ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელი პლეი-ოფის პირველ მატჩში პსჟ-მა „ბრესტი“ 3:0 დაამარცხა.

პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვრაცხელია წინა ოთხი შეხვედრისგან განსხვავებით ამჯერად სასტარტოში არ დააყენა. „პარი სენ ჟერმენი“ პენალტით ვიტინიამ დააწინაურა. „ბრესტმა“ შეტევებით უპასუხა, სიმამ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, ორჯერ დონარუმას კარი ძელმა იხსნა. პირველი ტაიმის დასასრულს კი დემბელემ დალაშქრა ბიზოტის კარი და პირველი ტაიმი 0:2 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „ბრესტი“ შტურმზე გადავიდა, სიმას დარტყმული ბურთი დონარუმამ მოიგერია, რასაც დედაქალაქელთა სწრაფი კონტრიერიში და დუეს გოლი მოჰყვა, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. მერე ხელსაყრელი პოზიციიდან დემბელემ და ბარკოლამ ვერ გაიტანეს. მაინც შეასრულა უსმანმა დუბლი და 67-ე წუთზე დუეს ნაცვლად შეცვლაზე კვარაცხელია შევიდა. ხვიჩამ ლამაზი ფინტით შარდონე ჩამოიცილა, რომელმაც მაისურზე მოქაჩა და ყვითელი ბარათი მიიღო. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და პსჟ-მა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საპასუხო შეხვედრა 20 თებერვალს „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება. იქამდე პსჟ 16 თებერვალს, ლიგა 1-ის ოცდამეორე ტურში გასვლაზე „ტულუზას“ დაუპირისპირდება.

Video

11.02.24. ბრესტი-პსჟ 0:3 2

გენგამი. „სტად დიუ რუდურუ“

ბრესტი - პსჟ 0:3

გოლები: 0:1 ვიტინია (21, პენ), 0:2 დემბელე (45), 0:3 დემბელე (66)

გიორგი
მე შევეშვი აქ კომენტარების წერას ეს კომენტარი რომ სამი ლაიქით აჯობებს დიზლაიქს რა აზრი აქვს კომენტირებას აქ პოლიტიკა იცოცხლე რაც გინდა წერე.
მამუკა
მესი რომ გადავიდა პარიზში მთელი სეზონი ჩააგდო და აქ ხალხი პირველივე თამაშებში კვარასგან ჰეთრიკებს ითხოვს, რამ შეგაზიზღათ ასე საკუთარი თანამემამულე რომ ამდენ ბოღმას და ღვარძლს ანთხევთ.
jeremo
კაით რა ნუ აკრიახდით ქათმები, გუშინ მბაპემ გოლამდენი რამდენი ბურთი დაკარგა და რამდენი მომენტი გამაზა, მარა დრო ქონდა და მაინც გაიტანა, მიცემენ ხვიჩას დროს შედეგს დაუდებს, არ მიცემენ და დარდი ერთი, უხადონ 10 მილიონი არაფრის კეთებაში.დდდ
სქური
დრო ჭირდება. მაგრამ თვითონ უნდა მოინდომოს მეტი. დიდი კონკურენციაა. 5 თამაში 1+1 ძალიან ცოტაა. მითუმეტეს რამოდენიმე სუსტი გუნდი იყო. მოკლედ მის ხელშია ყველაფერი.
კახა
მკვდარ გუნდებთან ან შიდა თასზე ან ამხანაგურებზე ანდობენ ძირითადში თამაშს, ასეთ შემადგენლობას (რომელსაც არანაირი პრობლემა არაქვს) აბა ვინ უნდა ამოაგდოს ძირითადიდან.. უნდა დაამტკიცოს ჯერ რომ რომელიმეზე უფრო ძლიერია.
წადი თქვენი
გამოძვერით ხო სოროებიდან კვარას ჰეითერებო. მოგიწევთ ისევ შეძრომა ცოტა ხანში გაივლის ადაპტაციას და შეთამაშდება გუნდთან და მერე თქვენ ადგილზე დაგაბრყნებთ ძალიან დიდი ხნით.
Irakli
კვარა რაღაცნაირად თითქოს შებოჭილია და იმ სილაღეს ვერ ავლენს, რასაც მიჩვეულები ვართ. ცოტა უნდა მოიხსნას დაძაბულობა!
ლადო
საღადარიგო სკამის ლიდერად ჩამოყალიბდა. ჩვენი ყვარა
სოსო
ლუის ენრიკემ არ გარისკა და შეთამაშებული შემადგენლობა დააყენა,რომელმაც ძალიან იოლად გაიტანა სამი გოლი და მეტის გატანაც შეეძლო.ამ გუნდის პრობლემა,დაცვა და დაბალანსებული თამაშია.ერთ მომენტში კვარამ სპურტით ჩამოუსწრო შემტევს და სახიფათო ჩაწოდება დაუბლოკა.შეტევაში გამოჩნდა,რომ პარტნიორებთან სრული ურთიერთგაგება ჯერ კიდევ არ აქვს და მის პასს,საჯარიმოს თავისუფალ სივრცეში,პარტნიორი არ გამოეხმაურა. ერთხელ ძალიან კარგად ჰფარავდა ბურთს,მცველს ფეხებს შორის გაუძვრინა და მანაც ხვიჩას დაჭერის გამო,გაფრთხილება მიიღო.დანარჩენი,უკვე ბურთის კონტროლი და თამაშის ჩამთავრება იყო.აქ ჩასაფრებულების საყურადღებოდ იმას ვიტყვი რომ ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიზე ერთი თავით ძლიერ გუნდში გადავიდა,სადაც საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები თამაშობენ წინა ხაზში და სხვებიც,პრაქტიკულად ნებისმიერი ფეხბურთელი,რომელიმე ნაკრების და მეტწილად ძალიან ძლიერი ნაკრების წევრია.გუნდში დიდი კონკურენციაა და ფეხბურთელს,რომელსაც გუნდთან ერთად შეკრებაც კი არ გაუვლია,შეუძლებელია ულაპარაკოდ ჩააბარონ წამყვანი როლი.ამას დრო სჭირდება.მბაპე რომ მბაპეა,მასაც კი დრო დასჭირდა,რეალში ჩასაჯდომად და მხოლოდ ახლა დაიწყო,ძველებურად ხიფათის შექმნა.არადა მან ზაფხულში შეიცვალა კლუბი და რეალთან ერთად გაიარა მოსამზადებელი პერიოდი.კვარას კლასი აქვს,ეს პსჟშიც კარგად იციან და ამიტომ გადაიხადეს ამხელა თანხა.მისი იმედი რომ არ ჰქონდეთ,ამას რატომ გააკეთებდნენ?პსჟ დღესაც ძალიან ძლიერი გუნდია,რომელსაც დიდი მიზნები აქვს,მაგრამ ლიგის მოსაგებად,ისე ჩანს, რომ ჯერ მზად არ არის.საამისოდ თამაშის და შემადგენლობის დაბალანსება სჭირდება.პირველ რიგში, ალბათ დაცვის გაძლიერებაზე იფიქრებენ.აშკარაა რომ ძალიან ბევრ მომენტს უშვებენ საკუთარ კართან და ბურთის ამოტანაშიც პრობლემები აქვთ.ერთი კაციც ნახევარდაცვაში არ აწყენდათ სიღრმისათვის და თუ ეს შესძლეს,უკვე ლიგის ფავორიტების სიაში შეეძლებათ გადასვლა.თუ ოსიმენიც დაიმატეს,მაშინ პსჟს თამაშიც საგრძნობლად შეიცვლება და გუნდი მონსტრი გახდება,ნებისმიერი გუნდის დამარცხების საფუძვლიანი პრეტენზია რომ უნდა ჰქონდეს.ლუის ენრიკე თანდათანობით ჰკრეფს შემადგენლობას და იმედია საბოლოო მიზანს მიაღწევს.
Jora-giorgi
რისი ჩემპიონთა ლიგის მომგებია კვარა,აღარ მოგწყინდათ ეს უაზრო ბაქი-ბუქი ბოლოს და ბოლოს. ვისაც არ ახსოვს შეგახსენებთ რომ გუშინ კვარამ მე-18 შეხვედრა ჩაატარა ლიგაზე და სულ ორი გოლი აქვს გატანილი, ისიც დაშლილ აიაქსთან და აქედან ერთი სამადლო პენალტით,რომელიც ოსიმენამ გაბუტული ბავშვივით დაუთმო, ხო და როგორ ფიქრობთ, ენრიკე ასეთი მეამიტია კვარას დამატებით,რომელიც რბილად რომ ვთქვათ ფორმაში არ არის აპირებს მოიგოს ლიგაა!! ან რისი განსხვავების შემქმნელია ტოპ გუნდებთან, კვარა კი არა ჰაალანდი ვერ ქმნის განხვავებას, რომელსაც 49 გოლი აქვს გატანილი 48 ლიგის თამაშზე და .........ასეთი შენელებული ფეხბურთით შანსი არა აქვს ძველებურად ათამაშდეს,საფრანგეთშიც მცველები მის სათამაშო სტილს ადვილად გაშიფრავენ და ეგ არის, გუშინაც მის ე.წ. პადსებიას არავინ აჰყვა და შანსიც გაანიავა-ლუის ენრიკე კი გაბრაზებისგან ხელებს შლიდა.......იისე არც არაფერი აქვს სანერვიულო, აი ხვიჩას და ჩვენი დარდი პსჟ თუ ლიგას ვერ მოიგებს, მას როგორც წერენ კონტრაქტიც კარგი აქვს და ხელფასიც,ასე რომ ჩვენ მაინც აღარ ვინერვიულებთ მის ხელფასზე.... ნაკრებში კი ხან ითამაშებს და ხან არა, ხან პორტუგალიას მოვუგებთ და ხანაც ალბანეთის დონის გუნდებთან წავაგებთ, ჩვენი ნაკრები მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონი მაინც ვერასოდეს გახდება და არც შემდგომ გასვლებს ექნება ისეთი ემოციური ფონი საქართველოში,როგორც ევრო-24-ს, რადგანაც პირველი იყო და განუმეორებელი.....
იკა
ესეთ პსჟ_მ სიტის რაც გაუკეთა რეალის დაცვასაც ბაიერნის და ბარსელონას დაცვასაც იგივეს უზამს. ყველაზე ძლიერი გუნდები PSG და ინტერი მოჩანან.
ვახო
უკვე აღარ იცი რა იფიქრო.. ხან ძალიან კარგი მომენტები აქვს, ხან უვარგისად და გაუბედავად თამაშობს. მთლიანობაში ეს მატჩი თავისი 65 წუთზე შეცვლით მგონი უფრო პასივია ვიდრე აქტივი
დავითი
გეთანხმებით რომ კვარას თამაშის ყურების დროს ჩნდება ეს შეგრძნება რომ შენელებულია, თუმცა აქ არის მთავარი პასის მიცემის მომენტი. ნაპოლში (საწყის პერიოდში მით უფრო) პასს იღებდა მოძრაობაში, თითქმის საკუთარ ნახევარზე და ამის შემდეგ ავითარებდა დრიბლინგით მისი შესაძლებლობების მაქსიმუმს. აქ კი პასს უმეტესად იყებს სტატიკურ სიტუაციაში, საიდანაც გაცილებით რთულია იგივე სისწრაფე განავითარო მოძრაობაში და ეფექტიც გაცილებით ნაკლები გამოდის... ამას ემატება ისიც რომ ჯერჯერობით როცა კვარა მოედანზეა გუნდი აშკარად ორიენტირებულია უფრო მეტად მარჯვნის ბურთის გადატანაზე, ეს კი იწვევს კვარას უბურთოდ სირბილს, რაც მის განწყობაზეც ისახება და შედეგზეც... იმედია გამოსწორდება ეს ყველაფერი, თანაც მალე
Lasha
Ese icis colma.da mayutma
გიგა23
თითქოს განწყობა ხასიათის მოთამაშედ გადაიქცა, იმედია ვცდები წარმატებები.
xstfu
აი სანამ თქვენ ჩაგზანგავთ და გაგაქრობთ ისე რომ კაციშვილს აღარ ემახსოვრებით . მანამდე "არაფერი გვეშველება"
ბოროტას
არ ხარ ბოროტი მაგრამ შენ ხარ მზე
მ.ზ.
ჩემპიონთა ლიგის მომგებია თუ არა,პსჟ,გამოჩნდება ბორუსიასთან,ბავარიასთან,ბარსელონასთან,რეალთან,ლივერპულთან თამაშებისას,სწორედ ლიგის ჩემპიონთა მოსაგებადაა შეძენილია კვარაცხელია,ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პსჟ ერთხელ ფინალშიც კი გავიდა,წააგო ბორუსიასთან,დანარჩენ ბოლო წლებში,გადიოდა რვა ევროპის უძლიერესებში ე, ერთი ორჯერ ოთხ გუნდში მოხვდა,და აგებდა ყოველთვის მერე მათთან.ენრიკე ენდობა თავის გუნდს,და შეიძლება იგივე შეცდომა დაუდვას,როგორც ბოლო წლებში უშვებდა,ძალიან სჯერა გუნდურად თამაშის ის,იმიტომაც ვარსკვლავებმა წინა წლებში გუნდში მყოფმა, ვერ გაამარჯვებინეს ურთიერთ "ქიშპით", ამ ტურნირში,და ხვიჩამ კი სწორედ ტოპ გუნდებთან უნდა შექმნას განსხვავება,,რაც ვერ შესძლეს ვერც მესიმ,ნეიმარმა,მბაპემ,....და ვერც დემბელემ, და ეხლანდელმა ნაკლებად ვარსკვლავურმა მოთამაშეებმა,შესძლებს ?ხვიჩა, ამ გუნდურად ძლიერად მოთამაშე გუნდთან ერთად, ჩემპ. ლიგის მოგებას,ინდივიდუალურად გაბრწყინებით,მასზეა დამოკიდებული.ისე კი ყველაფერი ნორმალურად მიდის,ენრიკე როტაციით ათამაშებს ფეხბურთელებს,აძლევს სათამაშო დროს,საკმარისად, ამზადებს ბარსასთან,ლივერპულთან სათამაშოდ,და სადაც გაუჭირდებათ გატანა სხვებს ,კვარაცხელიას იმედით უყურებს,ეხლა ხვიჩაზეა დამოკიდებული ,ფარით დაბრუნდება დასასვენებლად საქართველოში,თუ ფარზე,ჩემპიონთა ლიგის შემდგომ
შოთა
მაგარი ტორმუზი გახდა. თუ ასე გაგრძელდა, 2 თვეში კაციშვილს აღარ ემახსოვრება. რა დროს დაოჯახება იყო, კვარა, შენ რა გითხარი.
გუჯი
საერთოდ დრო სჭირდება ყველას ახალ გუნდში მაგრამ … სიმართლე ის არის რომ აშკარად შენელებულია და ჯერჯერობით ნაპოლის პირველი სეზონის აჩრდილიღაა დარჩენილი მაგრამ ნიჭიერია და დარწმუნებული ვარ მუშაობის შემდეგ აშკარად დაუბრუნდება მის ფორმას.
მე არ ვარ ბოროტი
სად იბადებით ამდენი პროფესორი? ვაი თქვენს პატრონს!
ჟორა
რატომ მიისწრაფის მწვრთნელი გუნდში ყავდეს ფეხბურთის მრავალჭიდელები? იმიტომ რომ მათ ადგილი ყოველთვის მოუნახოს. ასე იქნება ხვიჩას შემთხვევაშიც.
კმარა, კმარელებთან კვარა
4.6
ამაშია საქმე
მაგარ გაუგებრობაში მოხვდა ხვიჩა.პსჟ-ს საერთოდ მოწინააღმდეგე არა ყავს საფრანგეთში.თან პირადი კონკურენტი საფრანგეთის ნაკრების წევრი ბარკოლი ყავს რომლის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება გამორიცხულია.ფული კი იშოვნა მაგრამ ფეხბურთის განვითარებისთვის თუ საბრძოლო თამაშები არ ექნება გუნდს სად უნდა მოუმატოს.კარგი იქნებ ინგლისში თუ გაანათხოვრებენ ზაფხულში.
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] წიტაიშვილმა ლიგა 1-ში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] წიტაიშვილის პირველი გოლი საფრანგეთში და ორი პენალტი კომპენსირებულ დროში - "მეცი" "ბრესტთან" დამარცხდა
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას შედევრამდე სულ ცოტა დააკლდა - ქართველმა ჰაკიმის გაატანინა
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
[VIDEO] ხვიჩას საგოლე პასი, ჰაკიმის დუბლი - პსჟ-მ "ბრესტს" უპრობლემოდ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
[VIDEO] ოთხი ქართველი "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში - პსჟ-მ "მეცს" ადვილად მოუგო
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია