გურჯაანი, ქუთაისი, რაში, კავკასია, ორბი, მარგვეთი და დღეს ვსა-ც. ეს ის გუნდებია თანმიმდევრობის მიხედვით, რომლებმაც თასის მოქმედი მფლობელი თსუ დაამარცხეს. უნივერსიტეტელებმა ზედიზედ 7 მატჩი წააგეს და როცა ესეთ შედეგს რომელიმე გუნდი აჩვენებს, ცხრილის ბოლოში თუ არა, ქვედა ნაწილშია ხოლმე, თუმცა არა თსუ-ს შემთხვევაში. სანამ 7 მატჩს ზედიზედ წააგებდა, ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ თსუ-ს ზედიზედ 8 მოგება ჰქონდა მოპოვებული და დღეს, მოგება-წაგებათა ხსენებული შეფარდებით სუპერლიგის ცხრილში მე-3 ადგილზეა.

დიახ, თსუ-მ სეზონი ისე დაიწყო, ბევრს აფიქრებინა, ჩემპიონი წაუგებლად გახდებოდა თუ სამადლოდ 1-2 შეხვედრას დათმობდა. 8-დან 8 მოგება სუპერლიგის სტარტზე და დაუმარცხებელი გუნდის იმიჯი, რომელიც სადღეისოდ აღარ არსებობს. პირველი მარცხი უნივერსიტეტელებს გურჯაანის დელტამ 21 დეკემბერს აგემა, რის შემდეგაც თსუ-ს თამაში აღარ მოუგია, თუმცა სასტარტო გამარჯვებების ხარჯზე ლიდერთა შორის ადგილს ინარჩუნებს.

თსუ-მ დღეს ვსა-სთან პირწმინდად – 81:103 წააგო. უნივერსიტეტელებმა მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ პერიოდში გაუწიეს, რომელიც ვსა-მ მხოლოდ 2 ქულით მოიგო, თუმცა მეორეში დავით ნოზაძის გაწვრთნილმა გუნდმა უპირატესობა მოიპოვა, რაც ანგარიშშიც ასახა – 52:41 დიდი შესვენებისთვის.

მესამე პერიოდი იგივე სცენარით გაგრძელდა – ვსა-ს ლიდერობამ 20 ქულას გადააჭარბა და მატჩს აზრი მალევე დაეკარგა. ბოლო პერიოდის წინ სხვაობა 24 ქულა იყო, რომელიც მალე 30-ზე ავიდა და … ვსა-მ ჩინებულად ითამაშა. გუნდის თითოეული წევრი, რომელიც მოედანზე იყო, შეცდომებს მინიმალურად უშვებდნენ, რასაც შეტევაში და დაცვაში ყოჩაღობით ანაზღაურებდნენ. გამოსარჩევია დავით კაკუშაძის შედეგიანი თამაში, ასევე ქსავიერ ჰილ-მეისის უნივერსალიზმი, რომელმაც 24 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა.

საპირისპირო ამბავი ხდება გორის “ივერიონის” თავს. 7 არა, მაგრამ დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ მე-5 შეხვედრა მოიგო, რისი წყალობითაც ცხრილის სათავეში მოექცა. მართალია, დაკარგული ქულებით გორელებს “ქუთაისი” და ვსა უსწრებენ, თუმცა 9 მოგება საკმაოდ ბევრია, რისი მოგროვებაც ამ მომენტისთვის ივერიონთან ერთად სწორედ ვსა-მ და “ქუთაისმა” მოახერხეს.

გორელებმა მორიგი შეხვედრა ზესტაფონში, “ბათუმთან” მოიგეს. აჭარის დედაქალაქის დარბაზში ტაბლო არის დაზიანებული, რომლის აღდგენაც, თვეზე მეტია, ვერ ხერხდება და ამის გამო ბათუმელები საშინაო შეხვედრებს ვერ მასპინძლობენ. ზესტაფონში ნომინალური მასპინძელი ბათუმი იყო, თუმცა გორის ივერიონმა ისე მწყობრად ითამაშა, მატჩის მოგება მოახერხა – 103:97 (სტატისტიკა). ამაში დიდი წვლილი რეჯი მესიდორს, 26 ქულისა და 12 პასის მიმთვლელ ამერიკელ უკანახაზელს მიუძღვის, რომელიც ტურის სიმბოლურში ხომ შევა და MVP-ის ტიტულის მოგების შანსიც დიდი აქვს. აღსანიშნავია ივანე მეგენეიშვილის მორიგი მძლავრი თამაში – 21 ქულა და 16 მოხსნა. 19 ქულა და 11 მოხსნა ჯეი პალის ანგარიშზე აკუმულირდა.

დღეს დაწყებული სუპერლიგის მე-18 ტური ხვალ, 12 მარტს, ზესტაფონსა და ტყიბულში გაგრძელდება. მარგვეთი გურჯაანის დელტას უმასპინძლებს, ორბი კი ქუთაისს დაუხვდება.

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა