ცინცინატის ქალთა ტურნირის მეორე დღეს იოლად მოიგეს თავიანთი მატჩები მარია შარაპოვამ, ნა ლიმ, პეტრა კვიტოვამ და მარიონ ბარტოლიმ
ცინცინატის ქალთა ტურნირში მეორე დღეს ჩაება ბრძოლაში წინა კვირას ტორონტოს სუპერტურნირის ტრიუმფატორი სერენა უილიამსი. მას მეტოქედ ჩეხი ლუსი ჰრადეცკა ჰყავდა, ვისი განადგურებაც იოლად შეეძლო, მაგრამ ამერიკელმა თავად შეიქმნა პრობლემები, როცა 5:1-დან მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა და შემდეგ ტაი-ბრეიკზე წვალება დასჭირდა შემდეგი წრის საგზურის მოსაპოვებლად - 6:3, 7:6(5).

სერენას უიმბლდონის შემდეგ 12-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს და მის გაგრძელებას მეორე წრეში სამანტა სტოსურთან მატჩში ეცდება. სწორედ ეს ჩოგბურთელები შეხვდნენ ერთმანეთს ტორონტოს ტურნირის ფინალში და იქ სერენამ ორ სეტში გაიმარჯვა. ახლა ავსტრალიელს რევანშის შანსი ეძლევა.

ქალთა ტურნირის მეორე დღემ ყოველგვარი მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა. იოლად მოიგეს თავიანთი მატჩები მარია შარაპოვამ, ნა ლიმ, პეტრა კვიტოვამ და მარიონ ბარტოლიმ.

როლან გაროსის ჩემპიონ ნა ლის რთული მეტოქე ჰყავდა ჩეხი ლუსი საფაროვას სახით, მაგრამ ჩინელმა ორ სეტში მოაგვარა საქმე. როგორც ჩანს, ლი თანდათან შედის ფორმაში. შეგახსენებთ, წინა კვირას ტორონტოში ის პირველივე მატჩიდან გამოეთიშა ბრძოლას. ამ მხრივ, ასევე მნიშვნელოვანი იყო უიმბლდონის ჩემპიონისთვის, ჩეხი პეტრა კვიტოვასთვის სამხრეთაფრიკელი შანელ სხეპერსის დამარცხება. მანაც ტორონტოში სასტარტო რაუნდი წააგო და გუშინდელი გამარჯვება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გახლდათ საჭირო.

კიდევ უფრო დამაჯერებელი იყო ბარტოლი, რომელმაც 63 წუთში გაანადგურა ტოპ-ოცეულის ყოფილი წევრი ალიონა ბონდარენკო - 6:1, 6:2.

საერთოდ, იმ ჩოგბურთელებმა, რომლებსაც წინა კვირას ტორონტოში საწყის მატჩებში მოაცარათ ხელი, ამჯერად წარმატებით დაძლიეს საწყისი ბარიერი. ასე იყო ფლავია პენეტას შემთხვევაში, რომელიც რეიტინგში 25-ე ადგილამდეა დაქვეითებული. იტალიელმა საკმაოდ რთული ბარიერი გაიარა რუსი ანასტასია პავლიუჩენკოვას სახით.

ასევე ცდილობს ძველი ფორმის აღდგენას ყოფილი პირველი ჩოგანი სერბი ელენა იანკოვიჩი. ამისთვის მან პირველი დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგა - ორ სეტში გაანადგურა ჩეხი ივეტა ბენეშოვა - 6:0, 6:3.

I წრე

სამანტა სტოსური (ავსტრა, 10)-ელენი დანილიდუ (საბ) 6:3, 6:1; ფლავია პენეტა (იტა)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 12) 2:6, 6:3, 6:3; ელენა იანკოვიჩი (სერ, 13)-ივეტა ბენეშოვა (ჩეხ) 6:0, 6:3; შუაი პენგი (ჩინ, 16)-ხისელა დულკო (არგ) 6:3, 4:6, 6:4; იანინა ვიკმაიერი (ბელ, 17)-ბოიანა იოვანოვსკი (სერ) 6:3, 6:4; მარია კირილენკო (რუს)-შუაი ჟანგი (ჩინ) 7:6(2), 6:3; ნადია პეტროვა (რუს)-რობერტა ვინჩი (იტა) 6:3, 0:6, 6:4; სერენა უილიამსი (აშშ)-ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ) 6:3, 7:6(5).

1/16 ფინალი

მარია შარაპოვა (რუს, 4)-ანასტასია როდიონოვა (ავსტრა) 6:1, 6:3; ნა ლი (ჩინ, 5)-ლუსი საფაროვა (ჩეხ) 6:3, 6:4; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 6)-შანელ სხეპერსი (ს.აფრ) 7:6(3), 6:3; მარიონ ბარტოლი (საფ, 8)-ალიონა ბონდარენკო (უკრ) 6:1, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა