რუმინეთთან 43:5 გამარჯვების შემდეგ, "ბორჯღალოსნებმა" ერთი კვირა დაისვენეს და დღეიდან, 34-კაციანი გაფართოებული შემადგენლობით 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგნენ.

სატიტულო შეხვედრას 16 მარტს 16 საათზე, თბილისის, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონი უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში საქართველო მიჯრით მერვე, ჯამში კი მე-17 ტიტულს შეუტევს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2000 წლიდან იმართება და მას თავდაპირველად ერთა თასი ეწოდებოდა, ამჟამინდელი სახელწოდება კი 2015 წლიდან მიიღო. ტურნირის ფორმატი რამდენჯერმე შეიცვალა. 2003-2008 წლებში გამარჯვებული ორი წლის ჯამით ვლინდებოდა, რის გამოც განვლილ 25 წელიწადში თასი 22-ჯერ გათამაშდა. 2010 წლის ჩათვლით, საქართველომ ჩემპიონობა 3-ჯერ მოიპოვა, რუმინეთმა 4-ჯერ, ერთხელ კი ამ გუნდების დავაში პორტუგალია ჩაერია (2003-2004). 2011 წლიდან მოყოლებული, საქართველომ პირველი ადგილი ერთადერთხელ, 2017 წელს ვერ დაიკავა (გაიმარჯვა რუმინეთმა), მას შემდეგ კი ევროპულმა თასმა თბილისში დაიდო ბინა.

2023 წლიდან ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობა 6-იდან 8-მდე გაიზარდა, გუნდები ორ ჯგუფად გაიყო და დაინერგა ნახევარფინალისა და ფინალის სისტემა. წინა ორ ფინალში პორტუგალია დავამარცხეთ - ჯერ ესპანეთში, ბადახოსში, მერე კი საფრანგეთში, პარიზში. ამრიგად, თბილისი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალს წელს პირველად მასპინძლობს და მეტოქეც განსხვავებული ეყოლება, რადგან ნახევარფინალში პორტუგალიას ესპანეთმა 42:31 მოუგო.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ "ბორჯღალოსნები" ესპანეთს წელს ერთხელ უკვე ეთამაშნენ და ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში მადრიდში, 62:32 დაამარცხეს.

ორი სიახლით წლევანდელ რაგბი ევროპაზე

რიჩარდ ქოქრილმა ფინალური მატჩისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში 19 მორკინალსა და 15 ხაზის მოთამაშეს უხმო. მათ შორის ორი ისეთი მორაგბეა, რომლებიც სანაკრებო შეკრებაზე წელს პირველად არიან. ესენი არიან "ორიაკის" კვაჭი ლუკა ნიორაძე და ლა როშელის ბურჯი ალექსანდრე ქუნთელია. ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ გაფართოებულ შემადგენლობაში დაბრუნდა "პროვანსის" მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია.

გაფართოებულ შემადგენლობაში 20 ლეგიონერია, 14 კი "შავ ლომს" წარმოადგენს.

"ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

პირველი ხაზი: ნიკა აბულაძე (მონპელიე), გიორგი ახალაძე (კლერმონი), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი); ვანო კარკაძე (მონპელიე), ლუკა ნიორაძე (ორიაკი), ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი); ირაკლი აფციაური (ლიონი), ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი);

მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), გურამ ღანიაშვილი (შავი ლომი);

მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), ბექა საღინაძე (ლიონი), ბექა გორგაძე (პო), გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), ბექა შვანგირაძე (ლიონი), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი);

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), გელა აფრასიძე (პერპინიანი), მიხეილ ალანია (ორიაკი); ლუკა მატკავა (შავი ლომი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი);

ცენტრი: გიორგი კვესელაძე (გრენობლი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), გიორგი შველიძე (ბრივი);

ფრთა: სანდრო თოდუა (შავი ლომი), შალვა აფციაური (შავი ლომი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), ამირან შვანგირაძე (შავი ლომი);

ფულბეკი: დავით ნინიაშვილი (ლიონი), დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი).

Rugby.ge

გიზო
რატომ არ არის ნაკრებში თედო აბჟანდაძე? ჩემი აზრით ის მატკავაზე მაღალი დონისაა, ხოლო მისი ტანდემი ნინიაშვილთან მსოფლიოში ერთ ერთი გამორჩეული.
სიმართლე
მიქაუტაძე უკვე ვეტერანია და აშკარად აღარ ჯდება კოკერილის მიერ გაახალგაზრდავებული ნაკრების შემადგენლობაში. დაახლოებით მსგავსი შეიძლება ითქვას გიგაშვილსა და გიორგაძეზე, იმ განსხვავებით რომ მათ შესაძლოა ჯერ კიდევ მიეცეთ ნაკრებში თამაშის შანსები თუ საკლუბო კარიერაში აღმასვლა ექნებათ. გოგიჩაიშვილზე გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, თუმცა მგონია რომ კოკერილს და სამწვრთნელო შტაბს ამ ეტაპზე აქცენტი "შავი ლომი"-ს ბიჭებსა და ახალგაზრდებზე აქვთ გაკეთებული, რადგან მსოფლიომდე დარჩენილი პერიოდი ახალი გუნდის ჩამოყალიბებისთვის უნდათ რომ გამოიყენენონ
ალექს
წარმატება ბიჭებს! ვინც უფრო მეტად ხართ ჩახედული ნაკრების შიდა სამზარეულოში, ხომ არ იცით, გიგაშვილი, გოგიჩაშვილი, გიორგაძე და მიქაუტაძე რატომ აღარ ჩანან?
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
რაგბი ევროპა | 31-ედ რუმინეთთან, 26-ედ "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის"
რაგბი ევროპა | წლის პირველი თასისთვის რუმინეთთან
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
რაგბი ევროპა | განახლებული შემადგენლობა რუმინეთისთვის
რაგბი ევროპა | შვიდი ცვლილება და ერთი დებიუტანტი რუმინეთთან
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"