საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების გენერალური შეკრება დაიწყო. დღეს, თბილისი არენაზე ალეკსანდარ ჯიკიჩმა ჩვენი ნაკრები სრული შემადგენლობით ავარჯიშა. ბოლო წლებში პირველად ხდება, რომ ევროპაში მიმდინარე საკალათბურთო სეზონის დროს ეროვნულ გუნდში მოთამაშეები რამდენიმე დღით ადრე სრულად იკრიბებიან. ცხადია, ეს არ ეხება ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში მოასპარეზე კალათბურთელებს. არ არსებობს პრეცედენტი, ნბა-ს მიმდინარე სეზონის დროს კალათბურთელი ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ წასულიყოს. ასე, უბრალოდ, არ ხდება.

ნაკრებში დროულად ჩამოსვლას რომ ვახსენებთ, ძირითადად თორნიკე შენგელიას ვგულისხმობთ. ბოლო წლებში ის ნაკრებში ჩარტერული რეისით უფრო ხშირად დაფრინავდა, ვიდრე რეგულარულით და ეს იმის გამო, რომ ევროლიგაში მისი თამაშები ნაკრების მატჩებთან 1 დღის დისტანციაზე იყო და რომ არა ჩარტერი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხშირ შემთხვევაში ეროვნული გუნდის თამაშს ელემენტარულად ვერ ჩამოუსწრებდა.

ამჯერად, ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის დასკვნით ფანჯარას ევროლიგის თამაშები არ ეკვეთება. შესაბამისად, გათავისუფლდა თუ არა თორნიკე, ნაკრებისკენ გამოეშურა და დღეს, თბილისი არენაზე ყველა დანარჩენ ლეგიონერთან და სუპერლიგის მოთამაშეებთან ერთად ივარჯიშა. სამწვრთნელო შტაბიც ბოლომდე შეივსო. მთავარ მწვრთნელთან – ალეკსანდარ ჯიკიჩთან და მის ასისტენტებთან – ანატოლი ბოისასა და ფილიპ მიხაილოვიჩთან ერთად დღევანდელ ვარჯიშზე თავიანთი ევროპული კლუბებიდან ჩამოსული მანუჩარ მარკოიშვილი და მარკო ესპოზიტოც იყვნენ.

მწვრთნელთა შტაბის განკარგულებაში 15 კალათბურთელია. ლეგიონერები – თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი და მათე ხატიაშვილი. სუპერლიგის მოთამაშეები – ალექსანდრე ფევაძე, კახა ჯინჭარაძე, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ოჩხიკიძე, ლუკა მაზიაშვილი, ილია ლონდარიძე, გიორგი კორსანტია და სანდრო სანაძე.

დღევანდელი ვარჯიში შედარებით მსუბუქი იყო იმის გათვალისწინებით, რომ არ ყოფილა კონტაქტი. მწვრთნელმა მოთამაშეებს კომბინაციები მეურვეების გარეშე დაამუშავებინა, რასაც საკალათბურთო ენაზე 5-0 ჰქვია, როცა კომბინაციას იმისთვის ამუშავებ, რომ კარგად დაისწავლო და თავდაპირველად დაცვითი ბარიერი ხელს არ გიშლის. ცხადია, პროცესი ნელ-ნელა გართულდება და კომბინაციური თამაშიც დაიხვეწება. ისე, რომ 21 თებერვლისთვის როგორც მოთამაშეები, ისე – ჩვენი გუნდის თამაშის სტრატეგია მზადების პიკში იყვნენ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ დანიასთან 21 თებერვლის მატჩის მნიშვნელობას: მოგებით ევრობასკეტზე (ზედიზედ მეექვსედ) გავდივართ, ხოლო წაგება ფაქტობრივად მის მიღმა დარჩენას ნიშნავს. რჩება მხოლოდ თეორიული შანსი. ამიტომაცაა, დანია თამაშამდე 5 დღით ადრე რომ ჩამოვიდა და უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მზადება დაიწყო. ჩვენამდე, თბილისი არენაზე დანიელებმა ივარჯიშეს, რომელთა შემადგენლობაშიც არ ყოფილა ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი, შეივონ შილდსი. თუმცა უკვე ცნობილია, რომ ის დანიის ნაკრებს თამაშამდე შეუერთდება და საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებს.

დანიის შემდეგ, საკვალიფიკაციოს ბოლო მატჩს საქართველო 24 თებერვალს, ბელგრადში, სერბეთის წინააღმდეგ გამართავს. დანიასთან მატჩის ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე მიმდინარეობს. გადამწყვეტი მატჩი 21 თებერვალს, 20:50 საათზე გაიმართება.

GBF

BOSS
იმედია მოვიგებთ მარტივად,თუ კარგ დაცვას ვითამაშებთ.
ნუ გეშინიათ!
ქარბორბალა ლონდარიძე გვყავს, რისა გეშინიათ? კიდევ ბოისა შეუძახებს, დავაი, დავაი ბიჭებოო და სოფელიც აშენდება.)))
ამო
ასეთი დამოკიდებულებით რაც მიმდინარეობს ფედერაციიდან და ტურნირების მიმართ ბეწვის ხიდზე გავდივართ...
მასტერს
ახლა უკანდასახევი გზა აღარ გვაქვს და საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ! პლუს კარგი ნატურალიზებული კალათბურთელი დავიმატეთ! ყველა ეს ფაქტორი ბონუსია და უნდა გამოვიყენოთ. წარმატება ნაკრებს!
romo
არ ვიცი რა გაცილებით სუსტმა ისლანდიამ მოგვიგი, ამ დანიამ შილდსის გარეშე დაგვახია ბურთი, ახლა შილდსიც ყავთ, მე მეშინია და თქვენი არ ვიცი.
uuuulls
აააალლლს
ნრნრ
ველოდებიით 21 თებერვაააალს
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა