"უმცროსი ბორჯღალოსნები" 29 მარტს (16 საათი) "ავჭალაზე" ფრანგ თანატოლებთან ამხანაგურ თამაშს გამართავენ, რის შემდეგაც საფრანგეთის ქალაქ ვიშში გაემგზავრებიან და ექვსი ერის ფესტივალზე ზედიზედ მეორედ ითამაშებენ.

ფესტივალზე ზურაბ ამონაშვილის შეგირდები 10 აპრილს იტალიას, 14-ში უელსს, ხოლო 18-ში ირლანდიას შეხვდებიან.

ამ ოთხი უმაგრესი თამაშისთვის "უმცროსი ბორჯღალოსნები" "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე უკვე მესამე კვირაა ემზადებიან. გუნდთან ერთადაა დემეტრე დევდარიანი, რომელიც სექტემბრიდან ინგლისში იმყოფება და "სენტ მერის" ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

"ინგლისში გატარებულმა პერიოდმა ბევრი ისეთი რამ შემძინა, რაც ცხოვრებაშიც გამომადგება და რაგბშიც. სხვანაირად ასეთ გამოცდილებას ან საერთოდ ვერ მივიღებდი, ან ძალიან გვიან შევიძენდი. მიხარია, რომ 17 წლის ასაკში ბევრი რამ უკვე გადავაფასე. იქ დამოუკიდებლად მიწევს ცხოვრება, ჩემი თავის პატრონი მე თვითონ ვარ და თუ თავად არ გადავლახავ სურთულეებს, ვერავინ დამეხმარება. ასევე მივხვდი, რომ ცხოვრებაში ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია. თავიდან მარტოს ძალიან მიჭირდა, თუმცა ახლა ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა და გუნდშიც ყველა მენდობა", - აღნიშნავს დემეტრე დევდარიანი.

ის 18-წლამდელთა დასკვნით შეკრებაზე პირველივე დღიდან იმყოფება და გუნდთან ერთად 3-კვირიანი მზადება გაიარა. დემეტრეს კარგად ესმის, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ექვსი ერის ფესტივალზე თამაშს როგორც ინდივიდუალურად მოთამაშეებისთვის, ასევე ქართული რაგბისთვის:

"ამ სამი კვირის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლეთ. რა თქმა უნდა, შეცდომებიც მოგვდის, მაგრამ სწორედ მათი მეშვეობით ვიზრდებით და ვცდილობთ უმოკლეს დროში გამოვასწოროთ. გუნდი მოტივირებულია და ვეცდებით ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ. ექვსი ერის ფესტივალი მნიშვნელოვანი ტურნირია როგორც ინდივიდუალურად თითოეული მოთამაშისთვის, ასევე ქვეყნისთვის. უმაღლესი დონის გუნდებთან თამაში განვითარებაში დაგვეხმარება, რაც სამომავლოდ ჩვენს კარიერას წაადგება. ასევე აუცილებელია, რომ საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ თავი, რათა ჩვენს შემდგომ თაობებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა ითამაშონ ექვსი ერის ფესტივალზე და შეიძინონ ფასდაუდებელი გამოცდილება“.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ექვსი ერის ფესტივალზე პირველად შარშან ითამაშეს და საფრანგეთი 20:19 დაამარცხეს. წელს საფრანგეთს ფესტივალზე არ ვეთამაშებით, თუმცა მათ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვეს და 29 მარტს "უმცროსი ბორჯღალოსნები" ბოლო საკონტროლო შეხვედრას გამართავენ.

"ფრანგები შარშან დავამარცხეთ და ძალიან გამწარებულები არიან, რევანშის ასაღებად მოდიან. როდესაც ასეთი დონის გუნდი შენთან სათამაშოდ მოდის, ეს პატარა ამბავი არაა. დღესდღეისობით საფრანგეთზე კარგი გუნდი ბევრი არაა, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მეტოქეს კიდევ ერთხელ მოვუგოთ, რაც ექვსი ერის ფესტივალის წინ ჩვენს თავდაჯერებას აამაღლებს. დარწმუნებული ვარ შეცდომებიც გვექნება, მაგრამ მონდომებას არ დავაკლებთ, რათა ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ და საფრანგეთი შინ დამარცხებული გავუშვათ", - აღნიშნავს დევდარიანი, რომელსაც განსაკუთრებით ახარებს სამშობლოში, ოჯახის წევრებისა და მეგობრების წინაშე თამაშის შესაძლებლობა:

„ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც მშობლების, ოჯახის წევრებისა და მეგობრების წინაშე თამაშობ. ეს იქნება დამატებითი სტიმული, თუმცა ამავდროულად - უდიდესი პასუხისმგებლობა. 18-წლამდელებს იშვიათად გვიწევს საერთაშორისო თამაშების საქართველოში, ქართველი ხალხის წინაშე ჩატარება. ეს გვაძლევს მუხტს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმუმი გაიღოს, შეცდომები მინიმუმამდე დაიყვანოს და სტადიონზე მოსული ქომაგი გაახაროს".

დემეტრე დევდარიანმა 18-წლამდელთა ნაკრებში შარშანაც ითამაშა და ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა, თუმცა ასაკობრივი გუნდების სპეციფიკიდან გამომდინარე, შემადგენლობა ყოველ წელს იცვლება:

"ვთვლი, რომ ბიჭები ერთმანეთს კარგად შევეწყეთ და ამისათვის დრო კიდევ გვაქვს, რასაც აუცილებლად გამოვიყენებთ. ვცდილობთ სხვადასხვა ოთახებში ვიყოთ, რათა ყველა ერთმანეთს დავუახლოვდეთ, ყველასთან გვქონდეს კომუნიკაცია, რაც რაგბში ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ხედავ, რომ შენს მეგობარს უჭირს, ორმაგად და სამმაგად მოტივირებული ხდები, მეტად იხარჯები. ეჭვი არ მეპარება, რომ თითოეული ჩვენგანი მოედანზე მაქსიმუმს გაიღებს, მაგრამ თამაშისას შეცდომებიც ხდება და მეგობრის შეცდომას მთელი გუნდი ერთად ასწორებს. რაგბი გუნდური სპორტია და მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდეს".

Rugby.ge

გიორგი
წარმატება დემეტრესა და ჩვენს ნაკრებს! რატომ გამოყავით ცალკე წერილისთვის?ინგლისში როგორ მოხვდა? რა პოზიციაზე თამაშობს? ჟურნალისტმა ამგვარი ინფორმაციით უნდა დაიწყოს წერილის წერა, სხვათაშორის.
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
[VIDEO] გოგლიჩიძემ სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა
გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
[VIDEO] საზონოვმა "კამპ ნოუზე" ითამაშა - "ბარსელონამ" "ხეტაფეს" ადვილად მოუგო
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 იბერია 1999. სხვა შედეგიც არ იყო გამორიცხული...
[VIDEO] ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი დღე მსოფლიო ჩემპიონატზე
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
[VIDEO] გადაირია, კვლავ საოცრებები აკეთა - კვარაცხელიას პენალტის ამღები ჩრდილო ირლანდიელი მეკარის მორიგი გმირობა