ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფის საპასუხო მატჩში პსჟ-მა საკუთარ მოედანზე „ბრესტი“ 7:0 გაანადგურა.
მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას ნდობა გამოუცხადა და სასტარტოში, მარჯვენა ფლანგზე დააყენა. „პარი სენ ჟერმენი“ თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, ბარკოლამ ჯერ კარს ააცილა ბურთი, შემდეგ კი ხელსაყრელ პოზიციაზე არ მისცა კვარაცხელიას პასი. პირველი რეალური მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც პერეირას დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან მარკინიოსმა გამოიტანა. მერე ხვიჩამ სცადა შორიდან გატანა, მაგრამ ოდნავ ააცილა მიზანს. ცოტა ხანში ბარკოლამ პარიზელები დააწინაურა. 39-ე წუთზე „კვარამ“, რომელმაც მარცხენა ფრთაზე გადაინაცვლა, მახვილი კუთხიდან ვარდნაში დალაშქრა კუდერის კარი. მას გადაცემა ბარკოლამ გაუკეთა. ბოლოს ვიტინიამ ბურთი ძელს გაარტყა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.
სამაგიეროდ ვიტინიამ შესვენების შემდეგ გაიტანა, ხოლო ლუის ენრიკემ სამი ფეხბურთელი შეცვალა და ქართველი მოედანზე დატოვა. მერე დუემ, მენდეშმა და რამუშმა გაიტანეს, მეილიუმაც, ხვიჩას პასით.
პსჟ-მა ორი მატჩის ჯამში მეტოქეს 10:0 სძლია და 1/8-ფინალში „ლივერპულს“ ან „ბარსელონას“ შეხვდება.
მომდევნო შეხვედრას პსჟ 23 თებერვალს ჩაატარებს - ლიგა 1-ის ოცდამესამე ტურში გასვლაზე „ლიონს“ დაუპირისპირდება.
20.02.25. კვარაცხელიას საგოლე პასი ბრესტთან
პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - ბრესტი 7:0
გოლები: 1:0 ბარკოლა (20), 2:0 კვარაცხელია (39), 3:0 ვიტინია (59), 4:0 დუე (64), 5:0 მენდეში (69), 6:0 რამუში (76), 7:0 მეილიუ (86)
ნუ ირთვება ვიდეოები თავისით,თუ გვინდა თვითონ ჩავრთავთ!!!!!!!!!
ფეხბურთის ოროსნები აკომენტარებენ აქ,რაც თავში მოგივათ ყველაფერი უნდა აწკაპუნოთ?
მანფრედ კალცი
წუხელ ხვიჩა ბრწყინვალე იყო. თამამად და ლაღად უტევდა. გოლი ურთულესი წერტილიდან გაიტანა. რამდენიმე პასი ყიფიანის დონის იყო. ბრავო, კვარა!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
რა ცოტა კომენტარი აქვს ამ პუბლიკაციას,სადაც კვარამ დაგლიჯა გუშინდელ მატჩში! აბა,ცუდად ეთამაშა, თავს გაიგიჟებდა, ერთი ორი ბოტი, ოცდახუთი ფეიქ ექაუნთით! არაუშვას,თქვენც მოგევლებათ.
ისე რა
მეც გამოვთქვავ ჩემს აზრს : ჩემი აზრით სუსტ გუნდებთან თამაშობს კვარას გუნდი და ყველა უტევს მოწინაღმდეგეს დაცვიდან დაწყებული. მალე უკვე როცა სერიოზულ გუნდს შეხვდებიან და გოლს მიღებენ კარში და ყურებს ჩამოყრიან მერე დაიწყებენ კვარას ბურთებით მომარაგებას. ჯერ გასდით და ყველა მოწინაღმდეგის კარისკენ გარბის და ურტყავს. დაცვა და ნახევარ დაცვა ვერა მაგარი.
დავით 67
ფეხბურთის წესების თანახმად სულც ბურთი რომ მოხვდეს ვინმეს და მიუგორდეს სხვა ფეხბურთელს და გოლი გაიტანოს ეს უკვე ასისტია
ჰკა ხვიჩა, ჰკა!
თითქმის იგივე სიტუაციაა რაც ნაპოლიში იყო. იქ ოლივეირა უგვიანებდა პასს და ხვიჩაზე წინ გარბოდა, აქ ეს მენდეში. არც სხვები იკლავენ თავს რომ დროულად მოამარაგონ სანამ თავისუფალია. არც ცენტრშია ხვიჩას ადგილი და მითუმეტეს არც მარჯვნივ. უფრო შედეგიანი მარცხნივაა, ოღონდ ცოტა ახლოს უნდა შეიწიოს საჯარიმოს კუთხესთან, რომ ხშირად დაარტყას. ხაზზე მენდეშმა ირბინოს ჯობია. აზროვნებით ყველას ჯობია, მოედნის ხედვა ყიფიანისეული აქვს, ზიდანთან შეიძლება შედარება. მეგონა ბარკოლა არ იყო ღორი, მაგრამ როგორც ჩანს ვცდებოდი. დემბელეც თავის თავზე ფიქრობს და ბარკოლაც. ოსიმენი იყო ეგრე ნაპოლიში. დუე მომეწონა, მარცხნივ ხვიჩა, მარჯვნივ დუე, ეგ იქნება ოპტიმალური ვარიანტი. გააგრძელოს ასე თამაში და მოუწევს ბარკოლას სკამზე გადანაცვლება. თუ თასი მოიგეს, არ გამოვრიცხავ რომ რეალმა ზაფხულშივე იყიდოს ხვიჩა, იქ კი ნამდვილად გაილაღებს მბაპესთან კონკურენციაში. პასს ნუ დაუგვიანებენ, თორემ ხვიჩამ თავისი საქმე ათიანზე იცის. დაცვა ყავს სუსტი პსჟ-ს, არც შუა ხაზი ბრწყინავს, ცოტათი ჯობიან ნაპოლის ფეხბურთელებს. მოკლედ, მთავარია ხვიჩა იყოს კარგად და მთლიანად თამაშზე იყოს კონცენტრირებული, წინ კიდევ ბევრი ლამაზი გამარჯვება გველოდება. უფალი ფარავდეს ჩვენს ბიჭებს. ველოდები სომხეთის ნაკრების განადგურებას!
ფორუმის გენერალური მოდერატორი
კომენტარი დაგი-Like-ე. გეთანხმები, რომ ბარკოლა არ აპირებდა პასის გაკეთებას. მაგრამ ავტორის აზრიც გასაგებია - ფორმალურად მატჩის პროტოკოლში ბარკოლას ასისტი ჩაუთვალეს.
ოთარი
რათქმაუნდა ყველას თავისი აზრი აქვს, მე ჩემსას ვიტყვი მოვიყვან ამ ტექსტიდან ამონარიდს .... მახვილი კუთხიდან ვარდნაში დალაშქრა კუდერის კარი. მას გადაცემა ბარკოლამ გაუკეთა მე აქ ბარკოლას პასს ვერ ვხედავ, არც უფიქრია კარში დაარტყა და ტყუილად რატომ ვაწერთ.?
გადასარევი გიორგის 1 დღიანი დაბრუნება ამ გვერდზე
ამ საიტის რომელიმე ადმინმა პასუხი გამეცით მეილზე :) და სოსო, აქ რომ წერ ხოლმე დამიკავშირდი რა საქმე მაქვს. დღეს საოცარი თამაში ჰქონდა კვარას - თუ დააკვირდით როგორ ღორობენ აქაც კვარას მიმართ თანაგუნდელები, მაგრამ ეს გასაგებია კი, რადგან გუნდში უკვე ლიდერად მოვიდა კვარა და ეჭვიანობასთან გვაქვს საქმე :) მაგრამ არაუშავს, გადაივლის. რა მაგრად ითამაშა დღეს და რა კარგი მწვრთნელია ლუის ენრიკე, როგორ ესმის ზუსტად, რამდენი დრო, სად და როგორ უნდა იმუშაოს კვარაზე, რომ იმან თავისი ადგილი იპოვნოს გუნდში და საკუთარი თავის რწმენა სრულად დაიბრუნოს ახალ გარემოში. ყოჩაღ! წარმატებები კვარას
მეზღვაური
მატჩის MVP ვინ გახდა უეფას ვერსიით?
ნიკა
მაგარი ხარ კვარააა!!! დაგლოცოს ღმერთმა!!!
Semi
ეს გუნდიც კვარას სათრევი ჩანს.
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
[VIDEO] ენრიკე აღფრთოვანდა და ქართველს ტაში დაუკრა - რა გააკეთა კვარაცხელიამ ბოლო მატჩში, სადაც მხოლოდ 30 წუთი ითამაშა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება