საქართველოს თასის გათამაშების ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია. უფრო ზუსტად, ეს გახლავთ ოთხთა ფინალი, რომელიც 2 დღეში ჩაეტევა და გამოავლენს თასის მფლობელს. 15 აპრილს გაიმართება ნახევარფინალები, ხოლო მეორე დღეს, გამარჯვებულები ტიტულისთვის ფინალში შეხვდებიან.

გუშინ გამოვლენის ერთ ნახევარფინალურ წყვილს დღეს მეორეც დაემატა. 2 მატჩიდან 1 ძალიან დაძაბული გამოდგა, მეორე კი დიამეტრულად განსხვავებული – დაძაბულობისგან დაცლილი. ეს გახლდათ თსუ-სა და ზესტაფონის მარგვეთის მეოთხედფინალური სერიის მეორე შეხვედრა. პირველი ზესტაფონში თებერვლის დასაწყისში გაიმართა და თსუ-ს 22-ქულიანი უპირატესობით დასრულდა. ზესტაფონელებს 23 ქულით მოგება სჭირდებოდათ, მაგრამ ამას რომ ვერ შეძლებდნენ, ცხადზე უცხადესი იყო.

თსუ პირველივე წუთებზე დაწინაურდა და შეხვედრა საბოლოოდ 118:87 მოიგო. ეს იყო მატჩი, რომელშიც დაცვა ფაქტობრივად არ იყო. გუნდები სროლებში, სწრაფ და ეფექტურ შეტევებში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ანგარიში თითქოს არავის აინტერესებდა. ორივე გუნდი შეგუებული იყო საბოლოო შედეგს, რომლის მიხედვითაც თასის მოქმედი მფლობელი თსუ შემდეგ ეტაპზე უნდა გასულიყო.

თსუ-მ 17 სამქულიანი ჩააგდო, საიდანაც 6 ნიკა ლეონიძეზე მოდის. ბომბარდირი ტრევონტე ტომასი გახდა 27 ქულით, ხოლო საუკეთესო შედეგი გლენ აბრამმა დააფიქსირა – 19 ქულა და 12 პასი. ზესტაფონის გუნდში 20 ქულით დემეტრიუს ლეიკი გამოირჩა, 18 ქულა 19 წლის თემურ კაპანაძემ მიითვალა.

აი, რაც შეეხება გურჯაანში გამართულ მატჩს, ფაქტობრივად სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაჩაღდა. ბათუმს სერიის პირველი მატჩში აჭარაში 2 ქულით ჰქონდა მოგებული და გურჯაანული მატჩის ძირითადი დრო რომ სრულდებოდა, სხვაობა კვლავ 2 ქულა იყო, ოღონდ მასპინძლების სასარგებლოდ. თამაშის დასრულებამდე 8 წამი რჩებოდა, ბათუმელი ლუკა კალატოზიშვილი საჯარიმოს ხაზზე იდგა და პირველი რომ ჩააგდო, სტუმრები მასპინძლებს 85:87 მიუახლოვდნენ. მეორე საჯარიმო ლუკას აუცდა და 2-ქულიანი სხვაობა ძალაში დარჩა. 8 წამში საფინალო სირენაც გაისმა, მაგრამ თამაში დამატებით 5-წუთეულში გადავიდა, რადგან 2 მატჩის ჯამში ფრე – 168:168 დაფიქსირდა.

ოვერტაიმში მასპინძლებმა ბათუმი გატეხეს – ხუთწუთეული 17:6 მოიგეს და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 104:91 (სტატისტიკა). ოთხთა ფინალში დელტა გავიდა და ნახევარფინალში თსუ-ს დაუპირისპირდება.

GBF

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე