21 თებერვალს ბორჯღალოსნები ესპანეთს „ავჭალაზე“ დაუხვდებიან და მათი დამარცხებით 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას შეეცდებიან, რაც საქართველოს თასის ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე თამაშის უფლებას დაუბევებს.

ეს არის ნაკრების წლის პირველი შეხვედრა საქართველოში, ახალი მწვრთნელების ხელმძღვანელობით. ასევე ეს არის შარშანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის გამეორება. 2025 წელს ესპანელ „ლომებს“ გადამწყვეტ მატჩში „მიხეილ მესხზე“ დავუხვდით და 46:28 დავამარცხეთ.

შეგახსენებთ, წელს ფინალს მადრიდი მასპინძლობს (15 მარტს), მანამდე კი 7-8 მარტს ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება.

განვლილ ორ ტურში ორივე გუნდმა ბონუსით გაიმარჯვა. ესპანეთმა ნიდერლანდებს 51:33, ხოლო შვეიცარიას 53:14 აჯობა. საქართველომ სტუმრად ჯერ შვეიცარია დაამარცხა 54:3, მერე ნიდერლანდები - 61:12. ამრიგად, ორივე გუნდს 10-10 ქულა აქვს და თასის ნახევარფინალში თამაში უკვე დაიბევეს, თუმცა ეს მომავალ თამაშს ინტრიგას არ უკარგავს.

ამსტერდამში გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო შემადგენლობაში 5 ცვლილება განახორიციელა. შერკინების პირველ ხაზში თამაშს იწყებს ბურჯი გიორგი ახალაძე, რომელიც გუნდს შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ დაუბრუნდა. მას მხარს გაუმაგრებენ კვაჭი ვანო კარკაძე და ირაკლი აფციაური (ლიონი). მეორე ხაზში მარქაფიდან დაწინაურდა ლადო ჩაჩანიძე, რომელიც მიხეილ ბაბუნაშვილს შეუწყვილდება. უცვლელი დარჩა მესამე ხაზი, სადაც თამაშს ლუკა ივანიშვილი, ბექა საღინაძე და თორნიკე ჯალაღონია იწყებენ.

სამი ცვლილებაა ხაზში. ამჯერად მგეზავად თამაშს თედო აბჟანდაძე იწყებს, რომელიც ღერძზე გელა აფრასიძესთან ერთად დადგება. ცენტრში ბრუნდება დემე თაფლაძე და ის გიორგი კვესელაძეს შეუწყვილდება. ფულბეკის პოზიციაზე გამოჩნდა დავით ნინიაშვილი, რომელიც ბორჯღალოსნების კვართით წელს პირველად ითამაშებს. ფრთებზე ადგილი შეინარჩუნეს ოთარ მეტრეველმა და აკაკი ტაბუცაძემ.

მარკო ბორტოლამიმ წინა ორი თამაშისგან განსხვავებით კლასიკური მარქაფა შეარჩია. შერკინებაში გუნდს დაუბრუნდნენ კვაჭი ნიკა სუთიძე და მეორეხაზელი გიორგი ჯავახია. მარქაფაში გადაინაცვლა ბურჯმა ლუკა გოგინავამ. მარქაფაში ადგილი შეინარჩუნა მეორე ბურჯმა ბაჩუკი ჭუმბაძემ, ხოლო მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე წელს ნაკრების კვართით პირველად ითამაშებს.

ასევე 2026 წლის პირველ სანაკრებო თამაშს ჩაატარებს თორნიკე კახოიძე. ამჯერად მარქაფაშია მგეზავი ლუკა მატკავა, რომელიც შვეიცარიასთან და ნიდერლანდებთან დამწყებთა შორის იყო. 9 ნომრის შეცვლაზეა ცენტურიონი ვასილ ლობჟანიძე.

2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

ა ჯგუფი. III რაუნდი. 21 თებერვალი (შაბათი)

თბილისი. „ავჭალა“. 15:00

საქართველო - ესპანეთი

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. გელა აფრასიძე (პერპინიანი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).

მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 18. ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეთერი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი); 21. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 22. ლუკა მატკავა (ოიონა), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).

Rugby.ge

ზაალი
2 წლით პატარებს მოგვიგეს ესპანელებმა ფინალში 😉
ნინი
შარშანდელი პირველი წრისგან განსხვავებით, როდესაც პირველივე თამაშებში გავანადგურეთ მეტოქეები, წელს თუ ერთი და იგივე გუნდებთან, შვეიცარიასთან და ნიდერლანდებთან, ანგარიშით ვიმსჯელებთ, დაახლოებით თანაბარი უპირატესობა გვქონდა ჩვენ და ესპანეთს. შარშანდელ 18 წლიანების ჩემპიონატზე ესპანეთმა სუსტ გუნდებს ჩვენზე დიდი ანგარიშებით მოუგო, შემდეგ კი ფინალშიც დაგვამარცხა. ესპანეთი ძალიან მოძლიერებულია, კარგ გუნდებშიც თამაშობენ მათი რაგბისტები, ამიტომ მძიმე ბრძოლა გველის, რომელშიც აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, რასაკვირველია. ამ ეტაპზე უკვე მოგებაა აუცილებელი, ექსპერიმენტალური წაგებები არ გვინდა. 2030 წლამდე, სანამ შანსი მოგვეცემა ახალ ერთა ლიგის პირველ დონეზე დაწინაურების, მეორე დონის გუნდთან არცერთი თამაში არ უნდა წავაგოთ (რამდენიმე წელია არ წაგვიგია). თორემ "ლამაზ თამაშს" არავინ დაგვიფასებს, ისევ გვეტყვიან, ჯერ დაამტკიცეთ, რომ ესენი თქვენი მეტოქეები აღარ არიან და მერე მოგვთხოვეთ ჩვენთან თამაშიო. ანუ უწყვეტი მოგებები (2 ფრე იყო მგონი მხოლოდ) რაც წლებია გრძელდება, არ უნდა შეწყდეს. გამარჯვება ვუსურვოთ ჩვენს ლომებს!
bs
მაღალი დონის ტამაში გვინდა!

ნეტავი ქარი არ იყოს,თამაშს გააფუჭებს.კარგი თამაში და გამარჯვება, ჩვენ ბიჭებს!
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
ფუტსალი | იტალია - საქართველო | მეინ რაუნდის მეორე მატჩი
ლეგიონერები/გამარჯვებები ევროპის თასზე, ხორვატიაში, სერბეთსა და რუმინეთში
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
სანდრო ბაზაძემ ალჟირის მსოფლიო თასი მოიგო
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
"ტოტენჰემის" ფეხბურთელი 526 დღის შემდეგ უბრუნდება მოედანს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 3-1 სპაერი. ბოლო წერტილი ვაწაძემ დასვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
"რასინგის" წარუმატებლობა გრძელდება - გულიაშვილი 90+2-ე წუთზე შეუშვეს შეცვლაზე...
ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უდინეზემ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო
ზაბარნიმ "ოქროს ბურთის" თავისი კანდიდატი დაასახელა
თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი
"პასუხს მოედანზე გავცემთ" - "ბარსელონას" ფეხბურთელები პსჟ-ს მოთამაშეების კომენტარებით აღშფოთდნენ
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
10 გატანილი ლელო - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ესპანეთს 62:32 სძლია [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
რაგბი ევროპა | ესპანეთს ახალი კაპიტნით შევუტევთ