ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატში პლეი-ოფებიც განსხვავებულად ტარდება. პირველი ეტაპი უკვე ჩავლილია, ახლა 1/8-ფინალისტები (4-12 მარტს ჩატარდება) უნდა დაწყვილდნენ. პარასკევს, 21 თებერვალს, ჩვენი დროით 15:00 საათზე ჩასატარებელ წილისყრაში თითოეულ გუნდის მოწინააღმდეგე ორი პოტენციური არჩევანიდან გაირკვევა. არსებობს შედარებით ძლიერი და სუსტი წყვილების შანსი. მნიშვნელოვანია, რომ ეს ბოლო წილისყრა იქნება, დანარჩენი გზის შესახებ კი გუნდები წინასწარ შეიტყობენ, როგორც ეს სანაკრებო ტურნირებზე გვინახავს.

ჩვენი მთავარი ინტერესი პსჟს მიმართაა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი მერვედფინალში "ბარსელონას" ან "ლივერპულს" დაუპირისპირდება. მეტოქე მართლაც სერიოზულია. ამ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, პარიზულ კლუბს მეოთხედფინალში ნამდვილად გაუმართლებს, სადაც "ბრიუგეს" (მერვედფინალური წყვილის ერთი გუნდი უკვე ცნობილია), ისევ ფრანგულ "ლილს" ან "ატონ ვილას" შეხვდება. ლუის ენრიკეს გუნდის წარმატების შემთხვევაში, ბადეში ნახევარფინალში იქნება მადრიდის "რეალი", თუკი "სამეფო გუნდი" მერვედფინალსა და მეოთხედფინალში თავის მოწინააღმდეგეებს გაუმკლავდება (ამ ბადეში ატლეტიკო, ლევერკუზენი, პსვ, არსენალი, ინტერი).

მოგეხსენებათ, ფინალს მიუნხენი მასპინძლობს, "ბაიერნს" კი, რომელიც პსჟსთან ფინალამდე არ იკვეთება, მანამდე დიდი და რთული გზა აქვს (ლევერკუზენი ან ატლეტიკო; ფეიენოორდი, ინტერი ან არსენალი). ბადის მეორე მხარეს ვინც ახლა ნამდვილად ვიცით, "ბენფიკა" და "დორტმუნდი" არიან. მერვედფინალში პორტუგალიელების შესაძლო მოწინააღმდეგეები იგივეა, რაც პსჟს, "ბარსელონა"/"ლივერპული", გერმანელებისა კი "ასტონ ვილა" ან "ლილი".

ამატაკი
არც ისე დიდი ხნის წინ პსჟ-ს შემადგენლობა ჰყავდა, ზიდანის დროინდელი "გალაქტიკოს" -ის ისტორიულ გუნდების დონეს რომ არ ჩამოუვარდებოდა. არც იმ რეალს დაუდია ფანტასტიკური შედეგები, ის პსჟ კი ფრანგულ ტიტულს ვერ გასცდა. ამ გადმოსახედიდან უკვე თამამად შეიძლება თითქმის უტყუარი დასკვნის გამოტანა: გუნდის შემადგენლობა, ვარსკვლავები, მწვრთნელი - დიდი წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანი კომპონენტებია, მაგრამ არა საკმარისი. ამ დონეზე, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა , თუ გადამწყვეტი არა - ენიჭება გუნდში ფსიქოლოგიურ განწყობას, ფეხბურთელების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებას და ერთიან სულისკვეთებას. როგორც ჩანს, განსაკუთრებით პსჟ ამ მხრივ ყოველთვის მოიკოჭლებდა. თვით მესის დონის ფიგურამაც კი ვერ უზრუნველყო ცალკეული ფეხბურთელების პიროვნული ამბიციების მოთოკვა, წარმატებაზე დაგეშილ ერთიან ორგანიზმად ტრანსფორმირება . თანამედროვე პსჟ-ც განიცდის ამ სახის გარკვეულ პრობლემებს. ენრიკეს ამ მხრივ მოკლე დროში კიდევ დიდი სამუშაო აქვს გასაწევი. თუ ის ამას მოახერხებს, ყველანაირი რესურსი ამ გუნდს აქვს, რათა დიდი მიზნები დაისახოს. ხვიჩას უახლოესი საფეხბურთო წარსულიდან საინტერესო, თუ ასე დავარქმევთ "წარმატების ფაქტორი" იკვეთება: სხვა ბევრ დადებით თვისებებთან ერთად, ხვიჩას უნიკალურობა ამაშიც გამოიხატება, რომ გუნდური, საჩემპიონო განწყობების შექმნაში ამ ბიჭს სიტყვებით რთულად გადმოსაცემი ნიჭი აქვს. ამბობენ კიდეც პარიზელების ფანები: "რაც ეს ბიჭი ჩვენთან გადმოვიდა, გუნდს ვეღარ ვცნობთ, თითქოს ფრთები გამოისხესო", უცებ სრულიად სხვაგვარად ათამაშდა თითქმის ყველა ფეხბურთელი. ზუსტად მსგავსი სცენარით გავითარდა ნეაპოლშიც მოვლენები, როცა მათთან იმ დროისათვის თითქოს არცთუ კაშკაშა ვარსკვლავი გადავიდა და დაიწყო დაუჯერებელი ამბები. ვნახოთ აბა, შეძლებენ თუ არა პირველ რიგში ენრიკე, შემდეგ კვარა და მისი თანაგუნდელები ისეთივე ურთიერთგაგების შექმნას, რასაც ძალუძს პარიზელი გულშემატკივარი ლამაზი ზღაპრის თანაზიარად აქციოს.
მამუკას
მამუკა, შენ იმათი რიგებიდან იქნები, როცა რეალი აგებს "ზნაჩიტ" ტოტალიზატორზე თამაშობსო რომ ამბობენ, ან მსაჯებმა "გაუჩალიჩესო", ან VAრ-ის ბრალიაო... ან არ სჭირდებათო!!! აბა ისე როგორ წააგებდნენო. "ბარსელონა, ლივერპული და სიტიც რომ დაამატო მაინც მოიგებენო" - მასეთსაც მოისმენს კაცი მერენგეებისგან. რეალის ქომაგებს მიზეზებს რა დაგილევთ?!. :))
მამუკა
კაცმა რომ გკითხოს ყველაფერი იცი, მაგრამ ამ დროს არაფერი არ იცი, რეალს როცა სჭირდება თამაშის მოგება ბარსელონა და ლივერპული ერთად რომ შეაერთო და ზემოდან სიტიც დაამატა მაინც მოიგებენ. არ გცოდნია შენ რეალის დნმ.
გიორგი
მაგარი თამაშები ელის 'კვარას'. წარმატება და გამარჯევება, ხვიჩა!
რა რეალი
თუ ბარსელონას ან ლივერპულს გასცდნენ, რეალი რა პრობლემაა? მე-4--ე მე-6-ე ადგილოსან გაფარჩაკებულ სიტის რომ მოუგეს მაგიტომ? ამ კვირას ნახავთ ლივერპული რას უზამს სიტის. ბარსელონამ სადაც წელს რეალი დაიჭირა იქ აჩვენა ვინ ვინაა. კი ვიცი, ანჩელოტი, ვიცი რომ რეალი ჩემპიონთა ლიგაზე.. რომ მბაპე და ა.შ. ვიცი! მაგრამ ლივერპულთან და ბარსელონასთან შედარებით წელს რამე განსაკუთრებული არ მინახავს. ასე, რომ თუ ლივერპულს(ინგლისის ლიგის პირველადგილოსანი ამ მონეტში ან ბარსას (ესპანეთის პირველადგილოსანო ამ მომენტში) გასცდენე, მერე რეალზე უფრო რთUლი არ უნდა იყოს.
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ? - "ნუ მოკლავ ჯაფარას!"
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს