"ბრესტთან" მოგებული მატჩის (7:0) შემდეგ, "პარიზიენმა" პსჟ-ის გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ჩამოართვა და აღნიშნა, რომ ქართველმა თავისი მაღალი კლასი დაამტკიცა, გუნდთან ერთად უფრო და უფრო უკეთესად თამაშობს და ტურნირზე საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს.

- თქვენს კარიერაში როდესმე 7:0 მოგიგიათ?

- ყველა მატჩი არ მახსოვს, მაგრამ მგონია, ეს პირველი შემთხვევაა.

- თითქოს პსჟ-მ ადვილად გაიმარჯვა...

- ვფიქრობ, მარტივი მოგება არ არსებობს. ვცდილობთ ამას ვარჯიშებზე მძიმე შრომით მივაღწიოთ. მოედანზე მუდამ ბოლომდე ვიხარჯებით.

- ახალ ქვეყანაში ჩასვლა ადვილი არასოდეს არ არის. პარიზში თავს როგორ გრძნობთ?

- ყველაფერი კარგად მიდის. ახალ ქვეყანაში, ახალ ჩემპიონატში მისვლა ადვილი არასოდეს არაა. აქ გარკვეულწილად ყველაფერი სხვანაირადაა, მაგრამ ბევრს ვშრომობ, ეს ჩემი სამუშაოა.

- 1/8-ფინალში "ლივერპულთან" გირჩევნიათ შეხვედრა თუ "ბარსელონასთან"?

- სულერთია. უბრალოდ ერთ-ერთ მათგანთან დაპირისპირებისთვის უნდა ვიყოთ მზად. ჩვენ პსჟ ვართ. არც ჩვენთვის და არც მოწინააღმდეგისთვის ეს ადვილი თამაშები არ იქნება. ბოლომდე ბრძოლა მოგვიწევს.

- შეძლებს ეს პსჟ ჩემპიონთა ლიგის მოგებას?

- დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია. ამისათვის მუშაობა გვჭირდება.

მირო+
კვარა ბილობილი გჭირდება მეგობარო))) ტაილანდს 8:0 არ მოუგეთ??ბოლო გოლი შენ შეაგდე მექვაბას პასით..ძალიან კარგი პოზიციიდან ვნახე(თ) ეგ გოლი,მესხზე რაღაც მხრივ კარგია ფეხბურთის ყურება..გილოცავთ კვარას გულშემატკივრებო..ძალიან გვჭირდებოდა გუშინდელი 90 წუთი და 1+1!!! იმ ბურთს ზუსტად იქ და იმ სიჩქარით უნდა გაევლო რო გოლად ქცეულიუყო ვინც აზზეა იცის ეგ! ასისტი?? გახსოვთ სკოტის ზუსტად ეგეთი გაატანინა!! ეს ერთი და სხვა მრავალი კვარა!!!
ხურას
რა ვერ გაიგე, ვერ იტანს ხვიჩას(სავარაუდოდ ზოგადად მეგრელებს,აბა ხვიჩას არაფერი დაუშავებია მისთვის) და ბოღმას ანთხევს მეტი არაფერი. პალატის პაციენტია რა..
მ.ჯ
ყაველამ რაო?
zura222
შენ იასონა ხარ თუ ჯეომს ჯოისი ? ზუსტად იმის სტილში დაწერე ეხლა DD ჯოისს რომ აქებდნენ ვიფიქრე ალბათ მაგარი მწერალია და მოდი წავიკითხავ მის რომელიმე მოთხრობას მეთქი და "ულისე"-ს კითხვა რომ დავიწყე ორი გვერდიც ვერ გავქაჩე ეგრევე მოვისროლე აი აქაც ვერაფერი გავიგე რის თქმა გინდოდა DD
LFC1892
იასონას უდარი შემოგევლე, ჩემი სათქმელი - ყველაფერი თქვი
ბადრი
გოლების შემდეგ არ შეიმჩნეოდა ისეთი მილოცვები როგორც ეს ხშირად ხდება მსგავს სიტუაციებში. რაღაც გულგრილი დამოკიდებულება შეიმჩნეოდა.
ალექს
კვარა ბრწყინვალედ ხედავს მოედანს, შემოქმედია კომბინაციის და პასიც ზუსტი , საჭიროების დროს დაფარული და მოსახერხებელი მიღებისათვის, ის რომ ცოტა უკან დახეულ თავისუფალ ცენტრფორვარდს თამაშობდეს, ყოველ თამაშს ერთი გოლით და ორი ასისტით დაამთავრებს მინიმუმ ! ოღონდ ჭვინტით დარტყმისაც არ უნდა რცხვენოდეს-მიდის ტყვიასავით და ციბრუტივითაც ბრუნავს ზიგზაგებით!
გიგო
იასონა, მოდი კახურად შეგეკითხები: თუ იცი რას მიაც-მოაცვამ?
ბადრი
ეს ბრესტი მართლა სოფლის გუნდი ყოფილა. ჩემპიონატშიც ბურთების უარყოფითი ბალანსი აქვს. ამას მოუგებდნენ აპა არაააა! ისე მაინც და მაინც არც პსჟ ბრწყინავდა, უამრავი შეცდომები ქონდათ გადაცემებში. 7:0 ყველაფერს არ ნიშნავს.
alexandre
ყოჩაღ, შვილო! მაგ პსჟ-ში გადასვლა ზუსტადაც რომ სწორი ნაბიჯი იყო! მთავარი ისაა, რომ ლუის ენრიკე მართლა ძლიერი მწვრთნელია, ძალიან ბევრს ისწავლი მისგან. ნეაპოლში ხომ ყოველთვის გაგიხსენებენ, დიეგოს მერე შენ რომ მოუტანე სკუდეტო. დიდი იმედი მაქვს ზაფხულიდან შენით მთელი პარიზი იქნება მადლიერი, აპა რა! პირველი ჩემპიონთა ლიგა! ბედნიერება შენ ოჯახთან ერთად არ მოგაკლოს უფალმა! მთელი ერი შენი იმედითაა, უდიდეს წარმატებებს გისურვებ ნაკრებთან ერთად! იქნებ კიდევ მრავალჯერ გაახარო ჩვენი სამშობლო!
alexandre
დაწერის შემდეგ წაიკითხე, რა დაწერე?
ფეოლა
ამ იასონამ ხო მომკლა. რა იყო ბიჭო, რამ დაგბოღმა ასე კვარაზე? თავი არ დაუზოგია, ვაჟკაცურად ითამაშა, უმაღლესი შეფასებები მიიღო და შენი მოსაწონი მაინც არ არის. სახლში როგორ გიძლებენ ნეტავ? მაგარი არასწორი კაცუნა ხარ იასონა!!! ბავშვობაში ალბათ სულ გცემდნენე და მიტომ ხარ ყველაფერზე გაბოროტებული. ხომ ხედავ ნახევარი საქართველო შენს ძაგებაშია და დაანებე თავი ამ მავნებლობას!!!
ბრაზი
სულ შრომაზე ლაპარაკობ ეს უნიჭიერესი კაცი და სწორაფაც.გუშინ რაც შენ იშრომე,ირბინე,11 კილომეტრზე მეტი?! ყოჩაღ,ძმაო,ყოჩაღ,თან რა ლამაზად და შედეგიანად?! გაიხარე,გაიხარე,სულ წინ და წინ!!!
იასონას უდარი
ერთმა ნავთობის გუნდმა ხომ ჩაქიმა,ახლა მეორის დროა. დიდი იმედი მაქვს რო ლივერპული იქნება,გასაკეთებელ საქმეს ბარსელონას არ დავუტოვებთ. არა,ბარსა მართლა მაგრად უბერავს,თუმცა მე მინდა რო ლივერპულს შეხვდეს პსჟ და დავაბრუნოთ მიწაზე ეს ძალათ შეკოწიწებული გუნდი. ხვიჩა ბიძიკო,არ უნდა გადასულიყავი მაგ გუნდში,ეგ არის ფეხბურთის სირცხვილი გუნდი. ამ იუნაიტედში ქართველი როგორ უნდა ინატრო,მარა იქ რო გადასულიყო,მაშინ არ მექნებოდა ესეთი რეაქცია. მაინც იუნაიტედია,ისტორია აქვს და პრესტიჟი. მართალია,ახლა იმ გუნდის აჩრდილიც აღარ არის,თუმცა თავის ისტყვას ეს გუნდი იტყვის მაინც. იმედი მაქვს რო ეს უფრო გვიან იქნება,ვიდრე ადრე,თუმცა იუნაიტედი არის ერთადერთი მეტოქე ლივერპულის. და კიდევ,ისედაც ლივერპულის ქომაგი ვარ დიდი ხანია,თუმცა ვიღაცეებს შევახსენებ რო ლივერპულიც ქართველის გუნდია. ეს ისე,მაინც რო იცოდეთ. კალაძის მერე ყველა სხვას ელოდა,თუმცა მამარდა გადავიდა ტიტულოვან და ისტორიულ გუნდში. აი,გაისად კოპის წინ რო დადგება მამარდა,შეიძლება სიხარულისგან გული გამიჩერდეს. კოპის წინ დგომა ბევრს არ შეუძლია,მამარდა შეძლებს ამას და დიდი ხანი იქნება პირველი ნომერი. მეტი არ მინდა და ლივერპულმა მიქაროს,მამარდა დასაჩაგრი ბიჭი არ არის და ვერც ვერავინ დაჩაგრავს.
G.LA
კვარა. ❤️ ლიგის მოგებას გისურვებ. შენც და ჩვენც ერთად გავიხარებთ.
მამუკა
წარმატებები ხვიჩა, პსჟ-რეალი ფინალი მაგარი იქნებოდა, მაგრამ არ გამოვა სამწუხაროდ
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
[VIDEO] ენრიკე აღფრთოვანდა და ქართველს ტაში დაუკრა - რა გააკეთა კვარაცხელიამ ბოლო მატჩში, სადაც მხოლოდ 30 წუთი ითამაშა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება