2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც ლუკა მატკავა, ბექა საღინაძე, თორნიკე ჯალაღონია, ამირან შვანგირაძე და ბექა გორგაძე ვერ დაეხმარნენ, გასვლაზე ესპანეთი 62:32 დაამარცხა.

მატჩი ღია და ლამაზი სანახავი გამოვიდა, ქართველმა მორაგბეებმა მნიშვნელოვნად გამოასწორეს დერეფანში თამაში, დომინირებდნენ, ლაღად უტევდნენ და პირველი ტაიმი 34:13 მოიგეს. 54-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო გიორგი კვესელაძემ, ჩვენი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა და მიუხედავად ამისა გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია. თუმცა, სათქმელია, რომ რიჩარდ ქოქრილის შეგირდებს დაცვაში უკეთ გარჯა მართებთ.

10 ლელოდან 3 საქართველოს ნაკრების კაპიტანმა დავით ნინიაშვილმა გაიტანა. ესპანეთთან გატანილი 46-ე ლელოს შემდეგ აკაკი ტაბუცაძე მსოფლიოს მელელოვეთა ათეულში შევიდა, რითაც გადაასწრო ლეგენდარულ ბოდენ ბარეტს და გაუთანაბრდა ჯო როქოსოკოს, ქრისთიან ქალენსა და ჯულიან სავეას.

ერთი სიტყვით, „ბორჯღალოსნებმა“ შვეიცარიისა და ნიდერლანდების დამაჯერებლად ძლევის შემდეგ, ესპანეთს ბონუს ქულით მოუგეს და ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე რუმინეთთან ითამაშებენ.

ტურნირის ნახევარფინალები 1-2 მარტს გაიმართება, ფინალები კი 15-16 მარტს.

Video

16.02.25. რაგბი 2

მადრიდი. "ესტადიო ნასიონალ კომპლუტენსე"

ესპანეთი - საქართველო 32:62

საქართველო

ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. შალვა აფციაური (შავი ლომი), 10. დავით ნინიაშვილი (ლიონი, კაპ.), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 7. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), 8. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი).

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 20. ბექა შვანგირაძე (ლიონი); 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 22. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

10 ლელო: სპანდერაშვილი, ლობჟანიძე, ტაბუცაძე (2), კარკაძე, ჯაფარიძე, ნინიაშვილი (3), ქვათაძე

6 გარდასახვა: ნინიაშვილი (2), პაპუნაშვილი (4)

2 ყვითელი: კვესელაძე, ბაბუნაშვილი

1 წითელი: კვესელაძე

სოსო
რაგბის წესებში და განსაკუთრებით შერკინების წესებში,მას შემდეგ ბევრი ცვლილება შევიდა,რომელიც მხოლოდ წმინდა ფიზიკური ძალის უპირატესობას ამცირებს.ამან კი ჩვენც გვაიძულა,უფრო სხვა ტიპის მორკინალები გავზარდოთ.ამ ცვლილებებმა,ევროპელი თუ სამხრეთელი მორკინალების კონკურენტუნარიანობა გაზარდა ჩვენს მიმართ,სხვა კომპონენტებსა და უნარებში კი,ისინი ადრეც ჩვენზე ბევრად წინ იყვნენ.დანარჩენი, ალექსმაც კარგად ახსნა.
რამაზ
ამ შედეგით 0.84 ქულა მოგვემატა და 74.59 გაგვიხდა. 16 ქულაზე ნაკლებით რომ მოგვეგო მონაგარი 0.56 იქნებოდა (ბონუსით მოგებას ამ შემთხვევისთვის მნიშვნელობა არ აქვს)
papai
როდემდე უნდა ვტკეპნოთ ერთი და იგივე ადგილი.. უკვე აღარც მჯერა როდესმე ელიტაში თუ შეგვიშვებენ.. უკვე ყურებადიც აღარაა ეს თამაშები
სოსო
მსოფლიოს საუკეთესო მელელოვეთა ათეული ასე გამოიყურება: 1.დაისუკე ოხატა,(იაპონია)69. 2.ბრაიან ჰაბანა(სამხ,აფრიკა)67. 3.დევიდ კამპეზე(ავსტრალია)64. 4.შეინ უილიამსი(უელსი)60. 5.ხიროტოკი ონოძავა(იაპონია)55. 6.რორ ანდერვუდი(ინგლისი)50. 7-8.ჯორჯ ნორტი(უელსი) და დუგ ჰაულეტი(ახალი ზელანდია)49. 9.ბრაიან ოდრისკოლი(ირლანდია)47. 10-13.ჯო როქოსოკოკრის ქალენი,ჯულიან სავეა(ყველა ახალი ზელანდია) და აკაკი ტაბუცაძე 46 ლელო.
სოსო
ორივე გუნდს ნახევარფინალი უკვე გარანტირებული ჰქონდათ და ხისტი ტაქტიკური ჩარჩოები დაივიწყეს.არც დაცვას აკლავდნენ თავს და შეტევაშიც არ ერიდებოდნენ რისკს.სანახავად კარგი იყო,მაგრამ ნამდვილ თამაშს ძნელად თუ დავარქმევთ.ამერიკაში კალათბურთის ვარსკვლავთა შოუ გაიმართა და ამათაც რაგბის შოუს დადგმა სცადეს,არც ჩხუბის ელემენტები დავიწყებიათ.ასე რომ თვითონაც კარგად გაერთნენ და ჩვენც კარგად გაგვართეს.ისე მგონია, მატჩის შემდგომი მეორე განყოფილება,დღეს ჩვეულებრივზე დიდხანს გაგრძელდებოდა.კლასში სხვაობამ მაინც თავისი ქნა.მგონი სულ ეს არის,რაც ამ თამაშზე შეიძლება ითქვას.ვისურვებდი ასეთი გარღვევები მთავარ თამაშებშიც მენახა,თუმცა კარგად მესმის,რომ იქ არც არავინ გაგვიშვებს ასე და ვერც ჩვენები გარისკავენ.არადა, რაღაცები კარგად გამოგვდიოდა.ასეა თუ ისე,ბიჭებს გამარჯვებას ვულოცავ და მომდევნო თამაშებში,უფრო მეტ კონცენტრაციას ვუსურვებ.აკა ტაბუცაძესაც ვულოცავ მსოფლიოს საუკეთესო მელელოვეთა ათეულში შესვლას და ნინიაშვილსაც,ჰეთ-თრიკის გაკეთებას.ტაბუცაძის ამბავი რომ ვიცით,უახლოეს ორ თამაშში აუცილებლად დადებს ლელოს(ებს) და შესაძლოა უკვე ახლავე საუკეთესო ხუთეულშიც შეაღწიოს.გასაგებია,ვისაც დაეწია,მაგრამ წინ მყოფების შედეგებიც რომ დაგეწერათ,უკეთესი იქნებოდა.
ალექს
ძველმა ბორჯღალოსნებმა მაგის მეტი ფაქტიურად არც არაფერი იცოდნენ და მაგიტომაც რაგბის ნაცვლად ლელო ბურთს ვუყურებდით ძირითადად. ჰეიგის მოსვლით დაიწყო ჩვენი რაგბის გადასხვაფერება და დღეს ერთ ნაბიჯში ვართ თიერ1 გუნდად ქცევამდე. ჩემი აზრით, 30-იან წლებში საქართველო უკვე საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს ბობოლებში.
გიორგი
დიდი ანგარიშით მოგება ჩვენი თამაშის ცუდ ხარისხს არ ამართლებს. მით უმეტეს სუსტ მეტოქესთან. არასტაბილური გუნდი გვყავს და ასე ზოგადი პროგრესი შეუძლებელია. ფაციფუცობა მოედანზე და აუარება სერიოზული შეცდომებისა “ბარბაროსულ” თამაშს არ ნიშნავს.
რაგბი
ქართული შერკინება გავაუფასურეთ და მივიღეთ რა ? ხომ შეიძლება შერკინების მწვრთნელი ქართველი იყოს ? აი ის ვინც ძველ ბორჯღალოსნებს წვრთნიდნენ
geo
ნინიაშვილი გენიოსია!
გიუშა
ჩვენ სხვა პლანეტიდან ვართ ამ ტურნირში))
ალექს
ვითამაშეთ და მეტოქეც ვათამაშეთ- სხვანაირად ვერ შევაფასებ. ვითამაშეთ როგორც ცნობილმა "ბარბაროსებმა"-გამოვიყენეთ თითქმის ყველა შანსი და მეტოქესაც გულუხვად მივეცით შანსები. არ ღირს დღეს დაცვის თუ ზოგადი დისციპლინის კრიტიკა, თამაშის ხასიათი იყო ასეთი. შეტევაში უბრალოდ შეუდარებლები ვიყავით და ეს პოზიტივი შევირგოთ. ფინალში პორტუგალიასთან სულ სხვანაირად იქნება!
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასისთვის 40 მოთამაშე შეირჩა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ტორპედომ" ფრანგ შემტევს კონტრაქტი გაუფორმა
ქვილითაიამ კონტრაქტი გერმანულ კლუბთან გააფორმა
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
კაბო-ვერდეს კაპიტანი სექსუალური მანიაკია? - დაზარალებულის მტკიცებით, ის მას ახრჩობდა, კბენდა და გააუპატიურა
მოსტოვოი: პსჟ-მ ბატრაკოვს ხელი დაუქნია - რუსეთში შეუძლია მეტი გამოიმუშაოს
მნიშვნელოვნად შეცვლილი შეტევითი ხაზი - მომდევნო სეზონისთვის პსჟ-ში დიდი ცვლილებებია
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
უარი "ლივერპულს" - მუნდიალის ერთ-ერთმა აღმოჩენამ პსჟ აირჩია
როგორ ჰყვარებია ფული - სპერციანის ახალი კლუბი ცნობილია
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
რაგბი ევროპა | ესპანეთს ახალი კაპიტნით შევუტევთ
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასისთვის 40 მოთამაშე შეირჩა
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის