პსჟ საფრანგეთის თასის ტიტულის დასაცავადაც ბრძოლას აგრძელებს, მეოთხედფინალში კი სამოყვარულო კლუბს უპირისპირდება - "სტად ბრიოშონს" რენში, "როაზონ პარკზე" (29 788) - დღეს (ჩვენი დროით უკვე ხუთშაბათს, 00:10 სთ-ზე), 26 თებერვალს.

პარიზელთა მოწინააღმდეგე უფრო სუსტია, ვიდრე წინა ეტაპზე, თუმცა მათ "ნიცას" სასწაული თამაში შემოუტრიალეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ(მანამდე ლე ავრი გაიარეს). ამ ტურნირს სენსაციები უყვარს, ჩემპიონატის გამორჩეული გუნდები აქ აღარ არიან.

ლუის ენრიკეს ბიჭებს ლიგა 1-ის 23 მატჩში 18 მოგება, 5 ფრე და მეორეადგილოსანთან 13-ქულიანი უპირატესობა გააჩნიათ. რაც შეეხება ქვეყნის თასს - ჯერ "ლანსი" პენალტების სერიაში გააგდეს, შემდეგ კი "ესპალსა" და ერთ დროს ამბიციურ "ლე მანს" აჯობეს.

პსჟმა ზედიდედ 8 შეხვედრაში გაიმარჯვა. გუნდს როტაციის დიდი საშუალება აქვს და ჩემპიონთა ლიგაზე მოახლოებული მერვედფინალების წინ ამას კიდევ ერთხელ გამოიყენებს. ქართველ გულშემატკივრებს ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის ხილვა მუდმივად სურთ, თუმცა ამ საკითხს მწვრთნელი გადაწყვეტს, თუ როგორ უნდა მივიდეს გუნდი "ლივერპულამდე". მთავარი ინტერესი ისაა, მარცხნიდან კვარაცხელია დაიწყებს თუ ბარკოლა, ორივეს არ ველით. მანამდე, პირველ მარტს, ჩემპიონატში "ლილის" მასპინძლობაცაა. ერთია, დასვენება და ტონუსიდან ამოვარდნა ზოგიერთ ფეხბურთელს საერთოდ არ უხდება.

"ნიცას" ორივე გოლი 32 წლის იგო ბუდინმა გაუტანა. "სტად ბრიოშონის" რიგებში აზერბაიჯანში დაბადებულ შემტევ არტურ ზახარიანსაც გამოვარჩევთ. "ნაციონალ 2"-ის წარმომადგენლებს (იქაც მე-9 ადგილს იკავებენ) დიდი გამოცდა ელით.

ხვიჩას ფლანგზე ერნანდესი ითამაშებს

ზაირე-ემერის დაბრუნება მოახლოვდა. სასტარტოში რუს მეკარე მატვეი საფონოვს, კორეელ ნახევარმცველ ლი კანგ-ინსა და პორტუგალიელ ფორვარდს, გონსალო რამოშს ელიან. "კვარა" მარცხიდან იქნება, მის ფლანგზე კი შეტევაში ნაკლებად აქტიურ ერნანდესს ვნახავთ.

პსჟს სავარაუდო შემადგენლობა: საფონოვი - ზაგე, ბერალდო, პაჩო, ერნანდესი - მაიულუ, რუისი, ლი - დუე, რამოში, კვარაცხელია(ან ბარკოლა).

მთავარი მსაჯი 43 წლის ტომას ლეონარდია, რომელიც პარიზელებს ბოლოს სწორედ თასზე, "ლანსთან" 1/32-ფინალში მოემსახურა.

ზვიადი
ამ სავარაუდოსთან განსხვავება მხოლოდ ჰაკიმია
Achi
Kvara,dembele,barkola da due. Eseni sheileba 15-20 wuti atamashos mainc. Hakimi neveshi ruisi esenic daisvenebenda donarumac. Danarcheni vinc yavs am gunds unda mougon ori azri ararsebobs aserom kvara gaitns gols ar dawerot sariskoa(((
Beqa
წნევა გაიზომე ხო ხედავ ცუდად ხარ
ჟორა
ოსტის დამწერი კია აბდალი, მარა მაინც კარგია მასავით აბდალი 4-ის მეტი რომ არ აღმოჩნდა.
ზაკო
ისე რაც გურიაში სოციალურზე მჯდომი ხალხია დანარჩენ საქართველოში არ არი მაგდენი.დაუკრეფიათ ხელები და გვჭამენ დანარჩენ საქართველოს.ძამა კი არა აიღეთ თოხი ხელში
გურულო-ს
ბაბუა კია არა-ხალხი აღმოსავლეთ საქართველოდან ჩამვიდნენ რო ეზოები დაგისუფთაონ თოვლისაგან და შენ აქ კომენტარების დასაწერად მოიცალე?აიღე ნიჩაბი და დაისუფთავე საკუთარი ეზო.მარტო სოციალურზე ჯდომა და მიშველეს ძახილი კი არ არი-ხელი გაატოკეთ ცოტა
დავით 67
ყოველ დილით როგორც კი გავიღვიძებ ეგრევე შევდივარ ინტერნეტში და ვნახულობ-ხომ ცოცხალია ჩემი გმირი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.როგორც კი დავრწმუნდები რო ცოცხალია შვებით ამოვისუნთქებ და მივდივარ ბანკში რათა ავიღო ემიგრანტი(თურქეთშია ემიგრანტი, მახმუდებს ,,უვლის")ცოლისგან გამოგზავნილი ფული. სლავა უკრაინე. სლავა ზელენსკი. უყურეთ ტაბლიაშვილს და ნახავთ როგორი გმირია ჩემი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა! ცეცხლი ოლიგარქიაააას
სოსო
შაჯექი ვირზე?!
გურულო
ვინ გიშლის ბაბუა, იყვირე, მარა რაია იციიი? მარტუე რომ ყვირის და არ ჩერდება, შეპყრობილს უძახიენ... :) ხვიჩა უძლიერესია!
zura222
უნდა ათამაშონ კვარა თუნდაც ერთი ტაიმი გაერთობა ფორმასაც შეინარჩუნებს და დახვეწავს რაღაცეებს
გუგა
არა ჩემო ძმაო, შენი გაჩუმება როგორ შეიძლება? ხო დაგვეკარგა საღი აზრი
სად არის?
ვერ დამადუმებთ თუნდაც მთელი მსოფლიო რომ დამიპირისპირდეს და სულ მარტო რომ დავრჩე მაინც ვიტყვი - კმარა კვარა (ვარდნა!) მოუმატე
მე არ ვარ რობოტის
ზახარიანი აზერბაიჯანში, სუმგაითში დაიბადა, აქვს საფრანგეთისა და სომხეთის მოქალაქეობა
მე არ ვარ ბოროტი
აზერბაიჯანელი არტურ ზახარიანი? ხომ არ გეშლება?
მირო
არ ჯობია კვარასაც მოუფრთხილდნენ???ასეთი დაბალი დონის გუნდის მცველები თავის გამოსაჩენად მის წინააღმდეგ უხეშობასაც არ მოერიდებიან და ლივერპულის წინ მთლად გამართლებული არ უნდა იყოს მისი თამაში.დიდი დიდი ერთი ნახევარი საათი ფორმის შესანარჩუნებლად.
ზვიადი
გამხინუსებლები მოსულან. ამ გუნდზე რამის დაწერა თუ შეიძლებოდა არ მეგონა და მშვენიერი პრევიუა, ქართული აქცენტებით. თქვენ ალბათ ისევ ქალს ელოდით
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
"კვარა"? იგივეს გავაკეთებდი" - ლუის ენრიკე იხტიბარს არ იტეხს
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო