კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, სტუმრად „ზირასთან“ 0:3 დამარცხების შემდეგ, „ტორპედოს“მწვრთნელმა დირკ შუსტერმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განადგურება მეტოქის მაღალ კლასს დააბრალა.

- თქვენ თამაშის წინ სიურპრიზს დაგვპირდით. არ გამოვიდა?

- სიურპრიზი მოვამზადეთ, მაგრამ როგორც ჩანს, ძალიან ძლიერ მეტოქეს ვეთამაშეთ. ჩვენი თამაშის ჩვენება ვერ მოვახერხეთ. „ზირას“ ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. 30-ე წუთის მერე მთელი კონცენტრაცია დავკარგეთ, მეტოქე კი უპირატესობას ფლობდა. ერთი გოლის გაშვებას ველოდით, მაგრამ ფავორიტმა უკეთ ითამაშა და გაიმარჯვა. ტაქტიკურად მასპინძლები უკეთესები იყვნენ. ჩვენი ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად გატყდნენ, რაღაცის შეცვლას ცდილობდნენ, თუმცა ვერ შეძლეს.

- საქართველოში ჩემპიონატი გრძელდება, მაგრამ ფუნქციონალურად ჩვენი გუნდი უკეთესი იყო. ამას როგორ ახსნით?

- ბოლომდე ვითამაშეთ. ვბრძოლობდით, გვინდოდა გაგვეტანა, მაგრამ არ გამოგვივიდა. 0:3-ის შემდეგ მატჩის შემოტრიალება ვერ მოვახერხეთ. ჩემი ფეხბურთელები დაღლილები იყვნენ.

- საპასუხო შეხვედრაში როგორი მოლოდინი გაქვთ?

- ერთი კვირის შემდეგ სხვა თამაშის ჩვენებას ვეცდებით. 0:3-ის მერე რთული იქნება, მაგრამ მატჩის თუნდაც დამატებით დროში გადაყვანას ვეცდებით. ფეხბურთში უფრო დიდი ანგარიშით წაგებული მატჩებიც შემოუტრიალებიათ.

- თამაშის შემდეგ გულშემატკივრები თქვენი გუნდის მიმართ აგრესიას გამოხატავდნენ. ამაზე რას იტყვით?

- ეს ნორმალურია. ისინი იმედგაცრუებულნი არიან, მაგრამ ტრიბუნებზე ასე მოქცევა მაინც არ შეიძლება. 0:1 რომ წაგვეგო, ასეთი რეაქცია არ იქნებოდა.

მომზადებულია Azerisport-ის მიხედვით

გიორგი
სანიოლი 2.
SS
მამაქალაქელებო ეს მაგრად დაიჭირეთ არსად გაუშვათ
ვაჟა
სიურპრიზს როგორ ამზადებდი თუ მოწინააღმდეგის სიძლიერე ეაგების მერე გაიგე? ამას დებილები ხომარ ვგონივართ, წადი ტოლი ნახე კოჭი გააგორე
ABARA
ეს სიტყვით გამოსვლაში როგორც ჩანს სანიოლთან მოემზადა, ერთი ერთშია რიტორიკა და რაც მთავარია ცალცალკე და ერთად ყველა ჩვენს დაბოლებას ცდილობს, თუმცა რეალობაა ის, რომ ჩვენი კლუბი აზერბაიჯანულთან პირწმინდად დამარცხდა, ეს კი იმას აჩვენებს, რომ აზერბაიჯანმა უკვე გვარიანად გადაგვასწრო ხარისხით და ჩვენ ერთ ადგილსაც კი ვეღარ ვტკეპნით, არამედ სულ უკან და უკან მივდივართ, აღმართში დაგორებული ურემივით. არაერთხელ დამიწერია და აქაც დავწერ, სანამ ბავშვთა ფეხბურთიდან არ დაიწყება განვითარებაზე ზრუნვა და სანამ მიუკერძოვებელი პროფესიონალები არ ჩაუდგებიან ამ საქმეს სათავეში, მანამ არაფერი ეშველება საკლუბო ფეხბურთს საქართველოში. მავანი იკითხავს აბა როგორ, ფინანსები საიდანო? აზერბაიჯანს ჩვენზე მეტი ფული აქვსო და შესაძლოა გარკვეულწილად მართალიც იყოს, თუმცა თუ მსხვილი ბიზნესი ნებით არ დებს ფულს ფეხბურთში, ხომ შეიძლება თუნდაც 0.5% ბიუჯეტში გადასახდელი თანხიდან შეუმსუბუქდეთ, იმ პირობით, რომ აღნიშნული თანსა ხრულად დაიხარჯება ფეხბურთის განვითარებაში და თანაც მიღებული მოგება იმავე ბიზნესს დარჩება. სულ რომ 1 კვარაცხელიას დარი ფეხბურთელი გაიზარდოს ყოველ 5 წელიწადში, სულ დაფარავენ ხარჯს და მოგებაშიც გავლენ, თუმცა ამას უნდა კეთილი ნება და ინიციატივა, რომელთაგან არცერთი ჩანს და თუ არც გამოჩნდა, ასე ვივლით უკუსვლით კიდევ დიდხანს, მანამ სანამ ყველზე ოპტიმისტ გულშემატკივარსაც კი არ მობეზრდება სტადიონზე მისვლა.
უშანგი
ძალიან ძლიერიო? პსჟ-ს ეთამშებოდით თუ ლივერპულს? აზერული საშუალო გუნდი ყოფილა თურმე ძალიან ძლიერი. წადით რა, კოჭი გააგორეთ. ფეხბურთი ისევე გესმით და იცით, როგორც მე ჩუნური ენის გრამატიკა.
სიმართლე
ისე უფრო ითქმის ისენი ძლიერები კიარა თქვენ ხართ სუსტები!!!თანაც ძალიან სუსტები ჩემპიონატში ვერ აკეთებთ ვერაფერს და აზერბაიჯანის 7 გუნდთან გახდებოდით რამეს ეს ყველა ქართველმა ვიცოდით ვინც ფეხბურთი იცის წავაგებდით დიდი ანგარიშით აქაც მაქსიმალური შედეგია ფრე.. ჩემი აზრით ოსეთი ფეხბურთელები გვყავს გუნდში ტორპედოში მაქსიმუმ 5-კაცინდატოვო თავის ტრენერიანად უნდა გაუშვა ტრენერს ერთი ფეხბურთელი არ მოუყვანია ეგეთი არც ტრენერი გინდა არც არაფერი არც დამუშავებული კომბინაცია არაფერი ვაფშე არაბიძე ბურთს მიიღებდა და ეგრევე უკან აბრუნებდა აბა მითხარით რაღაზე უნდა ვისაუბროთ აზერბაიჯანის მეორე ლიგის შუაში რაც გუნდები თამაშობენ იმ დონეზეა დღეს ტორპედო...დაუნიშნეთ არველაძე მაინც იხდით დიდ ხელფასებს ნორმალურ ფეხბურთელებს მაინც ჩამოიყვანს....
alexandre
მთავარი მწვრთნელი, რომ ამას იტყვის: "მაგრამ როგორც ჩანს, ძალიან ძლიერ მეტოქეს ვეთამაშეთ", როგორც ჩანსო - გვეშველება რამე?! მე ვიცოდი, რომ მაგარი გუნდი იყო, მაგრამ არც სლოვანი და არც ბოდო გლიმტია. აპა სხვა რა იცი, ჰერ შუსტერ? ეეეჰ
ქომაგი
მართალია შუსტერი, ზირა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ვარსკვლავებით დახუნძლული. ღირსეულად ითამაშეს ბიჭებმა, მაგრად იბრძოლეს, მართალია წავაგეთ, მაგრამ სამაგიეროდ ნათელი მომავალი და დიდი პერსპექტივა ჩანს. მადლობა შუსტერს, მადლობა კერესესას, მადლობა ბიჭებს 👏
რევაზი
რა სიუპრიზი გინდა. ერთმანეთს პას ვერ აძლევდენ. საერთოდ არ ეთამაშათ ის ჯობდა. მოედანზე არ დარბოდნენ. ბურთის მიღებას და უყურებდნენ როგორ ამუშავებდნენ ბურთს მეტოქე.
ეგრეა
შუსტერ ჯან მართლაც მაგარი გუნდია ეგ ზირა, ევროპის ხუთეულში შედის , ძვირფასო ქუთაისელებო მოაშორეთ ეს კაცი გუნდს , ჩხეტიანი, სტივ კინი, ეგერ ყირგიზეთის გუნდში ქართველი მწვრთნელი,
სვანსკი
გეგუჩაძე მოძებნეთ.გახსოვთ ბათუმის დინამომ რამდენი თამაში შემოატრიალა სტუმრად 4-3 მოიგო,მაგრამ შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო ქეციბაიასი არ იყოს რადგან ძმაკაცის ძმაკაცის შვილს არ ათამაშებდა არ ვარგოდა? გაიგეთ ფეხბურთი ქართველი ხალხის სული და გულია,რომელიც თქვენისთანებს არ ეკუთვნის
გიორგი
ჩვენი ჩემპიონატში სანამ იქნებიან მოკოკტრიალე ფეხბურთელები.მსაჯები რომლებიც ყველაფერზე თამაშს აჩერებენ! გუნდები რომლებიც ქულის გამო ცენტრს იქეთ არ გადადის .მოკლედ ტემპი სანამ არ აიწევს, არაფელი გამოვა ამ საქმედან აქ მსაჯები და ფედერაციამ უნდა ივაჟკაცონ.
გიორგი
ამაზე გლახა მწვრთნელი არსად მინახავს
Toy
Ra kompensaciaa aseti gadasaxdeli ki mara, es rom ver moishores?
Irakli Apkhaidze
მთვრალია ეს
ირაკლი
მოაცილეთ ეს ყოვლად უვიცი ქუთაისიდან, სანამ შარს გადაეყრებოდეს ვინმე.
მოყვარული
ტორპეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე(დ)ო!ო!ო!ო!
გოგა
კი სასწაული მეტოქე იყო ზირა, ინგლუსის პრემიერლიგაში მექვსე ადგილზე გავიდა:) ზირა რა ბოლო ბოლო ერთი მაინც გაგეტანათ, ყველაზე ფულიანი გუნდი ხართ, მოკლედ რა..
ქუთაისელებს
იცით რა მახსენდება? რაღაც მაფია რო ჩაატარეს და ვიღაც იტალიელმა რო იყიდა ვითომ გუნდი და რა დღეში იყავით😁😁😁😁
ტორპედო
სამარცხვინოები ხართ.დაიშალეთ და წადით სახლში
საოცარი ხალხია ეს ქუთაისელები
კომენტარი წავიკითხე ფბ-ზე მსაჯს აბრალებენ წაგებას,უჩივლეთო ფიფაშიო😁😁😁😁
საჩინო
ეს კაცი დებილია თუ ჩვენ ვგონივართ დებილები? ისეთი მიზეზები მოყავს ,რომლების ცოდნაც და გათვალისწინებაც პირდაპირ მის მოვალეობაში შედის.მეტოქე ძლიერი აღმოჩნდო,--- არ უნდა შეგესწავლათ? ტაქტიკურად გვაჯობეს,ჩვენი ფეხბურთელები დაიღალნენო,__კი მაგრამ ,გუნდის ტაქტიკური და ფიზიკური მომზადების უზრუნველყოფა მწვრთნელს არ ეკუთვნის? გახურებულ სეზონში მყოფ გუნდს არდადეგებზე მყოფებმა როგორ გადაგიარეს? და კიდევ ___შვიდი ლეგიონერია საჭირო იმისათვის,რომ უფრო მეტად არ განადგურებულიყავით თუ რაშია საქმე? რაში იხარჯება ხალხის გატყავებით შეკოწიწებული ბიუჯეტის თანხები? როდემდე ,ეს სულში ფურთხება ?
კახი
არაბიძისგან ფეხბერთელი ვერ დადგა,ვერ მოიშორა ქუჩი ,ძველბიჭური ქცევები. რას გავდა თუნდაც მისი თამაში. 3- 0 წაგება არაფერში არ წერია,ყარაბაღთან რომ ეთამაშათ იმათანაც არ ინდა წაეგოთ ამხელა სხვაობით.
რა მოწიე ამნაირი საღორიის სასაფლაოზე?
ეგი ქუთაისლებმა დაავოლეს? თუ თითონ აბოლებს?
Ვახ
ვახ ტორპედო
ალფა
ეს ნაძირალა ელოდება, რო გააგდონ, რათა დიდძალი კომპენსაცია აიღოს. ესეთი გოიმი როგორაა კერესელიძე, ფული აქვს, მარა უვიცების ბორდი ყავს შემოკრებილი.
ზირამ გაულაღლაღა
მოაშორეთ ეს და კერესელიძეც მიაყოლეთ ლაპარსკოს მეტს არაფერს აკეთებს
რაბუ
რა უნდა ბოლობოლო კერესელიძეს? ან მწვრთნელს ? თუნდაც ფეხბურთელებს. ვერ გავიგე რა ხდება ამ გუნდში. წლებია ვერ დალაგდა სიტუაცია. ასეთი უსუსურ ფეხბურთს მაშინ არ ვთამაშობდით ხელფასები რომ აგვიანებდა და საჭმლის ფული უჭირდა გუნდს
Nab007
დაიღალნენ ძალიან... აბა სურვილმა მოუწიათ... თურმე ფეხბურთის თამაშის დროს დარბიან სხვა გუნდები.. აღმოჩენაა...
Ashot
Rogorc mosvlit gagvaxare, ise wasvlit gagvaxare!
"ჰაიდუკმა" "ჟალგირისი" არც ამჯერად დაინდო
თბილისის "დინამოს" მძლეველი "ჟალგირისი" სახლში "ჰაიდუკთან" განადგურდა
"იბერია" "ლარნესთან" მატჩის გადადებას ითხოვს - თბილისური კლუბი ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავით გაფრინდება
ფიულკრუგი მალე "ვერდერში" დაბრუნდება
ბუსკეტსი "ბარსელონას" მეორე გუნდში იმუშავებს
"ალბათ, ეს ჩემი უკანასკნელი სეზონია" - კრიშტიანო რონალდო
შეთანხმება შედგა - როდრი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლანსთან" მატჩში?
"ლივერპულმა" მეორე მატჩში "კომო" დაამარცხა
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-1 მეშახტე. იმდენი ენერგია დახარჯეს, რამდენიც საჭირო იყო...
[VIDEO] მიქაუტაძის საგოლე პასი - "რასინგმა" და "ვილიარეალმა" ქულები გაიყვეს
გოგონათა 19-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
მამარდაშვილმა "კომოსთან" კარი მშრალად შეინახა
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"მახაჩევი რონალდოს ძალიან ჰგავს, ოღონდ არა სექსუალური ორიენტაციით" - ოლეგ ტაქტაროვი
"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა
[VIDEO] მახაჩევმა ქამარი დაიცვა - ისლამმა იან მაჩადო გარი დაამარცხა
პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
ხვიჩასა და პსჟ-ის მორიგი სუპერთასის დღე!
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია
ქართველების "ზირა", რომელმაც "ტორპედო" გაანადგურა, ესტონურ "პაიდესთან" გამოვარდა
დირკ შუსტერი: გუნდი მეტად გაიზარდა - "ომონია" კარგად შევისწავლეთ
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
[VIDEO] სირცხვილი - "ტორპედო" "ზირასთან" სახლშიც განადგურდა
ოფიციალურად - ლომინაძე "ტორპედოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
"ტორპედო" უკმაყოფილო გულშემატკივრებს შეხვდება
"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება
დირკ შუსტერი: პირველ მატჩში მეტოქემ გვაჯობა - ხვალ სხვა თამაშს ვიხილავთ
დირკ შუსტერმა გერმანულ პრესასთან "ტორპედოში" მისვლის მიზეზი განმარტა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 4-3 იბერია 1999. შეწყვეტილი სერია ქუთაისურ "თრილერში", მაგრამ გოშაძის თითები რომ არა...
[VIDEO] 0:3. მარცხი აზერბაიჯანში - "ტორპედოს" ვოლკოვმა გაუტანა
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს