საქართველოს ნაკრებისა და "ზესტაფონის" 22 წლის საყრდენმა ლვოვის "კარპატისთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა
არახალია - არცთუ იშვიათად კლუბისა და ფეხბურთელის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა და კონფლიქტიც ღვივდება. "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ მართლაც ბევრი რამ გააკეთა საიმისოდ, რომ ზესტაფონი ძლიერ საფეხბურთო ცენტრად ჩამოყალიბებულიყო, რაც არა მხოლოდ ამ ქალაქს, არამედ მთლიანად ქართულ ფეხბურთს აღონივრებს.

ფეხბურთელებმა ეს კარგად იციან და განსაკუთრებით, ხაზგასმითაც კი ემადლიერებიან ხოლმე მას, მაგრამ... საკონტრაქტო ვადის ამოწურვისთანავე ხშირად იქმნება კონფლიქტური ვითარება მოთამაშესა და კლუბს შორის.

ერთი მხრივ, ეს ბუნებრივიცაა - კოკაიას სურს, შეინარჩუნოს გუნდი, რომელსაც ჩემპიონთა ან ევროპის ლიგების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსი აქვს, მიიღებს სათანადო სარგოს და გულშემატკივარსაც გაახარებს. ამ დროს კი ფეხბურთელს, ამბიციურ "ზესტაფონში" თამაშისას, უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში გადასვლის პრეტენზია უჩნდება, რაც, ცხადია, ასევე ბუნებრივია.

კოკაიამ რამდენჯერმე სცადა ასეთი მოთამაშეების გაჩერება - ალექსი ბენაშვილს, გიორგი ხიდეშელს, გოგი ფიფიას უკვე გადახდათ მსგავსი ამბავი - ახალ კონტრაქტს ხელი არ მოაწერეს და დუბლშემადგენლობაში გადაიყვანეს, ანუ ერთგვარი განსაწმენდელი დაუწესეს. ცხადია, დუბლებში თამაში არც ერთ მათგანს არ სურდა და საბოლოოდ ახალ კონტრაქტს დაყაბულდნენ.

ეს დღეებია, ანალოგიურ ვითარებაში აღმოჩნდა ბუბა დაუშვილი - "ზესტაფონის" პრესატაშე სერგო ფუტკარაძის ცნობით, დაუშვილი მეორე გუნდში ივარჯიშებს.

"იმასთან დაკავშირებით, რომ მურთაზ დაუშვილმა საგრძნობლად მოუკლო სათამაშო კონდიციებს, მოედანზე არ ირჯება ჩვეული მოტივაციით, მეტიც, მის მთავარ მიზანს საკონტრაქტო ვადის ამოწურვის მოლოდინი წარმოადგენს, ასეთ ფეხბურთელს მინდორზე ადგილს ვერ ვანდობთ. იგი გადაყვანილია "ზესტაფონის" მე-2 გუნდში, სადაც მიეცემა ვარჯიშისა და სათამაშო ფორმის შენარჩუნების საშუალება.

თუკი მურთაზ დაუშვილის სატრანსფერო საკითხებზე რომელიმე გუნდი კონკრეტული წინადადებით მოგვმართავს, კლუბის ხელმძღვანელობა ასეთ ვარიანტებს აუცილებლად განიხილავს", - ასეთია "ზესტაფონის" პოზიცია.

საქართველოს ნაკრების 22 წლის საყრდენს "ზესტაფონთან" კონტრაქტის ვადა დეკემბერში ეწურება. "ლელოსთან" ინტერვიუში დაუშვილი ამბობს, რომ მოტივაციის ნაკლებობა მომხდართან არაფერ შუაშია და დუბლებში გადაყვანის საკუთარ ვერსიას გვთავაზობს:

- "ზესტაფონს", მის პრეზიდენტს, გულშემატკივრებსა და მწვრთნელთა შტაბს ძალიან ვემადლიერები და მათ ამაგს არასოდეს დავივიწყებ. ექვსი წელი ვითამაშე ამ გუნდში და ვერავინ იტყვის, რომ თავს ვზოგავდი, გული და სული არ ჩავდე, პირიქით, ვარჯიშისას და თამაშისას ყოველთვის მოტივირებული ვიყავი და არა იმიტომ, რომ მხოლოდ ჩემი კარიერა მაღელვებდა - კლუბის წარმატებაზეც არანაკლებს ვფიქრობდი.

თავის ქებასა და ტრაბახში ნურავინ ჩამომართმევს, მაგრამ, მე მგონი, "ზესტაფონის" ბოლოდროინდელ წარმატებებში, ჩემპიონობასა და ევროტურნირის პლეი ოფში გასვლაში მცირე წვლილი მეც შევიტანე.

თუმცა, განა საკამათოა, რომ მეც მაქვს ჩემი უფლებები, ისევე, როგორც ნებისმიერ ფეხბურთელს მთელ მსოფლიოში და მასზე უარი რატომ უნდა ვთქვა?! არც ვიტყვი, რადგან ჩემი გეგმები მაქვს, საქართველოს ჩემპიონატში თამაში კი აღარ მსურდა. წინსვლასა და განვითარებაზე ვფიქრობ და სწორედ ამიტომ ვთქვი უარი "ზესტაფონთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კოკაიას, კლუბს და ჩვენს გულშემატკივარს პატივს არ ვცემ, ვიმეორებ, ამ ხალხის ამაგს არასოდეს დავივიწყებ!

ჩემი აზრით, სწორედ ამის გამო გადამიყვანეს მეორე გუნდში, ჩემი მოთამაშის ბარათიც დუბლებშია, გუნდი "ბრიუგესთან" მატჩისთვის "ბომონდ გარდენში" შეიკრიბა, მე კი "ზესტაფონი 2"-ში ვვარჯიშობ.

ძალიან მატკინა გული კლუბის განცხადებამ, ვითომ მე ბოლომდე არ ვიხარჯებოდი და თურმე ჩემი თამაში აღარ აკმაყოფილებდათ. ამას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები, რადგან არც ერთ მწვრთნელს არასოდეს უთქვამს ასეთი რამ. შეიძლებოდა, თამაში არ წამსვლოდა, მაგრამ ბრძოლის ჟინი ყოველთვის მქონდა. არ მეგონა, გუნდში გატარებული ექვსი წლის შემდეგ ასეთ მოპყრობას თუ დავიმსახურებდი. თუმცა, ვიმეორებ, მიზეზი ახალ კონტრაქტზე უარი უნდა იყოს.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გუნდს "ბრიუგესთან" წარმატება ვუსურვო. "ზესტაფონის" დახმარება ძალიან კი მსურდა, მაგრამ ამის შანსი არ მომეცა.

- ეროვნული ნაკრების წევრი დუბლშემადგენლობაში სათანადოდ როგორ მოემზადები?

- არ ვიცი და სწორედ ეს მადარდებს. თანაც ახლა ხელოვნურსაფრიან მოედანზე ვვარჯიშობ, რაც ტრავმის რისკიანობასაც ზრდის. ასე გამიძნელდება ნაკრების მატჩებისთვის კარგად მომზადება, ან გამომიძახებენ კი?

- მოდი, გულახდილად ვილაპარაკოთ: "ლელომ" შეიტყო, რის გამო უთხარი უარი "ზესტაფონს" - ლვოვის "კარპატისთან" კონტრაქტი გააფორმე.

- დიახ, ოთხწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და დეკემბერში "კარპატის" ფეხბურთელი გავხდები. უკრაინის ჩემპიონატი უფრო მაღალი დონისაა და მიმაჩნია, რომ იქ თამაში უფრო წამადგება, რაც ჩემს კარიერაში ახალი ეტაპი იქნება. მიხარია, ლვოველებმა ნდობა რომ გამომიცხადეს.

- უკვე 88-ნომრიანი მაისურაც გადმოუციათ.

- დიახ, ასეა, ლვოვში ვიყავი და "კარპატის" გენერალურმა დირექტორმა იგორ დედიშინი 88-ნომრიანი მაისურა გადმომცა.

- "ზესტაფონს" დაძაბული სათამაშო გრაფიკი ჰქონდა და ლვოვში ჩასვლა როგორ და როდის მოახერხე?

- თავისუფალი დრო მქონდა და მაშინ გავემგზავრე.

- "ზესტაფონთან" კონტრაქტი ხელს ვერ შეგიშლის?

- "ზესტაფონთან" სამწლიანი კონტრაქტი დეკემბერში მიმთავრდება. რაც მთავარია, ის ოფციონის წესით, ანუ პლუსით (მაგალითად, 2+1 - რედ.) არ გამიფორმებია, ასე რომ, კლუბი ხელს ვერ შემიშლიდა. ფიფას წესებით, ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე შემეძლო ახალ კლუბთან კონტრაქტის გაფორმება.

ფეხბურთელებსაც გვაქვს ჩვენი უფლებები და მეც ამით ვისარგებლე ჩემი კარიერისა და მომავლის გამო.

ბოლოს კი ერთხელაც ვიტყვი: "ზესტაფონის" პრეზიდენტ ილია კოკაიას, მწვრთნელებს, გულშემატკივრებსა და თანაგუნდელებს მადლობა ვუხდი ერთად გატარებული წლებისთვის. ნურავინ ჩათვლის, რადგან წავედი და თან ასეთი უსიამოვნო ამბავი მოხდა, "ზესტაფონისკენ" გახედვა არ მსურს - ასე ნამდვილად არ არის, უმადური ადამიანი არ ვარ, ბევრი სიკეთე მახსოვს და ყოველთვის ამ გუნდის გულშემატკივარი ვიქნები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mesi
tirrannos გამვლელით თქვენ ვერ მიმიხვდით. იყო შეთანხმება ალბათ სიტყბვიერი და კაცური კოკაიას და დაუშვილს შორის მაგრამ ამან დაარღვია თი დაარღვევიეს გარე პირებმა საკუთარი მოგების მიზნით რამაც გაანაწყენა კოკაია.თუ არა თკვენ როგორ ფიქრობთ კოკაია უტვინოა რო 6 თვით ადრე თხოვდა კონტრაქტზე ხელის მოცერას მანამდე ვერ მოტხოვდა და ვერ მიიღებდა???ფაქტი აშეუცვლეი არავინ არაა რაც გუშინ თამაშზე გამოჩნდა!
Giorgipirweli
ვერ გამიგია, რატო გახდა ეს ამბავი ასე სალაპარაკო. ერთმა ძალიან კარგმა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა არ გააგრძელა კონტრაქტი გუნდთან იმიტომ, რომ უკეთეს გუნდში გადასვლის შანსი ქონდა. ასე ხდება ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში და ძალიან კარგი, რომ დაუშვილმაც ასე გააკეთა. რა შუაშია საქართველოს ინტერესები.ის ხომ მოგეწონათ, kaxa და mesi, ხორვატიასთან თითქმის ყველა შეტევას რომ დაუშვილი შლიდა და მოედანზე ყველგან იყო. იქ არ იცავდასაქართველოს ინტერესს? ჰოდა, უნდა ადგეს ეხლა ეს ბიჭი და რახან კლუბს ფული უნდა, ითამაშოს კიდე ორი-სამი წელი საქართველოში? დაფიქრდით, ხალხო, სანამ რამეს დაწერთ.
tirrannos
MESI. ხო, არ შეუშლიდა ხელს წასვლაში ისე როგორც აფციაურს, ხიდეშელს და სხვებს "არ შეუშალა"... დაადებდნენ ზუსტად იმდენს რამდენსაც არავინ გადაიხდიდა.... და კონტრაქტის ამოწურვის მერე უნდა ეძებნა ბოლო წამს გუნდები ხო?? როგორც ქართველი ლეგიონერების უმრავლესობას უწევს? ჭკვიანი, წინდახედული ბიჭი ყოფილა ორმაგად პატივსაცემია,,, ღმერთმა გაუმარჯოს....მადლიზე ვიღაც გამოჩნდა ვინც მარტო დღევანდელი დღით არ ცხოვრობს>>>
უძლევი
ბატონო ილია ამ შემთხვევაში სცდება! ფეხბურთელი მონა არ არის რომ ძალით დააბა და შეუშალო ხელი წასვლაში. ამით გუნდი ზარალდება! გრიგოლ ჭანტურიას დავალიანებაც უნდა გადაიხადოთ, ამით უფრო მოიგებთ, ვიდრე ფეხბურთელებთან ჭიდაობით! კარგს იზავთ თუ გაითვალისწინებთ კონტრაქტებით აღებულ ვალდებულებებს!
BooM
გამვლელი 100% მართალი ხარ ფულის გაკეთება თუ უნდოდა კოკაიას დაუშვილისგან აქამდე უნდა გაეყიდა,მე ამ შემთხვევაში ფეხბურთელის მხარეს ვარ,რატო შეაკლას საქართველოს ჩემპიონატს თავი როცა ძალიან პერსპექტიული ბიჭია და ბევრის მიღწევა შეუძლია,როცა თამაშობდა ზესტაფონის მაისურით თავს არასდროს არ ზოგავდა,მაგას ვერავინ იტყვის.ან კიდე ბევრს რო ლაპარაკობთ ზოგიერთები თქვენ რას იზავდით ამის ადგილას?
გამვლელი
მესი - მართალი ხარ, კოკაიას საკუთარი ინტერესები აქვს და იმის მიხედვით უნდა იმოქმედოს. დაუშვილს თავისი. სწორედ ამიტომ არსებობს წესები და კანონები, რომ ინტერესების შეჯერება ცივილიზებულად მოხდეს. თუ კოკაიას დაუშვილის კონტრაქტზე ფულის გაკეთება უნდოდა, 3 სკლიანი კონტრაქტი ქონდა, და ვთქვათ შარშან გაეყიდა. თან ერთი და თან მეორე არ გამოდის. 3 წელი მისი თამაშით ხომ ხეირობდა ზესტაფონი, ეხლა დაუშვილი თავისუფალი აგენტი ხდება და კანონის მიხეევით სრული უფლება აქვს სადაც უნდა იქ წავიდეს. რაც შეეხება მის დუბლებში გადაყვანას, ასე ნორმალურ კლუბებში არ იქცევიან. ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია. გეგუჩაძის შემთხვევაშიც, მე პირადად უფრო კოკაიას მიქარული მგონია, თუმცა ინფორმაცია არანაირი არ მაქვს.
mesi
ხალხო კოკაიამ გაუკეთა ყველაფერი გეგუჩაზესაც და დაუშვილსაც.და დაფაებას ითხოვს ეს კაცი და არა მალულად კონტრაქტების ხელის მოცერას.რა ქნას აბა რო ითხოვთ ეს გააკეთოს და ის ტრიბუნა დაამატოს საიდან ძმაო საიდან ჩადო ფული და უნდა ფეხბურთელიდან ამოიროს.დაუშვილს რო გაYიდდა მიტო იყიდა მენთეშაშვილი და არც შეუშლიდა ხელს მარა ამისთანა თამაშისწინ არეულობა შეიტანეს გუნდში მწვრთნელმაც და ფეხბურთელმაც ეს არის სიმართლე!! დაუშვილი ახალგაზრდაა და შეაცდინეს-გეგუჩაძემ კი ნიშნის მოგებით დატოვა გუნდი არაკაცურად!!
tirrannos
ცალსახად გეთანხმებით, გასაგებია რო ეს კაცი(ილია კოკაია) ბევრს აკეთებს ქართული ფეხბურთისთვის მარა ყველაფრის უფლება კი არა აქვს, რაღაც უცნაური გადაწყვეტილებებით გამოირჩევა(თუნდაც 8სთ ზე თამაშის დაწყება და მერე ურეპორტაჟობაზე წუწუნი, როცა 1სთთი გადაწევაზე არ დათანხმდა, პირველ არხზე მაგ დროს 100 წელია მოამბე გადის) რომელი ევროპული, თუნდაც არაევროპული, გუნდი გინახავთ ფეხბურთელებს ასე ექცეოდეს??? მომკალი და გეგუჩაძესთანაც ამათი მიქარილი მგონია რაღაც
გამვლელი
kaxa - მგონი სპორტულ ბიზნესში მეტად რომ გაერკვე უკეთესი იქნება. ამ ბიზნესის ანა-ბანა კი იმას გვეუბნება, რომ მთელი ქვეყანა კოკაიას ჭკუაზე ვერ ივლის. რაც შეეხება ქარ«თულ ფეხბურთს, ისევე როგორც ყველა სხვა პატარა ქვეყანაში, რაც მეტი ფეხბურთელი წავა და წარმატებული გახდება უცხოეთYში, მით უკეთესი - ასე გახდა დანია ევროპის ჩემოპიონი. აბა ყველა რომ 'ოდენსე'-ში და 'ორუსში' მჯდარიყვნენ არ მგონია რაიმე მოეგოთ. და ბოლოს, არსებობს ადამიანის თავისუფალი არჩევანის უფლება, რაც გაცილებით უფრო მნიოშვნელოვანია ვიდრე კოკაია ან თუნდაც ქართული ფეხბურთი. ერთი მკითხვაც მაქვს, პატრიოტულ სლოგანებს რომ არახუნებთ აქ, დაუშვილმა, ისევე როგორც ნებისმიერმა ფეხბურთელმა, კარიერა 32-34 წლანდე უნდა დაამთავროს და ზესტაფონში თუ იჯდა სულ 10 წლის მერე თქვენ (100$ არ დახარბებული პატრიოტები) შეინახავთ მაგის ოჯახს? რა წესია ეს მაღალფარდოვანი უაზრობების წერა საერთოდ არ მესმის.
METI SIKVARULI KARTVELEBO
ეს იყო წინასწარი კონტრაქტი და ბელგიელებთან თამაშზე უარს არც ამბობდა. ან რა ლაპარაკია - უცხოეთში წასვლა რომ გადაწყვიტეს ქინქლაძემ, ქეცბაიამ, იაშვილმა, არველაძეებმა, კობიაშვილმა, ასათიანმა, ბევრმა სხვამ ეს სირცხვილია? ისევ იმ უცხოურ კლუბში მომზადებით თამაშობენ საქართველოს ნაკრებში. რა გინდათ, რომ ამ ჭაობ-ჩემპიონატში ჩარჩნენ ეს ნიჭიერი ბავშვები? წავიდნენ, გაიზარდონ და ჩვენც გაგავახარონ, ეს არის ბუნებრივი, კარგიც და თუ ჩვენი ჩემპიუონატი მოღონიერდება, ნაკლები იქნება მიგრაცია.
kaxa
სადაც გინდა იქ წადით მაგრამ ქართველი ხალხის ინტერესებს წიხლი არ უნდა კრათ, უნდა იცოდეთ შენც და გეგუჩაძემაც ეს როდის უნდა გააკეთოთ, თქვე დალოცვილებო ეთი კვირა ვერ მოითმინეთ? მაგრამ თქვენ საერთოდ არ გადარდებთ ზესტაფონი და მთლიანად საქართველო ოღონდ ვიღაცამ 100$-ით მეტი გადმოგიგდოთ არა და შენნაირი ფეხბურთელების ფასი პარაპიტნაციტია, წადი წადი
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა