ხვიჩა კვარაცხელიას მაგარი გოლი არ ჩაითვალა, სხვა დარტყმულები კი მეკარე ალისონმა არ გაუშვა - ესაა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩის მოკლე ანალიზი. პსჟ "ლივერპულთან" ახლა სტუმრად, ლეგენდარულ "ენფილდზე" (61 276) ითამაშებს და ეცდება, შინ (0:1) დამარცხება დაძლიოს - დღეს, 11 მარტს, ჩვენი დროით 23:59 საათზე.

ჩემპიონთა ლიგის 2001/02 წლების სეზონის 1/4 ფინალის პირველ შეხვედრაში "ლივერპულმა" მომავალ ფინალისტს, კლაუს ტოპმიოლერის "ლევერკუზენს", სწორედ 1:0 მოუგო, განმეორებით მატჩში კი 2:4 წააგო და ტურნირს გამოეთიშა. სხვა შემთხვევებში, როგორც წესი, თუკი "წითლები" საწყის დაპირისპირებაში იგებენ, შემდეგ ეტაპზეც გადიან.

ნუნიესი და სალაჰი კარგ ხასიათზე არიან

პრემიელიგის 28-ე ტურში "ენფილდზე" აუტსაიდერი "საუთჰემპტონი" იგებდა, ნუნიესის გოლითა და სალაჰის ორი პენალტით კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. "ეგვიპტელი ფარაონი" საკუთარი მიღწევების გაუმჯობესებას აგრძელებს.

პარიზელებს წინა სეზონის მეოთხედფინალის გახსენება შეუძლიათ, როცა "ბარსელონასთან" შინ წააგეს, სტუმრად დამაჯერებლად მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ(შეგახსენებთ, ნახევარფინალში დორტმუნდთან ორჯერ დამარცხდნენ).

უსმან დემბელე საფრანგეთის ჩემპიონატში კაშკაშებს, უკვე 20 გოლი გაიტანა. საინტერესოა, ლუის ენრიკე ტაქტიკას რამდენად შეცვლის და სასტარტოში გამოკვეთილ ფორვარდ რამოშს თუ ვიხილავთ. ამ შემთხვევაში, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც რენში შთამბეჭდავი იყო, მარცხნივ დაბრუნდება, ბრედლი ბარკოლა კი მეორე ტაიმში ითამაშებს. ასეთ შემთხვევაში ჩვენებურისა და ალექსანდრ-არნოლდის დაპირისპირებას კიდევ ერთხელ ვიხილავთ.

"კვარა" შთამბეჭდავი იყო...

ისე კი, პირველ დაპირისპირებაში, "კვარამ" მარჯვნივ რაღაც ახალი და გარკვეულწილად, მოულოდნელი შექმნა. ბოლო ტურში ხვიჩა როგორც დაცვაში, ასევე იერეშიებში ძალიან კარგი იყო და კვლავ სახიფათოს ველით. კარგ ფორმაშია დეზირე დუე, თუმცა მისი ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა რუიზის ან ნევეშის სათადარიგოთა შორის ყოფნას ნიშნავს, რაც შუა ხაზს უფრო შემტევსა და რისკიანს გახდის.

მასპინძელი კოდი გაკპო კვლავ ტრავმირებულია, სასტარტოში კი პარიზული შეხვედრის გმირს, ელიოტს ელიან, რომელიც სობოსლაის ადგილს "ათიანზე" დაიკავებს, ჟოტას კი ნუნიესი შეცვლის.

პსჟს იმედი აქვს, "ლივერპულის" ხმაურიან ქომაგებს დაამწუხრებს, წინ საინტერესო ბრძოლა გველის!..

სავარაუდო შემადგენლობები:

ლივერპული: ალისონი - ალექსანდრ-არნოლდი, კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი - მაკ ალისტერი, გრავენბერხი - სალაჰი, ელიოტი, დიასი - ნუნიესი;

პსჟ: დონარუმა - ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში - ვიტინია, ნევეში, რუიზი (ან დუე) - დემბელე, ბარკოლა (ან რამოში), კვარაცხელია.

მთავარი არბიტრი რუმინელი კოვაჩი იქნება, ვინც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, ხვიჩა კვარაცხელიას მონაწილეობით, "ნაპოლისა" და "მილანის" მატჩი განსაჯა, სადაც მილანელთა სასარგებლოდ შეცდომები დაუშვა, რამაც შედეგზე (1:0 მოიგეს) გავლენა მოახდინა.

მე არ ვარ ბოროტი
ამ იდიოტს 9 მხარდამჭერი რომ გამოუჩნდა მე ის მიკვირს თორემ ამისი არ მიკვირს. მისი ადგილი ფსიქიატრიულშია, მაგრამ ნაცებმა გაყიდეს ასათიანზე რომ იყო ფსიქიატრიული და ეხლა რა ეშველებათ არ ვიცი.
იასონის უდარს
იქნებ ხმოვანი დატოვო მომავალში, მაგხელა ნაშრომის წასაკითხად ვის ცალია იასოოოონ. დდდდ
1122
კვარას დუბლი დღეს
კიეზა
ასეთ კომენტარებს და ზოგადად ობიექტურ და პატრიოტულ კომენტარებს ვინც დისლაიქებს აძლევთ..მოგ...ქართველობა..რა რჯულოს ხართ თქვე დედააფეთქებულებო
უფროსი ნაჩალნიკი
PSG-ს არხის ვიდეო https://www.youtube.com/watch?v=jtPHXttOzmM
უფროსი ნაჩალნიკი
ვისაც ქართველების წარმატება არ გიხარიათ, წადით სხვა ფორუმი ნახეთ სადმე და იქ დაწერეთ თქვენი უაზრო კომენტარები.
გიო-ს
მაგას დაფიქრება აღარ უშველის, ტელი მსოფლიოს ფიქრიც ვერ უშველის... გასულია გარმა, გაცდა ორბიტას
რჩევა ტოტალიზატორის მოთამაშეებს
არავინ არ ლაპარაკობს ლივერპულის მთავარ კოზირზე/რა თქმა უნდა ენფილდის შემდეგ/,თავით თამაშზე,რაშიც მათი უპირატესობა საგრძნობია.სტანდრტულების დროს ორ მეტრიან მცველებს ვინ ან როგორ დაიჭერენ.თან სალახმა ორივე თამაში ჩააგდოს? ეჭვი მეპარება.
ბბბბბბ
კლიმაქსის ნიშნებია))))))
amayikvi megr(L)i, kvara mania
მიდი კვარა, აბა შენ იცი, დღესაც უგოლოდ არ დაასრულო და ლუზერის იმიჯი არ აირტყა! ჩვენ გვჯერა რომ საგოლე პასის წინა პასს მაინც გააკეთებ ან რაიმე სახიფათო მომენტი მაინც შეიქმნება, თუ ბურთი წინ გაიგდე და მერე დარტყმა ან ძლიერი პასი სცადე, თუნდაც ასხლეტით/რეკოშეტით. მერე ჩვენზე იყოს შენი კოსმოსში გაყვანა!
L.J .
Iasonam daiwyo plastinkis triali,turme liga agaraa iseti mnishvnelovani rogoric PL da inglisis tasia :)))
დ.დ.
ღმერთო, რა დავაშავეთ! ამდენი დეგენერატი იასონა, ერთ ქვეყანაში, როგორ უნდა იყოს თავმოყრილი !
გიო
იასონ ცოტა დაფიქრდი და მიხვდები რატომ ხვდება მე-15 გუნდს
გიო
იასონ ცოტა დაფიქრდი და მიხვდები რატო ხვდება მე-15 გუნდს
ლიოვჩიკა
როდისღა მაისვას, ან როგორღა... ხელები მთელი დღე კლავიატურაზე კაკუნით და ზორბა უაზრო კომენტარების ბეჭდვითა აქვს დაკავებული ))))
ა, "ტალანტი " !
კლასიკური შემთხვევა, "ბლიად" : აგიტპროტვინამოყირავებული მენტორი ! --------- პ.ს. ანუ, სირიაში განვითარებული მოვლენების (ალავიტები- შიიტური ისლამური მიმდინარეობაა და ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს !) ინფანტილურ-დილეტანტური განხილვა ხვიჩას შეურაცჰყოფისათვია და პსჟ- ს გასაშავებლად ! რაც მართალია, მართალია, ძალიან დაცხა საქართველოში ... :)))
იასონას
ბიჯოო ზოგჯერ ხელი მაისვი ხოლმე
პეტროვიჩი
ხვიჩამ გაიტანოს 2 გოლი და პსჟ-მ თუნდაც წააგოს
დდდ
ანუ შენი აზრით, მე15/ მე-18 ადგილზე გასულ გუნდებს შორის გამარჯვებული უფრო ძლიერი უნდა იყოს ვიდრე 24-ე/ მე-9 ადგილებზე გასულებს შორის გამარჯვებული?!... აი, ამ ლოგიკის პატრონი რომ ჭკუასაც გვარიგებ, ჩვენ რაღა ვქნათ, არ გეცოდებით?!...
გოგა
რამოშზე უკეთესი ფორვარდი, რო არ ყავს გუნდს და დემბელე ლიდერია გუნდის, მაგ გუნდის გასვლა ლივერპულთან რატომ გჯერათ, დაუშვადა გაცდა ლივერპულს, ლიგის მოგება როგორ გჯერათ საინტერესოა, დემბელეა ლიგა 1 გუნდებთან ძლიერი, რამოშს ყველა თამაში ყველაზე დაბალი შეფასება აქვს, ჩემი აზრით ენრიკემ დემბელე უნდა დასვას სკამზე თუ უნდა გასვლა, მთელი გუნდი მაგაზე თამაშობს და მაინც ბევრს მაზავს, ხვიჩას რა პასი გაუფუჭა ბოლოს, ეგეთ შანს ერთს თუ მოგცემს ლივერპული, ვერ გაუტან და მორჩა, ალისონმა 2 ან 3 ბურთის გარდა, ყველა ასაღები, რო იყო ისეთი ბურთები აიღო
sandrex
გეთანხმები შვეტე იასონ,ლივერპულმა გაცილებით რთული შიდა ამოცანების გამო ეკონომ რეჟიმში გადაწყიტა პსჟ-ს გავლა,პირველი ნაბიჯი გადადგა და არც მეორეში შეიცვლება რამე,მიუხედავად იმისა მასას მოეწონება თუ არა,რა თქმა უნდა ენფილდეზე მეორე ნომრად არ ითამაშებენ,მაგრამ მაინც პრაგმატიზმი იჭარბებს,თასის ფინალი,მითუმეტეს ინგლისში განსაკუთრებული მოვლენაა,რადგან ადრეულ ეტაპზე არ დათმეს და ფინალში გავიდნენ ვალდებული არიან მოიგონ,თან ნახევარი ქალაქი ჩავა ლონდონში საზეიმოდ,ჰოდა ყველაფერი ეს თუ გადააგორეს,მერე სანაკრებო პაუზაც მოუსწრებს და აპრილიდან მთელი ძალებით გადაერთვებიან ლიგაზე,სალაჰსაც თუ აქვს პრეტენზია ოქროს ბურთზე ლიგაზე ბოლომდე ბრძოლა აუცილებელია!
guga
გადააგდე მოსაწევი დამიჯერე
იასონას უდარი
ძალიან ცუდ დროს მოუწია ეს თამაში,კვირის ბოლოს ფინალი გვაქვს და სულ ცალ ფეხზე მკიდია პსჟსთან თამაში. არანაირი ინტერესი არ გამაჩნია ამ თამაშის მიმართ,არც რაიმე გამორჩეული მეტოქე გვყავს და ალბათ ამიტომაც მაქვს ეგეთი დამოკიდებულება. რეალი ან ბავარია რო იყოს,კიდევ მესმის ნერვიულობა და მუღამი,მარა პსჟ? თითქმის განაღდებული გვაქვს პრემიერლიგა და ფინალიც კარზე მოგვადგა. სეზონის დასაწყისში,ვინმეს არჩევანი რო შემოეთავაზებინა,პრემირლიგას ავირჩევდი რაღა თქმა უნდა და თან მწვრთნელი ცვლილების მერე დიდი მოლოდინები არ იყო ამის.დღეს სიტუაცია ისე დაჯდა რო ორი ტიტულის მოგების შანსი გაქვს ამ კვირაშივე,ხოდა რაის პსჟ ან ჩემპიონთა ლიგა. ჯერ ისედაც არ მომწონს ლიგის ეს ფორმატი,მერე 8 თამაშიდან ხუთში პირველივე თამაშში გაირკვა გამსვლელის ვინაობა,ხოდა ეს არის ტურნირი? ჯერ ის ხო ვერ დავამუღამე,პირველი ადგილოსანი რატომ ხვდება 15 ადგილოსანს და მერე ის,რა აზრი ქონდა თამაშების დამატებას. ძველი ფორმატი მომწონდა,უფრო თამაშების შემცირებისკენ მინდოდა წასულიყვნენ და ამათ დაამატეს კიდევ. ამიტომაც,არ ვიცი სლოტი რანაირად თამაშობს ფლეიოფებს ლივერპულში,პირველია და ვნახოთ. ფეინოორდიდან ვიცი რო ფინალს უწია ევროპალიგის და ლივერპულში ვნახოთ რას იზავს. რაც არ უნდა იყოს,ამ კაცმა ისტორია დაწერა,პირველივე სეზონში ეპლი დადო და სულ მკიდია ლიგა. თან ყველაზე სასიამოვნო ის არის რო იუნაიტედს გავუთანაბრდებით და აღარ იქნება კითხვები,ვინ არის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინგლისში. აქამდეც ლივერპული იყო,თუმცა ჩემპიონატის მეტი მოგებით იბრიქებოდნენ ეშმაკები,ხოდა ეგ მოვუკალით და ეს არის ის რაც ყველა ლივერპულის ქომაგს სურდა. ლიგა 6ჯერ გვაქვს მოგებული,თუ იქნება მეშვიდე,იყოს და მოიგონ,უარს არავინ ამბობს,თუმცა დიდი მნიშვნელი არ აქვს. ამ მომენტისთვის ინგლისის ლიგის თასი უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე პსჟთან თამაში. იქ ფინალია და ხვალინდელი თამაშით მხოლოდ 1/4 ფინალში გავდივართ,თან ასტონვილას ვეჯახებით და მეღადავებით,პრემიერლიგაა ბლიად. ამას ქვია მაგარი ფორმატი და მაყურებლის უფრო მოზიდვა? მეტი არ იქნას ვინმე მოეზიდა ამ ტურნირს,ვინც ყავდათ იმასაც დაკარგავენ. მაგალითისთვის,ფულს არ ვიხდი იმის გამო რო ეს ტურნირი ვუყურო,არც ლალიგას ან ლიგა ერთს ვიყიდი,ხოდა პირატულ საიტებზე მაყურებელი ხალხით რაის მოგებას ზრდიან. აბა,ჯემალა და მაყვალა ფულს არ გადაიხდის,როცა პირატულ საიტებზე უყურებს ან უფასო სილქზე. მოკლედ,ბანძი ტურნირია წლევანდელი ლიგა,მიუხედავად იმისა რო ლივერპულმა ილიდერა ჯგუფში,რომელიც არ დაუფადა და 15 ადგილი ერგო,რანაირად გაუგებარია,თუმცა ადრე იყო,პირველი ადგილი ჯილდოს იღებდა კარგი გამოსვლისთვის,ხოლო ახლა,რატომ უნდა ითამაშონ გუნდებმა კარგად,რა სტიმული აქვთ? მოაგროვებენ 12 ქულას და ეგ არის,დანარჩენს იტილავებენ. ადრე ვიღაცამ მითხრა,რა უეფას ბრალია თუ სიტიმ ან რეალმა ცუდად ითამაშაო,ხოდა რა შუაშია ეს გუნდები,პირველი არ უნდა ხვდებოდეს 15 ადგილოსანს. პირველი უნდა ხვდებოდეს 24 ადგილოსანს,თუ გნებავთ რეალი იყო და თუ გნებავთ მსოფლიო ნაკრები. ან ამავე პრინციპით,21-24 ადგილებში ჩატარებული ფლეიოფის გამარჯვებული მაინც უნდა ყოფილიყო პირველი და მეორე გუნდების მეტოქე,რა შუაში 15 ადგილი ან 18? აი,ამიტომ არის უაზრობა და მაიმუნობა. წარმატებები ლივერპულს ეპლში და ლიგის თასის ფინალში. ის კი უცნაურია,ეს ქართველები რას ასველებთ და რა მოუსვენრობა გჭირთ არაბების გუნდის გამო,აგერ სირიაში ქრისტიანები გაწყვიტეს არაბებმა თუ რაც არიან,ხოდა თქვენ ვის ქომაგობთ? ხვიჩამ თვითონ გაყიდა სული არაბებზე და თქვენ რა განერვიულებთ?
tngh
"ლივერპულის" დამწუხრება "ენდფილზე" ძალიან ძნელია... თუმცა თბილისში "აფეთქებული წითლები" (ასე უწოდა ინგლისურმა პრესამ) ბევრს კიდევ გვახსოვს!!!
გიორგიპირველს
ყოველთვის წერენ მატჩის დღეს როდისაა, ალბათ ხვალ ეწერებათ
12345
მოდი იდი ნახვზმდის
ზლატან დროგბა
ჯეისონ აქამდე ვერ მიაგენი კარებს
მირო
არა მგონია ალისონმა მეორე ისეთივე მატჩი ითამაშოს.ეს გამორიცხულია.თვითონაც თქვა ჩემი ცხოვრების მატჩი იყოო.ამის გამეორება შეუძლებელია,არ ხდება.ამით უნდა ისარგებლოს პსჟ-მ და გაუტანოს.ცოტა გამართლებაც გვინდა.დანარჩენი ვნახოთ,იმედით ვართ.
გიორგიპირველი
ღვთისავარ, კარგად წერ ყოველთვის, კარგი წასაკითხია შენი წერილები, მარა ამხელა რაღაცას რო უძღვნი კონკრეტულ თამაშს, კარგი იქნება, ისიც დაწერო,როდისაა ის თამაში. შეიძლება, ვიღაც დამწყებმა გულშემატკივარმა არ იცოდეს.
გურულო
რაია რომ გადუუწურე წყალი მართლა დიდო ბაღანა0, სულ ა0რა0ა0 და0სა0შვები რომ მუუგოს პუსუჟუ-მ? მე დაჟე ვთვლი, რომ მუუგებს და გამუაგდებს პირდაპირ თამაშით! ყოველგვარი დამატებითის და პენლების გარეშე მიამყნიან ლივერებს! აგერ ნახვთ თუ არა!
ვვვ
ოკ, პრაფესსორ! :)
Gio
Magari daqneuli xar
არ ვიცი ხვიჩა და მიჩა.
ფერმერების გუნდი უნდა გამოვარდეს!
jei-jei-jei-jei Okocha
ე ბიჯო, უფრო აქტიურად იოცნებეთ, ხვალემდე გაქვთ დრო მარტო :D ოხ, ეს ზიდანი! ოხ, ეს კაკა! ოხ, ეს რობენი! ოხ, ეს ვინიციუსზე უკეთესი. ლუქმენი ვინ ჩემი ფეხებია და ა.შ. ;) მიდით, მიდით გააგრძელეთ, დიდო ბავშვებო )))) მარა იმდენიც არ იოცნებოთ, რომ წაგების გასაპრავებელი ტექსტების მომზადება დაგავიწყდეთ DD

პესეჟეს და მისი დამპალი ულტრასების დედაც...
ბესო
პსჟ ეცდება სწრაფი გოლის გატანას და ეს თუ პირველ ტაიმში მაინც მოახერხა მაშინ გავლენ თუ არადა ძალიან გაუჭირდებათ . ძალიან მაგარი იქნება სტადიონიდან ქომაგობა ))). წარმატებები პსჟ ს და ხვიჩას !
უფროსი
ხვიჩა! გადირკე ალისონი. ბევრი გაიტანე. არ გაჩერდე.
გია_544
ხვიჩას 2 გოლი + 1 ასისტი დაამშვენებს ორი ჩემი საყვარელი გუნდის დაპირისპირებას! გამარჟვების თალისმანი დღეს პარიზელების შორის თამაშობს! ))
ლაშა
მე პირადად მჯერა, რომ პსჟ გოლს გაიტანს და მატჩი დამატებით დროში გადავა!
ნასერ ალ-ხელაიფი: "ბარსასთან" მატჩს მოუთმენლად ველოდებით
პსჟ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია
"ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა? სამაგიეროდ, ევროპალიგის მოგებისთვის ვიბრძოლებთ" - ჟოზემ მოურინიო
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
"პსჟ იტყუება და მანიპულირებს" - საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
[VIDEO] პირველი ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში - ხვიჩამ "ინტერს" გაუტანა!
[VIDEO] "შენ გენაცვალეეეეე" - დავითაშვილის ემოციები კვარას გოლზე
საფონოვი: დილაუთენია მეუღლემ საწოლში გამაღვიძა და...
"იმედი მაქვს, მესი გვიყურებს" - ვიტინია
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
ჩემპიონთა ლიგა სრულად დაკომპლექტდა
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პსჟ-ს წილისყრაში არ გაუმართლა - ჩემპიონთა ლიგაზე ქართველთა გუნდების მეტოქეები გაირკვა
ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...
"ნიუკასლმა" ვოლტემადე 90 მილიონად შეიძინა - ისაკს გზა გაეხსნა?
"კვარა" ისევეა, როგორც მე, იდეალურად" - ლუის ენრიკემ ხვიჩას მდგომარეობა შეაფასა
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ
[VIDEO] თვალცრემლიანი დონარუმა გულშემატკივრებს დაემშვიდობა - რატომ აიძულებენ წასვლას?
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?
ლუის ენრიკე სასწრაფოდ საოპერაციოა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ცნობილი გამოცემების პროგნოზები - მამარდაშვილი სანაკრებო პაუზას შესაძლოა, 1 თვის უთამაშებელი შეხვდეს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] მამარდაშვილი ისევ არ ათამაშეს - სობოსლაის ბრწყინვალე ჯარიმით "ლივერპულმა" "არსენალს" სძლია
გადაწყდა - ისაკი 130 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ლივერპულში" ითამაშებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
AS: მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება