გუშინ, მადაგასკარის დედაქალაქ ანტანანარივუში დაიწყო აფრიკის ჩემპიონატი კალათბურთში
გუშინ, მადაგასკარის დედაქალაქ ანტანანარივუში დაიწყო აფრიკის ჩემპიონატი კალათბურთში - წელს დაგეგმილი ხუთი საკონტინენტო პირველობიდან ერთ-ერთი, რომელიც ამავდროულად 2012 წლის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირიც გახლავთ.

ლონდონის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირზე 12 გუნდი უნდა გამოვიდეს და დღეისთვის მხოლოდ ორი საგზურის მფლობელია ცნობილი: მასპინძელი - ბრიტანეთის ნაკრები და მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი - ამერიკის შეერთებული შტატები.

კონტინენტის პირველობათა შედეგების მიხედვით კიდევ შვიდი საგზურის მფლობელი გახდება ცნობილი. ესენი არიან: ამერიკის ჩემპიონატის ფინალისტები (30 აგვისტო-11 სექტემბერი, ჩატარების ადგილი - არგენტინა), ევროპის ჩემპიონატის ფინალისტები (31 აგვისტო-18 სექტემბერი, ლიტვა), აფრიკის ჩემპიონი (17-28 აგვისტო, მადაგასკარი), ოკეანეთის ჩემპიონი (7-11 სექტემბერი, ავსტრალია) და აზიის ჩემპიონი (15-25 სექტემბერი, ჩინეთი).

კიდევ სამი საგზურის მფლობელი გაირკვევა საკონტინენტთაშორისო შესარჩევ ტურნირში, რომელშიც 12 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრი 2012 წლის 2-8 ივლისს ერთ-ერთი მონაწილის ტერიტორიაზე გაიმართება. ევროპიდან აქ ოთხი გუნდი მოხვდება - ისინი, ვინც ლიტვაში მე-3-6 ადგილებს დაიკავებენ (ან მეშვიდე ადგილის მფლობელი, თუ ექვსეულში მოხვდა ბრიტანეთის ნაკრები).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერტელს "ზენიტში" გადასვლა არ აპატიეს და საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს
გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი კალათბურთელი ადამ ვუიჩიკი
აღიარება ლეგენდისგან - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰომოსექსუალია
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო