27 მარტს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში ევრობასკეტის წილისყრა გაიმართება, რომელიც კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე გასულ 24 ნაკრებს 4 ჯგუფში გაანაწილებს. თითო ჯგუფი თითო ქვეყანაში – ლატვიაში, პოლონეთში, ფინეთსა და კვიპროსში ჩატარდება. ამ ქვეყნების ნაკრებები თითოეულ ჯგუფს სათავეში ჩაუდგებიან, ხოლო დანარჩენებს უშუალოდ წილისყრა შეავსებს.

ფიბა-მ ოფიციალურად გამოაქვეყნა განთესვის კალათები, რომლის მიხედვითაც წილისყრა ჩატარდება. ახლახან გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით საერთო სურათი ცხადი იყო, თუმცა განთესვის კალათებმა ახლა ოფიციალურად სახე მიიღო. თითოეულ ჯგუფში 6 გუნდია და თავისთავად, განთესვის კალათაც 6-ია. საქართველო მოხვდა მე-4 კალათაში ისრაელთან, ფინეთთან და თურქეთთან ერთად, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ნაკრებები ჩვენი მეტოქეები ვერ იქნებიან. რაკი ფინეთი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია, საქართველო ფინეთში ვეღარ მოხვდება. ანუ ჩვენი ნაკრები სამი ქვეყნიდან ერთ-ერთში – ლატვიაში, კვიპროსში, ანაც პოლონეთში წავა.

წილისყრის პრინციპი ასეთია: თითო კალათიდან თითო გუნდს ამოიღებენ და ასე შედგება 4 ჯგუფი. განთესვა არ ეხება გეოგრაფიულ ნაწილს – ანუ ნებისმიერი ქვეყნის ნაკრები ნებისმიერ 4 ქვეყანაში შეიძლება მოხვდეს. ცხადია, პოლონეთი (კატოვიცეში), ლატვია (რიგაში), ფინეთი (ტამპერეში) და კვიპროსი (ლიმასოლში) საკუთარ ქვეყანაში ითამაშებენ.

ერთადერთი გამონაკლისი გახლავთ თანამასპინძელი ნაკრებები. ყველა მასპინძელს უფლება აქვს, მარკეტინგული პრინციპით აირჩიოს 1 მეტოქე, რომელიც ჯგუფში ეყოლება. ამით, მასპინძელი ქვეყანა თამაშებზე კონკრეტული მეტოქის გულშემატკივრებს იზიდავს. ეს უმეტესად ხდება მეზობელ ქვეყნებს შორის. ფინეთმა უკვე აირჩიე თანამასპინძელი და ეს იქნება ლიეტუვა. ეს ორივე ქვეყანას აწყობს – ლიეტუველი ქომაგები არა, დავუშვათ, კვიპროსში, არამედ ახლომდებარე ქვეყანაში ჩავლენ თავიანთი ნაკრების თამაშებზე დასასწრებად, რითაც ფინეთს ლიეტუვის ყოველ თამაშზე უამრავი მაყურებელი, შესაბამისად, ბითუმად გაყიდული ბილეთი, გარანტირებული ექნება. აქედან გამომდინარე, ჩვენი მეტოქე ვერც ლიეტუვა ვერ იქნება, რადგან ფინეთს ვერ შევხვდებით. ლატვიამ აირჩია ესტონეთი, ხოლო პოლონეთი ისლანდიას უმიზნებს და არც კვიპოსის არჩევანი ვიცით.

პირველ კალათაში მსოფლიო რეიტინგში ყველაზე წინ მყოფი ევროპული ქვეყნები – ესპანეთი, საფრანგეთი, სერბეთი და გერმანია არიან. მთლიანობაში კი კალათები ასე გამოიყურება:

სერბეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი

ლატვია, ლიეტუვა, სლოვენია, საბერძნეთი

იტალია, მონტენეგრო, პოლონეთი, ჩეხეთი

ფინეთი, საქართველო, თურქეთი, ისრაელი

ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი

შვედეთი, ისლანდია, პორტუგალია, კვიპროსი

რიგაში 27 მარტს დაგეგმილ წილისყრას საქართველოს დელეგაციაც დაესწრება. ცერემონიალის პირდაპირი ტრანსლაცია FIBA-ს ოფოციალურ Youtube-არხზე განხორციელდება.

GBF.GE

წერ-ს
ლიტვა-ესტონეთის სიებში უკვე არის (დასანქცირებულია), ლატვიას სია ჯერ არ გაუსაჯაროებია
ბოკინიო
მთელ ბალტიისპირეთს რომ შევაგინო გეწყინება?:)))
წერ
დაესწრება დელეგაცია, ოღონდ სანიკიძე არ ვიცი, მანამდე შეიძლება ეგეც დაასანქცირონ ბალტიისპირელებმა.
რრრ
გერმანია, საბერძნეთი, მონტენეგრო, საქართველო, ბრიტანეთი, კვიპროსი. მშვენიერი იქნებოდა
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89