წლეულს თებერვალში საერთაშორისო კრივის ასოციაციამ და საერთაშორისო მარკეტინგულმა სააგენტომ დააფუძნეს პროფესიულ ლიგა, რომლის მთავარი მიზანია ოლიმპიურ და პროფესიულ კრივს შორის ხიდის გადება...

წლეულს თებერვალში საერთაშორისო კრივის ასოციაციამ და საერთაშორისო მარკეტინგულმა სააგენტომ დააფუძნეს პროფესიულ ლიგა, რომლის მთავარი მიზანია ოლიმპიურ და პროფესიულ კრივს შორის ხიდის გადება.

აგვისტოს მიწურულიდან 3 სექტემბრის ჩათვლით სტამბოლშიტესტ-სემინარები გაიმართება. გამოცდების ჩაბარების შემდეგ სამი საკონტინენტო ზონიდან შეირჩევა 30 საუკეთესო მსაჯი, რომლებთანაც პროფესიული ლიგა ხელშეკრულებებს გააფორმებს. განსაზღვრულია რეზერვში 12 არბიტრის აყვანაც. სტამბოლის ტესტ-სემინარებზე მიწვეულია ქართველი სამვარსკვლავიანი საერთაშორისო მსაჯი ზურაბ ტიბუა, რომელსაც კრივის საერთაშორისო ასოციაციის სიახლეებზე ვესაუბრეთ:

_ პროფესიული ლიგის რეგულარული სეზონი 2010 წლის 19 ნოემბერს დაიწყება და 2011 წლის მარტამდე გასტანს. გუნდები ამერიკის, აზიისა და ევროპის სამ საკონტინენტო ზონად დაიყო. სულ 12 ქალაქი მიიღებს მონაწილეობას. ახალი პროექტით ორთაბრძოლები 5 წონით კატეგორიაში (54, 61, 73, 85 და +91 კგ) გაიმართება. თითოეული პაექრობა ხუთი სამწუთიანი რაუნდისგან შედგება. მოკრივეები რინგზე უჩაფხუტოდ გავლენ.

რეგულარული სეზონის ორთაბრძოლებისთვის მსოფლიოს 100-ზე მეტი ახალგაზრდა მოკრივე შეირჩა. მათგან 4 ქართველია. კობა ფხაკაძე (61) და ბექა ლობჟანიძე (+91) ბაქოს წარმომადგენლებმა შეიგულეს, გიორგი კილანავა (54) პარიზის ღირსებას დაიცავს, კახაბერ ჟვანია (73) სტამბოლის გუნდის რეზერვშია ჩარიცხული, საგულისხმოა, რომ ცალკე გაუფორმეს კონტრაქტი ნიკა იზორიას. მართალია მას ტრავმების გამო ორი წელიწადია, არ უასპარეზია, მაგრამ საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს. იგი კობა ფხაკაძესთან ერთად 61 კილოში გამოვა. სხვათა შორის, კობამ უკვე მოასწრო ერთი საჩვენებელი ბრძოლის ჩატარება. სამწუხაროდ, იგი უკრაინელ მეტოქესთან დამარცხდა.

პროფესიული ლიგის შექმნასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ისიც, რომ რეგულარული სეზონის ორთაბრძოლებით მოკრივეებს გაეზრდებათ ფინანსური შემოსავლის წყარო, ხოლო სეზონის განმავლობაში გამოვლენილი საუკეთესო მოკრივე 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას მიიღებს.

_ წლის ბოლომდე ოთხ თვეზე მეტია დარჩენილი. ჩვენი მოკრივეები რომელ შეჯიბრებებში იასპარეზებენ?

_ ბარბადოსის ქალაქ ბრიჯთაუნში 5-19 სექტემბერს ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება. ქართული კრივის ისტორიაში პირველად ოკეანის გაღმა შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება ბათუმელი მარიკა ხორავა (57-61 კგ) მსაჯ ტარიელ გოგოჭურთან ერთად. ასპარეზობამდე მარიკა და მისი მწვრთნელი გოჩა აბაშიძე მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად საწვრთნელ შეკრებას გაივლიან.

ოქტომბერში მონღოლეთის დედაქალაქი ულანბატორი სტუდენტ მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც ქართველებიც მოსინჯავენ ძალებს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორი თვის შემდეგ ყაზახეთის ქალაქ ალმათიში კონგრესი გაიმართება _ კრივის საერთაშორისო ფედერაციისა და სხვადასხვა კონფედერაციის პრეზიდენტებს აირჩევენ. ახალი ვადით კონგრესის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პეტრე ცისკარიშვილი და გენერალური მდივანი ვლადიმერ ახალკაცი, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ საქართველოში კრივის ტრადიციების აღდგენისა და განვითარებისთვის. კონგრესზე ბატონი ვლადიმერი საერთაშორისო ფედერაციის ერთ-ერთი კომისიის წევრად არჩევის კანდიდატია, რაც მას თავად ვუმ შესთავაზა სპორტის ამ სახეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენი გენერალური მდივანი ხომ კრივის სამყაროში ავტორიტეტითა და დიდი პატივისცემით სარგებლობს.

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა