ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ხვიჩა საოცარი აურით... "ო, იღბლიანო!" - გვყავს ფავორიტი გუნდები, მაგრამ კვარაცხელიამ უნდა მოიგოს...

ხვიჩა საოცარი აურით... "ო, იღბლიანო!" - გვყავს ფავორიტი გუნდები, მაგრამ კვარაცხელიამ უნდა მოიგოს...

"ო, იღბლიანო!" - ბრიტანული ფილმის მთავარ გმირს, რომელიც ციხიდან გამოსვლის შემდეგ სიკეთეს ქადაგებს, დასცინიან, ფინალში კი დიდი წარმატება მოდის... არ წავიდეთ შორს და ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ უკანასკნელ ზამთარში განვითარებული მოვლენები განვიხილოთ. როგორც საქართველოში, ასევე იტალიაში ვიღაცისთვის ეს იყო "შუა გზაზე გუნდის მიტოვება" ვიღაცისთვის "ხელფასის კარნახით მიღებული გადაწყვეტილება", სხვებისთვის იქ წასვლა, სადაც "ვარსკვლავებს ისრუტავენ და რეალურ წარმატებას ვერ აღწევენ". და რა თქვა ამ დროს "კვარამ"? რომ მისი და კლუბის მიზანი ერთმანეთს ემთხვეოდა.

ამ დროს რამდენი ქილიკად იტყოდა - პსჟ და ჩემპიონთა ლიგა?!

ხვიჩა საოცარი აურის კაცია. ჯერ "ნაპოლიმ" ხომ ასე მონატრებული ტიტული იზეიმა, ახლა პსჟ ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგების ფავორიტი გახდა. რონალდოსთან შეხვედრა ხომ ისე უნდოდა, ერთადერთი შანსი ნაკრებში იყო, შეხვდა, მოუგო და გაუტანა... ფაქტია, პარიზულ გუნდს რაღაც სულ აკლდებოდა. დააკლდა "ლივერპულთან" პირველ დაპირისპირებაშიც.

კვარაცხელიამ ბურთი ცარიელი კარიდან რომ გამოიტანა, იქნებ ასეთი დეტალების გროვა იყო საჭირო. ისე, აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რას ნიშნავს, როცა ბურთს შინაგანად გრძნობ, მისი შესაძლო ტრაექტორია გონებაში გამჯდარი გაქვს... "ეგ სივრცე,

თვალს რომ აღუმართავს მისავე უეცარ საზღვარს,

თხოულობს საზრისს, რათა საგანთა

მთელი უწინდელი მხარე წაიკითხოს"(ჩ. ტომლინსონი).

ახლა უკვე დრო აღარ ითმენს. გვინდა, მეტი ვნახოთ. გვინდა, პარიზელებმა კიდევ უფრო მეტი ისწავლონ. გვინდა, ამ ფსიქოლოგიური გარდატეხით მათ კიდევ უფრო მეტი შეძლონ, დაცვაში კიდევ უფრო უკეთესი იყვნენ. რა თქმა უნდა, ყველას გვყავს ფავორიტი გუნდი, ბავშვობიდან რომ ვქომაგობთ. ამ გუნდის გულშემატკივრებისთვის გმირი დონარუმა "მილანიდან" "გაქცეულია", დემბელე "ბარსელონას" "შავი ლაქა", ლუის ენრიკეს წარმატებიდან ათი წლის შემდეგ კატალონიელთა მორიგი ტრიუმფი წარმოუდგენიათ. ამის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს დიდი შანსი, ჩემპიონთა ლიგა ქართველმა ვარსკვლავმა აღმართოს, გზა კი კიდევ უფრო დიდი კარიერისთვის გაიკაფოს!..

ასე რთული მერვედფინალისა და შესაძლო ნახევარფინალს შორის მეოთხედფინალში ერთგვარი ამოსუნთქვის საშუალება იქნება. რა თქმა უნდა, ეს მოდუნებაში არ უნდა გადავიდეს. პარიზელთა სამწვრთნელო შტაბი ძალების გადანაწილებასა და როტაციას კვლავ გააგრძელებს(ისე, უახლოეს ტურში მარსელთან კლასიკო კი ელით). ხვიჩა კვარაცხელია ყველა მიმართულებით მოგვეწონა, მაგრამ ის კვლავ გააგრძელებს მუშაობას სრულყოფილებაზე, მაგალითად, საგოლე მომენტების რეალიზებაზე, რასაც ცოტათი იღბალიც თუ დაემატება, იდეალური იქნება!..

• ქართველი

ჯერ რეალი არსენალს გაცდეს და მერე ვილაპარაკოთ, ჩემი ზღრმა რწმენით არსენალი გამოაგდებს რეალს. დაიმახსოვრეთ ეს კომენტარი

• ზაზა

გამჩერებელი რეალია და მხოლოდ გამჩერებელი კი არა უდავოდ საუკეთესო გუნდი დღესაც და ისტორიაშიც. აი ფინალს რაც შეეხება იქ თუ მოხვდნენ უფრო მარტივი დაპირისპირება იქნება ვიდრე ნახევარფინალი

• სიმართლე

დაიკარგებოდა ეგ გამო-გუბერნიებული აბა რა იქნებოდა, როდესაც კარგად გაედო ბაირამ-დუდუკში

• ღუბერნია დაგვეკარგა

აქ ერთი სუბიექტი აქვეყნებს ხოლმე ამ ნიკით პოსტებს - qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos. ბოლოს დასწერა: " არანაირი შანსი რო გავიდნენ პსჯ-ს არ აქ. მაგრამ აქ გამო*ვებულ სექტას ამას გააგებიებ. ერთით კაია მოვისვენებთ კარგი ხნით ნორმალური ხალხი ამ სექტასგან რომელთვისაც კრიტიკა წარმოადგენს მისი სექტის წინაახმდეგ მტრობას". მას შემდეგ დაგვეკარგა ღუბერნია. ვინმემ მისი ასავალ - დასავალი ხომ არ იცით? რაღაც აღარ სწერამს ხოლმე, ეტყობა რცხვენიან, ნამეტნავად....

• ჟორა გაბრიჭიძე

პსჟ-ემ ხვიჩას შეძენით უდიდესი ნაბიჯი გადადგა ლიგის მოგების გზაზე. ეგაა ფინალში არ ვიცი რას გააკეთებენ, იქამდე კი მაგათ გამჩერებელი არავინაა.

• ვაკე-ს

არ მივიღებ არანაირ შაბლონურ " თიკუნს " . წერე რამდენიც გინდა. პოლიტიკას კი ვერ დავარქმევდი ამ ბიჭის მაგინებლების ქმედებას. გიჟები არიან. შენ როგორ გაქვს საქმე მაგ მხრივ ?რატომ გაწიწმატდი ?

• მათოსი

მაგარი საქანელა ტურნირი გამოდის,ახალი ფორმატის გამო,ბევრმა გუნდმა ძალები ვერ გადაანაწილა და ბევრმა პირიქით,საჭირო დროს მოახერხა ფორმაში შესვლა.თუნდაც ლივერპულზე და პსჟზე ვისაუბროთ,ლივერპულმა შესანიშნავად განვლო ჯგუფი,თან პრემიერლიგას ლიდერობს დამაჯრებლად,თუმცა გუშინდელ თამაშში თითქოს გადაღლილი გუნდი მომეჩვენა,მარტო გუშინდელში არა,წინა თამაშიც ეგრე იყო. ჩემი აზრით,ეს ბუნებრივია,რადგან ინგლისში შესვენების გარეშე თამაშობენ და ორი თასი აქვთ,ძნელი სათამაშოა და რთულად გასაძლები.თან ისიც ფაქტია,სლოტი არ ყოფილა ფლეიოფის მწვრთნელი,უფრო გრძელ დისტანციაზე მომუშავე კაცს გავს,კონტეს დარად. რაც შეეხება პსჟ,ლიგა ერთის მარტივად მოგების გამო და ზამთრის შესვენების გამო ძალები გადაანაწილა,ფორმაში შეხვდა ამ ეტაპს.რა თქმა უნდა,ენრიკეს საპლეიოფო გამოცდილებაც არ უნდა დავივიწყოთ და ასევე,როტაციის შესაძლებლობა.ყველას შემტევები აკერია პირზე,თუმცა მე ჟოა ნევეში მომეწონა ზოგადად ორივე თამაშში,სასწაული ბიჭია და ძალიან მაგრად პროგრესირებს. ამიტომაც მგონია რო იმარჯვა იმან,ვინც უფრო დასვენებული იყო და უკეთესად მომზადებული იყო. ლივერპული არ განიხილავდა პენალტებს,ეს რო ესე ყოფილიყო ელიოტით დაიწყებდა და სობოსლაი მერე შემოვიდოდა,ასევე,ჟოტაც კარგი დამრტყმელია და მაკ ალისტერიც. მწვრთნელმა აქცენტი გააკეთა ახალ შემოსულებზე,ჯონსის გამიკვირდა,მარა ნუნიესი მაგარი სუსტი ფორვარდია და ეტყობოდა კოჭებში რო გამაზავდა. ნუ ბევრს აღარ ვიტყვი ამ თამაშზე,პსჟმ დამსახურებულად მოიგო და გავიდა შემდეგ ეტაპზე. რაც შეეხება შემდეგ მეტოქეს,თუ არ ვცდები ასტონ ვილა არის და არც ეგრეა რო ადვილი სათამაშო ქონდეს.ორი ესპანელი მწვრთნელის დაპირისპირებაა და დიდი გამოცდილება აქვს ემერის.თან ასტონვილა გაძლიერდა ზამთარში,ასენსიო დაიმატეს პსჟდან და რაშფორდი იუნაიტედიდან. ლივერპულზე რთული სათამაშო იქნება ეგ თამაში,რადგან ვილა ზონებს არ გახსნის ისე როგორც ლივერპული და არც სივრცით დაცვას ითამაშებს,კაცი კაცის დამცველს დაუყენებს დარწმუნებული ვარ. ვილა კარგი გუნდია და გაჭირდება მარტივად გასვლა. თან იქამდე დიდი დროა,ერთი თვის წინ,პსჟ გასვლა რო გეთქვა ლივერპულთან დაგცინებდნენ მაგრად,თუმცა ახლა რეალობაა. სანაკრებო პაუზის მერე ვინ და როგორ დაბრუნდება კაცმა არ იცის,ამიტომ პროგნოზები არაფრის მომცემია. მთვარია კარგი ფეხბურთი იყოს,დანარჩენი გამოჩნდება.

• სოსო

რა თქმა უნდა მამუკა!უბრალოდ იმას გავუსვი ხაზი,რომ წინასწარ ზეიმი,ძალიან ხშირად ისჯება და მოდუნება არ შეიძლება.ბრიტანული კლუბები,ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან და კლასის ნაკლებობას ხშირად ბოლომდე ბრძოლის უნარიანობით ანაზღაურებენ.ასტო ვილა კი,ნამდვილად არ არის უკლასო გუნდი და თუ გაუმართლა,სიურპრიზის გაკეთება შეუძლია.

• გულშემატკივარი

თუ ლივერპულის გულშემატკივარი ხვიჩას ფეხზე წამოუდგა, ეს ნიშნავს, რომ ლივერპულს ღირსეული და ფეხბურთის მცოდნე გულშემატკივარი ჰყავს და რომ ხვიჩას კარგი თამაში დაუფასა.

• 100%

არც ეს აუღნიშნავს არავის.

• 100%

მინდა ვთქვა გოლის მომენტში, ხვიჩას ედგა ორი კაცი და პასი გაკეთდა მარჯვნივ, ხვიჩა ქმნის განსხვავებას!

• ქართველი

რამხელა სამუშაო გაწია კვარაცხელიამ, დღევანდელი PSG არის საოცარი ძალის გუნდი და არ გამოვრიცხავ რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს, ამ გუნდს ჰყავდა უფრო დიდი ფეხბურთელები თითქოს, მაგრამ დღევანდელი PSG არის აბსოლიტურად იდეალური გუნდი, ერთადერთი , რაც აკლია არის შეცვლაზე ხალხი, დანარჩენი ამნაირი სრულფასოვანი და სრულყოფილი გუნდი ალბათ შეიძლება იყოს მხოლოდ რეალი ამ ტურნირზე! კვარაცხელია მართლა აბლოდისმენტები, მსოფლიო დონე ხარ!

• c

მიკვირს რატომ არავინ არ აღნიშნა, რომ ხვიჩას გასვლისას ფეხზე წამოდგა ენფილდი და ტაშს უკრავდა გულშემატკივარი? ის მხარე, ყოველშემთხვევაში სადაც გადიოდა. საოცარი ფაქტია და არც ერთ სტატიაში თუ განხილვაში არ შემხვედრია, არც კომენტატორებმა აღნიშნეს. არადა ძალიან მაგარია, მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრები ასე რომ აფასებენ

• იხვი

ხვიჩამ კი მინდა რომ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ მაშინ ის რეგვენი ზანგი ოქროს ბურთს აიღებს და მაგას მიაწერენ ამ გამარჯვებას. გაისად მოიგოს ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგა სჯობია, როცა თვითონ იქნება გუნდის ლიდერი, და ოქროს ბურთიც აიღოს.

• ვაკე

აი ნამდვილი ქოცური კომენტარი. ჩააკვეხა პოლიტიკა

• გიას

მერვე ადგილზეა

• მამუკა

სოსო ბრიუგეს ასტონ ვილასთან შანსი არის ძალიან მინიმალური, ეხლა იმასაც გეტყვი რა მაძლევს იმის თქმის საშუალებას რომ ასტონ ვილას ბარიერს გადლახავს პსჟ, ასტონ ვილამ გაყიდა თავისი ლიდერი ალ ნასრში ჯონ დურანზე მაქვს საუბარი, დაიმატეს ასენსიო და რაშფორდი, მაგრამ ერთი ტრამვიანობს ხშირად, მეორე კიდევ საშინლ ფორმაშია და ფაქტიურად ის დანაკლისი ვერ შეავსეს რაც დურანის გაყიდვით მიიღეს, ამიტომ ვიძახი რომ პსჟ დიდი ალბათობით ნახევრფინალშია, ოღონდ რა თქმა უნდა ყველა მეტოქე შესაბამისდ უნდა დააფასო

• სოსო

ნახევარფინალში მხოლოდ 4 საუკეთესო გუნდი რჩება და ფინალში მხოლოდ ორი გავა.რა თქმა უნდა ნებისმიერი კლუბისათვის ძალიან ძნელია ამ ბარიერის გადალახვა და იქ ვერ გასვლა,რეალისთვისაც კი არ ჩაითვლება წარუმატებლობად. ჯერ ასტონ ვილა ოფიციალურად არც კი გამხდარა პსჟს მეტოქე და ჩვენ უკვე მის დამარცხებაზე როგორც ფაქტზე და ნახევარფინალში თამაშზე ვლაპარაკობთ.რა თქმა უნდა ამისი იმედი გვაქვს,მაგრამ წინასწარ ამაზე ლაპარაკი, ძალიან არასერიოზული და საფრთხის შემცველია,პსჟსათვის.მეტოქის თუნდაც ქვეშეცნეული დაუფასებლობა,შესაძლოა კატასტროფის მიზეზი გახდეს.პსჟს,სწორედ ეს ემუქრება.

• დათო

რჩევას მოგცემ. შორს დაიჭირე მაგ შენი ნაცი ,,მეგობრებისგან,, თავი. ნეგატივი შემოაქვთ და ეს ჯანმრთელობისთვის საშიშია

ჩემი ნაცი ნაცნობები ხვიჩას ქებაზე მპასუხობენ ხოლმე, კაი,რა , ეგეთი და მაგაზე მაგარი ფეხბურთელი ძალიან ბევრია ევროპაშიო. არადა , კვარა არის ერთადერთი. არავის ეჯიბრება, არც მყვირალა ქარიზმა აქვს, კვარა არის ნამდვილი ფეხბურთელი. მარტო კარიერა და ფული არ აინტერესებს, აქვს ნიჭი , იცის და უყვარს ფეხბურთი. ამიტომაცაა მისი თამაშის ყურება სასიამოვნო. მოკლედ ფეხბურთელის ენციკლოპედიური განმარტებაა ჩვენი ხვიჩა.

• გია

ისე ასტონ ვილა ჩემპიონი არის უკვე და სერიოზულად უნდა შეხედოს პსჟ მ

• ზურას

ამ სტატიის ავთორთან ამ კომენტარს რატომ წერთ https://sportall.ge/fekhburthi/fekhburthii/legionerebi/176054-gveyoleba-thu-ara-kakha-kaladzis-shemdeg-chempiontha-ligis-kidev-erthi-qarthveli-gamarjvebuli-rodis-anthebs-khvicha-ceckhls.html

• ეგრეა

ყოჩაღ, ხვთისავარ ! ---------- კარგა, ხანია ვაკვირდები: სოსო -ს კომენტარებიც გამორჩეულია ... წარმატებები სტატიისა და კომენტარის ავტორებს ! "რაც კაია, კაია" ! :)

• ჩემი რა მიდის, მარა ...

ცოტა რო "დაატორმუზო"! ცოტა ხნით, სულ ცოტა ხნით დაისვენე რა ! --------- პ.ს. არა ძმაო, შენ და "იასონას უდარი" ?! ერთი და იგივე ხომ არ ხართ ? :)

• მამუკა

პსჟ-ს ალბათ არ გაუჭირდება ნახევარფინალში გასვლა, ასტონ ვილა კი უწევს წინააღმდეგობას გრანდებს ინგლისში, მაგრამ ორ რაუნდიან ბრძოლაში შანსები 70-30 პსჟ-ს სასარგებლოდ, აი ნახევარფინალში კი უფრო სერიოზული გამოცდა ელით, რეალმა თუ მიაღწია ნახევარფინალამდე ძალიან გაუჭირდება პსჟ-ს რეალის წინააღმდეგ თამაში, დიდი განსხვავებაა კლასში.

• გენა

როგორ დამთავრდა თამაში?

• zura222

ისე წერთ თითქოს ჩემპიონთა ლიგის აღმართვა ქართველებისთვის ზღაპარი და მიუღწეველი ოცნებაა @ დაგავიწყდათ რომ ქართველს ორჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა ? იმ ქართველი "კომენტატორების" არ იყოს ამას წინად რომ "წუხდნენ" როდის იქნება რომ ქართველ კალათბულთელსაც რომ ექნება ნბა-ს ჩემპიონის ბეჭედიო ! "დაავიწყდათ" რომ ფაჩულიას 3 ბეჭედი აქვს(ორი როგორც მოთამაშეს და ერთი როგორც მწვრთნელს)

• ჩვენი "კვარა" დაფრინავს, ჩვენი "კვარა" არ დადის!

ჯერ მენდეშმა გადაარჩინა 2-ჯერ, შემდეგ კვარამ ყველაზე ძნელი რომ არის წაგება მაშინ გამოიტანა ბურთი კარის ხაზიდან, დემბელეს სისწრაფემ თავისი საქმე გააკეთა და ამას დაემატა დონარუმას საოცარი თამაში. ყველას გილოცავთ ვისაც ხვიჩას წარმატება გიხარით!

• მანფრედ კალცი

ალან პრაისი უკრავდა მაგ ფილმში. გაზაფხულში გადიოდა... სტატიაც მომეწონა. ხვიჩა კი ქართველი ხალხის სიხარულია.

• სოსო

ბრავო ღვთისავარ!მშვენიერი სტატიაა და ციტატაც ძალიან მომეწონა.აი ეს სხვაობაა ნაკითხ,განათლებულ და წერა კითხვის უცოდინარ ჟურნალისტებს შორის.სამწუხაროდ,მეორე კატეგორიას,აშკარა რიცხობრივი უპირატესობა აქვს,ქართულ მედიაში.

"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს

რაშფორდი: დიდხანს მინდა "ბარსელონაში" დავრჩე

პსჟ სიაში მესამეა - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

[VIDEO] "კვარა" "ატალანტასთან" მატჩის MVP გახდა - ქართველს პრიზი გადასცეს

პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

Mundo Deportivo: ლუის ენრიკეს ენრიკეს პსჟ-ს დატოვება და ყოფილ გუნდში დაბრუნება უნდა

Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა

პსჟ-ს წილისყრაში არ გაუმართლა - ჩემპიონთა ლიგაზე ქართველთა გუნდების მეტოქეები გაირკვა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა

[PHOTO] ყველაფერი სახეზე ეტყობა - პსჟ-ის პრეზიდენტის რეაქცია კვარაცხელიასა და მისი თანაგუნდელების ტრავმის შემდეგ

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ეს ამიტომ გავაკეთე და ამას მომავალშიც ვიზამ" - ენრიკემ ახსნა, რატომ იყო პსჟ-ის ბოლო მატჩის პირველ ტაიმში პრეს-ლოჟაში

ჩემპიონთა ლიგა სრულად დაკომპლექტდა

პსჟ სიაში მესამეა - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა

Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს

ხვიჩა ლიგაზე ნაცნობი მეტოქით და მსაჯით იწყებს - მიქაუტაძე დღეს გატანას ლონდონში ეცდება

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?