საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე გასვლით მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდა და 22:20 დაამარცხა. ამ გამარჯვებით, ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასვლისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი შეხვედრა 13 მარტს გაიმართა და საქართველომ მეტოქე 28:26 დაამარცხა.

ბოსნია-ჰერცეგოვინის შემდგომ 5&6 ტურის მატჩებში 8 მაისს საქართველოს ეროვნული ნაკრები შინ საბერძნეთს დაუპირისპირდება, ხოლო 11 მაისს რეიკიავიკში ისლანდიასთან ბოლო მატჩს გამართავს.

საკვალიფიკაციო 8 ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო ნაკრების გარდა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც იასპარეზებს.

mm
4 ქულა გვაქვს ჩვენ, 2-2საბრძნეთს და ბისნიას საბერძნეთს სახლში ვხვდებით და წესით უნდა მოვუგოთ
qomags
შემდეგ ტურში ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში გავდივართ და ბოლო თამაშს აზრი აღარ ექნება. რადგანაც მაშინ ჩვენ 6 ქულა გვექნება და საბერძნეთი ვეღარ დაგვეწევა. ხოლო ბოსნიამ დარჩენილი ორივე შეხვედრა რომც მოიგოს 6 ქულაზე მეტს ვერ აიღებს. რადგანაც ორივე თამაში მოგებული გვაქვს ჩვენ ბოსნიელებზე წინ ვიქნებით.
სოსო
4 ტურის შემდეგ,ისლანდიას 4 გამარჯვება აქვს,ჩვენ ორი,საბერძნეთს და ბოსნიას კი,თითო მოგება,ერთმანეთთან.სააბერძნეთში 1 გოლით წავაგეთ და აქ მათი დამარცხება, ნამდვილად შეგვიძლია.
სოსო
4 ტურის შემდეგ,ისლანდიას 4 გამარჯვება აქვს,ჩვენ ორი,საბერძნეთს და ბოსნიას კი,თითო მოგება,ერთმანეთთან.სააბერძნეთში 1 გოლით წავაგეთ და აქ მათი დამარცხება, ნამდვილად შეგვიძლია.
სტალინი
საბერძნეთი ხელბურთში არაფერს წარმოადგენს. თბილისში აუცილებლად უნდა მოვიგოთ და გარანტირებულად გავალთ ევროპის ჩემპიონატზე
სოსო
ამ ორ მატჩში,ბიჭებმა დაამტკიცეს,რომ ბოსნიელებზე ძლიერები არიან,მაგრამ ამავე დროს ქართველებიც არიან და როგორც ყველა ქართველს,შეუძლიათ მძიმე ბრძოლაში მოპოვებული უპირატესობა,სულ რამდენიმე წუთში გაანიავონ და ყველაფერი სასწორზე შეაგდონ.სექტემბრიდან სპორტის უნივერსიტეტში,სპორტული ფსიქოლოგიის განხრაც იხსნება და მის კურსდამთავრებულებს,ყველაზე მეტად,ალბათ ქართველების ამ სისუსტესთან ბრძოლა და ამოძირკვისათვის მუშაობა მოუწევთ.ბიჭებს ვულოცავ ძნელ გამარჯვებას.თავი არავის დაუზოგავს და ამიტომ განსაკუთრებულად არავის გამოვყოფ,თუმცა ჩვენი მეკარის არ გამოყოფა,მაინც შეუძლებელი მგონია.როგორ თამაშობდა თვითონ და ემოციურად როგორ მუხტავდა,უმცროს თანაგუნდელებს..!ეს მართლაც უნდა გეყურებინათ!ნამდვილი ლიდერია! აუცილებლად მოსაგები მოვიგეთ და ახლა ცოტა დაწყნარებულებმა,დარჩენილ თამაშებშიც შეიძლება ვიფიქროთ წარმატებაზე.ბერძნებთან რატომაც არა?!-იქ ხომ მხოლოდ ერთი გოლით წავაგეთ და ისლანდიაშიც არ უნდა ვიყოთ უშანსოდ.კი,ძლიერები არიან,მაგრამ ჩვენც სწრაფად ვიზრდებით და სტაბილურად თუ ვითამაშებთ,ყველაფერი შეიძლება გამოგვივიდეს.ქართველებს ხომ ყველაფერი შეგვიძლია,ნებისმიერის დამარცხებაც და ნებისმიერთან დამარცხებაც.ასეა თუ ისე,დარჩენილ ორ თამაშში თუნდაც ერთი გამარჯვება მაინც,ძალიან გაგვიუმჯობესებდა მდგომარეობას და დიდი იმედი მაქვს,რომ ამას შევძლებთ.
Qomagi
რამდენი ქულა გვაქვს, ახლა რომელ ადგილზე ვართ ჯგუფში, ან რამდენი გვჭირდება აწი გასასვლელად - ეგენი თქვენც არ იცით, თუ საიდუმლოა?
912
მეტი კონცენტრაცია არ შეიძლება 5 ბურთიანი უპირატესობა ასე გაანიავო წარმატებას გისურვებთ საბერძნეთთან აბა თქვენ იცით
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
ესპანური ეპოქა ქართულ ხელბურთში: ნაკრებს რუბენ გარაბაია უხელმძღვანელებს
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ესპანელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში