"ტორპედოს" ახალი სეზონიდან 3 წლის ვადით გერმანელი სპეციალისტები გაწვრთნიან, - იტყობინება ქუთაისური კლუბის პრესსამსახური:

"დირკ შუსტერი 2016 წელს გერმანიის წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. იგი გამოირჩევა მოკრძალებული ბიუჯეტის გუნდებში მუშაობისას მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევით.

ის "დარმშტადტს" მესამე ბუნდესლიგაში ჩაუდგა სათავეში და ორ სეზონში ბუნდესლიგაში გადაიყვანა, ხოლო შემდგომ სეზონში ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაც მოახერხა. გარდა ამისა წარმატებით თანამშრომლობდა "აუგსბურგთან", "ერცგებირგესა" და ბოლოს 2022-2024 წლებში "კაიზერსლაუტერნთან". ეს უკანასკნელიც მან მეორე ბუნდესლიგაში გადაიყვანა და ზედიზედ ორ სეზონში ათეულში ადგილი შეანარჩუნებინა.

მან პირველ კომენტარში ხაზი გაუსვა იმ ნდობას, რაც მასსა და გუნდის მენეჯმენტს შორის პირველივე შეხვედრის დროს ჩამოყალიბდა, ხოლო გადამწყვეტი როლი იქონია პროექტის მასშტაბმა და იმ შესაძლებლობებმა, რაც "ტორპედოს" საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას უკავშირდება.

მისი ასისტენტი საშა ფრანცი იქნება, რომელთანაც მას თანამშრომლობის 12 წელი აკავშირებს.

გერმანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით, გუნდი მარბელაში ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს".

ლაშა
შენ რომ გგონია იმ შუსტერის გარე ბიძაშვილია ტორპედოელი შუსტერი.
Fatih
umjobesia ar imazgacho .
ვახტანგი
რომ მიწერთ ამ დისლაიქებს, არაბები არ ვართ და ევროპაში ყველა დიდი გუნდის უკან გულშემატკივრები დგანან, ისინი ყიდულობენ ბილეთებს, მაისურებს, ტრანსლაციებზე მოთხოვნაა და ა.შ. თორემ ნიჭი აქაცაა და ფული თუ არ დავხარჯეთ, და რესტორნებზე და მუცელზე ვიფიქრეთ მხოლოდ, კი ხედავთ 30 წელია რა დონეც გვაქვს
C
დინამოს 50 ლარი კი არა, აქეთ აქვს გადასახდელი ქართველი გულშემატკივრისთვის და კიდევ დიდი ბოდიში დასაყოლებელი, თან ესეც ფიფიას გუნდიდან წასვლის მერე!
C
ყოჩაღ!!! ძალიან მაგარია!
duscatto
ნუ მაზგაჩობ გონზე არ ხარ
დავითი
არ ვიცი ვიკიპედიას რომელი ვერსია წაიკითხეთ, მაგრამ ვიკიპედიაშიც არის ამაზე ინფორმაცია და გერმანულ კიკერშიც. შეგიძლიათ, დაგუგლოთ. დარმშტადში ჩატარებული 2015-2016 წლების სეზონისთვის აირჩიეს წლის მწვრთნელად.
Zefiron
აბსოლიტურად მართალი ხარ აქ ბოღმიანი ჰეითერები წერენ თორემ ვითომ თავზე საყრელად გვყავდეს ასეთი სივიანი მენტორები ჩვენ წყალწაყებულ ელიგაში. მთავარი პლიუსი ისაა რომ დისციპლინას დაამყარებს რაც ჰაერივით აკლია ჩვენ ჩემპიონატს და ამის გუნდში ვერავინ ვერ ისეირნებს მოედანზე და მაქსიმალურ სისწრაფეებზე მოუწევთ ადაპტირება ვინც ვერ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს მარტივად გაუშვებენ გუნდიდან. მისი ასისტენტი ფრანცის კვალიფიკაციის ვეჭვობ ბევრი იყოს ჩვენ საკლუბო მწვრთნელთა შორის დირკ შუსტერზე ხომ საუბარიც არაა. მთავარია აცალონ ამ ხალხს კლუბის ხელმძღვანელებმა მაქსიმალურად შეუწყონ ხელი, მოუყვანონ ის ფეხბურთელები რომელსაც საჭიროდ ჩათვლიან მწვრთნელები და ეს პროექტი შედეგს აუცილებლად დადებს და გაგვიყვანენ იმ სანატრელ ევროტურნირის ქვეჯგუფში. იმ შერიფში ბატეში ყარაბაღსა ნოაში თუ ანორთოსისშიც ასე იწყებოდა ანგარიშგასაწევი გუნდების მშენებლობა ნაბიჯ ნაბიჯ და კი ხედავთ მოკრძალებული ლიგებიდან სულ ევროტურნირების ჯგეფებში ხვდებიან ეს გუნდები.
ILO
როგორც იქნა რაღაც მოძრაობები დაიწყო,ეროვნული ლიგის გასაძლიერებათ-ასეთი სერიოზული სამწრთვნელო სტაფი,ხანგძლივი კონტრაქტით სულაც არ არის უმნიშვნელო მოვლენა ჩვენს საკლუბო ფეხბურთში და შეიძლება მართლაც დეტონატორი გახლდეს, რამდენიმე ქართული კლუბისთვის მაინც. დირკ შუსტერს რაც შეეხება ის მართლაც არ არის ხელწამოსაკრავი მწრთნელი, აქ ვიღაც ნახევარუჯრედებიანი ვითომ ექსპერტები რომ წერენ, სადაც არ იმუშავა ყველა გუნდიდან გააგდესო ტყუილია და არ დაიჯეროთ, მარტო დამშტადში, მისი ლამის 5 წლიანი კარიერა რად ღირს, როდესაც გუნდი მეოთხე ლიგიდან ბუნდესლიგაში აიყვანა და იქ მე-14 ადგილძე გაიყვანა 2016 წელს,ერთი სიტყვით შეუძლია გუნდის, ფაქტიურად ნულიდან ნაბიჯ-ნაბიჯ შენება და პროექტის პიკზე გაყვანა, გარდა ამისა მას ბევრ სხვა, კრიზიში მყოფი გუნდებშიც უმუშავია მოკლე ვადით, იმ დროისთვის კონკრეტული პრობლემების აღმოსაფხვნელად, ასე რომ როგორც მისი სამწრთვნელო კარიერიდა ჩანს, ის კარგი კრიზისმენეჯერიც არის....არ ვიცი, შეიძლება ვცდები,მაგრამ ასეთი სივის მქონე მწვრთნელი ქართულ გუნდს რომ ყოლოდეს არ მახსენდება, თანაც ხანგძლივი კონტრაქტით......
Levani
მე არა მგონია ასე ერთი გუნდის კონფერენსის ჯგუფში გაძრომით რამე წინსვლა მოხდეს ქართულ ფეხბურთში. საერთო ჯამში ტორპედო მისასალმებელია რასაც აკეთებს. თავიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებამ მოიტანა ის რომ უხარისხო ფეხბურთელები გადანაწილდნენ ყველა გუნდში და ყველა ერთნაერ ფეხბურთს თამაშობდა. სულ ერთია რომელ გუნდს უყურებ,ფორმები აქვთ მარტო სხვადასხვა და იგებს ის ვინც მეტს დარბის,კლასში სხვაობა არ არის. არაფერს ვამბობ სტილზე. ადრე ვთქვათ სამეგრელოს გუნდებს თავისი სტილი ქონდათ,ტორპედო,ბათუმს,თბილისს სულ სხვადასხვა და უფრო საინტერესო იყო.
იასონას უდარი
წარმატებები ტორპედოს,მარა 2016 წლის საუკეთესო გერმანელი მწვრთნელი რანაირად მოხვდა ამ გუნდში? ოქროს ბურთის არ იყოს,გერმანიაშიც მაგრა ირჩევენ საუკეთესო მწვრთნელებს.
ზურგექსა
აუუ გეთანხმები. ტიპი ყველა გუნდიდან ნაადრევად გააგდეს. და თან კაიზერსლაუტერნის მწვრთნელაფ პლეი ოფამდე 3 მატჩით ადრე დაინიშნა და ისე გადმოიყვანა გუნდი მეირე ბუნდესლუგაში. ხალხო wikipedia იკითხეთ
ვახტანგი
ჩემი რჩევაა თვეში 50 ლარი დავდოთ ხოლმე და უფასო ბილეთები გვქონდეს თამაშებზე, 1 მილიონმა რომ დავდოთ, თვეში 50 მილიონი გამოდის და დინამო და ტორპედოზე განაწილდეს შუაზე და გვექნება მაგარი გუნდები და თამაშებსაც დავესწრებით ხოლმე უფასოდ და გავრთობით ხოლმე და შედეგებიც მოვა მაგ ფინანსებით ჩემპიონთა ლიგაზე გავალთ ხოლმე და ა.შ.
Porto
კიდე კაი გამოჩნდი თორე ტყუილში გვაცხოვრებდნენ :))))))))))))))
რაბუ
გერმანული დისციპლინა და საქმისადმი მიდგომა მართლაც სჭირდება გუნდს. მოძრაობა არ იყო თამაშის დროს, დასეირნობდნენ მოედანზე. იმედია წლევანდელი ტორპედო უფრო მოძრავი გუნდი იქნება
გიუშა
რა გერმანიის 2016 წლის საუკეთესო მწვრთნელი?2016 წელს დაინიშნა აუგსბურგის მწვრთნელად და იმავე წელს წარუმატებლობის გამო იგი გააგდეს იმავე გუნდიდან.ვინ იგონებს ამ სტატიებს?
astama
რა ბედნიერი სახე აქვს
ლადო
მარტო ტრენერი ვერაფერს იზამს კლასნი იგროკები ჭორდება, ღუდუშაურები არა
Irakli Apkhaidze
რად 7ნდა 2 სეზონი კონფერენს ლიგას, ამათმა თუ ასე გააგრძელწს წელსვე შეიძლება ეგ ამბავი.
იაგო
შუსტერის დათანხმება არარის პატარა ჩვენი "ჩახდილი" ელიგის დონეს თუ გავითვალისწინებთ. წარმატებები, ერთი ესენი ცდილობენ რაღაცას ეს მწვრთნელიც აქ 3 000 $ და ამბიცია/სერიოზული ფინანსური გარანტიის გარეშე რომ არ ჩამოვიდოდა ფაქტია ბუნდესლიგა 1 და 2 დიდხნიანი კარიერა ქონდა და თუ მოუყვანეს ის ხალხი ვისაც ეტყვის კერესელიძეს 1-2 სეზონში გაიყვანს კონფერენსზე ტორპედოს.
goga
საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს გერმანელი თუ მოიყვანს ჭკუაზე - დისციპლინა, დისციპლინა და არა მარტო მინდორზე.
ცოტნე
აბა დაიწყეთ ეხლა … მამა კახა დააბრუნეთ და ა. შ ))))
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
მარკის რიდის წარმატებული დებიუტი და გამარჯვება ევროთასზე
U21. ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
უარი თურქებსა და არაბებს - კონსეისაოს ტოპ 5 ლიგის გუნდში მუშაობა უნდა
რატომ დატოვა კრიშტიანო რონალდომ ეროვნული ნაკრები - მედიაში დეტალები გასაჯაროვდა
როსის ბედი საქართველოსთან შედეგზე გადის - უნგრელებმა შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი დაითხოვონ
"ოქროს ბურთი" ამ ფეხბურთელს უნდა გადასცენ" - კურტუამ თავისი ფავორიტი დაასახელა
რონალდომ სანაკრებო კარიერა სკანდალურად დაასრულა - მისმა დამ პორტუგალიელებს უვიცები უწოდა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
უნგრეთი - საქართველო | ნაკრები ბუდაპეშტში ჩავიდა
საფონოვმა საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომელთანაც უთამაშია
უნგრეთი - საქართველო. რთული მატჩის მოლოდინი და მეტოქის მწვრთნელი გადაყენების საშიშროების წინაშე
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
ჟირუ ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
ნაწყენი რონალდო ჟესუსს ესაუბრა - პორტუგალიელთა ბაზაზე მისვლა ფედერაციის პრეზიდენტსაც მოუწია
ზაბარნი შეიძლება "ლივერპულში" ზამთარში გადავიდეს
"კსუ-კავკასია" ხორვატიაში "დუბრავასთან" ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
დირკ შუსტერი: გუნდი მეტად გაიზარდა - "ომონია" კარგად შევისწავლეთ
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-2 მეშახტე. სენსაცია ქუთაისში! ჩხეტიანმა წარსულზე გაიმარჯვა
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-2 ტორპედო. გოლებით, მწვავე მომენტებით, მაყურებლის ყიჟინით...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1-1 დინამო (თბ). მე-100 და სამართალი!
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
"ტორპედოს" მწვრთნელი: სიურპრიზი მოვამზადეთ, მაგრამ ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა
დირკ შუსტერი: პირველ მატჩში მეტოქემ გვაჯობა - ხვალ სხვა თამაშს ვიხილავთ
VIDEO | ეროვნულ ლიგა | გაგრა 1-1 ტორპედო. ლოგიკური ფრე "პეტრიაშვილზე"
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში