სეზონის წინ ნაკლებად კი ვიფიქრებდით, რომ ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპი ჩვენთვის ასეთი საინტერესო გახდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, ასე მოხდა. ერთ-ერთ მთავარ მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ პირველ მატჩში "ლივერპულს" "პარკ-დე-პრენსზე" (48 229) უმასპინძლებს - დღეს, 5 მარტს, ჩვენი დროით 23:59 საათზე.

კვარაცხელიას, რომელიც ლიგის პლეი-ოფში გამტანი პირველი ქართველია, ლივერპულელებთან მეტოქეობის კარგი გამოცდილება (ნაპოლისთან ერთად) აქვს. ხვიჩამ კიდევ ერთხელ უნდა შეძლოს, ოღონდ ამჯერად, სავარაუდოდ, მარჯვენა ფლანგზე მეტ დროს გაატარებს, ალექსანდრ-არნოლდზე უფრო კი რობერტსონთან დაპირისპირება მოუწევს. ლუის ენრიკე თავადაც დარწმუნდებოდა, ქართველი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამიდან თამაშში სათანადოდ ვერ ერთვება (ერთხელაც ასეც იტყვის სიტყვას) და კონკურენცია/როტაციის მიუხედავად, სასტარტოში უნდა დაიწყოს.

როგორც ერთ, ისე მეორე კლუბს შიდა ჩემპიონატში ბევრი რამ გადაწყვეტილი აქვს (13-ქულიანი უპირატესობა) და უეფას ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მთლიანად გადართვა შეუძლიათ. თუკი "ლივერპულისთვის" ქვეყნის ჩემპიონობა ბოლო დროს იშვიათი გახდა, პსჟს ამის პრობლემა საერთოდ არ უდგას. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, პარიზელები მის დაუფლებას ვერაფრით ახერხებენ, ლივერპულელებს კი ამ საქმეში ბოლო დროს მადრიდის "რეალი" უღობავს გზას.

ენრიკეს გუნდმა წაგება დაივიწყა, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონატი ყველაფრის საზომად მაინც არ გამოდგება. ესპანელ მწვრთნელს ლიგაზე დიდი მიზნები აქვს და სურს, რაც გუნდმა მესის, ნეიმარისა და მბაპესთან ერთად ვერ შეძლო, ახლა მოახერხოს. უკანასკნელი რვა სეზონიდან, პარიზელებმა ხუთჯერ ტურნირი სწორედ ამ ეტაპზე დატოვეს. არნე სლოტის ბიჭებმა ამ სეზონზე ლიგის ფაზის საწყისი 7 შეხვედრა მოიგეს და ბოლოს მხოლოდ პსვსთან დამარცხდნენ.

პსჟს კაპიტანი მარკინიოსი ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩს ჩაატარებს, რაც ამ კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია, კარლოსის, ალვეშისა და სილვას შემდეგ კი მეოთზე საუკეთესო ბრაზილიური მიღწევაა. 32 წლის მოჰამედ სალაჰი ჩემპიონთა ლიგაზე უფრო შედეგიანი აფრიკელია, ვიდრე დროგბა და ეტოო. მას ამ მონაცემის კიდევ უფრო გაუმჯობესება სურს.

როცა ხვიჩა "ლივერპულს" დაუპირისპირდა...

საინტერესოა, რომ ამ გუნდების დაპირისპირებაში ყველაზე მეტი (2) გოლი ჯეიმს მილნერის ანგარიშზეა. ორივე ამ კლუბის მაისური მამადუ სახოს ჩაუცვამს, რომელიც ახლა ქუთაისის "ტორპედოს" რიგებშია.

მატჩის მთავარი მსაჯი იტალიელი დავიდე მასაა, რომელიც პარიზელების თამაშს ცოტა ხნის წინ, "შტუტგარტთან" მოემსახურა. გასული წლის 24 ნოემბერს მან კვარაცხელიას მონაწილეობით "ნაპოლისა" და "რომას" შეხვედრა განსაჯა.

სავარაუდო შემადგენლობები:

პსჟ: დონარუმა - ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში - რუისი, ვიტინია, ნევეში - კვარაცხელია(ან დუე), დემბელე, ბარკოლა;

ლივერპული: ალისონი, ალექსანდრ-არნოლდი, კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი - გრავენბერხი, მაკ ალისტერი - სალაჰი, სობოსლაი, გაკპო - დიასი.

სხვა შეხვედრები

ბრიუგე - ასტონ ვილა 1:3;

დორტმუნდი - ლილი 1:1;

პსვ - არსენალი 1:7;

რეალი - ატლეტიკო 2:1.

დღეს, 21:45 სთ:

ფეიენოორდი - ინტერი

23:59:

ბენფიკა - ბარსელონა;

ბაიერნი - ლევერკუზენი.

ჰკა ხვიჩა, ჰკა!
იღბლიანი ბიჭია, ხვიჩა. ღმერთმა ხელი მოუმართოს. რატომღაც ის შორეული, 81 წლის წვიმიანი დინამოს სტადიონი გამახსენდა. ეს ბიჭი, სადაც არ უნდა მივიდეს, ყველგან ტოვებს თავის კვალს. მთავარია ენრიკემ ძირითადში დააყენოს და ხვიჩას ლამაზი სპექტაკლის დადგმა არ შეეშლება. წარმატებები ჩვენს ბურთის ჯადოქარს. დღეს ხვიჩა მსოფლიოში საქართველოს სახეა, გუცაევიცაა, მესხიც და მეტრეველიც. სულ გამარჯვებით ევლოს!!!
მანფრედ კალცი
3-1
ვაჟა
რა პსჟ და რა კვარაცხელია. კარგით რა ხალხო. გუშინდელი ბრიუგე-ასტოვილას თამაში მაგარი იყო. დღეს ბენფიკა ბარსელონა უფრო კაი თამაშია. პავლიდის გაიტანს თუა არა მაგრად მაინტერესებს. იამალი შეუბერავს მძლავრად.
გენა
ჯერემი ძირითადში. ვაჟა მეორე ტაიმში შემოვა
გიო გიო
რა მაგარი ანალიზს დებთ საიდან ამხელა ნიჭი? თქვე გუბერნატორი.
ბესო
ფინალი - პსჟ რეალი...
გაუმარჯოს
საერთოდ აზრზე თუ ხარ ფეხბურთის?
გუგა
მიდი მიყევი მაგ სფეროს, ძლიან კომპეტენტური ხარ და ბევრ ფულს იშოვი
ALONZO
შენა, როგორც გუბერნიებში ერკვევი,ეგრე ერკვევი ფეხბურთშიც,არა.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
კკვარაცხელია დაიწყებს სკამიდან იმიტომ რომ დახლილია და ალბათ ასე უფრო სამართლიანი იქნება. გუნდი ისედაც მაგის გარეშე იგებდა ლიგაზე. მაგრამ აქ საქმე იმაში არაა ითამაშებს თუ არა. ლივერპული ამ ბარიერს მაინც გაივლის და არაა გამორიცხული რო დხესვე დამთავრდეს ყველაფერი. ინგლისის საუკეთესო გუნდია ამ წუთას და ამგენმა თუ გახსოვთ ლიგაზე 2-0 წააგებს არსენლათან . და არსენალმა სიტის გადაუარა 5-1 . და აგრეთვე ლივეპრულმა იმაზე დამაჯერებლად ვიდრე პსჯ-მ. ასე რომ პსჯ შანსები გასვლის არის 10%.
Las
მე მადრიდის ატლეტიკო და პსჟ მგონია ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი. ბარსაც ძალიან კარგია მაგრამ ვფიქრობ მაინც აკლია სტაბილურობა რეალს გამოვრიცხავ, გუნდი რო უშუალო კონკურენტთან 2 მატჩში 12 გოლს გაუშვებს მორჩა მანდ გერმანული გუნდები სუსტია ერთადერთი ლივერპული. მაგრამ ვფიქრობ ძალიან გაუჭირდება
მათე
2:0 მოიგებს ჩვენებური
მირო
საფრანგეთის ჩემპიონატში პსჟ არაა შეჩვეული ინტენსიურ თამაშებს.სულ სხვაა ინგლისის ჩემპიონატი.იქ ყველა თამაში ფინალივითაა და ლივერპული შეჩვეულია მაღალი ინტენსივობით ყოველი თამაშის ჩატარებას.გადამწყვეტი იქნება თუ რამდენად შეძლებს პსჟ მობილიზებას და საფრანგეთის ჩემპიონატისგან სრულიად განსხვავებულ დონეზე გადართვას
გოგა
ასეთ თამაში დუეს ხვიჩა ჯობია, გამოცდილებით ტაქტიკურად უკეთესი განსწავლულია და დაცვასაც კარგად ეხმარება, კარგ გუნდებთან თამაში დაღვინებულია კვარა, საზომას რეიმსი და ბრესტი არ გამოდგება, სადაც ყველას აბითურებენ დუე ბარკოლა და დემბელე, ხვიჩ სამივეზე მაღლი კლასის ფეხბურთელია, ყველა დაინახავს ამას სულ მალე, რო ბოლომდე დარწმუნდნენ

ლივერპულმა დაცვაში თუ არ ითამაშა კარგად პსჟ დაცხრილავს აქაც და იქაც.
მამუკა
ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი პსჟ-თვის არის სობოსლაი, მცველებს ყურადღება სალაჰზე გადააქვთ და ამ დროს სობოსლაის მთელი სივრცე ეხსნება ცენტრში.
Lasha
პსჟ-მ დაცვამ უნდ მიხედოს. მეორე ნომრად ითამაშოს. ცენტრალური მცველი არ ყავთ ფაქტიურად ის ვინც ლივერპულის ცენტრს ხელს შეუშლის რაც ძალიან ძნელი იქნება. ლივერპული ფავორიტია!!!
სოსო
პსჟს დღევანდელ ეტაპზე,ალბათ ყველაზე რთული მეტოქე შეხვდა,თუმცა თვითონაც ამ შემადგენლობისათვის საუკეთესო ფორმაშია.ვფიქრობ გოლებს ორივე მხარე გაიტანს,საკითხავია,ვინ რამდენს.პსჟმ საყრდენის და ცენტრალური მცველების ზონა თუ საიმედოდ ჩაკეტა,გამარჯვების შანსიც აქვს,თუმცა ვხედავთ,რომ სწორედ ეს ზონებია მათი სუსტი წერტილი,ლივერპული კი,სწორედ მაგ ზონაშია ყველაზე სახიფათო.პსჟს შემტევებს,ზეეფექტური თამაში მართებთ,რათა ლივერპულის შემტევებს დაცვაში ჩამოსვლა და მათი შეკავება აიძულონ.არა მგონია ხვიჩა შეტევის დაგვირგვინებაზე დაამიზნოს,ენრიკემ,მაგრამ თავდასხმის უკან კრეატივი და ბურთის განაწილება,ალბათ დიდწილად მას დაეკისრება.ლივერპული ორი მატჩის ჯამში ფავორიტად მიმაჩნია,თუმცა არა იმდენად,რომ პსჟს გასვლის შანსი არ ჰქონდეს.წელს პსჟს ეს შემადგენლობა,ასე ვთქვათ კბილს უსინჯავს ევროპის გრანდებს.თუ პსჟს მფლობელმა ფინანსური პრობლემები მოაგვარა,ვფიქრობ,პსჟ მომავალ სეზონში უკეთესი გუნდი გახდება და ლიგის მოგების შანსი,საგრძნობლად მოემატება.თუ რაღაც ფაქტორები იღბლიანად დაემთხვა,რა თქმა უნდა წელსაც შეიძლება გაისროლოს,თუმცა ეს ნაკლებად მოსალოდნელი მგონია.
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ? - "ნუ მოკლავ ჯაფარას!"
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს