თენგიზ პაჭკორიას თხოვნა: დააბრუნეთ გოგიტა გოგუა, კახი კალაძე ნახევარდაცვაში დააყენეთ, მოიწვიეთ ნაკრებში აკაკი გოგია
მიუხედავად იმისა, თუ როგორ გაგრძელდება თემურ ქეცბაიას სამწვრთნელო კარიერა, მისი სახელი როგორც ფეხბურთელისა და მწვრთნელის საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში და გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას ასევე ევროპული ფეხბურთის ისტორიაშიც უკვე შევიდა.

ის იყო არა მარტო მაღალი კლასის ფეხბურთელი, არამედ ყოველთვის გამოირჩეოდა მებრძოლი სულით, მტკიცე ხასიათით, გამაოგნებელი შრომისუნარიანობით და მიზანდასახულობით - როგორც ფეხბურთელის, ისე მწვრთნელის რანგში. ეს მახასიათებლები, სამწუხაროდ, აკლდა ზოგიერთ სხვა ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს და მწვრთნელს, რომლებიც თავისი ოსტატობით და კლასით არ ჩამოუვარდებოდნენ თემურს, და ზოგჯერ მას აღემატებოდნენ კიდეც, მაგრამ სწორედ აღნიშნული თვისებების არქონის გამო ვერ მიაღწიეს იმ მწვერვალებს, რომლის დაპყრობაც შეძლო 43 წლის თემურ ქეცბაიამ.

ფეხბურთის სპეციალისტებს და გულშემატკივრებს ახსოვთ როგორ იწყებდა თემური თავის გზას დიდ ფეხბურთში მშობლიურ გალში. წარმატებით გამოდიოდა სოხუმის "დინამოს" შემადგენლობაში სსრკ-ს მეორე ლიგის ჩემპიონატში, სადაც სწრაფად მიაქციეს ყურადღება მას ქართული ფეხბურთის გრანდის თბილისის "დინამოს" წარმომადგენლებმა. თემური წარმატებით გამოდიოდა სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების რიგებში, ის იყო ამ ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, რომლის შემადგენლობაში საქართველოდან კიდევ სამი ფეხბურთელი - მამუკა ფანცულაია, ვასილ მიქაშავიძე და ალან ყულუმბეგოვი - თამაშობდნენ.

თემურის ბრწყინვალე დებიუტი 1987 წელს თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში სსრკ-ის ჩემპიონატის თამაშებსა და უეფა-ს თასის შეხვედრებში- "ლოკომოტივი" სოფია, "ვიქტორია" ბუჰარესტისა და "ვერდერიI ბრემენის - იმდროინდელი გფრ-სა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის - წინააღმდეგ შედგა. იმ წელს ქეცბაია ძირითადად შეცვლაზე შემოყავდათ, მაგრამ ის ნახევარი საათის ან ერთი ტაიმის მანძილზე ახერხებდა შთამბეჭდავ და შედეგიან თამაშს. . .

ამ დღეებში კიდევ ერთხელ ვუყურე უეფა-ს თასის მერვედფინალური თამაშის "ვერდერი"–"დინამოს" შეხვედრის ვიდეოჩანაწერს. ეს მატჩი 1987 წლის 25 ნოემბერს ბრემანში ჩატარდა. ფეხბურთის ახალგაზრდა გულშემატკივარს ვეტყვი, ხოლო სტაჟიან გულშემატკივარს კი მხოლოდ შევახსენებ, რომ ამ თამაშამდე "ვერდერმა" გაანადგურა მოსკოვის "სპარტაკი" 6:2, რომლის კარს იმ დროისათვის ევროპის ერთერთი საუკეთესო მეკარე რინატ დასაევი იცავდა. მაშ ასე, 1987 წლის ნოემბრის იმ დღეს "ვერდერმა" მინიმალური ანგარიშით მოუგო თბილისის "დინამოს" 2:1, ხოლო საპასუხო მატჩში თბილისში ქართველი ფეხბურთელები გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ ეს ვერ შეძლეს - თამაში ფრედ 1:1 დასრულდა.

და მაინც, - რატომ გავიხსენე ეს შეხვედრები ახლა? გფრ-დან პირველი შეხვედრის რეპორტაჟი მიყავდა ლეგენდარულ კომენტატორს კოტე მახარაძეს. ნიკოლაი ოზეროვთან ერთად იგი ითვლებოდა სსრკ-ს საუკეთესო კომენტატორად და მას ჰქონდა უმაღლესი რეპუტაცია მთელ საფეხბურთო სამყაროში. ბრემენიდან რეპორტაჟის მიმდინარეობისას კოტე მახარაძემ - თამაშის რეპორტაჟი გადაიცემოდა მთელი სსრკ-ს მასშტაბით და ზოგიერთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში - ტელემაყურებელს ძალიან თბილად წარუდგინა ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელი ქეცბაია და დასძინა, რომ თამაშის წინა დღეს თემურმა გამოთქვა უკმაყოფილება "დინამოს" მთავარი მწვრთნელის გერმან ზონინის მიმართ - რომ მას (თემურს) არ ათამაშებენ მთელ თამაშს და მხოლოდ 25-30 წუთით შეყავდათ მოედანზე.

თემური მწვრთნელებს უმტკიცებდა, რომ მას გუნდისთვის უფრო მეტი შედეგის მოტანა შეეძლო, თუ თუნდაც მეორე ტაიმს სრულად ათამაშებდნენ. "ვერდერთან" იმ დღეს თემურმა დიდად გამოცდილ რამაზ შენგელიასთან (სსრკ-ს საუკეთესო ფახბურთელი 1978 და 1981 წწ), ალექსანდრე ჩივაძესთან (სსრკ-ს საუკეთესო ფახბურთელი 1980 წ.), თენგიზ სულაქველიძესთან (ევროპის ვიცე-ჩემპიონი 1988 წ.), ახალგაზრდა გია გურულთან, სოსო ჭედიასთან, ახრიკ ცვეიბასთან და გელა კეტაშვილთან ერთად '"ვერდერის" ფეხბურთელებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია. ოთარ გაბელიამ კი, რომელიც "დინამოს" კარს იცავდა, მოწინააღმდეგის მძლავრი დარტყმებისაგან რამდენჯერმე პირდაპირ სასწაულით გადაარჩინა გუნდი.

მაშ ასე, კოტე მახარაძის სიტყვების თანახმად, თემურ ქეცბაიამ აღნიშნული შეხვედრის წინ გამოთქვა თავისი უკმაყოფილება. თემურ, ახლა ამის შესახებ მე შეგახსენებთ იმიტომ, რომ თუ კი 2011 წლის საქართველოს ნაკრების შემადგენლობის რომელიმე ფეხბურთელმა შენსავით გამოთქვა ან მომავალში გამოთქვამს უკმაყოფილებას, რომ არ გაგყავს მოედანზე, ან მხოლოდ ბოლო 20-30 წუთით ათამაშებ, ნუ გაგიკვირდება და ძალიან ნუ განაწყენდები მასზე, ნუ მიიღებ რადიკალურ ზომებს, რაც უკვე მოხდა ერთერთ ფეხბურთელთან მიმართებაში.

რა თქმა უნდა, მწვრთნელმა უკეთ იცის, მაგრამ ესა თუ ის მოთამაშე დასაჯოს საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გარიცხვით მოთამაშის ფიცხი ან უხეში ხასიათის გამო - ეს არ არის სიტუაციიდან გამოსავალი. არავინ აპირებს გაამართლოს მოთამაშე მწვრთნელებისა ან თანაგუნდელების მიმართ უხეშობისათვის, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ნაკრებს ჰაერივით სჭირდება ესა თუ ის მებრძოლი ხასიათის, გამოცდილებისა და ოსტატობის მქონე ფეხბურთელი, მაშინ მწვრთნელი უბრალოდ ვალდებულია დაძლიოს პირადი წყენა.

ვიმედოვნებ, რომ თემური უწყენრად მიიღებს ჩემს სიტყვებს. მეტსაც დავძენ, თემურს კარგად ახსოვს ალბათ, 1998 წლის სექტემბერში თბილისში საქართველო-ალბანეთის შეხვედრის მიმდინარეობისას თავად როგორ ენერგიულად და მკვეთრად გამოთქვა უკმაყოფილება, რომ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ გუცაევმა იგი 55-ე წუთზე გამოცვალა. მაშინ- 90-იან წლებში თემური საქართველოს ნაკრების ყველაზე სტაბილური ფეხბურთელი იყო. ნაკრების ყველა შეხვედრაში ის იდგა მოწოდების სიმაღლეზე და თავისი შემართებით ფრთებს ასხამდა სხვა ფეხბურთელებსაც. თუკი თემური გამოთქვამდა უკმაყოფილებას მწვრთნელის ამ თუ იმ გადაწვეტილების გამო, მის გამოსვლებს გაგებით ეკიდებოდნენ.

მე შეგნებულად არ ვასახელებ თანამედროვე ფეხბურთელებს, რომლებიც თავისი ფიცხი ხასიათისა და შეკამათების ან უხეშობის გამო გაუშვეს საქართველოს ნაკრებიდან. ვფიქრობ, მათ შესახებ ყველამ იცის. მე არ მსურს რომელიმე მოთამაშის ადვოკატი ვიყო, მაგრამ ჩემგან გულწრფელად პატივცემულ თემურს მსურს ვთხოვო, გამოაცხადოს მწვრთნელის ამნისტია იმ ფეხბურთელების მიმართ, რომლებიც ასე მოიქცნენ ან ასე მოიქცევიან მომავალში.

ეს არ ნიშნავს, რომ მწვრთნელმა უნდა აპატიოს სპორტსმენს ყველაფერი ან შეასუსტოს დისციპლინა და კონტროლი გუნდზე., მაგრამ დასჯა უნდა იყოს შესატყვისი და არც თუ ხანგრძლივი.

ეს პირველი თხოვნაა თემურისა და საქართველოს ნაკრების მთელი სამწვრთნელო შტაბისადმი.

მეორე თხოვნა - უფრო სწორედ რჩევა თემურსა და მის გუნდს. მგონი ღირს, სცადოთ ნაკრების კაპიტანი და ვეტერანი ფეხბურთელი კახა კალაძე დააყენოთ არა დაცვის ხაზზე, არამედ ნახევარდაცვაში. კახამ თავისი ყველაზე დიდი წარმატებები სწორედ ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშით მოიპოვა. ეს ადგილი თავის დროზე მას ვალერი ლობანოვსკიმ კიევის "დინამოში" მიუჩინა. ბოლო თვეებში კალაძემ აღიგინა თავისი ფორმა, მაგრამ, ვფიქრობ, ბევრად უფრო შედეგიანი იქნება იგი ნახერარდაცვაში. ეს საჭიროა კიდევ იმიტომ, რომ ხშირად მისი შეცდომები დაცვის ხაზში გოლს ან საგოლე სიტუაციას უქმნის მოწინააღმდეგეს, ხოლო ნახევარდაცვაში მას ბევრად უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია - აქვს კარგი დარტყმა, ფიზიკურად ძლიერია და აქტიურად ერთვება შეტევაში, სასარგებლოა სტანდარტულ სიტუაციებში.

ზოგი იტყვის, რომ კალაძის დრო წავიდაო, მაგრამ რაკი ის კვლავ თამაშობს ნაკრებში ე.ი. უმჯობესია იგი გამოვიყენოთ ნახევარდაცვაში.

დაბოლოს, გერმანიაში წარმატებით თამაშობს საქართველოში დაბადებული და ალემანიის მოქალაქე აკაკი გოგია. უწინ ქართულ პრესაში იყო ინფორმაცია, რომ ცდილობდნენ მის მიწვევას საქართველოს ჭაბუკ და ახალგაზრდულ ნაკრებში, მაგრამ აკაკი არ დათანხმდაო. თემურ, იქნებ თქვენ და თქვენი თანაშემწეები შეძლებთ მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვას, დაითანხმებთ აკაკი გოგიას და მოიწვევთ საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ. აკაკი გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებშია მიწვეული. ამბობენ, რომ ის დიდი ტალანტია. მით უფრო გვჭირდება...

დიდი პატივისცემით, თენგიზ პაჭკორია (ჟურნალისტი)

Giorgipirweli
koqsi, აბსოლიტური ჭეშმარიტება არ არსებობს (ღმერთის გარდა)! არ შეიძლება წარმატებული მწვრთნელი ცუდი დიპლომატი და ფსიქოლოგი იყოს. ქეცბაია კი, ჩამი აზრით, წარმატებული მწვრთნელია.
koqsi
ბატონო თენგიზ! აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ბრძანებ - თქვენი თხოვნის ანალოგიური თხოვნა რამდენიმეგზის დავაფიქსირე "მსოფლიო სპორტის" ფორუმში. მაგრამ, სამწუხაროდ ხმა ჩვენი დარჩება "ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა", რადგან ქეცბაია, რამდენადაც კარგი სტრატეგოსია, იმდენად ცუდი დიპლომატი და ფსოქოლოგია. მე ის ერეკლე მეორეს შევადარე - დიდი მხედართმთავარი იყო და უვარგისი პოლიტიკოსი!
jassie
გოგუას ამბავში ვეთანხმები ავტორს..არ შეიძლება მართლა ეგეთი რაღაცები თან მითუმეტეს თუ პირადი წყენა იყო ფაქტი სახეზეა რო გოგუა მაგრად გვაკლია;)..ყველაზე ცუდი კიდე ისაა რო ხმას არავინ იღებს ამაზე ისევე როგორც დემეზე .Fუუუუ !ეგაა ფეხბურთის სიყვარული??კაი ფეხბურთი გინდათ და ის არ იცით რო კაი ფეხბურთს კაი და ერტგული ფანებიც უნდა ;) .ისე ავტორ დანარჩენი მართლა არ უნდა დაგეწერა..ზედმეტი მოგივიდა.
deme
ავტორის მოსაზრებებს მე არ ვეთანხმები, მარა რა მაინტერესებს იცით? რატო ეჩხუბებით? ტეხავს, რო აზრი გამოთქვას? ან ქეცბაიას რო ისე იცავთ, თითქოს თავს დაესხა ვინმე, წაიკითხოს ხოლმე რჩევები და თუ უნდა, გაითვალისწინოს, თუ არ უნდა, არ გაითვალისწინოს. რჩევები აწყენს? რა არანორმალური დამოკიდებულებაა, რა არი? თხოვნა და რჩევა არ მოსულა? შეურაცხმყოფელია? კრიტიკოსი მტერია? დემეზე კიდე, მართალია. ჩაისვარეს.
Otari
მე არ ვიცი მანდ რა მოხდა ვინ ვის რა უთხრა მაგრამ ფაქტია გუნდს გოგუაც აკლიაი და სირაძეც - განსაკუთრებით კი ეს უკანასკნელი იცით რის მერე დაიწყო გუნდამა წაგება ? დემე რო დაიჭირეს და კალაძის გარდა ხმა არავინ ამოიღო - მას მერე ! ღმერთმა დასაჯა გუნდი გნიდობისთვის ! - კაცი მთEლი ცხოვრება ნაკრებში თამაშობდა იმდენი გოლი გაიტანა, რამდენჯერ ყვიროდა სტადიონი დემე დემეს ?!!! მარა გულშემატკივარმაც ჩAისვარა და გუნდამაც ხმა არ ამოიღო დემეს დასაცავად - კალაძის გარდა ვინმემ გამოუცხადა სოლიდარობა? არა !
უძლევი
მ ე გ ო ბ რ უ ლ ი რ ჩ ე ვ ა თენგიზ პაჭკორიას: გოგიას და გოგუას ადვოკატობას არ გირჩევთ, მათ უკეთ იციან რა უნდათ! ქეცბაიამ თქვენზე უკეთ იცის ვინ რომელ პოზიციაზე განაწესოს! ეს მან პრაქტიკულად ნაკრების შედეგით დაამტკიცა! თქვენი თეორიული სიბრძნე თაროზე შედეთ გირჩევთ! "ქეცბამ იცის!!!"
irakli
გოგიას თამაშს ვუყურე და მართლა ძაან მომეწონა, ძაან სწრაფი და ტექნიკურია, ჯარიმებსაც მაგრად უტყავს, ბოლო 10 წუთი ათამაშეს და მკვდარი შეტევება ყველანაირი გადაჭარბების გარეშე გააცოცხლა, არ არის დასაკარგი მართლა,საქართველოს ნაკრებს ნამდვილად გამოადგებოდა
guga
პირველ ტხოვნაში აბსოლიტურად ვეთანხმები წერილის ავტორს. კალაძის ნახევარდაცვაში დაყენება კი არა მგონია სასარგებლო იყოს. კახა დაცვაში შესანიშნავად ირჯება ბოლო პერიოდში. მე უფრო კობის მარცხენა ფლანგზე დაყენება მგონია სწორი, თუმცა თემურმა უკეთ იცის
levani
შენ არც ჯურნალისტი ხარ პაჟკორია და არც აზრზე ხარ ფეხბურტის ვის ვის ადარეფ?მიედ მოედები რაგაცას..
papuna piralishvili
კალაძე თავდასხმასში!!!!!!! ნაკლებ შეცდომებს დაუშვებს დაცვაში :)
comment
პირადად ჩემთვის ქართული ფეხბურთის ისტორიის გარდა არავითარი ღირებული ამ სტატიაში არ არის. არც ავტორის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, რომლებიც რჩევების სახით ჩამოაყალიბა, ჩემი აზრით, არ არის რაიმე ღირებულების მატარებელი, უფრო მეტიც, არაპროფესიონალურია. თუნდაც ავტორის მიერ გამოთქმული ეს ფრაზა: "ეს არ ნიშნავს, რომ მწვრთნელმა უნდა აპატიოს სპორტსმენს ყველაფერი ან შეასუსტოს დისციპლინა და კონტროლი გუნდზე., მაგრამ დასჯა უნდა იყოს შესატყვისი და არც თუ ხანგრძლივი." ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად გოგუას, მსგავსი პრობლემა ამ ადამიანს არა მხოლოდ ქეცბაიასთან აქვს და ჰქონდა მგონი, არამედ სხვა ბევრ მწვრთნელთან, თუნდაც ნაკრებში, თუნდაც კლუბში. თუმცა რა ვიცი, შესაძლოა ბატონი თენგიზი ამ მწვრთნელებზე მეტად კვალიფიციურია ამ საკითხში... დაბოლოს, გოგუას პოზიციაზე, ჩემი აზრით, მართლაც უფრო ნიჭიერი, იმედისმომცემი და უკვე უფრო მეტად კვალიფიციური კადრები გვყავს.
soko
1. გოგუა არაა დიდი დანაკარგი. 2. კალაძე ნახევარდაცვაში კი არა კარს მიღმა უნდა გადაიყვანოს უსაფრთხოების მიზნით. 3. ამ გოგიას რა ძალით ეფიცებით სიყვარულს - ესეც აფხაზეთი ხომ არაა?! არ უნდა ამ კაცს ეს საქართველო და რას ეტენებით? ისე, ბატონო თენგიზ, იქნებ ამინდზე გაცადათ წერა? - ესეც მეგობრული რჩევაა და არ გეჭყინოთ.
Giorgipirweli
ვერ გავიგე ამ სტატიის მიზანი და აზრი!!! ნუ შეადარებთ გოგიტა გოგუას ფეხბურთელ თემურ ქეცბაიასთან, რადგან ქეცბაიას მეათასედი კლასი და პიროვნული თვისებები არა აქვს გოგუას. ნურც ვლადიმერ გუცაევს შეადარებთ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას, რადგან კარგად გვახსოვს რა საზიზღრობაც ხდებოდა გუცაევის დროს ნაკრებში.
dato
რატო გამოქვეყნდა ეს წერილი მას მედიით ვერ ვხვდები, ეს აზრი შეეძლო პირადად მიეწოდებინა თემურისთვის . მეორეცერთი მწრთვნელმა უკეთესად იცის ვინ როდის სად გამოიყენოს და აქ ქეცბაიას წარსულში ფეხბურთელობის დროს გამოთქმული უკმაყოფილებების მოტანა და პარალელების გავლება არაფერ შუაშია. რაგაც ავტორის მეტიჩრობას გავს ეს წერილი და სხვას არაფერს.
givi
ნამდვილად ვეთანხმები სტატიის ავოტორს, გოგუასთან მიმართებაში, აც არაერთხელ გამომითქვას სვადასხვა საიტებზე...ეხლა ზოგიერთი დაიწყებს ხომ ვიცი..ენი აწავლიან თემურს ჭკუასო...მათგან განსხვავებით თემურის გულშემატკივარი იმ დროიდან ვარ სსსრცემპიონატში მ გამოდიოდა..ტორპედო მკოვთნ ტბილიში 0-2 ვაგებდით და თემურა და მამუკა ფანცულაია რომ შემოვიდნენ და ორივემ შეაგდეს გოლი და ის თმაშიც2-2 მორჩა.ამით იმის თქმა მინდა რომ ვიღაცა ისეტი არ ვარ რომელიც აზრზე არაა ამ საქმეში.იც კარგად მახსოვს გუცაევს რომ შემოსწყრა (რაშიც მართალი იყო და ვიზიარებდი მის პოზიციას)რატომ შემმცვალეო და აღარ ჩამოდიოდა ნაკრეშივიდრ ვოვა არ გადადგა. ამ შემთხვევასი გოგუას ვპიქრობ რამენაირდ უნდა აპატტიოს თუდნაც იმიტომ რომ მისნაირი პეღბურთელი ნამდვილად აკლია საქართველოს ოვნულ ნაკრებს!
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!