ეს მოხდა გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს: მთელმა ოჯახმა პოლიტიკური თავშესაფარი უცხოეთში ჰპოვა. მას შემდეგ დავით ბარამიძე გერმანიაში ცხოვრობს და შეჯიბრებებზე ალემანთა სპორტულ ღირსებას იცავს...

ეს მოხდა გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს: მთელმა ოჯახმა პოლიტიკური თავშესაფარი უცხოეთში ჰპოვა. მას შემდეგ დავით ბარამიძე გერმანიაში ცხოვრობს და შეჯიბრებებზე ალემანთა სპორტულ ღირსებას იცავს.

ჭადრაკის თამაში 6 წლისამ ისწავლა. ყმაწვილის განსაკუთრებული დაინტერესება რომ შეამჩნიეს, მშობლებმა იგი საქართველოს დამსახურებულ მწვრთნლე ვალიკო ურიდიასთან მიიყვანეს. ოსტატისა და შეგირდის მონდომებამ შედეგიც მალე გამოიღო: 1996-1997 წლებში დათომ ათწლიანთა საქართველოს პირველობა მოიგო. ამავე ასაკში ევროპის პირველობებზე ვერცხლის მედლები დაიმსახურა. ქართველ ჭაბუკს ოსტატობის სრულყოფა უცხოეთშიც არ შეუნელებია. მშობლების ინიციატივით, ბატონი ვალიკო 6 წლის განმავლობაში სამ-სამი თვით ჩადიოდა გერმანიაში და შეგირდს თეორიული და პრაქტიკული ცოდნის დახვეწაში ეხმარებოდა. დათოსაც არ გაუწბილებია მოძღვარი: თერთმეტი წლისამ გერმანიის 14-წლიანთა ჩემპიონატი მოიგო აბსოლუტური შედეგით _ 9 შესაძლებლიდან 9 ქულა მოაგროვა, 2004 წელს 16-წლიანთა მსოფლიოს პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

_ ამ წლებში თავდავიწყებით ვიყავი ჩაბმული საჭადრაკო საქმიანობაში, _ მითხრა დათომ, რომელიც ამ დღეებში ეწვია თბილისს. _ 2002 წელს დორტმუნდის ტურნირის მსვლელობისას სახელოვან სერბ მოჭადრაკე ქალბატონს _ ალისა მარიჩს მოვუგე _ 4,5:3,5, მომდევნო წელს კი ვლადიმირ კრამნიკის მწვრთნელ ვლადიმირ ბელიკოვთან დავმარცხდი 3:5. 2004 წელს გერმანიის ერთ-ერთ წრიულ ტურნირში დიდოსტატის ნორმატივი შევასრულე. ძალიან გამახარა ამ წოდების მონიჭებამ _ მე ხომ მაშინ მხოლოდ 16 წლისა ვიყავი.

დავით ბარამიძემ მორიგ წარმატებას 2006 წლის ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია: ძირითადი ტურნირის დამთავრების შემდეგ მესამე-მეათე ადგილები გაინაწილა. ტაიბრეიკებში ბულგარელ გამოცდილ დიდოსტატს კირილ გეორგიევს დაუპირისპირდა. 25-წუთიანი და ბლიცპარტიები ყაიმით დასრულდა. არმაგედონში თეთრი ფერის ფიგურები ერგო. მოსაგებ პოზიციაში მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და მეტოქეს პარტიის გადარჩენის შანსი მისცა, რითაც ბრინჯაოსთვის ბრძოლას გამოეთიშა.

_ მართალია, საბოლოოდ მე-10 ადგილი დავიკავე, მაგრამ შედეგით კმაყოფილი ვიყავი, რადგან მსოფლიოს თასზე თამაშის უფლება მოვიპოვე. ამ წარმატებაში ვალიკო ურიდიასთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვის ზვიად იზორიას, რომელიც მთელი ტურნირის განმავლობაში მეხმარებოდა. ხანტი-მანსიისკში მეტოქედ ინგლისელი ნაიჯელ შორტი მერგო. `კლასიკური~ პარტიები ყაიმით დავამთავრეთ. მეორე დღის შეხვედრის შემდეგ შინ დაბრუნებისას ავტობუსში ერთმანეთის გვერდიგვერდ აღმოვჩნდით. `კარგია, რომ მთავარი ორთაბრძოლა ფრედ დამთავრდა, რადგან სწრაფ ჭადრაკში წაგებულს მეტი ფული ერგება, ამიტომ უფრო იხეირებო~, _ ერთგვარი ირონიით ჩამჩურჩულა შორტმა. მეწყინა, მაგრამ არაფერი შემიმჩნევია.

ევროპულ დროსთან დიდი განსხვავების გამო ხანტი-მანსიისკში დღე და ღამე არეული მქონდა. ძილის წინ გერმანელ იან გუსტაფსონს ვთხოვე, დილით რომ ადგები, შემეხმიანე, შეჯიბრებაზე არ დამაგვიანდეს-მეთქი. ორივეს დაგვძინებია. კიდევ კარგი, ბარმენმა გამაღვიძა, _ ხომ არაფერი გჭირდებაო. საათს დავხედე შეჯიბრება უკვე დაწყებული იყო. როგორ ჩავიცვი და გავვარდი ქუჩაში, არც მახსოვს. ბედად ტაქსიც გამოჩნდა და ჭადრაკის სასახლეს მივაშურე. დარბაზში რომ შევედი, ცხადია, საათი ჩართული დამხვდა, პირველ 25-წუთიან პარტიას თეთრებით შორტი თამაშობდა. სულ 50 წამი მქონდა დარჩენილი, ცხადია, ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით. სწრაფად ვთამაშობდი. ეტყობა, ამან წონასწორობიდან გამოიყვანა ინგლისელი დიდოსტატი, მალევე უხეში შეცდომა დაუშვა და დამარცხდა. მეორეში თეთრებით ყაიმს მივაღწიე და მომდევნო წრეში გავედი, სადაც კუბელმა ლენიერ დომინგესმა მაჯობა.

_ ორი წლის წინათ დრეზდენის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე იასპარეზე. გერმანიის ნაკრებში როგორ აღმოჩნდი?

_ ოლიმპიურ გუნდში მოსახვედრად იქ ტურნირები არ იმართება, ნაკრების წევრებს მთავარი მწვრთნელი არჩევს. იმ დროისათვის ჩემმა რეიტინგმა 2600-ს მიაღწია. ეტყობა, უვე ბენშმა 2006-2007 წლების შედეგები გაითვალისწინა და ნაკრებში სათადარიგოდ მიმიწვია. არც დამიღალატებია _ 7 შეხვედრიდან 5 ქულა მოვაგროვე. თუმცა, ჩემი შედეგი რა მოსატანია იმ წარმატებასთან, რასაც ქართველმა ქალბატონებმა მიაღწიეს _ 12-წლიანი შესვენების შემდეგ ჩემპიონობა დაიბრუნეს. ყველას მივულოცე გამარჯვება, განსაკუთრებით კი მათს ახალგაზრდა მწვრთნელ თორნიკე სანიკიძეს, რომელთანაც ბავშვობიდან ვმეგობრობ. ორივენი ხომ დღემდე ბატონ ვალიკო ურიდიასთან ვვარჯიშობთ. მახსოვს, 1997 წელს 10-წლიანთა საქართველოს პირველობის ბოლო ტურში თორნიკეს ვძლიე და ჩემპიონობა შევინარჩუნე. მას შემდეგ ოფიციალურ ტურნირებში არც შევხვედრივართ ერთმანეთს. მეგობრულად კი ბევრჯერ გვითამაშია, უფრო _ ბლიცები.

_ საქართველოს ნაკრებში მოხვედრაზე თუ გიფიქრია?

_ უწინ, ჰო, ახლა ეს გამორიცხულია, რადგან ჭადრაკზე მეტ დროს სწავლას ვანდომებ. საქართველოში კი ისეთი დიდოსტატები წამოიზარდნენ, რომ მათთან გამკლავებას სერიოზული მომზადება დასჭირდება. საამისოდ კი ვერ მოვიცლი, ღამის სკოლაში ვსწავლობ და ორ წელიწადში უნდა დავამთავრო.

_ ვერც ხანტი-მანსიისკში გიხილავთ საჭადრაკო ოლიმპიადაზე?

_ გერმანიაში ჭადრაკს მაინცდამიანც დიდი ყურადღება არ ექცევა. სახელმწიფო და სპონსორები ნაკლებად ზრუნავენ მის განვითარებაზე. ცხადია, დორტმუნდის მსგავსი კომერციული ტურნირების გამართვას არ ვგულისხმობ. ქვეყნის ნაკრების წევრებმა _ არკადი ნაიდიჩმა, იგორ ხენკინმა, იან გუსტაფსონმა და დანიელ ფრიდმანმა დაფინანსების გაზრდა მოითხოვეს, რასაც სახელმწიფო არ დათანხმდა, დიდოსტატებმაც ხანტი-მანსიისკში თამაშზე უარი თქვეს. გერმანიის ჭადრაკის ფედერაციამ ოლიმპიადაზე ახალგაზრდული გუნდის გაგზავნა გადაწყვიტა. მე კი სკოლა არ გამათავისუფლებს დიდი ხნით, ამიტომ შეჯიბრებაზე ჩემი გამგზავრებაც გამოირიცხა.

_ საქართველოში რამდენ ხანს დარჩები?

_ ალბათ, თვის ბოლომდე, რადგან 12 სექტემბერს სწავლა მეწყება.

კონტრაქტს აღარ გააგრძელებს - კურტუა "რეალიდან" მალე წავა
"თუ ის წავა, "ბარსელონაში" დავბრუნდები" - მესის კატალონიური გრანდის მაისურით კვლავ ვიხილავთ?
[PHOTO] ლაპორტა: ვარ მიმზიდველი და ფულს ვნებიანი სექსი მირჩევნია
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
პსჟ-ში ტრავმირებულები ბრუნდებიან - დემბელესა და მარკინიოსს "ლევერკუზენთან" თამაში შეეძლებათ
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში?
[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე