"ხვიჩა კარგი ფეხბურთელია. ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო, რომ ის მოედანზე თავს კარგად გრძნობდეს. ერთი-ერთზე დუელებში ძალიან ძლიერია, ვცდილობ, ბურთი მივცე, რათა გუნდისთვის მაქსიმუმი გააკეთოს" - ეს სიტყვები არც მატიას ოლივერას ეკუთვნის და არც მარიო რუის, კვარაცხელიასთან თამაშის დიდი გამოცდილება რომ დაუგროვდათ, არამედ პსჟში მის ახალ თანაგუნდელს, ნუნუ მენდეშს.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ პორტუგალია რომ დაამარცხა, "კვარამ" კი გაიტანა, მენდეში იქ ისვენებდა და სათადარიგოთა შორის იყო, ასე რომ დღევანდელი მეგობრების დაპირისპირება მაშინ არ შედგა. ცხადი არც 22 წლის პორტუგალიელის პარიზში დარჩენა იყო, მან ხელშეკრულება ახლახან გაახანგძლივა.

ნუნუს მშობლები

ნუნუ ალექსანდრე ტავარეს მენდესი 2002 წლის 19 ივნისს, ქალაქ სინტრაში დაიბადა. კანდიმბა მისი მეტსახელია. ფეხბურთელის ოჯახი წარმოშობით ანგოლიდანაა, მოკრძალებულ ხალხად მიიჩნევიან.

სამწუხაროდ, ნუნუს მამა 2020 წელს, მძიმე სენის შემდეგ გარდაიცვალა. ამ დროს ჩვენი წერილის გმირი "სპორტინგის" ძირითადი გუნდის წევრიც არ იყო. ტრაგედიაა, რომ მამა, რომელმაც შვილის კარიერისთვის ბევრი გააკეთა, მის შედეგებს ვერ მოესწრო.

ძმები მენდეშები

პსჟს ფეხბურთელს უფროსი ძმა ჰყავს, რომელიც ყოველთვის გვერდით ედგა და მისი საყრდენი იყო, ღირებულებები ჩაუნერგა, ცხოვრებისეულ გაკვეთილებს აზიარა. ამას უმცროსი ძმა ყოველთვის უფასებს და წარმატებულ კარიერას მასაც უმადლის.

ნუნუ მენდეში 9 წლის იყო, როცა საფეხბურთო სამყაროში შემოაბიჯა. მისმა მასწავლებელმა, ბრუნო როტელიმ, ბიჭის ნიჭი შეამჩნია და ურჩია, ადგილობრივ კლუბ "დესპერტარში" ეთამაშა. 10 წლის ასაკში ინტერესი "ბენფიკასგანაც" იყო და "პორტუსგანაც", მენდეშებმა კი "სპორტინგი" აირჩიეს, კრიშტიანო რონალდოს კლუბი.

პორტუგალიის ნაკრებში

"სპორტინგს" წინ საინტერესო ისტორია უძღვის. ერთხელ ანერვიულებული ნუნუ სახლში გაიქცა, რადგან ჩათვალა, ერთი ადამიანი მას გამუდმებით უთვალთვალებდა. აღმოჩნდა, რომ საქმე ლისაბონური კლუბის სკაუტთან გვქონდა. დიდი მონდომებისა და ჯაფის შემდეგ 14 წლის ასაკში "სპორტინგის" აკადემიის ჯერი დადგა.

175 სმ სიმაღლის მენდეში ძალიან აქტიური და შემტევი ფლანგის მცველია. ეს გასაკვირი არცაა, რადგან კარიერას როგორ ნახევარმცველი, ისე იწყებდა.

მეგობარ გოგონასთან ერთად, რომელზეც ბევრი არაფერი იწერება

2021-22 წლების სეზონი მენდეშმა "სპორტინგში" დაიწყო, მაგრამ მალევე პსჟს რიგებს შეუერთდა. გუნდში უკვე მეოთხე სეზონს ატარებს, გოლები გაიტანა, უფრო კი საგოლე პასებითა და პროდუქტიული თამაშით გამოირჩევა. როცა ხვიჩა კვარაცხელია მარცხნივაა, მის ფლანგზე ასეთ ფეხბურთელს, რომელიც ზონებს ხსნის, ცენტრშიც შედის და კარგად კომბინირებს, ასევე დაცვაში თამაშიც ეხერხება, დიდი მნიშვნელობა აქვს.

მენდეში ასეთი იმიჯითაც გვახსოვს

ხვიჩას თანაგუნდელის მისაბაძი მაგალითი ესპანელი ხორდი ალბაა, რომელიც ასევე მარცხენა მცველი იყო, რონალდოსა და მესის კი განსაკუთრებით ეთაყვანება. საყვარელი ნომერი 5-იანია და ამას სოციალურ ქსელებში სახელთან ერთად გამოყენებითაც ადასტურებს...

პსჟს, მენდეშს, კვარაცხელიასა და ლუის ენრიკეს შიდა ასპარეზზე ყველაფერი დალაგებული აქვთ, ახლა მათი და ჩვენი მთავარი ინტერესი ჩემპიონთა ლიგასა და პირველ რიგში, "ლივერპულს" უკავშირდება.

გრიშა
შენ დებილო :"
ზვიადი
მაგარი შირი ხარ!
მაგარი
შენც ხო იცი რა ხარ
სპორტის გულშემატკივარი
შენ სერიოზული კვერცხი ჩანხარ
Emre
დაისვენა პსჟ-ს ამ შემადგენლობაში ხვიჩამ. ეტყობა ფეხბურთისგან სიამოვნებას რომ იღებს.
ბუდღაჯიების პარტია
ქოციკ ვლადიმეროვიჩებო, სადა ხართ? 5 ნომერი ჰყვარებია, ასიანი ნაცი იქნება გლობალური ომის პარტიიდან. )))))))))))))))))))))))
ეს ჩვენი საქართველოა !
კი ბატონო, ასეა, საქართველოა და სხვანაირად ვერ/როგორ იქნება ... :)))
კახეთიდან
ისევ მინუსებს ვხედევ და დაუწერეთ მაინც საიტს, რა გინდათ. ეჭვი მაქვს, მხოლოდ სათაურჩიკები ამინუსებენ
ზვიადი
ასეთი სტატიები კარგია, ქართველ გულშემატკივრებში ემპატიას ზრდის და მერე არ დაიწყებენ, ჩაგრავენ და პასს არ აძლევენო. ნაპოლიში ასეთი კაი ტიპები არ იყვნენ
"საფონოვი მეტს ვერაფერს ისწავლის" - ვარმუზა პსჟ-ის პირველი მეკარის სტატუსზე აზრი გამოთქვა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
პსჟ-ის მცველმა შეიძლება კარიერა პრემიერლიგაში გააგრძელოს
იქნება თუ არა "კვარა" "ბრესტთან" სასტარტოში - რა დაიწერა პრესაში და რა ითქვა პრესკონფერენციაზე?
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ასტონ ვილას" 2:1 ამარცხებს
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ნაპოლიში" ასეთი არ ყოფილა" - კაპელომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
პსჟ ნუნუ მენდეშს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] კვარაცხელიას თანაგუნდელები აშშ-ში ქუჩაში სეირნობისას უცნაურ სიტუაციაში აღმოჩდნენ
"საფონოვი მეტს ვერაფერს ისწავლის" - ვარმუზა პსჟ-ის პირველი მეკარის სტატუსზე აზრი გამოთქვა
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?