პსჟ კვლავ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტიტულის ძიებაშია და ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი ჩვენ რწმენასა და სურვილს აძლიერებს, რომ პარიზელების წელი იქნება. ცოტა ხნის წინ რთული წარმოსადგენი იყო, თუმცა "კვარა" ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის პლეი-ოფში ზედიზედ მესამედ ითამაშებს, გაცილებით ძლიერი და პერსპექტიული გუნდით!..

სამშაბათს, 11 თებერვალს, 1/16 ფინალს პსჟ გახსნის და თანაც, ჩვენთვის უფრო მისაღებ დროს, 21:45 სთ-ზე. ლუის ენრიკეს გუნდი "ბრესტს", რომელსაც ცოტა ხნის წინ დამაჯერებლად (5:2) მოუგო, ჯერ ისევ სტუმრად ეთამაშება(განმეორებითი ერთ კვირაშია), ოღონდ ისინი საერთაშორისო შეხვედრებს გენგამში, "სტად დე რუდურუზე" (19 060) ატარებენ.

ლიგის ფაზის დასაწყისში პსჟ-მა 5 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგო, ბოლოს კი ვითარება გამოასწორა. ენრიკეს გუნდი ზედიზედ მეოთხე გამარჯვებას ეცდება, რაც ამ ტურნირზე მათ 2021 წლის შემდეგ არ ჰქონიათ. ისინი ლიგა 1-ში ზედიზედ მეოთხე ჩემპიონობისკენაც აქტიურად მიიწევენ. ამ საქმეში საკუთარი წვლილის შეტანა კვარაცხელიამაც დაიწყო!..

ხვიჩა და პსჟ "ბრესტს" ცოტა ხნის წინ დაუპირისპირდა

გასაკვირი ის იყო, რომ "ბრესტი" პლეი-ოფამდე უფრო მარტივად მივიდა, გასულ სეზონში საფრანგეთში საუკეთესო მწვრთნელ როის გუნდი დაცვაში ძლიერია და სწრაფი შეტევები გამოარჩევს. მიუხედავად იმისა, მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კარგად იცნობენ, პსჟ-ს დიდი უპირატესობა აქვს, მაინც განსხვავებულ დაპირისპირებას ველით, ეს სხვა მასშტაბია.

ხვიჩას დებიუტს ვნახავთ, პარიზელებს კი ზაირე-ემერი კვლავ აკლიათ. სტუმრები ლუდოვიკ აჟორკეს უნდა უფრთხოდნენ, რომელმაც 1-ელ თებერვალსაც გაუტანათ.

მთავარი მსაჯი ბოსნიელი ირფან პელჯტო იქნება, რომელიც გაფრთხილება - გაძევებებს არ ერიდება. ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო მატჩში, "ინტერის" წინააღმდეგ, "მონაკოს" ფეხბურთელი მე-12 წუთზევე გააძევა. ირფანმა "ბრესტს" ცოტა ხნის წინ, "ბარსელონასთან" უმსაჯა. აღსანიშნავია, რომ პელჯტომ ბოლო სანაკრებო შეხვედრაშიც, 14 ოქტომბერს, საფრანგეთის ნაკრებისა და "რეალის" ნახევარმცველ ჩუამენს მოედანი წითელი ბარათით დაატოვებინა.

სხვა მატჩები:

სამშაბათი, 23:59 სთ:

სიტი - რეალი;

იუვენტუსი - პსვ;

სპორტინგი - დორტმუნდი.

ოთხშაბათი, 21:45 სთ:

ბრიუგე - ატალანტა;

23:59 სთ:

სელტიკი - ბაიერნი;

ფეიენოორდი - მილანი;

მონაკო - ბენფიკა.

დდდ
სავარაუდოდ, ფოტოები არ მოეწონათ, რადგან მათზე ვერავინ ამოიცნეს, - არადა, პირველ ფოტოზე ვოროშილოვგრადის ზარია-ს ახალგაზრდა ცენტრფორვარდი დავით ხუხაშვილია....
guga
შენც კაი გამობიძგვინებული ხარ

და ვის რა არ მოეწონა?
დ.დ.
"გამმინუსებლები" არასწორია, სწორია - გამომიხუინებულები !
საყოველთაო გამმინუსებლებო
აქ რა არ მოგეწონათ, პსჟ ნაპოლიზე პერსპექტიული რომაა? თუ ხვიჩას წვლილი რომ იზრდება? თუ რამე უნდა ეწეროს და არ წერია? თუ მსაჯზე გინდოდათ უფრო მეტი? იქნება დანარჩენი მატჩების ჩამოთვალაა ზედმეტი?
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ? - "ნუ მოკლავ ჯაფარას!"
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს