდება, საღამოს კი ეროვნულ სტადიონზე მატჩის წინა დღისთვის განსაზღვრული ყველა ღონისძიება გაიმართება.

18 საათზე "ბორის პაიჭაძეზე" "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ჭიაბრიშვილის პრესკონფერენციაა დაგეგმილი, რასაც "ზესტაფონის" ვარჯიში მოჰყვება. "ბრიუგეს" მთავარი მწვრთნელი ადრი კოსტერი პრესკონფერენციას 19 საათსა და 30 წუთზე გამართავს, რის შემდეგაც მისი გუნდის ვარჯიში დაიწყება.

"ბრიუგე" თბილისს 19 ფეხბურთელით სტუმრობს.

მეკარეები: ვლადან კუიოვიჩი, კოლინ კუსემანსი, სვენ დოსტი;

მცველები: მიქაელ ალმებეკი, ტომ ჰიოგლი, კარლ ჰუფკენსი, რაიან დონკი, ჯიმი დე იონგი, იან ვენსტიინკისტე;

ნახევარმცველები: ლიორ რაფაელოვი, ნიკი ზიმლინგი, ნაბილ დირარი, ჯონათან ტომას მუნიე, ტიბო ვან აკერი, ფრის დიშლიდერი, ვადის ოჯიჯა-ოფოე;

თავდამსხმელები: ვიქტორ ვასკესი, ჟოზეფ აკპალა, მაქსიმ ლისტინი.

ტრავმის გამო ბელგიელებს თავდამსხმელი ბიორნ ვლემინკსი ვერ დაეხმარება, მცველმა მიქაელ ალმებეკი კი, იმის მიუხედავად, რომ ბელგიის ჩემპიონატის წინა ტურში ცხვირი გაიტეხა, სათამაშოდ მაინც მზადაა.

"ზესტაფონი"-"ბრიუგე" ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და მას ავსტრიელი ჰარალდ ლეხნერი განჯის. ბილეთის ფასი 5 და 10 ლარია.

გუშინ, "ზესტაფონთან" დაკავშირებით კიდევ ერთი ინფორმაცია დადასტურდა - ბუბა დაუშვილი, რომელმაც კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა, დუბლებში გადაიყვანეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irakli
უსამართლო განწყობები დინამოს და საერთოდ თბილისელების მიმართ, არადა გაიხსენონ რამდენმა თბილისელმა დავუჭირეთ მხარი შტურმთან თამაშში... და აქეთ დაიწყეს საყვედურები... შედეიც სახეზეა, უსაფუძვლო ამბიციებმა და ბაქი ბუქობამ საქმე დაშლამდეც კი მიიყვანა..
Giorgipirweli
ყველა ფეხბურთელს აქვს უფლება, ხელშეკრულება გააგრძელოს ან არ გააგრძელოს. დაუშვილმა კარგად იცის, რომ თავისუფალ აგენტად ბევრად უკეთეს გუნდში გადავა და რატო უნდა გააგრძელოს ხელშეკრულება, ვერ გამიგია.
mesi
ფაქტია რომ მწვრთნელმა გუნდი მიატოვა.რაც არ უნდა ეთკვა კოკაიას თამაშის წინ არ გააგდებდა მაგრამ ეს გეგუჩაძემ გაუკეთა ნიშნის მოგებით და გადაუხადა მადლობა სამოთხეშჰი რო იყო.დაუშვილმაც იგივე გააკეთა წინასწარ დაიწკო მოთხოვნები გამმოშვითო და აბლატავდა.მისი გაყიდვა რო უნდოდა გუნდს მიტო იყიდა მენთეშაშვილი !! ასე რომ ზესტაფონი არ დაიშლება და გააგრძელებს წინსვლას!!მასე სულელი არ არის კოკაია რომ ამხელა საქმე გზაში მიატოვოს.რაც
gigi
ჩვენ არაფერი არ გვეშველება რა, მაგარი ერი კი არა სავსეა ეს ქვეყანა ტრაკებით. ამ ხალხს არც ფეხბურთი ანაღვლებს და არც ქვეყნის სახელი. დაუშვილი მაინც მაგარ გუნდში გადავა და მაგარი ფეხბურთელი დადგება, მაგრამ ტრაკულ საქციელს არაფერი ეშვლება!!!
biuleti
ჩვენ არაფერი არ გვეშველება რა, მაგარი ერი კი არა სავსეა ეს ქვეყანა ტრაკებით. ამ ხალხს არც ფეხბურთი ანაღვლებს და არც ქვეყნის სახელი. დაუშვილი მაინც მაგარ გუნდში გადავა და მაგარი ფეხბურთელი დადგება, მაგრამ ტრაკულ საქციელს არაფერი ეშვლება!!!
Giorgipirweli
ნეტა რამდენი ყავთ დაუშვილისნაერი ჩამშლელი ფეხბურთელი??? შეიძლება ადამიანი ხელშეკრულების არგაგრძელების გამო დუბლებში გადაიყვანო? დაითვალონ, რამდენ გოლს გაუტანს ბრიუგე. ძალიან მწყდება გული. ჯერ გეგუჩაძის ამბავი, ეხლა ეს. არადა რა კარგი გუნდია ზესტაფონი და როგორ ვგულშემატკივრობ... იმედია მაინც კარგად იქნება ყველაფერი...
Shota
მე დიდ ბოდიშს ვიხდი წინასწარ, მაგრად დაუშვილის დუბლებში გადაყვანა დიდი პროჭობაა, არა მარტო ფეხბურთელის, არამედ ქართული ფეხბურთის მიმართ!!!!!! ბ-ნო კოკაია, ასე არ შეიძლება!!!
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა