UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მებრძოლმა ალექსანდრე თოფურიამ (6-1) კოლბი თიქნესის (7-1) დამარცხების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

"როცა ჩხუბი დაიწყო და მაგრად მოვარტყი, ილიამ დამშვიდებისკენ მომიწოდა. ორი არჩევანი იყო: ან გიჟური ჩხუბი დამეწყო, ან ნაბიჯ-ნაბიჯ წავსულიყავი წინ და საკუთარ შანსს დავლოდებოდი, მეორე ავირჩიე. თან მატჩის წინ ოპოპნენტი "დამპირდა" ღრმა წყლებში შევიყვანო და მაინტერესებდა რას მიმზადებდა. ღრმა წყლები არ ვიცი, მაგრამ სამი რაუნდი ჩემს ოკეანეში კი გაატარა.

სუპლექსის (ჭიდაობის ილეთი. რედ.) გაკეთების იდეა ბრძოლის დაწყებამდე მქონდა. იმავე ილეთი ილიამ სადებიუტო ჩხუბში აჩვენა და მეც იგივე გავაკეთე.

გარშემო სულ ახლობელი ადამიანები იყვნენ: ჩემი ძმა, მერაბ დვალიშვილი, გურამ ქუთათელაძე, ძმები კლიმენტები, ეს ძალიან სასიამოვნო გახლდათ და ვცდილობდი, თითოეული მათგანის რჩევა გამეთვალისწინებინა.

ალექს ვოლკანოვსკის უდიდეს პატივს ვცემ და მას ხელს ყოველთვის ჩამოვართმევ. თუმცა ეს ჩხუბი მისი და ჩემი ძმის დაპირისპირება არ ყოფილა, ეს ალექსანდრე თოფურიასა და კოლბი თიქნესის ბრძოლა იყო.

რატომ გამოვედი "გლადიატორის" საუნდტრეკის ფონზე? მე და ილია ბავშვობიდან მხოლოდ ომზე გადაღებულ ფილმებს ვუყურებდით, "გლადიატორი", კი ჩვენი საყვარელი კინოა. არჩევანი ასეთი მქონდა: ან ქართული სიმღერის ფონზე გამოვიდოდი, ან გლადიატორის საუნდრეკზე. მატჩამდე 1 კვირით ადრე ილომ ერთ-ერთი ნაწყვეტი გამომიგზავნა და ეს მუსიკა ავარჩიე.

დიახ, ოქტაგონზე ვთქვი, რომ კოლბი UFC-ში ყოფნას იმსახურებს (ავსტრალიელი UFC-ის მებრძოლი არ ყოფილა და ორგანიზაციამ 1-მატჩიანი კონტრაქტი გაუფორმა ალექსანდრესთან საჩხუბრად) და ნამდვილად ასე ვფიქრობ. ამ ბიჭმა 2 კვირაში დაუგეგმავი ბრძოლა მიიღო, დამიპირისპირდა ადამიანს, რომელსაც დიდი ჰაიპი ჰქონდა და ჩხუბში უკან ნაბიჯი არ გადაუდგამს. თიქნესი ნამდვილი გლადიატორია, მას ჩხუბი უყვარს და შეუძლია კიდეც. მერე რა, რომ დღეს ჩემთან დამარცხდა, ყველაფერი წინ აქვს და გამიხარდება, თუ ეს ბიჭი ჩვენი დივიზიონის სრულფასოვანი წევრი გახდება."

29 წლის "კონკისკადორმა" UFC-ში პირველი გამარჯვება დღეს, 9 თებერვლის გამთენიისას მოიპოვა. სავარაუდოდ, ალექსანდრე მიმდინარე წელს კიდევ, მინიმუმ 1 ბრძოლას ჩაატარებს.

Წწ
იმიტომ რომ მოსამზადებელ კემპში იყვნენ
Emre
შენ იცი რას ნიშნავს ბანაკის და შეკრების გავლა? და რამდენად მნიშვნელოვანია რეჟიმის დაცვა მაგ დროს? იცი რამდენი ენერგია და დრო ჭირდება ესპანეთიდან ვეგასში გადაფრენას და მერე იქიდან ავსტრალიაში ჩასვლას? თუ არ იცი რუკას მაინც ჩახედე და მიხვდები... ჯერ გაარკვიეთ რა როგორ და მერე წერეთ ეს უაზრო ვაი პატრიოტული მესიჯები

ძაან კაი თუ მასეა.. გამიარდება. დოლიძემ გამოიწვია ჩიმაევი.. უსმანთან ჩხუბის დროსაც მერაბი უსმანს გულშემატკივრობდა და არა ჩიმაევს.. და იმედია ეს ჩვენი ბიჭების ურთიერთობაზე არ იმოქმედებს ცუდათ. ჩიმაევის გამო არც უნდა დაეძაბოთ
გია_544
აი რატომ არ იდგნენ ეგ ბიჭები მერაბის გვერდით, როდესაც უმართან ქამარი დაიცვა? მარტო დოლიძე დაესწრო მერაბის დაცვას. მთელი ღამე ველოდი ალექსას ბრძოლას. ორი დებიუტანტის (ავსტრალიელი შეცვლაზე მოუმზადებელი გამოვიდა) საშუალო ჩხუბი იყო. თუ უყურეთ, დამთანხმდებით.
ბრაზი
მაგარი კაცი,ასეთივე მებრძოლი!
ერო
მგონია რომ დროა საქართველოში ჩატარდეს ბრძოლები.
გ.შ.
ძაან მაგარი ურთიერთობა აქვთ, ძმა, აი ძაან მაგარი, მაგაზე არ იდარდო

რატომღაც მგონია რომ მერაბს და ქუთათელაძეს არ აქვთ კაი ურთიერთობა... გურამა ჩიმაევის ძმაკაცია მერაბა დოლიძის და ვერ ლაგდებიან..)) ეგ იქით იყოს და ალექსას რომ ვუყურებ ხაბიბის სტილი აქვს კლანჭებში თუ მოიქცია ვსიო.. დაფინიშება აკლია და სუპერი იქნება
დავით
bevri sityvebi ar miyvars genacvalet♥️♥️♥️
რომან დოლიძე UFC-ში ზედიზედ მეორედ დამარცხდა
ილია თოფურია "თეთრ სახლში" იჩხუბებს!
"საქართველოში წასვლა ბოროტ საქმეს გაუკეთებს" - მახაჩევმა გარის არჩევანი არ მოუწონა
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] "მამარდას" თითქმის საგოლე პასი და რთული მოგერიებები საკმარისი არ აღმოჩნდა - "ლივერპული" "ბრაიტონთან" დამარცხდა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
რომან დოლიძე UFC-ში ზედიზედ მეორედ დამარცხდა
[VIDEO] ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება - ალექსანდრე თოფურიამ წონა წარმატებით ჩააბარა
[VIDEO] ორიდან ორი! - ალექსანდრე თოფურიამ ბეკზატ ალმახანი დაამარცხა!
მეორე ბრძოლა UFC-ში - ალექსანდრე თოფურიას მომდევნო მეტოქე ცნობილია
"მას პირველივე რაუნდში დავაფინიშებ" - ჭიკაძემ ვალეხოსთან ბრძოლამდე პრესკონფერენცია გამართა
UFC-ს მებრძოლებს შორის ერთადერთია, ვინც რუსის მოგება ივარაუდა - ცარუკიანის პროგნოზი დვალიშვილისა და იანის ბრძოლაზე
ალექსანდრე თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა გამარჯვება აჭარულის ცეკვით აღნიშნეს [VIDEO]
"დიდად ვერ გამაოცა" - UFC-ის მებრძოლები ალექსანდრე თოფურიას დებიუტზე
"ჩემს მოწინააღმდეგეს, რომელსაც დიდი გული და წარმოუდგენელი შესაძლებლობები აქვს, დღეს არ წაუგია" - ალექსანდრე თოფურიას კომენტარი გამარჯვების შემდეგ
"საქართველოში წასვლა ბოროტ საქმეს გაუკეთებს" - მახაჩევმა გარის არჩევანი არ მოუწონა
[VIDEO] თოფურია VS პიმბლეტი არ შედგება - გეიჯი მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონია