"ფერარის" ბრაზილიელი პილოტი ტრადიციულად, დეკემბრის დასაწყისში ბრაზილიის ქალაქ ფლორიანოპოლისის ტრასაზე კარტინგებით რბოლებს აწყობს
"ფერარის" ბრაზილიელი პილოტი ფელიპე მასა ტრადიციულად, დეკემბრის დასაწყისში ბრაზილიის ქალაქ ფლორიანოპოლისის ტრასაზე კარტინგებით რბოლებს აწყობს, რომლის სრული სახელწოდებაა - International Challenge of Go-Kart Champions.

ეს რბოლა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს მაყურებელში, რადგან მასა ახერხებს ტრასაზე ძლიერი და ვარსკვლავური შემადგენლობის შეკრებას. უკვე გამოთქვეს კარტინგით რბოლაში მონაწილეობის სურვილი ფორმულა 1-ის პილოტებმა: რუბენს ბარიკელომ, პასტორ მალდონადომ, ადრიან სუტილმა და სერხიო პერესმა. თუმცა ბრაზილიური პუბლიკა ვერ იხილავს მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერს, რომელმაც იმავე პერიოდში ასევე ცნობილ და პოპულარულ "ჩემპიონთა რბოლაში" უნდა მიიღოს მონაწილეობა. არადა, გერმანელს ფლორიანოპოლისის ტრასაზე არაერთხელ მიუღწევია გამარჯვებისთვის. სამაგიეროდ, ერთ-ერთ კარტინგის საჭეს მიუჯდება მოტოგრანპრიში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ესპანელი ხორხე ლორენსო.

2010 წელს Go-Kart Champions-ში გამარჯვებას მიაღწია ბრაზილიელმა ლუკას დე გრასიმ. მან იმდენივე ჩასათვლელი ქულა დააგროვა, რამდენიც რუბენს ბარიკელომ, ანა ბეატრისმა და ფელიპე მასამ, მაგრამ მან თანამემამულეებს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა