ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბელგიელების პირველი შოკი: მოედანი რას ჰგავს?!

ბელგიელების პირველი შოკი: მოედანი რას ჰგავს?!

ევროპის ლიგა. პლეი ოფი. ზესტაფონი-ბრიუგეს წინ
გაოგნებულმა ბელგიელმა ჟურნალისტებმა ეროვნული სტადიონის გაზონს ფოტოები გადაუღეს, საფრის მდგომარეობით "ბრიუგეს" სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელებიც განცვიფრდნენ. მოკლედ, სტუმრებმა პირველი შოკი გუშინვე მიიღეს და ახლა იმის იმედი ვიქონიოთ, რომ დღევანდელი მატჩის შედეგიც მათთვის აღმოჩნდება უსიამოვნო, თორემ ჩვენ ცუდ შედეგებსა და ცუდ მოედანს დიდი ხანია, შეჩვეულები ვართ.

"ბრიუგე" თბილისში გუშინ, ნაშუადღევს 19 ფეხბურთელით ჩამოფრინდა და სასტუმრო "რედისონში" დაბინავდა. საღამოს კი ეროვნულ სტადიონზე ორივე გუნდის მწვრთნელის პრესკონფერენცია და ღია ვარჯიშები გაიმართა. სტუმართა დელეგაციაში დაახლოებით ორი ათეული ჟურნალისტია, რომლებიც სტადიონზე "ბრიუგესთან" ერთად მოვიდნენ და ამიტომ "ზესტაფონის" წვრთნა და პრესკონფერენცია არ უნახავთ.

არსად ჩანდნენ ბელგიელი გულშემატკივრები, შევიტყვეთ, რომ ისინი ჩამოსვლას დღეისთვის აპირებენ. ჩვენი ბელგიელი კოლეგები გუშინ იმითაც დაინტერესდნენ, თუ რომელ ტრიბუნაზე განთავსდებიან მათი თანამემამულე ქომაგები. სხვათა შორის, ჩამოსული მედიელები ქართულ ფეხბურთსა და "ზესტაფონს" არცთუ ურიგოდ იცნობენ. იციან, რომ გუნდი ტექნიკურია, ყველაზე ხშირად კი გელაშვილ-დვალის დუეტს ახსენებენ.

შეგახსენებთ, "ზესტაფონი"-"ბრიუგე" დღეს "ბორის პაიჭაძეზე" 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტელერეპორტაჟის ნახვა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერით შეგეძლებათ. სტადიონზე მიმსვლელთა საყურადღებოდ კი ვიტყვით, რომ ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია და მათ შეძენას დღესაც მოახერხებთ.

მატჩს ავსტრიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის ჰარალდ ლეხნერის ხელმძღვანელობით.

გიორგი ჭიაბრიშვილი: მეორე ნომრობა არ შეგვიძლია

მედიის წინაშე "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიაბრიშვილი და გუნდის ახალწვეული ედიკ საჯაია წარდგნენ.

ჭიაბრიშვილი: - ამ მატჩისთვის ჩვენი გუნდი განსაკუთრებულად ემზადება. განწყობა საბრძოლოა, ფეხბურთელები ამ ბარიერის გადასალახად თავს არ დაზოგავენ.

- მთავარი მწვრთნელის ფუნქციების შესრულება თქვენთვის მძიმე ტვირთია?

- უპირველესად, იმას ვიტყვი, რომ გია გეგუჩაძის წასვლა თითოეული ჩვენგანისთვის მოულოდნელი და სამწუხარო ამბავია. იგი საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად მიმაჩნია და ამას შედეგებით ამტკიცებდა. მასთან მუშაობა ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო და საკმაო ცოდნა შევიძინე. "ზესტაფონის" მწვრთნელობა სერიოზული ტვირთია, მაგრამ ძალიან საინტერესო საქმეცაა და ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მაინც გადავწყვიტე. "ბრიუგესთან" მატჩი გვიჩვენებს, სწორი ნაბიჯი გადავდგი თუ არა.

- გელაშვილის მდგომარეობა როგორია?

- ნიკა ჯანმრთელადაა და 90 წუთის სათამაშოდ მზადაა.

- დაუშვილის არყოფნა არ დაგეტყობათ?

- იგი ეროვნული ნაკრების წევრია და დიდი დანაკლისი იქნება, მაგრამ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც დაუშვილს ღირსეულად შეცვლიან.

- მეტოქეზე რას იტყვით?

- "ბრიუგე" საშუალოზე მაღალი დონის გუნდია, ჰყავს დაბალანსებული და ძლიერი შემადგენლობა, სწრაფი და ტექნიკურია. "დაჩიასა" და "შტურმისგან" განსხვავებით, ფეხბურთს თამაშობს და ისღა დაგვრჩენია, დავუმტკიცოთ, რომ ფეხბურთის თამაში ქართველებსაც შეგვიძლია.

- გია გეგუჩაძის წასვლის შემდეგ მნიშვნელოვანი იქნება გუნდის ფსიქოლოგიურად მომზადება.

- გეთანხმებით, მაგრამ მჯერა, ამ სიძნელესაც დავძლევთ. გიამ დღეს ბიჭები ნახა, დაემშვიდობა და წარმატებები უსურვა. დარწმუნებული ვარ, გეგუჩაძე სხვაგანაც შედეგიანად იმუშავებს, ბიჭები კი, იმის მიუხედავად, რომ გიას წასვლით გულნატკენები არიან, დარწმუნებული ვარ, ევროტურნირებზეც და ჩემპიონატშიც შესაძლებლობათა მაქსიმუმს აჩვენებენ.

- "ბრიუგესთან" მეორე ნომრად თამაშს ხომ არ აპირებთ?

- ჩვენ მეორე ნომრობა არ შეგვიძლია, თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ ლამაზი თამაში და შეტევა კარგია, მაგრამ მთავარი შედეგია. "შტურმთან" კარგად ვითამაშეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა. ასე რომ, ძალიან არ გვინდა, "ბრიუგესთან" შეხვედრის შემდეგ სიტყვა "მაგრამ"-ის ხსენება დაგვჭირდეს.

- "ბრიუგესთან" მატჩები თქვენთვის დიდი შანსი და გამოწვევაა. თუ ხართ მზად ამისთვის და მთავარი მწვრთნელობისთვის საჭირო ლიცენზიას თუ ფლობთ?

- მზად ვარ თუ არა გამოწვევისთვის, ამ კითხვაზე პასუხს ხვალინდელი შეხვედრა გასცემს, A ლიცენზია მაქვს, რაც ქართულ კლუბში სამუშაოდ სავსებით საკმარისია, ხოლო თუ შესაძლებლობა მომეცა, პრო-ლიცენზიასაც ავიღებ.

საჯაია: - ტრავმის შემდეგ თავს უკვე კარგად ვგრძნობ. "ზესტაფონში" დაბრუნებით მოხარული ვარ და შევეცდები, გუნდისთვის სასარგებლო ფეხბურთელი ვიყო.

ასეთი საშინელი მინდორია?

"ბრიუგეს" მხრიდან პრესკონფერენციაზე მთავარი მწვრთნელი ადრი კოსტერი და დანიელი ახალწვეული ნიკი ზიმლინგი გამოცხადდნენ.

- რა ინფორმაციას ფლობთ "ზესტაფონზე"?

კოსტერი: - ინფორმაციის ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით. ვნახე "ზესტაფონის" რამდენიმე მატჩის ვიდეოჩანაწერი და დავასკვენი, რომ ჩვენი მეტოქე შემტევი და ტექნიკური გუნდია. თუმცა მე ჩემი გუნდისა და თბილისში გამარჯვების იმედი მაქვს.

- "ზესტაფონისა" და "შტურმის" დაპირისპირების შედეგი რამდენად კანონზომიერად მიგაჩნიათ?

- "შტურმი" სოლიდური კლუბია, მაგრამ "ზესტაფონს" არ გაუმართლა. თქვენმა გუნდმა საშინაო მატჩში ორი ისეთი შეცდომა დაუშვა, ევროტურნირებზე ამას არავინ აპატიებდა.

- როგორ ფიქრობთ, თქვენი კოლეგის გადადგომით "ზესტაფონის" თამაშში ბევრი რამ შეიცვლება?

- ასეთ მოკლე დროში ძირეული ცვლილებები გამორიცხულია. შემადგენლობაში მინიმალურ ცვლილებებს არ გამოვრიცხავ, სქემა კი, სავარაუდოდ, 4-4-2 დარჩება.

- მოედნის მდგომარეობას რა კომენტარს გაუკეთებთ?

- ცუდი მოედანი ორივე გუნდს ერთნაირად შეუშლის ხელს.

- "ბრიუგეს" ბელგიის ჩემპიონობისთვის ბრძოლის პოტენციალი აქვს?

- ამას სეზონის მსვლელობა გვიჩვენებს, ახლა ზუსტად იმის თქმა შემიძლია, რომ წინა სეზონის შედეგი, მეოთხე ადგილი, აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ.

ზიმლინგი: - ვიცი, რომ საქმე ძლიერ მეტოქესთან გვაქვს, რომელიც საშინაო შეხვედრაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს, მაგრამ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში ჩვენც გვინდა და იმედი მაქვს, ამას შევძლებთ კიდეც.

- მინდორი ნახეთ? (ბელგიელი ჟურნალისტის კითხვა)

- ჯერ არა. რა ხდება, ეს შეკითხვა უკვე იმდენჯერ დასვით, ნუთუ მოედანი ასეთი საშინელებაა?

- შანსებზე რას იტყვით?

- იმედია, ჩვენ გავიმარჯვებთ.

- სიცხეში თამაში ხომ არ გაგიჭირდებათ?

- რამდენიმე კვირის წინ აზერბაიჯანში "ყარაბახს" ამაზე ცხელ ამინდში ვეთამაშეთ და გავუძელით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• mvx

ძალიან არასასურველი და ცუდი ჭორები დადის გია გეგუჩაძის წასვლასთან დაკავშირებით. ღმერთმა არ ქნას, რომ სიმართლე იყოს, თორემ ასე საქართველოს ფეხბურთს მომავალი არ აქვს. ისე კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს.

ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა

ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია

ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის