მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა ტიერი ანრიმ, პსჟ-ს ნახევარმცველი ვიტინია შეაქო.

"ეს ბიჭი, ვიტინია, განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს. როდესაც შეგიძლია მატჩის ტემპი, რიტმი აკონტროლო და ამავდროულად დაცვასაც დაეხმარო...

ის თუ როგორ აკონტროლებს თამაშს და რამხელა სამუშაოს ასრულებს, ეს განსხვავებული სპორტია", - განაცხადა ტიერი ანრიმ პორტუგალიელ ნახევარმცველზე.

შეგახსენებთ, პსჟ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ასტონ ვილას" დაუპირისპირდება, გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 8 აპრილს, საფრანგეთში, ხოლო განმეორებითი მატჩი 15 აპრილს, ბრიტანეთში გაიმართება.

მალხაზ ჯობავა
ათასჯერ ასპროცენტიანი ხარ, ზუსტად რომ ნახევარდაცვაა შემტევებსა და დაცვას შორის ყველაზე სუსტი და ეს ლივერპილთან გამოჩნდა.
ჯანო
ყველაფერში გეთანხმები, ანრის "სიდისდის"გარდა
747
ჭკვიანურს და მაღალ დონეზე პარლამენტში ლაპარაკობენ.
სოსო
კარგი ანალიზია ამატაკი,თუმცა ვიტინიასაც ნუ დავუკარგავთ,დამსახურებას.შეტევის დროს მართლაც კარგია,დაცვაში კი სიმძლავრე აკლია და ძლიერ კლუბებთან, სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი.შემტევების დახმარება,დაცვით ფაზაში.ლივერპული პრესინგით და ფლანგიდან შეტევის შემდეგ,საჯარიმოს წინა ხაზთან თამაშის გამწვავებით ქმნის ხოლმე მთავარ საფრთხეებს.რა თქმა უნდა ვარსკვლავი ფეხბურთელები სხვანაირ საფრთხეებსაც უქმნიან მეტოქეებს,მაგრამ მათი დარტყმის მიმართულები ძირითადი ზონა სწორედ ეგ არის,ცენტრალური მცველების ზონასთან ერთად,სტანდარტების დროს.ვან დაიკი და კონატე, მაღალ ბურთებზე პრაქტიკულად ყველა მეტოქესთან ბატონობენ.ამიტომ აც იყო პსჟს მხრიდან ბურთის ტოტალურად ფლობის აუცილებლობა,რომ ლივერპულს მათ საჯარიმოში დიდხანს თამაშის საშუალება არ ჰქონოდათ.პირველ თამაშში,სწორედ მაგ ზონიდან გაუშვა პსჟმ გოლი და მეორე თამაშისთვის,ენრიკემ უკვე შემტევებიც დაახმარა დაცვას და საყრდენებს.რომ მეშინოდა პსჟ ვერ გაუძლებსო,ამდენ მოძრაობას,აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 4 შეცვლის მიუხედავად,მატჩის ბოლოს პსჟს უფრო მეტი ძალები დარჩა,ვიდრე ლივერპულის ფეხბურთელებს და ეს ალბათ იმითაც იყო გამოწვეული,რომ პჟს ფეხბურთელებს ტექნიკური უპირატესობა ჰქონდათ და ინგლისელებს მეტი სირბილი უწევდათ.ვერსად ვნახე,რომელმა გუნდმა რამდენი გაირბინა,მაგრამ ვფიქრობ,ლივერპულს საგრძნობლად მეტი ექნება და თანაც,ლივერპულს საკუთარ ჩემპიონატშიც ძალიან დიდი დატვირთვები უწევთ და დაგროვებული დაღლილობაც შეეტყოთ.ენრიკესაც ნუ დავუკარგავთ თამაშის კარგად დაგეგმვას.ფაქტობრივად გაანეიტრალა ,ლივერპულისაგან მომდინარეები საფრთხეები და საკვანძო ფეხბურთელები.არ მინდა კვარაზე განსაკუთრებულად ვილაპარაკო,მაგრამ ნახევარ სეზონში კონტესაგან ნასწავლი დაცვაში თამაში,მანაც და ენრიკემაც შესანიშნავად გამოიყენეს.რამდენი ხელობაც იცი,იმდენი კაცი ხარო,ქართული ანდაზაა და ფეხბურთშიც გაამართლა.შეტევაში თუ კვარას უნარები პარტნიორებმა ვერ გამოიყენეს და ორი საგოლე პასი გაუნიავეს,მატჩის მიწურულს,დაცვაში,სალაჰის დარტყმის ცარიელი კარიდან გამოტანით,გუნდი გავარდნის გარდაუვალი საფრთხისაგან იხსნა.დღევანდელი კვარა,უკვე მხოლოდ შემტევი ვარსკვლავი კი არა არის,არამედ ვარსკვლავია,უნივერსალური თვისებებით.
ამატაკი
დაიწყო.. ეს ოპერა ხომ უკვე ნანახი გვაქვს. უფალმა თუ ინება და სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს დაიწყება ძველი თუ ახალი ვარსკვლავების, ყველა ჯურის ე.წ. ექსპერტების ათასგვარი მიგნებების დემონსტრირება. გეგონება ვიტინია სადმე სხვაგან იყო და ამ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მისი თამადობით არ გამოაცხო პსჟ-მ, ანგარიშგასაწევ გუნდებთან მიყოლებით მარცხები. საქმე იქამდე მივიდა, სულ ბოლოს შეახტნენ პლეიოფის ბოლო ვაგონს. აქედანვე ხომ ვიცით, რომ მინიმუმ აქამდე დაჭერილი დონე და ბევრად მეტიც დაჭირდება ხვიჩას, რომ მისი პსჟ-სადმი შეუცვლელი ღვაწლი სათანადოდ იქნას აღიარებული. ფაქტი კი არის ის, რომ ამ გუნდის ალბათ ყველაზე არასაიმედო რგოლი სწორედ შუახაზია და არა დაცვა, როგორც აქამდე მიიჩნეოდა. ლივერპულთან ეს ნათლად გამოჩნდა. დაცვის გმირიბამ და შეტევიდან მხარფაჭერამ შეაძლებინათ საწყისი მეოთხედის გაძლება, როცა ლივერმა შუა ხაზი არც შეიმჩნია, უბრალოდ წალეკა. ისე დაიბნენ, ბურთი ვერ ამოქონდათ, გააზრებულ ტაქტიკურ სვლებზე ლაპარაკი ზედმეტია. ხვიჩას უდიდესი ღვაწლი ამ თამაშში ესეც იქცა, როცა მენდეშს გვერდში დაუდგა და ფაქტიურად ლივერის ყველაზე სახიფათო მარჯვენა ფლანგი თანდათანობით განეიტრალდა. ხვიჩას ფაქტორმა განაპირობა ისიც, რომ არნოლდი საერთოდ არ მონაწილეობდა შეტევით ფაზებში. რაც საფრთხე იქმნებოდა სწორედ მარცხენა ფლანგიდან, სადაც დიასი ყოველ ჯერზე ქმნიდა მომენტებს. იმის თქმა, რომ ვიტინიას რაიმე მხრივ ამ თამაშში რაღაც განსაკუთრებული ჰქონდა, ანრის სიდიადეს მიუხედავად, მთლად დამაჯერებლად არ ჟღერს. პ.ს. სწორედ ეს ხაზი მგონია ყველაზე დიდი თავისტკივილი, რაც შეძლება პსჟ-ს დაატყდეს, იმ შემთხვევაში თუ რეალის ნახევარდაცვის წინააღმდეგ მოუწიათ თამაში.
მარგალი-ტა
ვიტინია თუ ხვიჩინია?:)))
ვიქტორი
სად იყო ვიტინია მე რო ვიყავი ვიტინია
G.LA
ეს ვიტინია და კუკურელია როგორ გაგვეპარნენ სამეგრელოდან? ღირსები არ არინ ოდესმე ელარჯის გემო გაიგონ.
ბესო
ამას ხვიჩაზე უნდა ეთქვა და ეტყობა სახელიდა გვარი შეეშალა
თემო
კომენტარებს გაფავხედე და ამ პრიმიტიულ გვარის დაბოლოებაზე ხუმრობის დონეს ვერ გავცდით, არც მოგვწყინდა. რას ვიზამთ, ეს ვართ და...
სიმენონი
ქუთაისელია ვიტალიას ძმაა, სირბილაძის
კახა
კუკურელიას ბიძაშვილია დედის მხრიდან
ჟორჟ მიკოტაზე
სად იყვნენ ანრი და ვიტინია მე რო კვარას ვაქებდი
რობი
ვიტინია შემოკლებითაა Vitor Machado Ferreira
ირაკლი
ზუგდიდიან ყოფილა წარმოშობით ვიტინია ;)
ბადრი
უნდა დავაკვირდე ერთი ამ ცქვიტინიას! რაცხა მეგრულ გვარს უკაკუნებს დაბოლოებაში
სოსო
შეუძლებელია,არ დაეთანხმო.
სამართალი
სად იყო ვიტინია, მე რომ ანრი შევაქე
კოკო
სად იყო ანრი მე რომ შევაქე ვიტინია
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
"არ ვიცოდი, თუ ბუნდესლიგის მოგება "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად საკმარისი იყო" - კვარაცხელიას მხარდამჭერმა ნასრიმ კეინი გააკრიტიკა
"მეტს იმსახურებდა, "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე შეუფერებელი ადგილი მიაკუთვნეს" - ენრიკემ თავისი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
კვარაცხელიას პსჟ რეკორდების დამყარებას განაგრძობს - ამჯერად ისტორიული შედეგი მუნდიალზე დააფიქსირეს
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
რა არის კვარაცხელიას ფორმის ვარდნის მიზეზი - ვიტინიამ ჟურნალისტებთან ხვიჩას შესახებ ისაუბრა
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
ვიტინია: "ოქროს ბურთი" პსჟ-ს სამი ფეხბურთელიდან ერთ-ერთმა უნდა მოიგოს
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
ანრი: მესი ადამიანი არ არის - ნუ გააღვიძებთ მასში მხეცს
"ოქროს ბურთს" ამ ფეხბურთელს მივცემდი, მეორე ადგილზე კი მას დავაყენებდი" - ანრიმ თავისი ფავორიტები დაასახელა
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
პორტუგალიელთა მკერდსავსე ფანებმა გულშემატკივრები გააოცეს - ვიტინია იმედიანადაა
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა