საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების ეპოპეა დასრულდა - ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია ჩვენმა კადეტებმა ჰოლანდიასთან შეწყვიტეს და ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა დაასრულეს...

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების ეპოპეა დასრულდა - ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია ჩვენმა კადეტებმა ჰოლანდიასთან შეწყვიტეს და ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა დაასრულეს. ამ მარცხის შემდეგ გია კაზანჯიანის გუნდს 2 მოგების წილ ერთი წაგება მოუგროვდა. ასეთივე შედეგი აღმოაჩნდათ სლოვენიასა და ჰოლანდიას. ნახევარფინალისტთა გამოსავლენად საჭირო გახდა ურთიერთშეხვედრებში ჩაგდებული და მიღებული ქულების შეფარდების დათვლა. სლოვენიას +16 აღმოაჩნდა, ჰოლანდიას -3, ხოლო საქართველოს -13.

ჩვენმა ნაკრებმა ჰოლანდიასთან დაპირისპირებამდე იმდენად დამაჯრებლად იასპარეზა, რომ რატომღაც დარწმუნებულნი ვიყავით, ნახევარფინალში ვიხილავდით. სწორედ დიდ მოლოდინს დაერთო დიდი იმედგაცრუება. თუმცა, ნიდერლანდებთან წაგების მიუხედავად ქართველი კადეტებისადმი სასაყვედურო არ გვაქვს. ისინი B დივიზიონში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან.

ქართველები ბოლო პერიოდამდე თანაბრად ებრძოდნენ ჰოლანდიელებს, თუმცა მეოთხე რაუნდში ნარინჯისფრებმა გაქცევა მოახერხეს და იმ სხვაობით გაიმარჯვეს, რამაც ისინი ნახევარფინალში გაიყვანა - 85:72.

ქართველებმა მეტქეს პერიმეტრიდან ტყორცნებში აჯობეს - 14 სამქულიანი გამოიყენეს (10-ის საპასუხოდ). შორი მანძილიდან შესანიშნავად ისროლა ლევან ლოლიშვილმა - 10-დან 7 სამქულიანი ჩააგდო.

ჩვენმა გუნდმა ჰოლანდიელებს მოხსნებშიც აჯობა - 42:37. არც საჯარიმო ტყორცნებში დაფიქსირებულა დიდი სხვაობა. გადამწყვეტი ორქულიანების რეალიზების დაბალი მაჩვენებელი გამოდგა. გია კაზანჯიანის გუნდმა 35-დან 9 ორქულიანი ჩააგდო (25.7 პროცენტი), ხოლო ნიდერლანდელებმა - 38-დან 18 (47.4 პროცენტი).

ასე და ამგვარად, ქართველ კადეტებს ფინალის საგზურის ნაცვლად, მეხუთე ადგილისთვის მოუწევთ ბრძოლა. ისინი ჯერ შვეიცარიას დაუპირისპირდებიან (მეორე ჯგუფის მეოთხეადგილოსანს), ხოლო წარმატების შემთხვევაში სლოვაკეთსა და უნგრეთს შორის გამარჯვებულს ეთამაშება. სწორედ ამ ოთხ გუნდს შორის განაწილდება მეხუთე-მერვე ადგილები.

16-წლამდელთა ნაკრები. B დივიზიონი

12 აგვისტო, ტალინი (ესტონეთი)

საქართველო-ჰოლანდია 72:85

22:23, 23:25, 10:15, 17:22

საქართველო: გოგბაიძე (11 წთ), რამიშვილი (28 წთ, 4ქ, 4პ, 3ჩ), ბურჯანაძე (37 წთ, 19ქ, 11მ, 3ჩ), გრძელიძე (6 წთ), ლოლიშვილი (35 წთ, 27ქ, 7მ), მიქელაძე (40 წთ, 14ქ, 7პ, 3მ), კვანტალიანი (4 წთ, 2ქ), ცირეკიძე (24 წთ, 1ქ, 9მ), ნადირაძე (14 წთ, 5ქ, 5მ)

ჰოლანდია: შილდერი (14ქ, 6პ, 4ჩ), ჰამინკი (19ქ, 12მ), ვეენსტრა (17ქ, 5მ)...

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. სლოვენია 3 2 1 213/181 5

2. ჰოლანდია 3 2 1 209/195 5

3. საქართველო 3 2 1 225/210 5

4. უნგრეთი 3 0 3 149/210 3

V-VIII ადგილები

14 აგვისტო

17:45 საქართველო-შვეიცარია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა