2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, "ბორჯღალოსნები" 2 მარტს თბილისში, "ავჭალის" სტადიონზე რუმინეთს დაუხვდებიან. შეხვედრა 15 საათზე დაიწყება.

ჯგუფური ეტაპი საქართველომ ქულათა მაქსიმუმით (15) დაასრულა. მან ბონუს-ქულით "ავჭალაზე" შვეიცარია (110:0) და ნიდერლანდები (40:7) დაამარცხა, ხოლო ესპანეთს სტუმრად 62:32 სძლია. რუმინეთმა პირველ ორ ტურში გერმანიას შინ ბონუსით მოუგო (48:10), ბელგიას სტუმრად 31:13 აჯობა, ბოლოს კი პორტუგალიასთან შინ 6:34 დამარცხდა ბ ჯგუფში 9 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც 2015 წლამდე "ერთა თასი" ეწოდებოდა, 2000 წლიდან ყოველ გაზაფხულზე იმართება. 2009 წლიდან ჩემპიონი ყოველწლიურად ვლინდება. მანამდე სამჯერ (2003-2008) გამარჯვებული ორი წლის ჯამით გამოვლინდა და შედეგად, 25 წელიწადში სულ 22 ჩემპიონი გვყავს. 2023 წლამდე ჩემპიონატში ექვსი გუნდი მონაწილეობდა, მერე მას ორი მონაწილე დაემატა და დაინერგა ფლეი ოფის სისტემა და ფინალები. აღსანიშნავია, რომ წინა ორივე ნახევარფინალში რუმინეთს მოვუგეთ და ფინალში პორტუგალია დავამარცხეთ.

ჩემპიონატის სტარტზე მისი მოგების მთავარი პრეტენდენტი რუმინეთი იყო, თუმცა მერე ის საქართველომ ჩაანაცვლა. "ბორჯღალოსნები" ტიტულს ჯამში 16-ჯერ დაეუფლნენ, აქედან ბოლო 8-ს მიყოლებით. რუმინეთმა თასი 5-ჯერ მოიგო, ბოლოს 2017 წელს. ამ გუნდების დავაში პორტუგალია ერთადერთხელ, 2003-2004 წლებში ჩაერია.

ჩვენ და რუმინეთი

"ბორჯღალოსნებს" 35 წლის განმავლობაში 283 თამაში აქვთ ჩატარებული და აქედან ყველაზე მეტი რუმინეთთან - 29. წლების წინ "მუხები" ჩვენს მთავარ კონკურენტებად ითვლებოდნენ და პირველი 9 დაპირისპირებიდან 7 მოიგეს (1998-2006 წლები), მერე კი სიტუაცია შეიცვალა.

მას შემდეგ 20 თამაშიდან საქართველომ 17 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და მხოლოდ ორი დათმო (2010 და 2017 წლებში). ჯამში "ბორჯღალოსნებმა" მოიგეს 19 თამაში, ერთი ფრედ დაასრულეს და დათმეს 9; გაიტანეს 71 ლელო და 660 ქულა, თავად კი 38 ლელო და 452 ქულა მიიღეს.

რუმინეთმა თბილისში წარმატებას ბოლოს 2003 წელს მიაღწია (19:6). შარშან მას ნახევარფინალში 43:5 ვძლიეთ, სარეკორდო სხვაობა კი 2023 წლის მსოფლიო თასამდე გამართულ ტესტ-მატჩში დაფიქსირდა 56:6.

2002 წლიდან ერთმორწმუნე "ბორჯღალოსნებსა" და "მუხებს" შორის თამაშდება ანთიმოზ ივერიელის თასი (მსოფლიო თასის და მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის გარდა), რომელსაც დღემდე საქართველო 18-ჯერ, რუმინეთი კი 6-ჯერ ფლობდა.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ფინალისტი 1 მარტს, პორტუგალიისა და ესპანეთის შეხვედრაში გაირკვევა.

Rugby.ge

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ისევ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ალვერკას" ადვილად მოუგო
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩელსიმ" პრემიერლიგის მოგების შანსი დაკარგა
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მატჩი, რომელიც გულიაშვილმა და "რასინგმა" სწრაფად უნდა დაივიწყონ
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ბრაიტონთან" მატჩში?
[VIDEO] "მამარდას" თითქმის საგოლე პასი და რთული მოგერიებები საკმარისი არ აღმოჩნდა - "ლივერპული" "ბრაიტონთან" დამარცხდა
[VIDEO] ლოჩოშვილმა დუბლი შეასრულა - გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
რაგბი ევროპა | 31-ედ რუმინეთთან, 26-ედ "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის"
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | წლის პირველი თასისთვის რუმინეთთან
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
რაგბი ევროპა | შვიდი ცვლილება და ერთი დებიუტანტი რუმინეთთან
რაგბი ევროპა | განახლებული შემადგენლობა რუმინეთისთვის
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"