10 მარტს საქართველოს ნაკრებისა და "ჰაიდენჰაიმის" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე 31 წლის გახდა. დაბადების დღემდე რამდენიმეე საათით ადრე თავის თავს ჩინებული საჩუქარი გაუკეთა და სადებიუტო ბუნდესლიგური გოლიც გაუტანა.

"ჰოფენჰაიმთან" 25-ე ტურში გასვლით ფრედ 1:1 დასრულებულ შეხვედრაში ჩვენებური მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 0:1 მარცხდებოდა, 65-ე წუთზე კი ულამაზესი დარტყმით თავი კლუბს ქულა მოუტანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ რა თქმა უნდა, ბუდუ ძალიან ბედნიერი იყო და თავისი ემოციები Sportschau-ს გაუზიარა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ბუნდესლიგაში ჩემი პირველი გოლი გავიტანე. ეს ოცნების ახდენაა. როდესაც ბავშვი ვიყავი და საქართველოში ვცხოვრობდი, ვოცნებობდი, რომ ტოპ 5 ლიგაში მეთამაშა.

ახლა კი აქ ვარ და გოლი გამაქვს, ეს მართლაც დიდებული გრძნობა და ბედნიერებაა. ასეთი მენტალიტეტით და ბრძოლით თამაში უნდა განვაგრძოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ქულებს დავაგროვებთ", - აღნიშნა ზივზივაძემ.

ინფორმაციისთვის, ბუნდესლიგის 25 ტურის შემდეგ "ჰაიდენჰაიმს" 16 ქულა აქვს და ბოლო საფეხურზეა. ჩვენებურის გუნდს პლეი-ოფის ზონას 4, ხოლო პირდაპირ უძლიერესთა შორის ადგილის შემარჩუნებელ ზონას, 6 ქულა აშორებს.

Sportall.ge-ს სახელით ვულოცავთ ზივზივაძეს დაბადების დღეს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ.

სიმენონი
ბუდუ გილოცავ!!!
mix
როდესაც გოლის გატანაზე და ქართველი კაცის სიხარულზეა საუბარი, რა დროს "ნაცი" და "ქოცია", ასე პოლიტიკურად უაღრესად განსწავლულები და დაპირისპირებულები საიდან იჩითებით. ფეხბურთზეა საუბარი პოლიტიკური შეხედულებები გაქვს??? მაგისთვის არის ცალკე "საბოღმო" საიტები ცალკე ნაცების და ცალკე ქოცების, ოქ მიწერე ეგ ტექსტები.
სოსო
ჰაიდენჰაიმი ჩემპიონატში და ევროთასზე ერთდროულად თამაშობდა და ორ ფრონტზე,საკმაოდ შეზღუდული რესურსების მქონე გუნდს,აშკარად არ ჰკმაროდა ძალები.ახლა, როცა მხოლოდ ჩემპიონატში გამოდიან,მათ აქვთ ლიგაში დარჩენის რესურსი და ვფიქრობ ამ ამოცანას წარმატებით გაუმკლავდებიან.
სოსო
სიამოვნებით ვულოცავ ბუდუს დაბადების დღესაც და პირველ გოლსაც,ბუნდესლიგაშიც.ვუსურვებ,ორივე გრაფაში 100-ს გადააჭარბოს და მუდამ ბედნიერი და წარმატებული გვენახოს.დასაწყისში კი,სომხეთთან ვუსურვებ შედეგიან და გამარჯვებით დასრულებულ ორ თამაშს.

გაქანებულ ნაცსს! ვულოცავთ დაბადების დღეს და ვუსურვებთ გოლის გატანის დროს ენა არ გადმოაგდოს!
გია_544
ბუდუს გაუმარჯოს და მრავალი წელი ეთამაშოს და ეხაროს! გილოცავ დაბადების დღეს და გოლს. ნაკრებში წარმატებები, ბუდუუუუ )
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
ზივზივაძე ისევ სასტარტოში იყო, "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა
"ჰაიდენჰაიმს" ზივზივაძის დაბრუნებამაც ვერ უშველა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"