იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის გამო, „ნაპოლის“ შეტევითი პოტენციალის მკვეთრად დაქვეითებაზე და პსჟ-ის გულშემატკივრების ქართველის თამაშით აღფრთოვანებაზე წერს.

calcionapoli24 აღნიშნავს, რომ „ნაპოლის“ სახიფათო იერიშების ორგანიზება უჭირს, კარში ხშირად დარტყმას ვეღარ ახერხებს და კვარაცხელიას და მის გარეშე ეს ორი სხვადასხვა გუნდია.

მწერალ მაურიციო დე ჯოვანის აზრით, მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ხვიჩას შენარჩუნება ვერ შეძლო, დანაკლისი აუნაზღაურებელია და შედეგებს იმკიან.

შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით „გაძეტა დელო სპორტის“ საფეხბურთო მიმომხილველმა მიმო მალფიტანომ რადიო Marte-ს ეთერში ისაუბრა: „ზაფხულში „კვარას“ შენარჩუნება ადვილი არ იყო. რა აზრი ჰქონდა მის დატოვებას? შემცვლელი ვერ იპოვეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრძოლა ბოლომდე არ უნდა გააგრძელონ. ქართველსაც და ვიქტორ ოსიმენსაც ივნისში წასვლა უნდოდათ, აურელიო დე ლაურენტისი წინააღმდეგი წავიდა, თუმცა ახლა „ნაპოლიში“ არცერთი აღარაა. ამას უნდა შევურიგდეთ, მათი ტრანსფერების თანხით კი ივლისში შემადგენლობის გაძლიერება გახდება შესაძლებელი“.

Il Corriere del Mezzogiorno „ლიონთან“ ქართველის თამაშს ეხმიანება: „რამდენიმე წარუმატებელი მატჩის შემდეგ, კვარაცხელიამ შოუ დადგა, უმაღლესი კლასის დრიბლინგებით და გუნდის მართვით გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა და კარგ ხასიათზე მყოფი „პარი სენ ჟერმენი“ „ლივერპულთან“ შეხვედრებისთვის ემზადება. ქომაგები ახალწვეულს ემადლიერებიან, რომელიც ამ დაპირისპირებაში გადამწყვეტი და საუკეთესო იყო. მადლიერები არიან მწვრთნელის ლუის ენრიკესი, რომელსაც ასე უნდოდა მისი დამატება და როგორც ჩანს, შედეგით თავადაც კმაყოფილია, რამეთუ მის ახალ შეგირდს დამანგრეველი პოტენციალი გააჩნია და იმაზე უკეთესიც კი შეუძლია გახდეს, ვიდრე ლუჩანო სპალეტის „ნაპოლიში“ იყო“.

Areanapoli ფრანგულ So Foot-ს ციტირებს: „ახლა ვხვდებით, პსჟ-მა რატომ გადაიხადა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად „კვარაში“ 75 მილიონი ევრო. გასაგებია მის გარეშე რატომ შეექმნა „ნაპოლის“ დიდი სირთულეები. ყველაფერი შესანიშნავადაა, მადლობა „ნაპოლის“, რომ ის მოგვყიდა. მან თავი აგრესიულობით, დაცვის დახმარებით და უნივერსალურობით გამოიჩინა. თავისი ტალანტით შეტევა უფრო კონკურენტუნარიანი გახადა, პირველი ცოტა უფერული ასპარეზობის შემდეგ, თანდათან უმატებს და პარტნიორებთან გაცილებით უკეთ ურთიერთმოქმედებს. ბრედლი ბარკოლა, უსმან დემბელე და კვარაცხელია მოედანზე პოზიციებს იცვლიან და ჩემპიონთა ლიგაზე იგივეს დემონსტრირებას აპირებენ. მატჩის შემდეგ სტადიონის გვირაბში ხვიჩა კარგა ხანი ესაუბრებოდა თანანაკრებელ გიორგი მიქაუტაძეს. სავსებით შესაძლებელია ჩვენს ჩემპიონატში აღმოსავლეთიდან ახალი მეფე გამოჩდეს“.

სიმართლე
2004 წლის ევროსშემდეგ პსჟ 110 მილიონ€ იხდიდა,მაგრამ კონტემ თავი გაიგიჟა...არაო,მიიღეს 75 მილიონად 6თვის მერე
სოსო
კონტე გუნდის მწვრთნელია,იცოდა,ხვიჩა მაინც მიდიოდა და მისი შემცვლელის იმ დროისათვის უკეთესად მომზადებას ცდილობდა.მისი მხრიდან,ეს სწორი საქციელი იყო.
Givi
ის პროფესორები სად არიან ნაპოლიმ რომ მოიგო ზედიზედ 2 თამაში და კვარას გარეშე უფრო კარგად თამაშობენო, რომ ამტკიცებდნენ, როცა არ დააფასებ მასეთ შედეგებს მოიმკი...
იკა
მარკინიოსსა და ნუნუ მენდეშს თუ ნულად თვლი შენი საქმეა. იქ არის უმაღლესი კლასის კიმპემბე რომელიც ტრამვის გამო ვერ თამაშობდ ლუკას ერნანდესი. ყველა დიდი გუნდის დაცვა ზოგადად ნულია.
Ika
ლივერპულის დაცვას პსჟ_ს ახალი ტრიო წალეკავს.
ამირანი
პსჟ ს დაცვა ნოლის ტოლფასია ლივერპულთან ასეთი დაცვა ვერაფერს გახდება.
სვანსკი
კონტეს არ დაავიწყდეს,რომ შეუცვლელი არც თვითონაა
ამირანი
რა ფეხბურთელი დაკარგა ნაპოლის კომოსთან გამოჩნდა წინ ინტერთან თამაშია და ეს იქნება კატასტროფა ნაპოლისთვის ამ თამაშს ჩემპიონობისთვის თამაში ქვია.
ვაჟა მასწავლებელი
კონტეს შევახსენოთ, რომ არც თვითონაა შეუცვლელი!!!
სიმენონი
წარმატებები ხვიჩას. ლაღად თამაშობდა, სასიამოვნო საყურებელი იყო. ლიონს რათქმაუნდა ქება ეკუთვნის რომ ტემპში აყვა პარიზს და სვარკა არ შემოგვთავაზა.
თემური
ერთი თვის წინ რომ დავწერე ნაპოლი ჩემპიონი ვერ გახდებათქვა დისლაიქები დამიწერეს მანდ კვარა ქმნიდა ამინდს ლავრენტამ კი იმაზე მეტი თანხა იშოვა ხვიჩაში რასაც ელოდა თავიდან 75 ლიმონი და პლიუს 2.5 წელი ხელფასზე დაზოგილი მილიონები.რაც შეეხება კონტეს სეზონის ბოლოს მემგონი ამოამთხევს ყველაფერს რა როგორ იყო და გაიქცევა ნაპილიდან როგორ ინგლისიდან წამოვიდა.ერთი თუ გაუვარდა და ლიგა დადო ჩვენმა ბიჭმა მერე ნახე დაბოღმილების დამალვა ცოტა ხანში თუ ლივერს გაცდა მერე შეუძლებელი აღარ მეჩვენება
ჟორა გაბრიჭიძე
კონტემაც და ლავრენტიმაც მიიღეს ის, რასაც იმსახურებდნენ. პსჟ-ემ და მისმა ქომაგებმაც მიიღეს რასაც იმსახურებდნენ და შედეგსაც საუკეთესოს მიიღებენ.
ჯონი1
ნაპოლიმ და კონტემ კვარას გადააბრალეს მისი წასვლა(მერე კონტემ შეარბილა-არასწორედ გამიგესო), რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ტიფოზების განწყობაზე. არადა ორივეს(ლავრენტასი და კონტეს) ბრალი იყო მისი წასვლის დაჩქარება. ლავრენტამ, გარდა იმისა, რომ მიზერულ ხელფასზე ამყოფა მთელი 2,5 წელი, შეკვეთილი სტატიებით შავი პიარი აუგორა კვარას ადგილობრივ გამოცემებში, ხოლო კონტე კი უაზროდ ცვლიდა ყოველ თამაშში. ის ფრაზაც ხომ გახსოვთ "შეუცვლელი არავინ არისო". აქაც ნაწილობრივ ლავრენტას ხელი ერია.
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
რჩება თუ არა პსჟ-ში და აგრძელებს კონტრაქტს - დემბელემ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა