ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ბეწვის ხიდზე

ბეწვის ხიდზე

სანამ მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყებოდა, გერმანული ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ, წარსულში ცნობილმა ათიანმა გიუნტერ ნეტცერმა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში თქვა, ოღონდაც, მერვედფინალში ინგლისს არ გადავეყაროთო... გუშინ, გერმანელებს შეეძლოთ, მერვედფინალში ინგლისთან თამაში თავიდან აეცილებინათ და აშშ-ის ნაკრებს გადაყროდნენ. ამისათვის საჭირო იყო ბოლო წუთებზე გოლის გაშვება, მაგრამ გერმანია არის გუნდი, რომელსაც ასეთი რაღაცები არ სჩვევია...

D ჯგუფი

23 ივნისი. იოჰანესბურგი. სოკერ სიტი. 83 391 მაყურებელი

განა-გერმანია 0:1

განა (4-1-4-1): კინგსონი - პანტსილი, ჯონათან მენსა, ჯონ მენსა, შარპეი - ანანი - ტაგოე (64. მუნტარი), კ. პ. ბოატენგი, ასამოა, აიევი (92. ადიაია) - გიანი (82. ამოა).

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, მერტეზაკერი, ფრიდრიხი, ჟ. ბოატენგი (73. იანსენი) - ხედირა, შვაინშტაიგერი (81. კროოსი) - მიულერი (67. ტროხოვსკი), იოზილი, პოდოლსკი - კაკაუ.

გოლი: 0:1 იოზილი (60)

გაფრთხილება: აიევი (40), მიულერი (43)

მატჩი დაიწყო: განა; დარტყმა: 17(3)-14(5); ჯარიმა: 11-5; კუთხური: 4-7; ბურთის ფლობა: 40%-60%.

არბიტრი: კარლუშ სიმონი (ბრაზილია)

სანამ მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყებოდა, გერმანული ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ, წარსულში ცნობილმა ათიანმა გიუნტერ ნეტცერმა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში თქვა, ოღონდაც, მერვედფინალში ინგლისს არ გადავეყაროთო... გუშინ, გერმანელებს შეეძლოთ, მერვედფინალში ინგლისთან თამაში თავიდან აეცილებინათ და აშშ-ის ნაკრებს გადაყროდნენ. ამისათვის საჭირო იყო ბოლო წუთებზე გოლის გაშვება, მაგრამ გერმანია არის გუნდი, რომელსაც ასეთი რაღაცები არ სჩვევია. ბუნდესგუნდმა ითამაშა, მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, მაგრამ კვირას ინგლისს უნდა შეხვდეს, რადგან ფაბიო კაპელოს გუნდი თავის ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. ამრიგად, ნაცვლად დაბალანსებული წყვილებისა, მერვედფინალში ასეთი მატჩები მივიღეთ: განა-აშშ და ინგლისი-გერმანია.

იოჰანესბურგის სტადიონ "სოკერ სიტიზე" შეკრებილი 83 000 მაყურებლის თვალწინ, გერმანელებმა და განელებმა ერთმანეთს დიდი ომი გაუჩაღეს, რომელიც მხოლოდ ბოლო წუთებში გახდა მოსაწყენი, რადგან პარალელურად მიმდინარე შეხვედრის ანგარიში არცერთ გუნდს არ აიძულებდა მასირებული იერიშების განხორციელებას. განას მეორე ადგილიც აკმაყოფილებდა, რადგან მერვედფინალში აშშ-ს ხვდებოდა, გერმანელები კი პირველ ადგილზე უნდა გასულიყვნენ და ოდნავადაც არ აღელვებდათ ის ფაქტი, რომ მერვედფინალში ინგლისთან მოუწევდათ ჭიდილი.

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა, სერბეთთან წაგებული (0:1) მატჩის შემდეგ, ძირითადი შემადგენლობა ორ პოზიციაზე შეცვალა. აქედან, ერთი ცვლილება ნებაყოფლობითი გახლდათ, ერთი კი იძულებითი. ნებაყოფლობითში ჰოლგერ ბადშტუბერის სათადარიგოთა სკამზე დატოვებას და მის ნაცვლად, დაცვის მარცხენა ფრთაზე ჟერომ ბოატენგის გამწესებას ვგულისხმობთ, ხოლო იძულებითში კი, დისკვალიფიცირებული მიროსლავ კლოზეს (სერბეთთან გააძევეს) ნაცვლად, კაკაუს თამაშს. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ბოატენგმა არ გაამართლა. ჩვენ რომ არ ვამბობდეთ, სწორედ ამაზე მიუთითებდა ის ფაქტიც, რომ ლიოვმა წარმოშობით განელი მცველი, რომელიც კევინ-პრინს ბოატენგის ძმაა, 73-ე წუთზე მარსელ იანსენით შეცვალა. სხვამხრივ, გერმანელთა ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) და ძირითადი შემადგენლობა უცვლელი დარჩა. განის ნაკრებში კი მხოლოდ ერთი ცვლილება ვნახეთ და ისიც იძულებითი: ტრავმირებული ვორსა, დაცვის ცენტრში ჯონათან მენსამ შეცვალა, რომელიც ჯონ მენსას შეუწყვილდა.

მატჩის პირველი ტაიმი და მეორე ტაიმის პირველი ნახევარი ძალიან თვალსასეირო გამოვიდა. ორივე გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობდა და ისიც უნდა ითქვას, რომ ფეხბურთელები ბევრს ნერვიულობდნენ, რაც ალბათ იმის ბრალია, რომ ორივე გუნდი მეტწილად ახალგაზრდა და გამოუცდელი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. მაგალითისთვის მესუთ იოზილის საგოლე მომენტის მოყვანაც კმარა: 25-ე წუთზე ბრემენის "ვერდერის" გამთამაშებელი განელთა მეკარე კინგსონთან სუფთა ერთი-ერთზე გავიდა, მაგრამ ბურთი პირდაპირ მას მოარტყა. სამაგიეროდ, იოზილს ოდნავადაც აღარ უნერვიულია იმ მომენტში, როცა 17 მეტრიდან ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.

განელები რომ ნერვიულობდნენ, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან გერმანიის ნაკრებს ეთამაშებოდნენ. აი, გერმანელების ნერვიულობა და ცოტა ქაოტურობა კი, შესაძლოა, ბევრისთვის მისაღებიც კი იყოს, მაგრამ ლიოვისთვის პრობლემაა. ყველაფრის მიუხედავად და ბევრი რამის გათვალისწინებით, მაინც უნდა ვთქვათ, რომ გერმანიის ნაკრებმა კვლავ არ დატოვა თავდაჯერებული, მსოფლიოს ჩემპიონობის ჩამოყალიბებული პრეტენდენტის შთაბეჭდილება.

განის ნაკრები კი ზემოტივირებული იყო და მილოვან რაიევაცის შეგირდებს ამის გამო, ხშირ შემთხვევებში ზედმეტებიც კი მოსდიოდათ. აშკარა იყო ნახევარდაცვასა და დაცვას შორის შექმნილი სიცარიელე, რაც იმის ბრალიცაა, რომ განა ერთი ტიპური საყრდენით (4-1-4-1) თამაშობს. ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ განელებმა გერმანელთა კიპერ მანუელ ნოიერის კართან არაერთი საკმაოდ კარგი მომენტი შექმნეს და ერთიც ვერ გამოიყენეს. ის ფაქტი, რომ ასეთმა განამ გერმანიის ნაკრებს პრობლემები შეუქმნა, ლიოვის სადარდებელია, რადგან ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები ასეთ კი არა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამაზე უარეს შანსებსაც გამოიყენებენ.

ნევროზულობა გერმანიის ნაკრების ერთი მინუსია, მეორე და უფრო მთავარი კი, დაცვაში შექმნილი პრობლემები გახლავთ. უჩვეულოდ თავდაუჯერებელი და არაეფექტური იყო პერ მერტეზაკერი, რომელიც ბუნდესგუნდის უკანა ხაზში მთავარ იმედადაა მიჩნეული. სამაგიეროდ, აყლაყუდა პერის შეცდომებს უმეტესად არნე ფრიდრიხი ასწორებდა, მაგრამ მასზე უფრო ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ. მერტეზაკერთან ერთად, სუსტი იყო ჟერომ ბოატენგი და თამამად ვიტყვით: ლოგიკურად, ლიოვმა ეს უკანასკნელი აღარ უნდა ათამაშოს. წესით, იოგი ან ისევ ბადშტუბერის ვარიანტს უნდა დაუბრუნდეს, ანაც, დაცვის მარცხენა ფლანგზე, მარსელ იანსენი უნდა ათამაშოს, რომელიც მატჩში ძალიან კარგად ჩაერთო და განსაკუთრებით ეფექტური შეტევებში ჩართვის მომენტებში იყო. ეს არცაა გასაკვირი, იანსენი ხომ უფრო შემქმნელი გარემარბია, ვიდრე ჩამშლელი.

ერთი სიტყვით, ინგლისთან მერვედფინალური მატჩის წინ, იოგი ლიოვს ბევრი საფიქრალი აქვს. მთავარი საზრუნავი კი სავარაუდოდ, ბასტიან შვაინშტაიგერის არყოფნა იქნება. შვაინიმ 81-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. წუხელ, გვიან ღამით გავრცელებული ცნობების თანახმად, ბასტიანი კვირამდე გამოჯანმრთელებას, სავარაუდოდ, ვერ მოასწრებს. გერმანიის ნაკრების ექიმების თქმით, შანსები 50/50-ზეა. შვაინშტაიგერის არყოფნა კი, ბუნდესგუნდისთვის ჯოჯოხეთური დანაკლისი იქნება...

საუკეთესო ფეხბურთელი

არნე ფრიდრიხი (გერმანია)

განასთან შეხვედრაში რამდენადაც არადამაჯერებელი იყო პერ მერტეზაკერი, იმდენად თავდაჯერებული და უშეცდომო გახლდათ ფრიდრიხი. არნემ ფაქტობრივად ყველა ორთაბრძლო მოიგო. ამასთან, ის დროულად, აზრიანად ტოვებდა დაცვის ცენტრს და განის ნაკრებს შემტევ ნახევარმცველთა კვარტეტს საყრდენი შუამარბის პოზიციიდანაც წარმატებით ებრძოდა. ესეც რომ არ იყოს, ერთადერთი გერმანელი ფეხბურთელი, რომელსაც გუშინ ნერვიულობა ოდნავადაც არ დასტყობია (მანუელ ნოიერიც აჭრილი ჩანდა), სწორედ არნე ფრიდრიხი გახლდათ. დაცვის ბურჯად მერტეზაკერი განიხილებოდა, გუშინ კი, ბუნდესგუნდის დაცვის შეფი მესამე ნომერი, ფრიდრიხი იყო.

მატჩის შემდეგ

იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრების მწვრთნელი): "ძალიან ინტენსიური მატჩი გამოვიდა, რომელშიც ყველაფერი ისე ვერ გავაკეთეთ, როგორც უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ რაც მთავარია, ჯგუფიდან გავედით. მანუელ ნოიერის კრიტიკას ვერ ავიტან, რადგან 2-3 მომენტში აშკარა გოლისგან გვიხსნა. მერვედფინალში ინგლისის ნაკრებს ვხვდებით და დიდი ბრძოლა გველის. ეს იქნება დიდი მატჩი, რომელზეც ძალიან დიდხანს ისაუბრებენ."

მილოვან რაიევაცი (განის ნაკრების მწვრთნელი): "გერმანიას ბრწყინვალე, უმაღლესი კლასის გუნდი ჰყავს და ჩვენ ასეთ გუნდთან მატჩში რამდენიმე რეალური მომენტი შევქმენით. ვფიქრობ, მერვედფინალში გასვლა დავიმსახურეთ."

გოტფრიდ ლენცი

თ მ ფ წ ბ ქ

1. გერმანია 3 2 0 1 5-1 6

2. განა 3 1 1 1 2-2 4

3. ავსტრალია 3 1 1 1 3-6 4

4. სერბეთი 3 1 0 2 2-3 3

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა

უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს

"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა

ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო

გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია

[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა