"მეტალურგის" უპირველესი მიზანი ევროტურნირზე მოხვედრა იქნება
ბოლო სამი წელია, თბილისის ფეხბურთის ფედერაცია დედაქალაქის საუკეთესო საფეხბურთო სკოლას, ბავშვთა გუნდს და მწვრთნელს ასახელებს. ტრადიცია არც შარშან დარღვეულა - კინოთეატრ "საქართველოში" გამართულ გალა-საღამოზე თბილისის საუკეთესო მწვრთნელად კობა ჟორჟიკაშვილი დაასახელეს.

ჟორჟიკაშვილს ტიტულები არც მანამდე აკლდა, მის ხელში ბევრი ფეხბურთელი დაფრთიანებულა, მან ორჯერ გაიყვანა ასაკობრივი ნაკრებები ელიტრაუნდსა და ევროპის ჩემპიონატზე, ახლა კი რუსთვის "მეტალურგის" მმართველმა ბუბა ტყავაძემ უმაღლესი ლიგის გუნდი ჩააბარა.

ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით "მეტალურგმა" პირველი შეხვედრა ზუგდიდში "ბაიასთან" გამართა და 2:0 მოიგო. თუმცა, ჟორჟიკაშვილის აზრით, გუნდი დასაბალანსებელია და საკადრო ცვლილებებსაც არ გამორიცხავს...

- ჩემპიონატი უკვე დაწყებულია და მკვეთრი საკადრო ცვლილებები არ მოხდება, სამწვრთნელო შტაბიც უცვლელად დავტოვეთ. ყველა მწვრთნელს ვიცნობ, მაგრამ ერთად არ გვიმუშავია და ვნახავთ, ვინ როგორ საქმიანობს. რაც შეეხება ცვლილებებს შემადგენლობაში, ეს მალე მოხდება - გავუშვებთ იმ მოთამაშეებს, რომლებიც უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ.

- კონკრეტულად ვის გულისხმობთ?

- ამაზე პასუხს ერთ კვირაში გაგცემთ, მანამდე კი არ მინდა, ეს ამბავი მოთამაშეებმა გაზეთიდან შეიტყონ.

- ახლებსაც მოიყვანთ?

- აუცილებლად, რადგან გუნდი დასაბალანსებელია. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩემმა წინამორბედმა თორნიკე მაისურაძემ დიდი სამუშაო გასწია, გულით და სულით იმუშავა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გუნდში ჯანსაღი ატმოსფერო დამხვდა. მაგრამ ყველა მწვრთნელს საკუთარი ხედვა აქვს და მეც შეძლებისდაგვარად ჩემი შეხედულებით წარვმართავ სელექციას.

მიმაჩნია, რომ "მეტალურგში" ზოგიერთი პოზიცია დასაბალანსებელია, რათა ყველა რგოლსა და ადგილზე კონკურენცია შევქმნათ. სხვაგვარად გუნდი ვერ გაძლიერდება.

- ამ ცვლილებებს როდისთვის გეგმავთ?

- ყველაფერი 31 აგვისტომდე, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გვინდა მოვასწროთ, რათა წასულები უგუნდოდ არ დარჩნენ - თუ დროულად გავუშვებთ, სხვა კლუბში მოწყობის მეტი შანსი ექნებათ.

- ბევრის გაშვებას გეგმავთ?

- რამდენიმესი, თუმცა ბირთვი იგივე დარჩება, რადგან ურიგო შემადგენლობა არ არის.

- მერედა, "მეტალურგს" აქვს სასურველი ტრანსფერის განხორციელების შესაძლებლობა?

- აჯობებს, ამ კითხვით ბატონ ტყავაძეს მიმართოთ, მაგრამ, როგორც ვიცი, "მეტალურგი" საქართველოს კვალობაზე საკმაოდ კარგად დაფინანსდება.

- მიზნად რას დაისახავთ?

- უპირველესი მიზანი ევროტურნირზე მოხვედრაა, ჩემპიონატის მსვლელობისას კი ვნახავთ, რისი უნარი გვექნება. ვიტყვი იმასაც, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ზამთრის მოსამზადებელი ეტაპი. მანამდე მოთამაშეებს დავაკვირდებით, გავიგებთ, ვის რა შეუძლია და თუ საჭირო გახდება, გავძლიერდებით. თუმცა, ვიმეორებ, არსებული კონტინგენტის იმედი გვაქვს. ურიგო ბიჭები ნამდვილად არ არიან, მაგრამ გარკვეული კორექტივები აუცილებელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi shavadze
gashvebuli pexburtelebidan yvelam monaxa gundi garda ertisa,,,murvelashvili rom ugundod datovet da paqtiurad pexburts tavs anebebinebt magaze ra pasuxs gascemt mag bichs,,,,,aseti ram mxolod saqartveloshi tu moxdeba rom dawyebuli chempionatshi bichebi ugundod datovet grcxvenodet tqveni saqcielis
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა