ნადალი: "გუშინ ორ გულშემატკივარს შევხვდი, რომლებმაც საკუთარი მანქანა ესპანური დროშის ფერებში შეღებეს და კარზე დააწერეს - "წინ, რაფა!" მადლობა მათ ასეთი მხარდაჭერისთვის"
მსოფლიოს მეორე ჩოგანს რაფაელ ნადალს გუშინ უნდა ჩაეტარებინა პირველი მატჩი ცინცინატის მასტერსზე, მანამდე კი ესპანელი ჩოგბურთელი, რომელმაც ბოლო დროს აშკარად უკლო თამაშს, ინტენსიურად ვარჯიშობდა, მეცადინეობებისგან თავისუფალ დროს კი ქალაქში სეირნობდა და რეგულარულად ხვდებოდა თავის მრავალრიცხოვან ფანებს, რომელთა სიყვარული ჩოგბურთელის მიმართ, ხანდახან საინტერესო ფორმებს იღებს.

"გუშინ ორ გულშემატკივარს შევხვდი, რომლებმაც საკუთარი მანქანა ესპანური დროშის ფერებში შეღებეს და კარზე დააწერეს - "წინ, რაფა!" მადლობა მათ ასეთი მხარდაჭერისთვის", - დაწერა "ტვიტერში" თავის გვერდზე ესპანელმა ჩოგბურთელმა.

პარალელურად, ნადალი ხშირად ხვდება ამერიკული პრესის წარმომადგენელებს და ინტერვიუებს აძლევს მათ. წელს, 10 წელი სრულდება 11 სექტემბერის საშინელი ტრაგედიიდან. სწორედ ეს დღე გაიხსენა რაფამ ერთ-ერთ ინტერვიუში.

"მაშინ მადრიდის ტურნირში ვთამაშობდი და ATP-ის ტურში პირველი სარეიტინგო ქულების მოპოვებას ვცდილობდი, - ჰყვება ნადალი. - გილერმო პლატელის წინააღმდეგ 13 მატჩბოლი მოვიგერიე, მაგრამ მაინც დავმარცხდი. ამის შემდეგ გასახდელში შევედი და ტელევიზორში ვიხილე ეს ტრაგედია. წაგებას ძალიან განვიცდიდი, რადგან ეს უნდა ყოფილიყო ჩემს კარიერაში პირველი სარეიტინგო ქულები - ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო. მაგრამ ტელევიზორი ჩავრთე და უკვე ჩოგბურთი აღარ მახსოვდა. ეს საშინელება იყო".

"სხვათა შორის რამდენიმე თვით ადრე ნიუ იორკში ვიმოგზაურე და "ტყუპ კოშკებზეც" ავედი. უმაღლეს წერტილზე ვიდექი, - აგრძელებს რაფა. - სწორედ ეს მომენტი გამახსენდა იმ დროს, როცა ტრაგედიის ამსახველი კადრები ვიხილე".

უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ წელს ამერიკის ღია პირველობის კაცების ფინალის თარიღი 11 სექტემბერია და "ფლეშინგ მედოუს" ცენტრალურ კორტზე მატჩის წინ მსხვერპლთა პატივსაცემად სპეციალური სამგლოვიარო ცერემონია გაიმართება.

სხვათა შორის ნადალმა უკვე ჩაატარა ერთი მატჩი ცინცინატიში. თავის მუდმივ პარტნიორთან, თანამემამულე მარკ ლოპესთან ერთად წყვილთა თანრიგის პირველ წრეში ითამაშა და სამსეტიან რთულ ბრძოლაში მოუგო სერბულ დუეტს ვიქტორ ტროიცკისა და იანკო ტიპსარევიჩის შემადგენლობით - 7:6(4), 6:7(2), 10:5.

"ამერიკაში ორი კვირა ყოფნის პერიოდში, როგორც იქნა პირველი შეხვედრა მოვიგე. ამაში ჩემი პარტნიორი მარკ ლოპესი დამეხმარა", - განაცხადა მატჩის შემდეგ რაფამ.

ერთეულთა თანრიგში ნადალის პირველი მეტოქე იქნება მსოფლიოს 112-ე ჩოგანი, ფრანგი ჟულიან ბენეტო. ესპანელს თავის კარიერაში არასოდეს მოუგია ცინცინატის მასტერსი. აქ მისი საუკეთესო მაჩვენებელია 2008 და 2009 წლებში ნახევარფინალში გასვლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა