ის, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟმა მორიგი მატჩი მოიგო და წაუგებელი სერია გაზარდა, ამ კლუბის იქაური თუ საქართველოში შეძენილი გულშემატკივრებისთვის მხოლოდ სტატისტიკური მაჩვენებელია და განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს. რატომ? - პარიზელებისთვის იმიტომ, ეს საქმე ცოტა მოწყენილიც კი აქვთ და მთავარი ყურადღება ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებაზე აქვთ. რაც შეეხება ჩვენებურების ლოგიკას, დიდი ნაწილი ფეხბურთის ეშხში "კვარამ" შეიყვანა და მათი მთელი ინტერესი ქართველი ფეხბურთელის დასამახსოვრებელ ეპიზოდებს უტრიალებს.

რა არის პსჟის თავკაცის, ლუის ენრიკეს ლოგიკა? მას გათავისებული აქვს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ბარსელონასთან" ან "ლივერპულთან" შეხვედრა ამ გადასახედიდან მისთვის ყველაზე ღირებულია და მიზანიც ისაა, ამ დაპირისპირებამდე გუნდი ისე მივიდეს, ტრავმირებულები თავიდან აიცილოს, ასევე ყველა მეტ-ნაკლებად ტონუსში ჰყავდეს. არავინ იცის, ვინ როდის გახდება საჭირო. არსებობს წმინდა ტაქტიკური ამბებიც. მართალია, დონე სხვადასხვაა, თუმცა პარიზელებმა უნდა ისწავლონ წარსულიდან და პლეი-ოფებში მხოლოდ რომანტიკული თამაშის იმედად არ უნდა დარჩნენ. მნიშვნელოვანია ინიციატივის კონტროლიც, "თამაშის მოკვლაც" თუ დაცვითი უნარების გაუმჯობესებაც.

რა თქმა უნდა, არავის მოსწონს, როცა დრიბლინგებით ასე "შემოჭრილი" კვარაცხელია გუნდურ თამაშზე ორიენტირებული ხდება, ბურთის დაკარგვა მინიმუმამდე დაჰყავს და ტემპს აგდებს, მაგრამ ისიც როგორ წარმოგვიდგენია, თამაშის დასკვნით ნაწილში მწვრთნელისგან (ენრიკე ღიად კი ამბობს, შედეგი მთავარი არააო, მაგრამ) განსხვავებული დავალებები მხოლოდ ხვიჩას მიეღო?! შესაძლოა, ვინმეს ისე მოეჩვენოს, კონკრეტული ფეხბურთელის გამო მთელი თამამედროვე ფეხბურთის ლოგიკას ვიწუნებთ, მაგრამ ეს საქმე პრაგმატიზმით ძალიან გაჯერებული რომ არის, ამას მთელი მსოფლიო აღიარებს.

რა არის კვარაცხელიას თამაშის ლოგიკა? - ერთხელაც აღვნიშნავთ, როცა გუნდში როტაცია ხშირია, ახლადმისული ფეხბურთელისთვის კიდევ უფრო რთულია, კონკრეტული კომბინაციები დახაზოს. მაგალითად, ორჯერ ვნახეთ, "კვარამ" რაღაც საინტერესო რომ ჩაიფიქრა, თანაგუნდელებმა კი ერთმანეთს ვერ გაუგეს. საგულისხმოა, რომ ლუის ენრიკე ქართველისთვის ჯერ იდეალური პოზიციის ძიებაშია. საქართველოს ნაკრების შესახებაც დაგვიწერია, თუ ხვიჩა ფორვარდია, ეს ნიშნავს, ის ბურთით უფრო იშვიათად იქნება. "ტულუზასთანაც" ვნახეთ, როგორ ცდილობდა ზონების გათავისუფლებას, საჯარიმოდან ამოდიოდა, პასებიც შეასრულა, ლამაზი თამაშიც შემოგვთავაზა, ოღონდ, "ცხრიანობას" თავისი სპეციფიკა აქვს, თანაც მას ჯერჯერობით "მკვლელი ინსტიქტები" არ ახასიათებს, ყველა შანსის გოლად ქცევად რომ ველოდოთ.

ხვიჩა, პირველ რიგში, "ატალანტასთან" ამ გოლთან ასოცირდება...

რადგანაც მოლოდინებზე ვსაუბრობთ, მაინც იმედი გვაქვს, ხვიჩა მას არავის გაუცრუებს და აკლიმატიზაციის გავლის შემდეგ მის თვალწარმტაც დრიბლინგებს კიდევ ვნახავთ. სტაბილურობაც, რაც ასე მნიშვნელოვანია, სახეზე გვექნება. ყველაფერი ეს კვარაცხელიასაც სჭირდება, ქართველ გულშემატკივრებსაც და თანამედროვე ფეხბურთსაც (ე.წ. გრილიშიზაციაზეც დაგვიწერია; ლივერპულის ბოლო მატჩის მეორე ტაიმიც პრაგმატიზმის ნიმუში იყო).

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი მართლაც მნიშვნელოვანია. მანამდე "ბრესტთან" განმეორებითი პლეი-ოფიცაა, "ლიონთან" პრინციპული ჯახიც და თასზე მოყვარულ გუნდთან მატჩიც. მარტში პსჟ-ს საკმაოდ ძლიერი მოწინააღნდეგეები ჰყავს, მათ შორის უშუალო კონკურენტი "მარსელი". ასე რომ, მომდევნო ერთი თვე ბევრ რამეს გვეტყვის!..

ხასანა ძია
ისე გულში მეცინება ამდენი ექპერტი რომ გვყავს დავიჯერო ენრიკეზე მაგრათ ესმით ფეხბურთი?ან ნებისმიერ მწვრთნელზე?გუნდის მეპატრონე ტყუილათ უხდის მილიონებს?უბრალოდ ექავებათ ენა ტვინი და თითები და წერენ სისულელეს.
სოსო
ცხონებული მამაჩემისაგან მახსოვს:სასწაული დრიბლინგი და დარტყმა ჰქონდა გაიოზ ჯეჯელავას,ერთ კვადრატულ მეტრში შეეძლო,სამი კაცის მოტყუებაო!მეც მაქვს მისი ფოტო ნანახი,სადაც უშუალოდ ზედა ძელზე დაკიდებული ბურთი,მაკრატელათი ჩამოიღო,ნიძლავზე.მისი სიმაღლე,მხოლოდ 164 სანტიმეტრი იყო!ვინც არ იცის,კარის ზედა ძელი,2,44 მეტრ სიმაღლეზეა გადებული!ბორის პაიჭაძე,პაიჭაძეა,მაგრამ მის გვერდით,მარჯვენა გარემარბად თამაშობდა და 145 თამაშში,67გოლი გაიტანა!1940 წელს,საბჭოთა კავშირის 10 საუკეთესო სპორტსმენს შორის დაასახელეს!სადაც ეგ ხალხი ჩამოთვალეთ,ცხადია,რომ გაიოზ ჯეჯელავას შესახებაც იცით და რაც აქ დავწერე,ეს მათთვის უფრო დავწერე,ვისაც მათ შესახებ არაფერი ინფორმაცია არა აქვთ.შეუძლიათ დაგუგლონ და ვიკიპედიაში ნახონ.
გენა
პსჟ-მ უკეთ იცის ფეხბურთი ვიდრე ცხადია, მაგრამ მაინც მეჩვენება, რომ მოთამაშეების გაუთავებელი პოზიციების ცვლა გუნდის მოშლას ახდენს. კვარას ყველაფერი შეუძლია, მაგრამ ისეთი კარგი არაა სხვაგან, როგორც მარცხენა ფლანგზე. თორე გორის დილაში რომ ჩამოიყვანო ცენტრფორვარდად დააყენო რა თქმა უნდა მაგრა ითამაშებს და ბომბარდირიც იქნება აბა რა
პატრიოტი
კაცის მოტყუებაზე ნაკლებად მიდის ხვიჩა, მაგრამ ეს ბარკოლაზე მეტად შეუძლია, კარგად დაუკვირდით ბარკოლას და დემბელეს თამაშს, ისინი სისწრაფის ხარჯზე იქმნიან მომენტებს, ხვიჩა სხვა ტიპის ფეხბურთელია, მან კაცი უნდა მოატყუოს, გაიხსენეთ თამაშები ლივერპულთან, ისე ვეთანხმები აქ გამოთქმულ აზრს, მესხი საუკეთესოა საქართველოს ისტორიაში, ხალხი მის საყურებლად ტრიბუნას იცვლიდა, ასეთი არავინ გვყოლია და შეიძლება არც გვეყოლოს, მესხის დაყენება შეიძლება პელეს, მარადონას მესის, რონალდოს გვერდით, კვარას ჯერ აქამდე არ მიუღწევია, ისე მესხის პიკი 26-28 წლის ასაკში ჰქონდა, დავიცადოთ, იქნებ ხვიჩამაც კიდევ მოუმატოს
უცნობი
რაც არის ეგ არის შეიძლება ცოტაც მოუმატოს,უშლის თქვენი უაზრო პროგნოზები და შედარებები,სხვისი ფულის თვლა და ზედმეტი ქება, ბოლო 30 წლის საუკეთესო ფეხბურთელებში ქინქლაძე რომ იყო ნიჭიერი და ვირტუოზი ეგეთი არ გვყოლია მაგრამ ზარმაცი ქარს გაატანა ყველაფერი,რაც შეეხება საერთოდ ქართულ ფეხბურთში მესხი რომ იყო არა მგონია დიდხანს გვეყოლოს ისტორიას არ ახსოვს ქართულ ფეხბურთში პირველი ტაიმის შემდეგ მაყურებელი მესხს მიყვებოდა მეორე ფრთაზე და იქიდან გულშემატკივრობდა,ესეთს თუ ვინმეს იხსენებთ დაწერეთ მეც მაინტერესებს,საერთოდ ეხლანდელ ახალგაზდობას მინდა მივმართო წაიკითხეთ ძველი პრესა და ისე იმსჯელეთ დღევანდელით ნუ სჯით კი დღევანდელი ფეხბურთი უფრო სწრაფია და ძალიან დიდი დატვირთებია ადრე ესე არ იყო სამაგიეროდ იყო პაიჭაძე,ღოღობერიძე ჩოხელი,გიორგი სიჭინავა ხურცილავა ხინჩაგაშვილი,ძოძუაშვილი,იამანიძე,მესხი მეტრეველი,ყიფიანი,გუცაევი,შენგელია,ქინქლაძე,არველაძე,ქეცბაია,ახალი თაობა თქვენც კარგად იცით.
უფროსი ნაჩალნიკი
ჩემი სახელით დაწერა კომენტარი "ამაშია საქმე"-მ.
მირო
რაღაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რომ ბარკოლა მარცხენა ფლანგის ცოცხალი თავით დათმობას არ აპირებს,მარჯვნივ დემბელეა და შუაში დაყენებული კვარა ცოტა ჩაიკარგა ტულუზასთან თამაშში.ათამაშდა მარცხენა ფლანგზე გადასვლის შემდეგ,ბარკოლას გაყვანის მერე.არ ვიცი ენრიკე ამ პრობლემას როგორ მოაგვარებს.
გუსანი
პირველი -უკეთეს გუნდშია, ნაპოლიმ სკუდეტო რომც მოიგოს მაინც დიდი გუნდი ვერ გახდება,იმ პოლიტიკიდან რასაც მისი პრეზიდენტი ატარებს...მეორე ენრიკე ჭკვიანად უდგება საკითხს, იმედია გაუმართლებს, აქცენტი ლიგაზე აქვს და სქმებს ალაგებს, ხვიჩასაც უძალიანესად ოპტიმალურად უდგება, ყველაფერი ჩვენებურზეა დამოკიდებული, ბევრ რამეში მოსამატებელი აქვს ავანსები რომ გაამართლოს, პირველ რიგში კი ფიზიკაში, მალე იღლება და იმიტომაც მის დარტყმებს ძალა არ აქვს და ა. შ. ლიგა 1 არასოდეს მომწონდა-პსჟ და ენრიკეს ამის შეცვლა უნდათ და იქნებ ჩვენებურთან ერთად გამოუვიდეთ
უფროსი
ლუის ენრიკეს აქვს იმის საშუალება, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში ექსპერიმენტები ჩაატაროს, ფეხბურთელებს ახალ პოზიციაზე თამაშის გამოცდილება მიაღებინოს, ზოგი დაასვენოს, ზოგს ახალი ტაქტიკური სვლები ასწავლოს. ეს კაცი ხვიჩას კარგად ექცევა. უკვე ეტყობა ხვიჩას ახალი მწვრთნელის გავლენა. ნაპოლიში ხვიჩას კარში დარტყმის დროს ერთხელ არ გაუკეთებია პაუზა (თუ თერთმეტმეტრიანებს არ ჩავთვლით). აქ უკვე გააგორა მცველები ბალახზე და ულამაზესი გოლი გაიტანა.
guga
მეც ეგრე ვფიქრობ, ენრიკე კარტებს არ ხსნის ბოლომდე და კვარას ფაქტორს და მის შესაძლებლობებს ლიგისვის ინახავს. თანაც ხვიჩას გამოცდილება აქვს ლიგაზე ბარსასთან და ლივერთან თამაშის. ისიც არ გამიკვირდება ბრესტთან საერთოდ რო არ ათამაშოს. და ალბათ სწორიც იქნება, ამ ეტაპზე ჯობია საშინაო ასპარეზზე მისცეს მეტი დრო, სანამ ლიგაზეც ცალი ფეხით იგებს.
Irakli Apkhaidze
ყველაფერი კარგად და გეგმაზომიერად მიდის. ენრიკემაც ზუსტად იცის რას აკეთებს და ხვიჩაც სწორი ტემპით და რიტმით იკიდებს გუნდში ფეხს. კვარას ჰეითერებს და გულშემატკივრებს, ვისაც გგონიათ, რომ კვარას თავს რაიმე ცუდი ხდება: შემოდგომამდე არ დაგჭირდებათ ,,წიწილების დათვლა", გაზაფხულზევე ნათელი მოეფინება ყველაფერს კლუბშიც და ნაკრებშიც ;) ვეთანხმები ღვთისავარს, ერთი რაც მაკლია ესაა კვარა მეტი ბურთით, თუმცა ამასაც დრო მოიტანს. წინ დიდი ბრძოლებია და არავინ არ გახსნის ყველა კარტს. და პსჟ-ს ფულის ყრაც ჩაბარდა დროს, კავარამ მარკეტინგული სარგებელი უკვე მოუტანა გუნდს და სპორტულიც არსად გაიქცევა. ცოოოტა დროა საჭირო.
ddw
კვარას პოზიცია არის მარცხენა ფლანგი თამაში სურათიდან გამომდინარე შეუძლია მარჯვნივ შუაში თამაში მარა მუდმივად ცხრაზე ან მარჯვნივ მისი ეფექტურობა დაბალია მარჯვნივ საერთოდ არაა მისი სათამაშო მხარე
guga
აუ შენ სხვა გუნდის თამაშებს უყურებ უეჭველი
უფროსინაჩალნიკი
როგორ გეტყობათ რომ ჭადრაკში მაგარი ხართ,თან როგორ გავს ფეხბურთს.
ჟორა გაბრიჭიძე
მე ადრე პსჟ-ეს თამაშებს იშვიათად ვუყურებდი და არ მქონდა გათვითცნობიერებული თუ რატომ ვერ აღწევდა გუნდი წარმატებას ევროტურნირებზე. მით უმეტეს, იქ მსოფლიო ფეხბურთის უძლიერესი სამეული თამაშობდა. მიზეზს გუნდში ხვიჩას მისვლის შემდეგ მივხვდი, რომელიც ასე გამოიყურება: საფრანგეთის ჩემპიონატი სუსტია და პსჟ ცალი ფეხით უგებს ყველას, ამიტომ შემუშავებული აქვთ ტაქტიკა, გაუფრთხილდონ ფეხებს და ეცადონ მოწინააღმდეგე შეცდომაზე დაიჭირონ და ამართლებს კიდეც ეს ტაქტიკა, ანუ გუნდს არ უწევს კბილებით თამაში საკუთარ ჩემპიონატში და ყველაფერს ფეხით თამაშით იგებენ. როცა უკვე ევროტურნირის მეოთხე ფინალზე და ნახევარფინალზე მიდგება საქმე, იქ, თავით, ფეხებით და კბილებით თამაშია საჭირო, რომელსაც გუნდი არაა მიჩვეული და მარცხდება.
უფროსი
კრიტიკულად განწყობილო კომენტატორებო! ვინც ლუის ენრიკეს ლანძღავს, ის ჭადრაკში ორსვლიან კომბინაციებსაც ვერ გათვლის. ეს კაცი ცდილობს დააბნიოს მომავალი მეტოქეების მწვრთნელები. და მათთან ერთად თქვენც მაგრად დაგაბნიათ.
გიორგი
ხვიჩას ენაცვალოს ჩემი თავი, მაგრამ ფაქტია რომ, ქართველი რომ არ იყოს დიდად არც შევიმაჩნევდით. ძააალიან ჩვეულებრივი ევროპული დონის ფეხბურთელია, ამ მოცემულ მომენტში.
ამაშია საქმე
გამორიცხულია ხვიჩამ ცენტრალურ თავდამსხმელად კარგად ითამაშოს ამ პოზიციაზე თამაშს ბავშვობიდან მიჩვევა უნდა.ლუის ენრიკე ვერ არის თავის ჭკუაზე ან ამხელა ფულის გადახდა უნდა რაღაცნაირად გაამართლოს.მოკლედ მაგარ უაზრო გუნდში მოხვდა რომელსაც საფრანგეთში მოწინააღმდეგე არა ყავს.
ჯორჯო ბიძია
ეს ის ხვიჩა აღარაა რაც იყო და ილუზიაში ნუ ვიქნებით.. ვერაფერს ვერ აკეთებს..ნაპოლიში კარში მაინც ურტყავდა ხოლმე.
ABARA
მოკლედ...პსჟ არაა ნაპოლი, რაც კარგიცაა და ცუდიც. კარგია იმიტომ, რომ შემტევ ფეხბურთს ეძლევა გასაქანი, რაც ხვიჩასთვის ხელსაყრელია, ხოლო ცუდია იმით, რომ შემტევი, რომელთანაც ჩვენებურს მოუწევს კონკურენცია გუნდში მინიმუმ 3-ია და ჩავარდნას გარკვეული პერიოდის შემდეგ აღარ აპატიებენ. ნაპოლიში თუ ფლანგზე იყო გამწესებული და ცენტრისკენ თავისუფლად შესვლას ახერხებდა, ახლა უფრო ხშირად კლასიკური ცრუ ცხრიანის პოზიციაზეა, რადგან ბარკოლას უფრო კარგად და ხარისხიანად იყენებს ლუის ენრიკე ფლანგზე და ამიტომ ცდილობს ხვიჩას ახალი ამპლუა გამოუძებნოს, რაზეც სათანადო რეაგირებაა საჭირო. თუ აქამდე ფლანგის შემტევისთვის სპეციფიურ ვარჯიშებს აკეთებდა, ახლა სხვაგვარ ვარჯიშზე მოუწევს აქცენტის გადატანა. კარისკენ ზურგით ბურთის მიღება, სწრაფი მოტრიალება და დარტყმა, თავისუფალ ზონაში სწრაფი შერბენა და შეტევის დაგვირგვინება, ბოლო მცველზე აგრესიულად მისვლა და დასწრებაზე თამაში. რასაც ვუყურებ იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჯერ მან საკუთარი თამაში ვერ იპოვა, რაც იმაშიც იკვეთება, რომ დამაგვირგვინებელ ფაზაში ხშირად ცოდავს, გამწვავებისგან და ერთი ერთზე კაცზე წასვლისგან თავს იკავებს, კარში დარტყმის მცდელობასაც საგრძნობლად უკლო, ამიტომ აშკარად ჭირდება მომატება, რისთვისაც დრო სეზონის ბოლომდე აქვს ჩემის აზრით. თუ სეზონის ბოლომდე ფორმა ვერ აკრიფა და საკუთარი ფასი ვერ გაამართლა, ასეთ შემთხვევაში არაა გამორიცხული მართლაც გაანათხოვროს პარიზულმა კლუბმა და მერე კი ვიცით რაც ხდება...იმედგაცრუება და დაღმასვლა, რაც ბუნებრივია არავის გვსურს. წარმატებები და მეტი შრომა სუსტ კომპონენტებზე, მეტი მუშაობა და მეტი მოწადინება. 1.5 მილიონს ნამდვილად ამართლებდა, მაგრამ წელიწადში 11 მილიონ ხელფასს სულ სხვა დონის შრომა და პროფესიონალიზმი ჭირდება.

გუშინ რა პოზიციაზეც (გამოკვეთილი 9 და არა ცრუ ცხრიანი) კვარა იყო, თუ მანდ ჭირდებოდათ ფეხბურთელი, ბუდუ ეყიდათ მაშინ. წარმატებები კვარას, მაგრამ ისე ჩანს ჯერჯერობით, რომ ის ცეცხლი ჩაქრა მის თამაშში, რაც ასე აღაფრთოვანებდა ყველას. დიდი იმედი მაქვს ისევ აფეთქდება, სხვანაირად კი დარჩება კარგ ფეხბურთელად, რომლის მსგავსიც ათასობით არის დღეს.
L.J .
Gvtisavar ukve ise wer megobaro kvaras "gapravebas'upro gavs,ashkarad araa pormashi,magram dro akvs shetamasheba da sapegburto nagloba aklia ....warmate kvaras!!!
დავით 67
მე პირადად ზოგადად წინააღმდეგი ვარ ადამიანი და განსაკუთრებით ფეხბურთელი რამდენიმე ათეული ღირდეს,მითუმეტეს ასეთ ტრავმიან სპორტში, მაგრამ სადაც ვირცი ( ლევერკუზენი) 145მლნ ღირს, ხვიჩა აღარ ღირს 80? რამეთი სჯობია?
სოსო
კარგი სტატიაა! ხვიჩა უკვე დალაგებულ გუნდში გადავიდა,გაგანია სეზონში და შეუძლებელია, მის გამო გუნდმა თამაში შეცვალოს.ხვიჩა უნდა შეეჩვიოს პსჟ-ს დღევანდელ თამაშს.სხვა გზა არ არის.თამაშის შეცვლა და ხვიჩას სრული ჩართვა,ზაფხულში,წინასასეზონო მზადების პროცესში მოხდება.ლუის ენრიკეს მიზანი,ჩემპიონთა ლიგის მოპოვებაა და ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ საამისო შემადგენლობის შეკრებას,დღეს კი,მცირე ცვლილებებით ცდილობს, ხვიჩას დღევანდელ სათამაშო მოდელში წარმატებით ჩართვას.ჩემპიონები რომ გახდებიან,საეჭვო არ არის,აი ლიგაზე კი,ბრესტს რომ გაივლიან,მერე ბარსელონა,ან ლივერპული ხვდებათ და მათი გავლა,ძალიან ძნელ ამოცანად მოჩანს.პრინციპში ნებისმიერი სხვა კლუბისათვისაც ძალიან ძნელი ამოცანა იქნებოდა და არის,ამ გუნდების ძლევა.ასე რომ მანდ საკვირველი და ნიშნის მოსაგები არაფერია!ასეა თუ ისე,ხვიჩას მისვლით,პსჟ ნამდვილად არ დასუსტებულა და მომდევნო წრეში გასვლი შანსები არ შემცირებია.პსჟ,ნაპოლიზე ძლიერი გუნდია და არც ეგ უნდა იყოს საეჭვო,ხვიჩას ნაპოლიში უკვე უჭირდა თავისი პოტენციალის გამომჟღავნება,რადგან კონტეს ფეხბურთი,მისი ფეხბურთი არ იყო,პსჟში კი შემტევ ფეხბურთს თამაშობენ,ლიგაზეც ყოველ წელს გავა,ჩემპიონიც გახდება და შემოსავალიც რამდენჯერმე გაეზარდა.ხვიჩასათვის ყოველნაირად წინსვლაა პსჟ-ში გადასვლა და როცა ზოგიერთები წერდნენ,ხვიჩა შეისწავლეს,თამაში უნდა შეცვალოსო,აგერ,კი ვხედავთ,რომ ენრიკე სხვადასხვა პოზიციაზე ათამაშებს და რა თქმა უნდა თამაშსაც შეიცვლის.ბოლოს რა გამოვა,ზუსტად არავინ ვიცით,მაგრამ რაღაცა რომ გამოვა და რაღაცა უკვე გამოსულია,ეს ხომ ყველამ ვიცით?!უამრავი ვარსკვლავი თამაშობდა იტალიაში და მათგან ერთეულები გახდნენ,იტალიის საუკეთესო ფეხბურთელები,საქართველოს ნაკრებშიც უკვე ერთერთი საუკეთესო ბომბარდირია და სწორედ მისი ლიდერობით გავიდა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე,თავის ისტორიაში პირველად.ხვიჩა კვარაცხელია უკვე ფეხბურთის ისტორიაშია შესული და დღესვე რომ გააგდოთ ფეხბურთიდან,იმ ისტორიაში მაინც დარჩება.ასე რომ ნერვები დაიწყნარეთ,ვისაც მისი გუნდის ყურებას "სვარკის" ყურება ურჩევნია,ჩართოს ის "სვარკა"და მთელი დღე თვალის მოუშორებლად იმას უყუროს,ჩვენ კი თავი დაგვანებოს და დაგვაცადოს,ნამდვილი ფეხბურთით ტკბობა.
Zefiron
სპორტული მხრივ, ყველა პოზიციისთვის რაღაც აკლია მსოფლიოს ტოპი რომ გახდეს. "რიგითი ვარსკვლავი" ნებისმიერ პოზიციაზე იქნება. ვინგერისთვის სისწრაფე არ ყოფნის. ფორვარდისთვის მეორე სართულზე ბრძოლა არ შეუძლია პლიუს უბურთოდ მოძრაობაში გახსნა საპასედ და ფინიში. იდეალური ბოქს-2-ბოქს იქნებოდა ცენტრში, მაგრამ მაგისთვის სტამინა არ ეყოფა, ერთ ტაიმში იქნება გამოსაცვლელი. ვფიქრობ იქნებოდა ტოპ 10 ნომერი, თუ გადაეწყობიან 4231-ზე, მაგრამ არ იქნება ეგ პარიზის ოპტიმალური სვლა იმიტომ რომ ცენტრი უნდა დაასუსტონ და შესაბამისი ტოპ-ფორვარდიც არ ყავთ. პარიზის ადგილას, ზაფხულში გავყიდდი ჯეკიჩანს ან ბარკოლას ან დუეს და მოვიყვანდი მათ ადგილას ოსიმენის ტიპის ტოპ ფორვარდს. ძალიან ბევრი ერთნაირი ტიპის ფეხბურთელი ყავთ.
გია
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ხვიჩას სისწრაფეში მეტის მომატება უბრალოდ არ შეუძლია
M-33
უბალოდ ძაან ხშირად ხალხი არ უყურებს და უბრალოდ სოფას და ფლეშის შეფასებებით აფასებენ და იყენებენ როგორც ხავსს გასაპრავებლად. პ.ს.: იდეალურ გუნდშია ნაპოლის მერე, მწვრთნელიც შემტევ ფეხბურთს ათამაშებს ჩემპონატიც არაა სუპერ ძნელი მაგრამ რასაც ადრე ნაპოლიში რო თამაშობდა იგივეს დავწერ, გუნდზე არაა დამოკიდებული ინდივიდუალური სქილები დარტყმა კაცის მოტყუება მარტო შენზეა და მოკლებული აქვს. ადრე წერნენ რო ცოტა უფრო გუნდური და სწორი ფეხბურთის თამაში უნდაო და ეგ კარგია მაგრამ ამ ყველაფერს თუ არ დაუმატე ინდივიდუალიზმი მაშინ ვის რაში ჭირდება კვარა. რავი ვნახოთ რას იზამს 10-15 თამაშის მერე გამოჩნდება ყველაფერი მაგრამ თუ კარგი ხარ არ ჭირდება დრო. იტალიაში რო გადავიდა პირველივე ამხანაგურებიდან დაფრინავდა და ისეთი მონდომებით და აზარტით თამაშობდა რავი ეხა ვერ ვხედავ აზარტს(მოვალეობის შესრულებას უფრო გავს) ვნახოთ რა, ჩემი აზრით რაღაც უნდა შეცვალოს ნუ პირველი სეზონის მერე ველოდებოდი ცვლილებებს, მაგრამ ყველა რო გეუბნება რო შენ მაგარი ხარ და სხვები მოჭრილი ხეები ძნელია რამე შეცვალო.
K
მართლა ორი ხელი ამიწევია, მაგარია დელაურენტისი. საუკეთესო გამოწურა 10 ლიმონად ნაყიდი ფრხბურთელისგან და 7.5-ჯერ ძვირად გაყიდა. პსჟ-ს არაერთხელ გადაუყრია ფული და არც ეს ტრანსფერი დააქცევს. ხვიჩას რეალური ფასი 40 მილიონია მაქსიმუმ. ოჯახმა, ცოლმა და აგენტმა მოინელეს ეს ბიჭი, თითონაც არ აღმოაჩნდა ფხა და ესაა შედეგი
Timer
მოკლედ რა ხვიჩა და რა რეშვორდი.ერთიერთში მეორდება ხვიჩასთან იგივე რაც რეშვორდს დაემართა.არადა 100 მილიონს ცდებოდა რეშვორდის ფასი და ყველა ბობოლა გუნდი ეჩალიჩებოდა.ეხლა რასაც თამაშობს რეშვორდი მგონი მაგას კომენტარი არ სჭირდება.ძალიან სამწუხაროა რომ ხვიჩასაც კარიერასა ალბათ იგივე ელოდება და ბოლოს თავს ამოყოფს ფულემში ან ბრენფორდის დონის გუნდში და იქაც მოუწევს ადგილისთვის ბრძოლა
Levana
მოკლედ რა ხვიჩა და რა რეშვორდი.ერთიერთში მეორდება ხვიჩასთან იგივე რაც რეშვორდს დაემართა.არადა 100 მილიონს ცდებოდა რეშვორდის ფასი და ყველა ბობოლა გუნდი ეჩალიჩებოდა.ეხლა რასაც თამაშობს რეშვორდი მგონი მაგას კომენტარი არ სჭირდება.ძალიან სამწუხაროა რომ ხვიჩასაც კარიერასა ალბათ იგივე ელოდება და ბოლოს თავს ამოყოფს ფულემში ან ბრენფორდის დონის გუნდში და იქაც მოუწევს ადგილისთვის ბრძოლა
Lev88
მოკლედ რა ხვიჩა და რა რეშვორდი.ერთიერთში მეორდება ხვიჩასთან იგივე რაც რეშვორდს დაემართა.არადა 100 მილიონს ცდებოდა რეშვორდის ფასი და ყველა ბობოლა გუნდი ეჩალიჩებოდა.ეხლა რასაც თამაშობს რეშვორდი მგონი მაგას კომენტარი არ სჭირდება.ძალიან სამწუხაროა რომ ხვიჩასაც კარიერასა ალბათ იგივე ელოდება და ბოლოს თავს ამოყოფს ფულემში ან ბრენფორდის დონის გუნდში და იქაც მოუწევს ადგილისთვის ბრძოლა
ჟორა
ცენტრი იმიტომაა ცენტრი, რომ დამამთავრებელ სტადიაში ყველა მას უნდა აწვდიდეს ბურთს. აქ კი რას ვხედავთ? კვარა მთელი თამაში მანძილზე ბურთს ეძებდა, ვისაც არ ეზარებოდა ყველა კარში ურტყავდა, ასე ცენტრფორვარდი ვერაფერს გააკეთებს მოედანზე.
ბექა
დიდი ტაქტიკოსობით ვერ დავიკვეხნი თავს, მაგრამ ხვიჩას 9 ნომერზე თამაშს. მართლა ვერ წარმოვიდგენდი ხვიჩა ფლანგიდანაა ძლიერი და არა დამამთავრებელ ფაზაში.
ერთი უბრალო ბალღი
ესეთი თამაშით ზამენა იქნება ხვიჩას მომავალი , ფიზიკა და სისწრაფე არ უვარგა

ასე მაგას სულ აკლიმატიზაცია ექნება, ურჩიეთ მეტი ივარჯიშოს... ოჯახობა სულ შინ ეყოლება და კარიერა 5-6 წელი თუ ექნება.
თბილისელი
ნამდვილად ვერ დავიკვეხნი რომ ვიცი რას ფიქრობს ლუის ენრიკე, მაგრამ პსჟ-ს ყურება( და არა მარტო წელს) არის ტრაგედია. სულ ის კომენტარები მახსენდება რომ კონტეს გუნდის შესრულებას "სვარკას" ეძახდნენ, ეხლა რას იტყვიან?
ქართცელი
არვიცი აკლიმატიზაცია თავისთავად მნიშვნელოვანია,თუმცა თვითონ ხვიჩაც არ გავს თავის თავს. კაცთან მიდის ჩერდება და უკან აკეთებს პასს, ამ დროს დურე, ბარკოლა და დემბელე დაგეშილები არიან დრიბლინგებზე. უნდა მოუმატოს თორემ სამწუხაროდ სკამზე დაჯდომაც არ არის გამორიცხული
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] თვალცრემლიანი დონარუმა გულშემატკივრებს დაემშვიდობა - რატომ აიძულებენ წასვლას?
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ლუის ენრიკე სასწრაფოდ საოპერაციოა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
დონარუმამ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი დაასახელა
"ეს სიმართლეა, ზაბარნიმ პსჟ-ს ხელმძღვანელებს საფონოვზე პირობა წაუყენა" - უკრაინელის ყოფილმა თანაგუნდელმა ინფორმაცია დაადასტურა
ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
"კვარა" ისევეა, როგორც მე, იდეალურად" - ლუის ენრიკემ ხვიჩას მდგომარეობა შეაფასა
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა